მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის პროცესი მიმდინარეობს - მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა დაიხურა
სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის პროცესი მიმდინარეობს - მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა დაიხურა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ბლო­გერ უჩა აბა­ში­ძი­სა და მისი მე­უღ­ლის, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სხდო­მა და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან საქ­მე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს.

სხდო­მის და­ხურ­ვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბამ და­ა­ყე­ნა, რა­საც დაც­ვის მხა­რე არ და­ე­თან­ხმა და აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­ცე­სი მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ უნდა და­ხუ­რუ­ლი­ყო.

მო­სა­მარ­თლე ნატო ხუ­ჯა­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და სხდო­მა სრუ­ლად და­ხუ­რა.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ. ამას­თან, გა­და­ი­სინ­ჯე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბაც.

პრო­კუ­რა­ტუ­რა მათ კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, დაც­ვის მხა­რე კი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვს.

და­კა­ვე­ბუ­ლი ცოლ-ქმა­რი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას არ აღი­ა­რე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, უჩა აბა­ში­ძე­სა და მა­რი­ამ იაშ­ვილს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა და 236-ე მუხ­ლე­ბით წა­რუდ­გი­ნეს, რაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა - შე­ნახ­ვას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 4 მა­ისს, სულ სხვა საქ­მე­ზე და­ი­წყო. კერ­ძოდ კი, სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვის ფაქ­ტებ­ზე. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უჩა აბა­ში­ძი­სა და მისი მე­უღ­ლის, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს. გა­მო­ძი­ე­ბით კი დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში სხვა­დას­ხვა ვი­დეო-აუ­დიო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ფა­რუ­ლად და­ა­მონ­ტა­ჟეს, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მა­რი­ამ იაშ­ვილ­სა და სხვა­დას­ხვა პი­რებს შო­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ინ­ტი­მურ კავ­შირს უკა­ნო­ნოდ იღებ­დნენ.

ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვეს და მათ კუთ­ვნილ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში ასე­უ­ლო­ბით პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ი­ნა­ხეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ნა­წე­რებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი პი­რე­ბიც ფი­გუ­რი­რე­ბენ, რო­მელ­თა გა­და­ღე­ბაც უკა­ნო­ნოდ, მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სად, ხდე­ბო­და მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის პროცესი მიმდინარეობს - მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა დაიხურა

სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის პროცესი მიმდინარეობს - მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა დაიხურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს.

სხდომის დახურვის შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ პროცესი მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დახურულიყო.

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა სრულად დახურა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაისინჯება ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობაც.

პროკურატურა მათ კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

დაკავებული ცოლ-ქმარი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარე წლის 4 მაისს, სულ სხვა საქმეზე დაიწყო. კერძოდ კი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე. სწორედ აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, სამართალდამცველებმა უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები ფარულად დაამონტაჟეს, რომელთა საშუალებითაც მარიამ იაშვილსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს უკანონოდ იღებდნენ.

ამასთან, სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

გამოძიების ინფორმაციით, ჩანაწერებში საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც ფიგურირებენ, რომელთა გადაღებაც უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.