სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდრის გოლისას თამაშგარე იყო... იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ" - რა თქვეს სანიოლიმ და "კვარამ" მატჩის შემდეგ და რა შეფასება მიიღო ჩვენმა ნაკრებმა?
"როდრის გოლისას თამაშგარე იყო... იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ" - რა თქვეს სანიოლიმ და "კვარამ" მატჩის შემდეგ და რა შეფასება მიიღო ჩვენმა ნაკრებმა?

EURO 2024-ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ზღაპ­რუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი დას­რულ­და. ჩვე­ნი გუნ­დი მერ­ვე­დფი­ნალ­ში ეს­პა­ნე­თის უძ­ლი­ე­რეს გუნდთან და­მარ­ცხდა.

ეს­პა­ნეთ­თან ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის მერ­ვე­დფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩის შემ­დეგ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა ისა­უბ­რა:

"ჩვენ ძა­ლი­ან გვი­ხა­რია და ვა­მა­ყობთ იმით, რაც გა­ვა­კე­თეთ. მხო­ლოდ თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ მსურს, მაგ­რამ გო­ლის დროს ოფ­სა­ი­დი აუ­ცი­ლებ­ლად იყო. თუ ის და­ფიქ­სირ­და საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის მატჩში, იყო ახ­ლაც. VAR-ი ძა­ლი­ან კარ­გი და ევო­ლუ­ცი­უ­რი გა­მო­გო­ნე­ბაა, თუმ­ცა მა­ინც არ ვი­ცით, ის სწო­რად რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

ჩვენ დღეს და­ვას­რუ­ლეთ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი და მო­მა­ვალ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან ად­რეა. იყო კარ­გი და ცუდი მო­მენ­ტე­ბი, ახლა მთა­ვა­რია ყვე­ლა­ნი დავ­სხდეთ და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვარ­ჩი­ოთ. ფეხ­ბურ­თე­ლე­ბით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ. ახლა გზის და­სას­რუ­ლის­კენ მი­ვე­დით, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, მომ­დევ­ნო გზა უფრო კარ­გი იქ­ნე­ბა. ევ­რო­ზე ფან­ტას­ტი­კუ­რი გუნ­დუ­რი თა­მა­ში გვქონ­და. იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი არა, მაგ­რამ დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ვართ. რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ვი­აზ­რებთ, რაც გა­ვა­კე­თეთ და ისევ ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით.

დღე­ვან­დე­ლი მატ­ჩი­დან ჩემ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ერთი რამ უნდა ის­წავ­ლონ, ამ დო­ნის მატ­ჩის­თვის 100 პრო­ცენ­ტით მზად უნდა ვი­ყოთ. ეს ყვე­ლას გვე­ხე­ბა - ფე­დე­რა­ცი­ა­საც, მეც. ჯერ უნდა და­ვა­ფა­სოთ ეს მო­მენ­ტი და შემ­დეგ ვის­წავ­ლოთ მის­გან.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი რომ მოგ­ვე­გო, მე­ო­რე ტა­იმ­ში მეტი ენერ­გია გვექ­ნე­ბო­და. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი, ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი დაგ­ვი­შავ­და. ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­მა გა­მარ­ჯვე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

ბევ­რი ვიშ­რო­მეთ იმის­თვის, რათა აქამ­დე მოვ­სუ­ლი­ყა­ვით. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბით, ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე ისევ ვი­თა­მა­შოთ. გვინ­და ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს მივ­ცეთ შან­სი დიდ სტა­დი­ო­ნებ­ზე ისევ იყ­ვნენ და ეროვ­მუ­ლი ჰიმ­ნი იმ­ღე­რონ.

თუკი კვა­რა­ცხე­ლი­ას სურს პსჟ-ში წა­ვი­დეს, ასეც უნდა მო­იქ­ცეს, მაგ­რამ მას კონ­ტრაქ­ტი აქვს და "ნა­პო­ლის" პა­ტი­ვი უნდა სცეს" - თქვა სა­ნი­ოლ­მა.

მატ­ჩის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ და ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

“რა თქმა უნდა, და­დე­ბი­თი­ად შე­ვა­ფა­სებ. იმი­ტომ, რომ მარ­თლა ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნეთ, ჯგუ­ფი გა­დავ­ლა­ხეთ და ასეთ რთულ მე­ტო­ქეს­თან ვიბ­რძო­ლეთ. ჩემი აზ­რით, ცოტა არ გაგ­ვი­მარ­თლა, პირ­ველ ტა­იმ­ში ბოლო წუ­თებ­ში ბურ­თი, რომ არ გაგ­ვეშ­ვა, ალ­ბათ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და. ალ­ბათ, გო­ლიც ისე­თი 50/50- ზე იყო და ჩემი აზ­რით, გოლი არ უნდა ჩათ­ვლი­ლი­ყო, იმი­ტომ, რომ მა­მარ­და­ზე მო­რა­ტა ასე ვთქვათ, მოქ­მე­დებ­და და ბურთს ვე­ღარ ხე­დავ­და, მაგ­რამ არა უშავს, ფეხ­ბურ­თია. ყვე­ლას თა­მაშს და­დე­ბი­თად შე­ვა­ფა­სებ და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ. ალ­ბათ, გა­მოც­დი­ლე­ბაც დაგ­ვაკ­ლდა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ნელ-ნელა მო­დის. ვეც­დე­ბით, რომ კი­დევ წინ და წინ წა­ვი­დეთ. ჩემი აზ­რით, ისევ უნდა მოხ­ვდეთ ამა­ზე დიდ ტურ­ნი­რებ­ზე და ამ ყვე­ლა­ფერს ვიმ­სა­ხუ­რებთ, სა­დაც დღეს ვართ.

ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გულ­შე­მატ­კივ­რებს გა­და­ვუ­ხა­დო. მარ­თლა არ ვე­ლო­დე­ბო­დით ამ­დე­ნი ხალ­ხი, თუ მო­ვი­დო­და იმი­ტომ, რომ ალ­ბათ, ბევ­რს არ ეგო­ნათ, რომ ჯგუ­ფი­დან გა­ვი­დო­დით და ამ­დე­ნი ხალ­ხი მო­ვი­და და ასე გვამ­ხნევ­დნენ, ძა­ლი­ან დიდი მად­ლი­ბა მათ. ასე ერ­თი­ა­ნად, გვერ­დში დგო­მით ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წევთ და უფრო და უფრო წინ წა­ვალთ. ასე­ვე, მად­ლო­ბა მათ ვინც სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­და”, - გა­ნა­ცხა­და კვა­რა­ცხე­ლი­ამ.

"ჯვა­როს­ნე­ბის" თა­მა­ში ანა­ლი­ტი­კურ­მა სა­ი­ტებ­მა შე­ა­ფა­სეს.

Flashscore: მა­მარ­დაშ­ვი­ლი 7.4, კა­შია 6.3, გვე­ლე­სი­ა­ნი 6.0, ლო­ჩოშ­ვი­ლი 6.2, დვა­ლი 5.9, კა­კა­ბა­ძე 6.3, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი 6.8, კი­ტე­იშ­ვი­ლი 6.8, ჩაკ­ვე­ტა­ძე 6.6, კვა­რა­ცხე­ლია 6.5, მი­ქა­უ­ტა­ძე 6.0, და­ვი­თაშ­ვი­ლი 6.2, წი­ტა­იშ­ვი­ლი 6.3, ზივ­ზი­ვა­ძე 6.2, ალ­თუ­ნაშ­ვი­ლი 6.1, კვეკ­ვეს­კი­რი 6.2, ზივ­ზი­ვა­ძე 6.2

Whoscored: მა­მარ­დაშ­ვი­ლი 7.8, კა­შია 6.2, გვე­ლე­სი­ა­ნი 6.2, ლო­ჩოშ­ვი­ლი 6.3, დვა­ლი 5.8, კა­კა­ბა­ძე 5.9, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი 6.3, კი­ტე­იშ­ვი­ლი 6.3, ჩაკ­ვე­ტა­ძე 6.5, კვა­რა­ცხე­ლია 6.9, მი­ქა­უ­ტა­ძე 5.8, და­ვი­თაშ­ვი­ლი 5.8, წი­ტა­იშ­ვი­ლი 5.9, ალ­თუ­ნაშ­ვი­ლი 5.8, კვეკ­ვეს­კი­რი 5.9, ზივ­ზი­ვა­ძე 5.9.

Sofascore: მა­მარ­დაშ­ვი­ლი 8.1, კა­შია 6.8, გვე­ლე­სი­ა­ნი 6.5, ლო­ჩოშ­ვი­ლი 6.5, დვა­ლი 6.1, კა­კა­ბა­ძე 6.3, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი 6.5, კი­ტე­იშ­ვი­ლი 6.8, ჩაკ­ვე­ტა­ძე 6.8, კვა­რა­ცხე­ლია6.9, მი­ქა­უ­ტა­ძე 5.7, და­ვი­თაშ­ვი­ლი 6.3, წი­ტა­იშ­ვი­ლი 6.5, ალ­თუ­ნაშ­ვი­ლი 6.5 კვეკ­ვეს­კი­რი 6.3, ზივ­ზი­ვა­ძე 6.4.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა თა­ვის პირ­ველ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა ეს­პა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მერ­ვე­დფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე და­ას­რუ­ლა. მატ­ჩის პირ­ველ ტა­იმ­ში, სწრაფ კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე ან­გა­რი­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა გახ­სნა, გოლი სა­კუ­თარ კარ­ში მეთ­ვრა­მე­ტე წუთ­ზე ლე ნორ­მან­დმა შე­აგ­დო. ეს­პა­ნე­თის მხრი­დან კი პირ­ვე­ლი გოლი სა­ქარ­თვე­ლოს კარ­ში შეხ­ვედ­რის მე­თექ­ვსმე­ტე წუთ­ზე გა­ვი­და. ეს­პა­ნე­ლებ­მა მატ­ჩის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კი­დევ 3 გო­ლის გა­ტა­ნა შეძ­ლეს და სა­ბო­ლო­ოდ, ან­გა­რი­ში ეს­პა­ნე­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ 4:1 დას­რულ­და.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 18 ივ­ნისს, თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა, ხოლო 22 ივ­ნისს ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­თან შეხ­ვედ­რა ფრედ, 1:1 და­ას­რუ­ლა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი ქულა მო­ი­პო­ვა. 26 ივ­ნისს კი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­სა­მე მატჩში პორ­ტუ­გა­ლია 2:0 და­ა­მარ­ცხა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"როდრის გოლისას თამაშგარე იყო... იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ" - რა თქვეს სანიოლიმ და "კვარამ" მატჩის შემდეგ და რა შეფასება მიიღო ჩვენმა ნაკრებმა?

"როდრის გოლისას თამაშგარე იყო... იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ" - რა თქვეს სანიოლიმ და "კვარამ" მატჩის შემდეგ და რა შეფასება მიიღო ჩვენმა ნაკრებმა?

EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა. ჩვენი გუნდი მერვედფინალში ესპანეთის უძლიერეს გუნდთან დამარცხდა.

ესპანეთთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ჩვენ ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ გოლის დროს ოფსაიდი აუცილებლად იყო. თუ ის დაფიქსირდა საფრანგეთის ნაკრების მატჩში, იყო ახლაც. VAR-ი ძალიან კარგი და ევოლუციური გამოგონებაა, თუმცა მაინც არ ვიცით, ის სწორად როგორ გამოვიყენოთ.

ჩვენ დღეს დავასრულეთ ევროპის ჩემპიონატი და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საუბარი ძალიან ადრეა. იყო კარგი და ცუდი მომენტები, ახლა მთავარია ყველანი დავსხდეთ და ყველაფერი გავარჩიოთ. ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ. ახლა გზის დასასრულისკენ მივედით, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო გზა უფრო კარგი იქნება. ევროზე ფანტასტიკური გუნდური თამაში გვქონდა. იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ. რამდენიმე დღეში გავიაზრებთ, რაც გავაკეთეთ და ისევ ბედნიერები ვიქნებით.

დღევანდელი მატჩიდან ჩემმა ფეხბურთელებმა ერთი რამ უნდა ისწავლონ, ამ დონის მატჩისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ. ეს ყველას გვეხება - ფედერაციასაც, მეც. ჯერ უნდა დავაფასოთ ეს მომენტი და შემდეგ ვისწავლოთ მისგან.

პირველი ტაიმი რომ მოგვეგო, მეორე ტაიმში მეტი ენერგია გვექნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი დაგვიშავდა. ესპანეთის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა.

ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რათა აქამდე მოვსულიყავით. მაქსიმალურად ვეცდებით, ფინალურ ეტაპზე ისევ ვითამაშოთ. გვინდა ქართველ გულშემატკივრებს მივცეთ შანსი დიდ სტადიონებზე ისევ იყვნენ და ეროვმული ჰიმნი იმღერონ.

თუკი კვარაცხელიას სურს პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ მას კონტრაქტი აქვს და "ნაპოლის" პატივი უნდა სცეს" - თქვა სანიოლმა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთე ხვიჩა კვარაცხელიამ და ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“რა თქმა უნდა, დადებითიად შევაფასებ. იმიტომ, რომ მართლა ოცნება ავიხდინეთ, ჯგუფი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ვიბრძოლეთ. ჩემი აზრით, ცოტა არ გაგვიმართლა, პირველ ტაიმში ბოლო წუთებში ბურთი, რომ არ გაგვეშვა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა. ალბათ, გოლიც ისეთი 50/50- ზე იყო და ჩემი აზრით, გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, იმიტომ, რომ მამარდაზე მორატა ასე ვთქვათ, მოქმედებდა და ბურთს ვეღარ ხედავდა, მაგრამ არა უშავს, ფეხბურთია. ყველას თამაშს დადებითად შევაფასებ და ბედნიერები ვართ. ალბათ, გამოცდილებაც დაგვაკლდა, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა მოდის. ვეცდებით, რომ კიდევ წინ და წინ წავიდეთ. ჩემი აზრით, ისევ უნდა მოხვდეთ ამაზე დიდ ტურნირებზე და ამ ყველაფერს ვიმსახურებთ, სადაც დღეს ვართ.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გულშემატკივრებს გადავუხადო. მართლა არ ველოდებოდით ამდენი ხალხი, თუ მოვიდოდა იმიტომ, რომ ალბათ, ბევრს არ ეგონათ, რომ ჯგუფიდან გავიდოდით და ამდენი ხალხი მოვიდა და ასე გვამხნევდნენ, ძალიან დიდი მადლიბა მათ. ასე ერთიანად, გვერდში დგომით ყველაფერს მივაღწევთ და უფრო და უფრო წინ წავალთ. ასევე, მადლობა მათ ვინც საქართველოდანაც ვგულშემატკივრობდა”, - განაცხადა კვარაცხელიამ.

"ჯვაროსნების" თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს.

Flashscore: მამარდაშვილი 7.4, კაშია 6.3, გველესიანი 6.0, ლოჩოშვილი 6.2, დვალი 5.9, კაკაბაძე 6.3, ქოჩორაშვილი 6.8, კიტეიშვილი 6.8, ჩაკვეტაძე 6.6, კვარაცხელია 6.5, მიქაუტაძე 6.0, დავითაშვილი 6.2, წიტაიშვილი 6.3, ზივზივაძე 6.2, ალთუნაშვილი 6.1, კვეკვესკირი 6.2, ზივზივაძე 6.2

Whoscored: მამარდაშვილი 7.8, კაშია 6.2, გველესიანი 6.2, ლოჩოშვილი 6.3, დვალი 5.8, კაკაბაძე 5.9, ქოჩორაშვილი 6.3, კიტეიშვილი 6.3, ჩაკვეტაძე 6.5, კვარაცხელია 6.9, მიქაუტაძე 5.8, დავითაშვილი 5.8, წიტაიშვილი 5.9, ალთუნაშვილი 5.8, კვეკვესკირი 5.9, ზივზივაძე 5.9.

Sofascore: მამარდაშვილი 8.1, კაშია 6.8, გველესიანი 6.5, ლოჩოშვილი 6.5, დვალი 6.1, კაკაბაძე 6.3, ქოჩორაშვილი 6.5, კიტეიშვილი 6.8, ჩაკვეტაძე 6.8, კვარაცხელია6.9, მიქაუტაძე 5.7, დავითაშვილი 6.3, წიტაიშვილი 6.5, ალთუნაშვილი 6.5 კვეკვესკირი 6.3, ზივზივაძე 6.4.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. მატჩის პირველ ტაიმში, სწრაფ კონტრშეტევაზე ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, გოლი საკუთარ კარში მეთვრამეტე წუთზე ლე ნორმანდმა შეაგდო. ესპანეთის მხრიდან კი პირველი გოლი საქართველოს კარში შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე გავიდა. ესპანელებმა მატჩის მეორე ნახევარში კიდევ 3 გოლის გატანა შეძლეს და საბოლოოდ, ანგარიში ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა.