საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არქეოლოგებმა ბიბლიური არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, მოსეს მიერ, 10 მცნების მიღებასთანაა კავშირში“ - ინსბრუკის უნივერსიტეტი კვლევის დეტალებს აქვეყნებს
“არქეოლოგებმა ბიბლიური არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, მოსეს მიერ, 10 მცნების მიღებასთანაა კავშირში“ - ინსბრუკის უნივერსიტეტი კვლევის დეტალებს აქვეყნებს

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ავ­სტრი­ა­ში, ად­რე­უ­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­ლო­ცა­ვის ნან­გრე­ვებ­ში “მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“ რე­ლი­გი­უ­რი რე­ლიკ­ვია აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

რო­გორც ინსბ­რუ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტი წერს, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მი­აკ­ვლი­ეს 1500 წლის წი­ნან­დელ სპი­ლოს ძვლის ყუთს, სა­დაც სა­თუ­თად იყო შე­ნა­ხუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტი. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­ზე ასა­ხუ­ლია მო­სეს მიერ, სი­ნას მთა­ზე, ღმერ­თის­გან 10 მცნე­ბის მი­ღე­ბის სცე­ნე­ბი.

წრის ფორ­მის მე­მა­ტი­ა­ნე­ზე უნი­კა­ლუ­რი სცე­ნე­ბი იკ­ვე­თე­ბა. მკვლევ­რე­ბის თქმით, აქამ­დე მსოფ­ლი­ო­ში მსგავ­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის მხო­ლოდ 40 აღ­მო­ჩე­ნა გა­კეთ­და.

“ასე­თი რამ არ­ქე­ო­ლო­გის, რო­გორც მეც­ნი­ე­რის ცხოვ­რე­ბა­ში, მხო­ლოდ ერთხელ ხდე­ბა” - აღ­ნიშ­ნავს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი არ­ქე­ო­ლო­გი ჯე­რალდ გრა­ბ­ჰე­რი.

ჯგუ­ფის ვა­რა­უ­დით, რე­ლიკ­ვია, რო­მის იმ­პე­რა­ტო­რის კონ­სტან­ტი­ნე დი­დის მიერ, ქრის­ტი­ა­ნო­ბის მი­ღე­ბი­დან და მი­ლა­ნის ედიქ­ტის გა­მო­ცე­მი­დან, 100 წელ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში არის შექ­მნი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 380 წელს იმ­პე­რა­ტორ­მა თე­ო­დო­სი­ამ გა­მოს­ცა თე­სა­ლო­ნი­კის ედიქ­ტი, რო­მელ­მაც ქრის­ტი­ა­ნო­ბა რო­მის იმ­პე­რი­ის ოფი­ცი­ა­ლურ რე­ლი­გი­ად აღი­ა­რა. ეს მოხ­და აღ­მო­ჩე­ნი­ლი სპი­ლოს ძვლის ყუ­თის დამ­ზა­დე­ბამ­დე 1644 წლით ადრე.

ინსბ­რუ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რე­გი­ო­ნი, სა­დაც არ­ქე­ო­ლო­გებ­მა იმუ­შა­ვეს, ოდეს­ღაც რო­მის იმ­პე­რი­ას ეკუთ­ვნო­და და ეკ­ლე­სია, იმ­პე­რა­ტო­რის მიერ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ღე­ბამ­დე სა­ვა­რა­უ­დოდ წარ­მარ­თუ­ლი სა­კურ­თხე­ვე­ლი იყო.

არ­ტე­ფაქ­ტზე გა­მო­სა­ხუ­ლია წვე­რე­ბი­ა­ნი, გრძე­ლი სა­მო­სით შე­მო­სი­ლი მა­მა­კა­ცე­ბი. მას­ზე ასა­ხუ­ლია ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმის სცე­ნე­ბი.

მა­თი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა ეს იყოს მოსე, რო­მე­ლიც ღვთის­გან სი­ნას მთა­ზე 10 მცნე­ბას იღებ­და. კი­დევ ერთი სცე­ნა შე­იძ­ლე­ბა იყოს იე­სოს მკვდრე­თით აღ­დგო­მა.

ეკ­ლე­სია და­ახ­ლო­ე­ბით 60 ფუტი სიგ­რძი­სა იყო და მის შე­სას­ვლელ­თან მარ­მა­რი­ლოს ზღურ­ბლით. სამ­ხრე­თით და და­სავ­ლე­თით იყო სა­მარ­ხე­ბი - ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ნაშ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც ცხოვ­რობ­დნენ რე­გი­ონ­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

გრიგორი
0

ჯერ არითმეტიკა გესწავლათ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“არქეოლოგებმა ბიბლიური არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, მოსეს მიერ, 10 მცნების მიღებასთანაა კავშირში“ - ინსბრუკის უნივერსიტეტი კვლევის დეტალებს აქვეყნებს

“არქეოლოგებმა ბიბლიური არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, მოსეს მიერ, 10 მცნების მიღებასთანაა კავშირში“ - ინსბრუკის უნივერსიტეტი კვლევის დეტალებს აქვეყნებს

არქეოლოგებმა ავსტრიაში, ადრეული ეკლესიის სალოცავის ნანგრევებში “მნიშვნელოვანი“ რელიგიური რელიკვია აღმოაჩინეს.

როგორც ინსბრუკის უნივერსიტეტი წერს, არქეოლოგებმა მიაკვლიეს 1500 წლის წინანდელ სპილოს ძვლის ყუთს, სადაც სათუთად იყო შენახული არტეფაქტი. სავარაუდოდ, მასზე ასახულია მოსეს მიერ, სინას მთაზე, ღმერთისგან 10 მცნების მიღების სცენები.

წრის ფორმის მემატიანეზე უნიკალური სცენები იკვეთება. მკვლევრების თქმით, აქამდე მსოფლიოში მსგავსი მნიშვნელობის მხოლოდ 40 აღმოჩენა გაკეთდა.

“ასეთი რამ არქეოლოგის, როგორც მეცნიერის ცხოვრებაში, მხოლოდ ერთხელ ხდება” - აღნიშნავს უნივერსიტეტის მთავარი არქეოლოგი ჯერალდ გრაბჰერი.

ჯგუფის ვარაუდით, რელიკვია, რომის იმპერატორის კონსტანტინე დიდის მიერ, ქრისტიანობის მიღებიდან და მილანის ედიქტის გამოცემიდან, 100 წელზე ნაკლებ დროში არის შექმნილი.

აღსანიშნავია, რომ 380 წელს იმპერატორმა თეოდოსიამ გამოსცა თესალონიკის ედიქტი, რომელმაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად აღიარა. ეს მოხდა აღმოჩენილი სპილოს ძვლის ყუთის დამზადებამდე 1644 წლით ადრე.

ინსბრუკის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, რეგიონი, სადაც არქეოლოგებმა იმუშავეს, ოდესღაც რომის იმპერიას ეკუთვნოდა და ეკლესია, იმპერატორის მიერ კანონმდებლობის მიღებამდე სავარაუდოდ წარმართული საკურთხეველი იყო.

არტეფაქტზე გამოსახულია წვერებიანი, გრძელი სამოსით შემოსილი მამაკაცები. მასზე ასახულია ძველი და ახალი აღთქმის სცენები.

მათივე თქმით, შესაძლოა ეს იყოს მოსე, რომელიც ღვთისგან სინას მთაზე 10 მცნებას იღებდა. კიდევ ერთი სცენა შეიძლება იყოს იესოს მკვდრეთით აღდგომა.

ეკლესია დაახლოებით 60 ფუტი სიგრძისა იყო და მის შესასვლელთან მარმარილოს ზღურბლით. სამხრეთით და დასავლეთით იყო სამარხები - ჯგუფმა აღმოაჩინა იმ ადამიანების ნაშთები, რომლებიც ოდესღაც ცხოვრობდნენ რეგიონში.

ასევე იხილეთ: