პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეჟისორი და მსახიობ-მეთოჯინე, ბახვა წერედიანი გარდაიცვალა
რეჟისორი და მსახიობ-მეთოჯინე, ბახვა წერედიანი გარდაიცვალა

რე­ჟი­სო­რი და მსა­ხი­ობ-მე­თო­ჯი­ნე, ბახ­ვა წე­რე­დი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს რე­ჟი­სო­რის, მსა­ხი­ობ-მე­თო­ჯი­ნის, ბახ­ვა წე­რე­დი­ა­ნის, გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. მე­თო­ჯი­ნე რეზო გაბ­რი­ა­ძის თე­ატ­რი­დან ქუ­ჩა­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­ვი­და. ყო­ველ სა­ღა­მოს მარ­თავ­და წარ­მოდ­გე­ნებს თა­ვი­სი შექ­მნი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბით. „შევ­ქმე­ნი პირ­ვე­ლი თო­ჯი­ნა - მე­ვი­ო­ლი­ნე ნი­კო­ლო, რო­მე­ლიც პა­გა­ნი­ნის პრო­ტო­ტი­პია და გა­ვე­დი ქუ­ჩა­ში“. ბახ­ვა წე­რე­დი­ა­ნის მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატრს სწო­რედ ამ თო­ჯი­ნის სა­ხე­ლი და­ერ­ქვა - „ნი­კო­ლო“. მე­ვი­ო­ლი­ნეს თა­ვის მე­წყვი­ლე პი­ა­ნისტ სე­ბას­ტი­ან­თან ერ­თობ­ლი­ვი ნო­მე­რი ჰქონ­და. შემ­დეგ შე­იქ­მნა თო­ჯი­ნე­ბი: სტივ უან­დე­რი, მა­იკლ ჯექ­სო­ნი, ან­დრეა ბო­ჩე­ლი, რომ­ლე­ბიც კარ­გად ახ­სოვს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მო­სე­ირ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბას.ბახ­ვა წე­რე­დი­ან­მა არა­ერ­თი სპექ­ტაკ­ლი შექ­მნა. ერთ-ერთი ბოლო წარ­მოდ­გე­ნაა "უშბა და თეთ­ნულ­დი", რო­მე­ლიც მან მეს­ტი­ის კულ­ტუ­რის სახ­ლში დად­გა და 2024 წელს სიღ­ნა­ღის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე მე­ო­რე ად­გი­ლიც მო­ი­პო­ვა" - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

რეჟისორი და მსახიობ-მეთოჯინე, ბახვა წერედიანი გარდაიცვალა

რეჟისორი და მსახიობ-მეთოჯინე, ბახვა წერედიანი გარდაიცვალა

რეჟისორი და მსახიობ-მეთოჯინე, ბახვა წერედიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორის, მსახიობ-მეთოჯინის, ბახვა წერედიანის, გარდაცვალების გამო. მეთოჯინე რეზო გაბრიაძის თეატრიდან ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე გავიდა. ყოველ საღამოს მართავდა წარმოდგენებს თავისი შექმნილი პერსონაჟებით. „შევქმენი პირველი თოჯინა - მევიოლინე ნიკოლო, რომელიც პაგანინის პროტოტიპია და გავედი ქუჩაში“. ბახვა წერედიანის მარიონეტების თეატრს სწორედ ამ თოჯინის სახელი დაერქვა - „ნიკოლო“. მევიოლინეს თავის მეწყვილე პიანისტ სებასტიანთან ერთობლივი ნომერი ჰქონდა. შემდეგ შეიქმნა თოჯინები: სტივ უანდერი, მაიკლ ჯექსონი, ანდრეა ბოჩელი, რომლებიც კარგად ახსოვს რუსთაველის გამზირზე მოსეირნე საზოგადოებას.ბახვა წერედიანმა არაერთი სპექტაკლი შექმნა. ერთ-ერთი ბოლო წარმოდგენაა "უშბა და თეთნულდი", რომელიც მან მესტიის კულტურის სახლში დადგა და 2024 წელს სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მეორე ადგილიც მოიპოვა" - ვკითხულობთ განცხადებაში.