ავტორი:

"ლივერპული" ბრაზილიელი მეკარის, ალისონ ბეკერის შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს - რადიო Marca

"ლივერპული" ბრაზილიელი მეკარის, ალისონ ბეკერის  შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს - რადიო Marca

გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპული" ბრაზილიელი მეკარის, ალისონ ბეკერის პოტენციურ შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს. რადიო Marca-ს ცნობით, ალისონ ბეკერი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება და "ლივერპულისთვის" მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს, საფეხბურთო კლუბის დატოვებას აპირებს.

ადრეული ვარაუდების მიხედვით, მეკარე იმ მცირე ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელიც კლუბის დატოვებას ცდილობდა, თუმცა მისი სამომავლო გეგმები კვლავ უცნობი რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, მისი შეძენის სურვილი არაბულმა კლუბმა გამოთქვა, თუმცა ალისონმა ალ ნასრში გადასვლაზე უარი განაცხადა და მერსისაიდში დარჩენა ამჯობინა.

მიუხედავად იმისა, რომ ბეკერის მიერ კლუბის დატოვების შესახებ ჭორები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყდა, ევრო-2024-ის ფონზე კვლავ დაიწყო მის შემცვლელზე საუბარი. "ლივერპულს" ახლა ქართველი გმირის, გიორგი მამარდაშვილის სახელს უკავშირებენ. გავრცელებული ხმების თანახმად, მამარდაშვილი ალისონის სავარაუდო შემცვლელად განიხილება. "თუ ალისონი ლივერპულს დატოვებს, ამ როლზე მამარდაშვილზე უკეთესი კანდიდატები ძნელად თუ მოიძებნება,"- წერენ უცხოური გამოცემები. "მას წინ დიდი მომავალი აქვს და შესაძლოა ლივერპულმა ეს დიდ ინვესტიციად ჩათვალოს, როგორც ეს თავის დროზე ალისონის შემთხვევაში გააკეთა".

ასევე ცნობილია, რომ მამარდაშვილისთვის ბრძოლაში "ნიუკასლ იუნაიტედიცაა" ჩართული. "ვალენსია" 23 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვს და თუ "ლივერპული" ალისონს ნამდვილად გაყიდის, მათ ახალი მეკარის ინვესტიციისთვის სათანადო თანხები ექნებათ.

წყარო: footballtransfers

მოამზადა: ანა სიბოშვილმა