ავტორი:

"სკანდალურმა ორბანმა ზელენსკის ხელი ჩამოართვა!" - რას წერს უკრაინული მედია ქვეყნის ლიდერების შეხვედრის დეტალებზე?

"სკანდალურმა ორბანმა ზელენსკის ხელი ჩამოართვა!" - რას წერს უკრაინული მედია ქვეყნის ლიდერების შეხვედრის დეტალებზე?

“სკანდალურმა ორბანმა ზელენსკის ხელი ჩამოართვა!“ - ამ სახელწოდებით აქვეყნებს უკრაინული unian უნგრეთის პრემიერ მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის ამსახველ ფოტოს “ტელეგრამ" არხზე.

“სკანდალური“ მოლოდინის შესახებ უკრაინული მედია ოფიციალურ შეხვედრამდე წერდა. მწირი ინფორმაციის თანახმად მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ავტომობილი დღეს დილით უკრაინაში უნგრეთის საელჩოსთან მივიდა.

როგორც unian წერს, ვიქტორ ორბანი ზელენსკისთან შეხვედრაზე რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე და უნგრეთ- უკრაინის ურთიერთობაზე ისაუბრებს.

უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა ზოლტან კოვაჩმა სოციალურ ქსელში X - ზე ვიზიტის ამსახველი კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს ვიქტორ ორბანის საავტომობილო კოლონა კიევის ქუჩებში.

“ვიქტორ ორბანი დღეს დილით ჩავიდა კიევში, რათა განიხილოს ევროპული მშვიდობა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან“, - წერს კოვაქსი და თავადვე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები დაეთმობა მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებს, ასევე უნგრეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს.

  • აღსანიშნავია, რომ ორბანი კიევში 2015 წლიდან არ ყოფილა, ხოლო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უნგრეთის პრემიერი კიევში პირველად ჩავიდა.

უკრაინისა და უნგრეთის ლიდერები ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცნენ. ერთ-ერთი ხმაურიანი შეთანხმება, ევროკავშირის ლიდერების მიერ, უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტის გადაცემას ეხებოდა. არსებობდა შიში, რომ ვიქტორ ორბანი დახმარების პაკეტს დაბლოკავდა, როგორც მან ეს 2023 წლის დეკემბერში გამართულ სამიტზე გააკეთა.

თუმცა, ამჯერად შეთანხმება შედგა და 27-ვე ლიდერი, მათ შორის ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის დამატებითი, 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფაზე დათანხმდა.

“უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იმ დროს ხორციელდება, როდესაც უნგრეთი ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას იღებს. ორბანი ქვეყანას პირველად ეწვევა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ.

1 ივლისს უნგრეთმა დაიწყო ევროკავშირის საბჭოს ექვსთვიანი თავმჯდომარეობა, რომელიც გაგრძელდება 2024 წლის 31 დეკემბრამდე,“ - წერს UNIAN.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის ყოველ ექვს თვეში ერთხელ როტაციის პრინციპით ხორციელდება. ქვეყანა, რომელიც თავმჯდომარეობს ევროკავშირის საბჭოს, იმ პერიოდში წარმოადგენს ყველა წევრ ქვეყანას ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების დროს. თუმცა, არის თუ არა აღნიშნული საკითხი შეხვედრასთან რაიმე სახის კავშირში, ამაზე მხოლოდ ვარაუდები შეიძლება არსებობდეს.

ასევე წაიკითხეთ: