საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თურქულ ქორწილში სროლის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს. მათივე ცნობით, ქორწილში სამი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.
მათ ქორწილის სტუმრებს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც პოლიციაზე დაყრდნობით Le Figaro წერს, თავდამსხმელებს "ბანდებს შორის არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშების გასწორება სურდათ".
დაჭრილებს შორის იყო ორსული ქალია. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქორწილს დაახლოებით, 100 ადამიანი ესწრებოდა. შეიარაღებული პირები ქორწილში ავტომობილით შეიჭრნენ. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.