კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეიძლება შეცვალოს ბაიდენი? - "დემოკრატების პანიკამ და დაბნეულობამ კითხვები გააჩინა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით"
ვინ შეიძლება შეცვალოს ბაიდენი? - "დემოკრატების პანიკამ და დაბნეულობამ კითხვები გააჩინა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით"

აშშ-ს პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის სუს­ტმა დე­ბა­ტებ­მა გა­სულ კვი­რას დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ა­ში შოკი გა­მო­იწ­ვია, რა­მაც წა­მოჭ­რა კი­თხვე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ა­ნაც­ვლოს იგი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად, თუ უკან და­ხე­ვას გა­და­წყვეტს. ამის შე­სა­ხებ BBC იტყო­ბი­ნე­ბა.

ეს ნა­ბი­ჯი - თუმ­ცა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო - ლო­ჯის­ტი­კურ კოშ­მარს შექ­მნი­და და შე­იძ­ლე­ბა, დე­მოკ­რა­ტებს შო­რის ამომ­რჩევ­ლე­ბის მიერ ხმის მი­ცე­მამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე ში­და­პარ­ტი­უ­ლი ბრძო­ლა გა­მო­ეწ­ვია.

მაგ­რამ დე­მოკ­რა­ტე­ბის პა­ნი­კამ და დაბ­ნე­უ­ლო­ბამ ბა­ი­დე­ნის კან­დი­და­ტუ­რის მო­მავ­ლის შე­სა­ხებ კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა იმა­ზე, იქ­ნე­ბა თუ არა ნო­ემ­ბერ­ში 81 წლის პრე­ზი­დენ­ტი სწო­რი კან­დი­და­ტი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის წი­ნა­აღ­მდეგ.

ბევ­რმა დე­მოკ­რატ­მა აღ­ნიშ­ნა ტრამ­პის და­მარ­ცხე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­დე­საც ბა­ი­დე­ნის პარ­ტი­ის ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე პრე­ტენ­ზი­ას მხარს უჭერ­დნენ თუ უარ­ჰყოფ­დნენ.

არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე გზა, რომ­ლი­თაც პრე­ზი­დენ­ტი შე­იძ­ლე­ბა სხვა კან­დი­და­ტით ჩა­ნაც­ვლდეს, მაგ­რამ შან­სე­ბი მცი­რეა, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ოთხ თვე­ზე ნაკ­ლებ დრო­ში ბა­ი­დე­ნი თა­ვის კან­დი­და­ტუ­რას მოხ­სნის.

მაგ­რამ, თუ ის ამას გა­ა­კე­თებს, არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, ვინც შე­იძ­ლე­ბა, ახალ კან­დი­და­ტად მოგ­ვევ­ლი­ნოს.

  • ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი კა­მა­ლა ჰა­რი­სი

ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი კა­მა­ლა ჰა­რი­სი, რო­მე­ლიც უკვე არის სი­ა­ში, ბა­ი­დე­ნის ჩა­სა­ნაც­ვლებ­ლად რე­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნია. რო­გორც ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, ის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კამ­პა­ნი­ის სახე გახ­და მას შემ­დეგ, რაც უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ Roe v Wade გა­ა­უქ­მა. Roe v. Wade, აშშ-ს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რო­მელ­შიც სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­სტი­ტუ­ცია აბორ­ტის უფ­ლე­ბას იცავ­და.

ჰა­რის­მა და­ამ­ტკი­ცა, რომ პრე­ზი­დენ­ტის ერ­თგუ­ლი მო­კავ­ში­რეა და მისი დე­ბა­ტებ­ზე გა­მოს­ვლა მტკი­ცედ და­იც­ვა. ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ აღი­ა­რა, რომ პრე­ზი­დენტს "ნელი და­სა­წყი­სი" ჰქონ­და, მაგ­რამ ამ­ტკი­ცებ­და, რომ მან შემ­დგომ­ში უფრო არ­სე­ბი­თი პა­სუ­ხე­ბი გას­ცა, ვიდ­რე ტრამპმა.

"ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ იდა­ვონ სტი­ლის სა­კი­თხებ­ზე, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ეს არ­ჩევ­ნე­ბი და ის, თუ ვინ იქ­ნე­ბა აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი, ში­ნა­არსზე უნდა იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - გა­ნუ­ცხა­და ჰა­რის­მა CNN-ს.

ჰა­რისს სა­ხე­ლი უკვე გან­თქმუ­ლი აქვს, რაც ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მაგ­რამ მთე­ლი თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ბა­ლი პო­პუ­ლა­რო­ბის რე­ი­ტინ­გებ­თან ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი.

გა­მო­კი­თხვე­ბის თა­ნახ­მად, ამე­რი­კე­ლე­ბის 49%-ს ჰა­რი­სი არ მოს­წონსს, ხოლო 39%-ს - მოს­წონს.

ჰა­რისს ასე­ვე ექ­ნე­ბა პრა­იმ-ტა­ი­მის მო­მენ­ტი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა, ის პო­ტენ­ცი­ურ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­თა შო­რის წინ წას­წი­ოს, რო­დე­საც ის ტრამ­პის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. BBC-ის მე­დია პარტნი­ო­რი CBS ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­თა დე­ბა­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბას აგ­ვის­ტო­ში გეგ­მავს.

  • მი­ჩი­გა­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რი გრეტ­ჩენ უიტ­მე­რი

გრეტ­ჩენ უიტ­მე­რი, მი­ჩი­გა­ნის მე­ო­რე ვა­დით არ­ჩე­უ­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი, მზარ­დი პო­პუ­ლა­რო­ბის დე­მოკ­რა­ტია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ბევ­რი ექ­სპერ­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ ის კენ­ჭს პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის 2028 წელს იყ­რის.

მას წარ­სულ­ში კამ­პა­ნია გა­უ­წე­ვია ბა­ი­დე­ნის­თვის და თა­ვის პო­ლი­ტი­კურ ამ­ბი­ცი­ებს არ მა­ლავს.

მან New York Times-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ სურს, 2028 წელს X თა­ო­ბის პრე­ზი­დენ­ტი იხი­ლოს, მაგ­რამ თავი შე­ი­კა­ვა იმა­ზე მი­ნიშ­ნე­ბის­გან, რომ შე­იძ­ლე­ბა, ეს როლი თა­ვად მო­ირ­გოს.

2022 წელს უიტ­მერ­მა უხელ­მძღვა­ნე­ლა კამ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც მი­ჩი­გა­ნის დე­მოკ­რა­ტებს შტა­ტის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­სა და გუ­ბერ­ნა­ტო­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ზე კონ­ტრო­ლი შე­ა­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.

ამ პო­ლი­ტი­კურ­მა კონ­ტროლ­მა მას სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა რიგი პროგ­რე­სუ­ლი რე­ფორ­მა, მათ შო­რის მი­ჩი­გან­ში აბორ­ტის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის დაც­ვა და ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მი­ღე­ბა.

  • კა­ლი­ფორ­ნი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რი გე­ვინ ნი­უსო­მი

კა­ლი­ფორ­ნი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რი გე­ვინ ნი­უსო­მი ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მტკი­ცე მხარ­დამ­ჭე­რია. ის ხში­რად ჩნდე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ბა­ი­დე­ნის ქე­ბით.

მაგ­რამ ნი­უსომს სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვს.

მას ხში­რად ასა­ხე­ლე­ბენ 2028 წლის შე­საძ­ლო კან­დი­და­ტად, მაგ­რამ ბევ­რმა დე­მოკ­რატ­მა კო­მენ­ტა­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ი­დე­ნის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი შემ­ცვლე­ლი იქ­ნე­ბო­და.

ნი­უსომ­მა ბოლო წლებ­ში კონ­სერ­ვა­ტი­ულ მე­დი­ა­ში თა­ვი­სი სა­ხე­ლი პარ­ტი­ის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლე­ბის გამ­ტა­რად და გა­სულ წელს ფლო­რი­დის გუ­ბერ­ნა­ტორ რონ დე­სან­ტის­თან დე­ბა­ტე­ბით მო­იხ­ვე­ჭა.

  • ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრი პიტ ბუ­ტი­ჯი­ჯი

სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრ პიტ ბუ­ტი­ჯიჯს საპ­რე­ზი­დენ­ტო ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვს.

მან პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის 2020 წელს იყა­რა კენ­ჭი და ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, რო­გორც ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო კო­მუ­ნი­კა­ტო­რი.

ბუ­ტი­ჯი­ჯ­მა ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას რამ­დე­ნი­მე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კრი­ზი­სი მარ­თა.

მან დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია მთავ­რო­ბის რე­ა­გი­რე­ბას აღ­მო­სავ­ლეთ პა­ლეს­ტი­ნის სარ­კი­ნიგ­ზო ავა­რი­ა­ზე, ბალ­ტი­მო­რის ხი­დის ჩა­მოშ­ლა­ზე და Southwest Airlines-ის გან­რი­გის კრი­ზის­ზე 2022 წელს.

  • პენ­სილ­ვა­ნი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ჯოშ შა­პი­რო

პენ­სილ­ვა­ნი­ის გუ­ბერ­ნა­ტორ ჯოშ შა­პი­როს მა­ღა­ლი მო­წო­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და მას შემ­დეგ, რაც 2022 წელს აირ­ჩი­ეს შტატ­ში, რო­მელ­შიც 2016 წელს ტრამპმა მხო­ლოდ მცი­რე უპი­რა­ტე­სო­ბით მო­ი­გო.

გუ­ბერ­ნა­ტო­რი, რო­მე­ლიც ადრე შტა­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი იყო, თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ტი­ის მე­სი­ჯ­ბოქსზეც მუ­შა­ობ­და.

მან გა­სულ წელს ფი­ლა­დელ­ფი­ის მთა­ვარ გზატ­კე­ცილ­ზე ჩა­მოშ­ლი­ლი ხი­დის სწრა­ფი აღ­დგე­ნით მე­დი­ა­ში ქება და­იმ­სა­ხუ­რა - ეს პირ­ვე­ლი ვა­დით არ­ჩე­უ­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მარ­ჯვე­ბა იყო.

2028 წლის პო­ტენ­ცი­უ­რი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის­თვის გზატ­კე­ცი­ლის სწრა­ფი შე­კე­თე­ბა ბევ­რმა შე­ა­ფა­სა, რო­გორც იდე­ა­ლუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­სა­უბ­რო თემა.

  • ილი­ნო­ი­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ჯეი ბი პრიც­კე­რი

ილი­ნო­ი­სის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, ჯეი ბი პრიც­კერ­მა, ბოლო წლებ­ში სა­კუ­თა­რი იმი­ჯი ტრამპზე თავ­დას­ხმე­ბი­თა და ბა­ი­დე­ნის დაც­ვით გა­ი­კე­თა.

მი­ლი­არ­დე­რი ბიზ­ნეს­მე­ნი - Hyatt სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლის მემ­კვიდ­რე - ტრამ­პის კრი­ტი­კას სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში სწრაფ-სწრა­ფად აქ­ვეყ­ნებს ხოლ­მე.

დე­ბა­ტე­ბის შემ­დეგ მან ტრამპს "მა­ტყუ­ა­რა" უწო­და და თქვა, რომ ის "34-ე მუხ­ლით მსჯავ­რდე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვეა, რო­მელ­საც მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თავი აინ­ტე­რე­სებს".

უიტ­მე­რის მსგავ­სად, პრიც­კერს პროგ­რე­სუ­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის დღის წეს­რი­გის პუნ­ქტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში მიღ­წე­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი აქვს ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა აბორ­ტის უფ­ლე­ბე­ბი და ია­რა­ღის კონ­ტრო­ლი.

  • სხვა შე­საძ­ლო კან­დი­და­ტე­ბი

პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტე­ბის სია ამ დე­მოკ­რა­ტებს სცილ­დე­ბა, რად­გან პარ­ტი­ამ მო­მა­ვა­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის ვრცე­ლი სია გა­ნა­ვი­თა­რა.

კენ­ტუ­კის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ენდი ბე­შირ­მა, ორი ვა­დით არ­ჩე­ულ­მა დე­მოკ­რატ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ძა­ლი­ან კონ­სერ­ვა­ტი­ულ შტატ­ში, გა­სულ წელს, ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩე­ვის შემ­დეგ მზარ­დი ეროვ­ნუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

მე­რი­ლენ­დის გუ­ბერ­ნა­ტო­რი უეს მური ბალ­ტი­მორ­ში, ფრენ­სის სკოტ კის ხი­დის ჩა­მოშ­ლის შემ­დეგ, ბოლო თვე­ებ­ში ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო მოქ­ცე­უ­ლი.

სე­ნა­ტო­რებს, ეიმი კლო­ბუ­ჩარს და კორი ბუ­კერს ხში­რად ახ­სე­ნე­ბენ, რამ­დე­ნა­დაც მათ პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის წარ­სულ­ში იყა­რეს კენ­ჭი და დე­მოკ­რა­ტებს შო­რის გარ­კვე­უ­ლი ცნო­ბა­დო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

ჯორ­ჯი­ის სე­ნა­ტო­რი რა­ფა­ელ უორ­ნო­კი, რო­მელ­მაც მერ­ყევ შტატ­ში საკ­მა­ოდ კონ­კუ­რენ­ტულ სე­ნა­ტის არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა, ასე­ვე ნახ­სე­ნე­ბი იყო, რო­გორც ბა­ი­დე­ნის პო­ტენ­ცი­უ­რი შემ­ცვლე­ლი.

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

ვინ შეიძლება შეცვალოს ბაიდენი? - "დემოკრატების პანიკამ და დაბნეულობამ კითხვები გააჩინა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით"

ვინ შეიძლება შეცვალოს ბაიდენი? - "დემოკრატების პანიკამ და დაბნეულობამ კითხვები გააჩინა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით"

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სუსტმა დებატებმა გასულ კვირას დემოკრატიულ პარტიაში შოკი გამოიწვია, რამაც წამოჭრა კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს იგი საპრეზიდენტო კანდიდატად, თუ უკან დახევას გადაწყვეტს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ეს ნაბიჯი - თუმცა ნაკლებად სავარაუდო - ლოჯისტიკურ კოშმარს შექმნიდა და შეიძლება, დემოკრატებს შორის ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემამდე რამდენიმე თვით ადრე შიდაპარტიული ბრძოლა გამოეწვია.

მაგრამ დემოკრატების პანიკამ და დაბნეულობამ ბაიდენის კანდიდატურის მომავლის შესახებ კითხვები გააჩინა იმაზე, იქნება თუ არა ნოემბერში 81 წლის პრეზიდენტი სწორი კანდიდატი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.

ბევრმა დემოკრატმა აღნიშნა ტრამპის დამარცხების მნიშვნელობა, როდესაც ბაიდენის პარტიის ნომინაციაზე პრეტენზიას მხარს უჭერდნენ თუ უარჰყოფდნენ.

არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც პრეზიდენტი შეიძლება სხვა კანდიდატით ჩანაცვლდეს, მაგრამ შანსები მცირეა, რომ არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლებ დროში ბაიდენი თავის კანდიდატურას მოხსნის.

მაგრამ, თუ ის ამას გააკეთებს, არსებობს რამდენიმე ადამიანი, ვინც შეიძლება, ახალ კანდიდატად მოგვევლინოს.

  • ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი

ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც უკვე არის სიაში, ბაიდენის ჩასანაცვლებლად რეალური არჩევანია. როგორც ვიცე-პრეზიდენტი, ის რეპროდუქციული უფლებების დაცვისთვის ადმინისტრაციის კამპანიის სახე გახდა მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ Roe v Wade გააუქმა. Roe v. Wade, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუცია აბორტის უფლებას იცავდა.

ჰარისმა დაამტკიცა, რომ პრეზიდენტის ერთგული მოკავშირეა და მისი დებატებზე გამოსვლა მტკიცედ დაიცვა. ღონისძიების შემდეგ აღიარა, რომ პრეზიდენტს "ნელი დასაწყისი" ჰქონდა, მაგრამ ამტკიცებდა, რომ მან შემდგომში უფრო არსებითი პასუხები გასცა, ვიდრე ტრამპმა.

"ადამიანებს შეუძლიათ იდავონ სტილის საკითხებზე, მაგრამ საბოლოოდ ეს არჩევნები და ის, თუ ვინ იქნება აშშ-ს პრეზიდენტი, შინაარსზე უნდა იყოს დამოკიდებული", - განუცხადა ჰარისმა CNN-ს.

ჰარისს სახელი უკვე განთქმული აქვს, რაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამსახურებაა, მაგრამ მთელი თავისი საქმიანობის განმავლობაში დაბალი პოპულარობის რეიტინგებთან ჰქონდა პრობლემები.

გამოკითხვების თანახმად, ამერიკელების 49%-ს ჰარისი არ მოსწონსს, ხოლო 39%-ს - მოსწონს.

ჰარისს ასევე ექნება პრაიმ-ტაიმის მომენტი, რომელმაც შეიძლება, ის პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის წინ წასწიოს, როდესაც ის ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დაუპირისპირდება. BBC-ის მედია პარტნიორი CBS ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატების ჩატარებას აგვისტოში გეგმავს.

  • მიჩიგანის გუბერნატორი გრეტჩენ უიტმერი

გრეტჩენ უიტმერი, მიჩიგანის მეორე ვადით არჩეული გუბერნატორი, მზარდი პოპულარობის დემოკრატია, რომლის შესახებაც ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ის კენჭს პრეზიდენტობისთვის 2028 წელს იყრის.

მას წარსულში კამპანია გაუწევია ბაიდენისთვის და თავის პოლიტიკურ ამბიციებს არ მალავს.

მან New York Times-ს განუცხადა, რომ სურს, 2028 წელს X თაობის პრეზიდენტი იხილოს, მაგრამ თავი შეიკავა იმაზე მინიშნებისგან, რომ შეიძლება, ეს როლი თავად მოირგოს.

2022 წელს უიტმერმა უხელმძღვანელა კამპანიას, რომელმაც მიჩიგანის დემოკრატებს შტატის საკანონმდებლო ორგანოსა და გუბერნატორის რეზიდენციაზე კონტროლი შეანარჩუნებინა.

ამ პოლიტიკურმა კონტროლმა მას საშუალება მისცა, განეხორციელებინა რიგი პროგრესული რეფორმა, მათ შორის მიჩიგანში აბორტის ხელმისაწვდომობის დაცვა და იარაღთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების მიღება.

  • კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი

კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია. ის ხშირად ჩნდება ტელევიზიებში ბაიდენის ქებით.

მაგრამ ნიუსომს საკუთარი პოლიტიკური ამბიციები აქვს.

მას ხშირად ასახელებენ 2028 წლის შესაძლო კანდიდატად, მაგრამ ბევრმა დემოკრატმა კომენტატორმა განაცხადა, რომ ბაიდენისთვის მიმზიდველი შემცვლელი იქნებოდა.

ნიუსომმა ბოლო წლებში კონსერვატიულ მედიაში თავისი სახელი პარტიის მთავარი გზავნილების გამტარად და გასულ წელს ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისთან დებატებით მოიხვეჭა.

  • ტრანსპორტის მინისტრი პიტ ბუტიჯიჯი

საიდუმლო არ არის, რომ ტრანსპორტის მინისტრ პიტ ბუტიჯიჯს საპრეზიდენტო ამბიციები აქვს.

მან პრეზიდენტობისთვის 2020 წელს იყარა კენჭი და ხშირად მოიხსენიება, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი საუკეთესო კომუნიკატორი.

ბუტიჯიჯმა ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას რამდენიმე საზოგადოებრივი კრიზისი მართა.

მან დახმარება გაუწია მთავრობის რეაგირებას აღმოსავლეთ პალესტინის სარკინიგზო ავარიაზე, ბალტიმორის ხიდის ჩამოშლაზე და Southwest Airlines-ის განრიგის კრიზისზე 2022 წელს.

  • პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო

პენსილვანიის გუბერნატორ ჯოშ შაპიროს მაღალი მოწონების რეიტინგი ჰქონდა მას შემდეგ, რაც 2022 წელს აირჩიეს შტატში, რომელშიც 2016 წელს ტრამპმა მხოლოდ მცირე უპირატესობით მოიგო.

გუბერნატორი, რომელიც ადრე შტატის გენერალური პროკურორი იყო, თავისი საქმიანობის განმავლობაში პარტიის მესიჯბოქსზეც მუშაობდა.

მან გასულ წელს ფილადელფიის მთავარ გზატკეცილზე ჩამოშლილი ხიდის სწრაფი აღდგენით მედიაში ქება დაიმსახურა - ეს პირველი ვადით არჩეული გუბერნატორისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვება იყო.

2028 წლის პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატისთვის გზატკეცილის სწრაფი შეკეთება ბევრმა შეაფასა, როგორც იდეალური ინფრასტრუქტურული სასაუბრო თემა.

  • ილინოისის გუბერნატორი ჯეი ბი პრიცკერი

ილინოისის გუბერნატორმა, ჯეი ბი პრიცკერმა, ბოლო წლებში საკუთარი იმიჯი ტრამპზე თავდასხმებითა და ბაიდენის დაცვით გაიკეთა.

მილიარდერი ბიზნესმენი - Hyatt სასტუმროების ქსელის მემკვიდრე - ტრამპის კრიტიკას სოციალურ მედიაში სწრაფ-სწრაფად აქვეყნებს ხოლმე.

დებატების შემდეგ მან ტრამპს "მატყუარა" უწოდა და თქვა, რომ ის "34-ე მუხლით მსჯავრდებული დამნაშავეა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს".

უიტმერის მსგავსად, პრიცკერს პროგრესული დემოკრატების დღის წესრიგის პუნქტების შესრულებაში მიღწევების ჩამონათვალი აქვს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აბორტის უფლებები და იარაღის კონტროლი.

  • სხვა შესაძლო კანდიდატები

პოტენციური კანდიდატების სია ამ დემოკრატებს სცილდება, რადგან პარტიამ მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატების ვრცელი სია განავითარა.

კენტუკის გუბერნატორმა ენდი ბეშირმა, ორი ვადით არჩეულმა დემოკრატმა გუბერნატორმა ძალიან კონსერვატიულ შტატში, გასულ წელს, ხელახალი არჩევის შემდეგ მზარდი ეროვნული ყურადღება დაიმსახურა.

მერილენდის გუბერნატორი უეს მური ბალტიმორში, ფრენსის სკოტ კის ხიდის ჩამოშლის შემდეგ, ბოლო თვეებში ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული.

სენატორებს, ეიმი კლობუჩარს და კორი ბუკერს ხშირად ახსენებენ, რამდენადაც მათ პრეზიდენტობისთვის წარსულში იყარეს კენჭი და დემოკრატებს შორის გარკვეული ცნობადობით სარგებლობენ.

ჯორჯიის სენატორი რაფაელ უორნოკი, რომელმაც მერყევ შტატში საკმაოდ კონკურენტულ სენატის არჩევნებში გაიმარჯვა, ასევე ნახსენები იყო, როგორც ბაიდენის პოტენციური შემცვლელი.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: