თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა. დაღუპულია პილოტი. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"მიმდინარე წლის 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა.
აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.