მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოედანზე დედასთან ერთად ატირებული რონალდუ და სკანდალში გახვეული BBC, რომელსაც ბოდიშის მოხდას სთხოვენ - პორტუგალია- სლოვენიის დრამატული მატჩის დეტალები
მოედანზე დედასთან ერთად ატირებული რონალდუ და სკანდალში გახვეული BBC, რომელსაც ბოდიშის მოხდას სთხოვენ - პორტუგალია- სლოვენიის დრამატული მატჩის დეტალები

პორ­ტუ­გა­ლია- სლო­ვე­ნი­ის დრა­მა­ტულ­მა მატჩმა, “ევრო 2024“ მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ისევ მო­აქ­ცია.

მე­დია კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დუს ცრემ­ლებ­სა და პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ას გა­ნი­ხი­ლავს, რო­დე­საც კა­პი­ტა­ნი გუნ­დის სა­ხე­ლით გო­ლის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა სლო­ვე­ნი­ის მე­კა­რემ, იან ობ­ლაკ­მა თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნის მო­გე­რი­ე­ბა საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვად შეძ­ლო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ბო­ლო­ოდ პორ­ტუ­გა­ლი­ამ სლო­ვე­ნია პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში და­ა­მარ­ცხა. გან­სჯის სა­გა­ნი რო­ნალ­დუს და მისი დე­დის ცრემ­ლე­ბი გახ­და.

იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი რო­ნალ­დუ სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ცდი­ლობ­და გო­ლის გა­ტა­ნას. და­მა­ტე­ბით დრო­ში, რო­ნალ­დუს წი­ნა­აღ­მდეგ, ობ­ლაკ­მა გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი სე­ი­ვი შე­ას­რუ­ლა, კრიშ­ტი­ა­ნომ ემო­ცი­ე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა და ატირ­და.

ტრი­ბუ­ნა­ზე ტი­რო­და მისი დედა - მა­რი­აც. ის უმ­წე­ოდ უყუ­რებ­და მის სუ­პერ­ვარ­სკვლავ შვილს და ვერ ახერ­ხებ­და ნუ­გე­შის­ცე­მას“ – წერს dailymail.

  • თუმ­ცა, სკან­და­ლი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ინ­გლი­სის სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ “ჩელ­სის“, “ას­ტონ ვი­ლას“ და ინ­გლი­სის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა კა­პი­ტან­მა ჯონ ტე­რიმ, პე­ნალ­ტის შეს­რუ­ლე­ბი­სას, BBC -ის წარ­წე­რას "Misstiano Penaldo“ (რაც ვერ გა­ტა­ნი­ლი პე­ნალ­ტის მე­ტა­ფო­რუ­ლი გა­მოთ­ქმაა), “სირ­ცხვი­ლი“ უწო­და.

ჯონ ტე­რის მხა­რი მე­დი­ის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც და­უ­ჭი­რეს და აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­წე­რის გამო BBC -ის ბო­დი­შის მოხ­დის­კენ მო­უ­წო­დეს.

“სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში მუ­შა­ო­ბის 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­სო­დეს მი­ნა­ხავს ასე­თი სა­მარ­ცხვი­ნო რამ. სად იყ­ვნენ, როცა კე­ინ­მა საფ­რან­გეთს ვერ გა­უ­ტა­ნა? როცა მე­სიმ ვერ გა­მო­ი­ყე­ნა პე­ნალ­ტი ჩი­ლეს წი­ნა­აღ­მდეგ? სი­ძულ­ვი­ლის ნა­რა­ტი­ვე­ბი უნდა შე­წყდეს. ვე­ლო­დე­ბი BBC Sport-სგან ბო­დიშს და კომ­პენ­სა­ცი­ას დის­კრი­მი­ნა­ცი­ის­თვის“ - წერს სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი Faysal.

“უნდა გრცხვე­ნო­დეთ! @BBCSport! “Misstiano Penaldo“- თი და­სა­თა­უ­რე­ბა სა­მარ­ცხვი­ნო საქ­ცი­ე­ლია თქვე­ნი მხრი­დან“ - წერს X -ზე ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი და პრო­დი­უ­სე­რი მა­ილს უიტნ­გჰე­მი.

"პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ფეხ­ბურ­თის “ტი­კტო­კი­ზა­ცია“ არ არის ის, რისი ნახ­ვაც გვინ­დო­და“ - აკ­რი­ტი­კე­ბენ მა­უ­წყებ­ლო­ბას მა­ყუ­რებ­ლე­ბი.

MailOnline-ის თქმით, ისი­ნი BBC-ს კო­მენ­ტა­რის­თვის და­უ­კავ­შირ­დნენ და გან­ცხა­დე­ბის მო­პო­ვე­ბის­თა­ნა­ვე ინ­ფორ­მა­ცია გა­ნახ­ლდე­ბა.

პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბი პირ­ველ ტა­იმ­ში ინი­ცი­ა­ტი­ვას ფლობ­დნენ. მათ ხუთ­ჯერ და­არ­ტყეს კა­რის­კენ ბურ­თი (სამ­ჯერ რო­ნალ­დომ), მაგ­რამ სლო­ვე­ნი­ე­ლე­ბი თავს უნა­რი­ა­ნად იცავ­დნენ და კონ­ტრშე­ტე­ვე­ბით პა­სუ­ხობ­დნენ. შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ რო­ბერ­ტო მარ­ტი­ნე­სის გუნ­დმა მე­ტო­ქე­ზე ზე­წო­ლა გა­აძ­ლი­ე­რა, თუმ­ცა გოლი ვერ გა­ი­ტა­ნეს და ძი­რი­თა­დი დრო 0:0 დას­რულ­და.

სა­ბო­ლო­ოდ პორ­ტუ­გა­ლია - სლო­ვე­ნი­ის მატ­ჩი 0:0 (პენ 3:0) დას­რულ­და.

გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი პე­ნალ­ტი: რო­ნალ­დო (103)

პორ­ტუ­გა­ლია 1/4-ფი­ნალ­ში ბოლო 8 ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბი­დან 7-ში გა­ვი­და.

5 ივ­ლისს, მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში პორ­ტუ­გა­ლია საფ­რან­გეთს შეხ­ვდე­ბა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვასასი
0

ჩემი საყვარელი ფეხბურთელი

SOS!!!
0

ასეთი შემთხვევისაგან არავინაა დაზღვეული, გულწრფელი იყო მისი ცრემლები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

მოედანზე დედასთან ერთად ატირებული რონალდუ და სკანდალში გახვეული BBC, რომელსაც ბოდიშის მოხდას სთხოვენ - პორტუგალია- სლოვენიის დრამატული მატჩის დეტალები

მოედანზე დედასთან ერთად ატირებული რონალდუ და სკანდალში გახვეული BBC, რომელსაც ბოდიშის მოხდას სთხოვენ - პორტუგალია- სლოვენიის დრამატული მატჩის დეტალები

პორტუგალია- სლოვენიის დრამატულმა მატჩმა, “ევრო 2024“ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ისევ მოაქცია.

მედია კრიშტიანო რონალდუს ცრემლებსა და პენალტების სერიას განიხილავს, როდესაც კაპიტანი გუნდის სახელით გოლის მოპოვებას ცდილობდა, თუმცა სლოვენიის მეკარემ, იან ობლაკმა თერთმეტმეტრიანის მოგერიება საკმაოდ შთამბეჭდავად შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ პორტუგალიამ სლოვენია პენალტების სერიაში დაამარცხა. განსჯის საგანი რონალდუს და მისი დედის ცრემლები გახდა.

იმედგაცრუებული რონალდუ სასოწარკვეთილი ცდილობდა გოლის გატანას. დამატებით დროში, რონალდუს წინააღმდეგ, ობლაკმა განსაცვიფრებელი სეივი შეასრულა, კრიშტიანომ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

ტრიბუნაზე ტიროდა მისი დედა - მარიაც. ის უმწეოდ უყურებდა მის სუპერვარსკვლავ შვილს და ვერ ახერხებდა ნუგეშისცემას“ – წერს dailymail.

  • თუმცა, სკანდალი ამით არ დასრულებულა. ინგლისის საფეხბურთო კლუბ “ჩელსის“, “ასტონ ვილას“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ჯონ ტერიმ, პენალტის შესრულებისას, BBC -ის წარწერას "Misstiano Penaldo“ (რაც ვერ გატანილი პენალტის მეტაფორული გამოთქმაა), “სირცხვილი“ უწოდა.

ჯონ ტერის მხარი მედიის სხვა წარმომადგენლებმაც დაუჭირეს და აღნიშნული წარწერის გამო BBC -ის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეს.

“სპორტულ ჟურნალისტიკაში მუშაობის 17 წლის განმავლობაში, არასოდეს მინახავს ასეთი სამარცხვინო რამ. სად იყვნენ, როცა კეინმა საფრანგეთს ვერ გაუტანა? როცა მესიმ ვერ გამოიყენა პენალტი ჩილეს წინააღმდეგ? სიძულვილის ნარატივები უნდა შეწყდეს. ველოდები BBC Sport-სგან ბოდიშს და კომპენსაციას დისკრიმინაციისთვის“ - წერს სპორტული ჟურნალისტი Faysal.

“უნდა გრცხვენოდეთ! @BBCSport! “Misstiano Penaldo“- თი დასათაურება სამარცხვინო საქციელია თქვენი მხრიდან“ - წერს X -ზე ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი და პროდიუსერი მაილს უიტნგჰემი.

"პროფესიონალური ფეხბურთის “ტიკტოკიზაცია“ არ არის ის, რისი ნახვაც გვინდოდა“ - აკრიტიკებენ მაუწყებლობას მაყურებლები.

MailOnline-ის თქმით, ისინი BBC-ს კომენტარისთვის დაუკავშირდნენ და განცხადების მოპოვებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

პორტუგალიელები პირველ ტაიმში ინიციატივას ფლობდნენ. მათ ხუთჯერ დაარტყეს კარისკენ ბურთი (სამჯერ რონალდომ), მაგრამ სლოვენიელები თავს უნარიანად იცავდნენ და კონტრშეტევებით პასუხობდნენ. შესვენების შემდეგ რობერტო მარტინესის გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.

საბოლოოდ პორტუგალია - სლოვენიის მატჩი 0:0 (პენ 3:0) დასრულდა.

გამოუყენებელი პენალტი: რონალდო (103)

პორტუგალია 1/4-ფინალში ბოლო 8 ევროპირველობიდან 7-ში გავიდა.

5 ივლისს, მეოთხედფინალში პორტუგალია საფრანგეთს შეხვდება