მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაიდენი საარჩევნო კამპანიის დონორებს არწმუნებს, რომ არჩევნებში გამარჯვება კვლავ შეუძლია- რას აცხადებს აშშ - ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ
ბაიდენი საარჩევნო კამპანიის დონორებს არწმუნებს, რომ არჩევნებში გამარჯვება კვლავ შეუძლია- რას აცხადებს აშშ  - ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი დე­მოკ­რატ დო­ნო­რებს არ­წმუ­ნებს, რომ ნო­ემ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მა­ინც შე­უძ­ლია. ეს კი მას შემ­დეგ, რაც მისი და დო­ნალდ ტრამ­პის დე­ბა­ტებ­მა მისი კან­დი­და­ტუ­რის შე­სა­ხებ ხალ­ხში შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

81 წლის პრე­ზი­დენ­ტი ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერ­სი­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ცდი­ლობ­და დე­ბა­ტე­ბის შემ­დგომ კრი­ტი­კის­გან თა­ვის დაც­ვას. სა­უბ­რი­სას, ბა­ი­დენ­მა აღი­ა­რა: " ეს ჩემ­თვის კარ­გი ღამე ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ არც ტრამ­პის­თვის ყო­ფი­ლა. გპირ­დე­ბით, რომ ამ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ვი­მარ­ჯვებთ",- თქვა მან ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

ზო­გი­ერ­თი დე­მოკ­რა­ტის აზ­რით, საპ­რე­ზი­დენ­ტო დე­ბა­ტებ­ზე ბა­ი­დე­ნის გა­მოთ­ქმუ­ლი აზ­რე­ბი გა­უ­გე­ბა­რი იყო, მისი პა­სუ­ხე­ბი კი მერ­ყე­ვი იყო. პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს­მის ხალ­ხის შეშ­ფო­თე­ბა, მაგ­რამ პი­რო­ბა დადო, რომ არ­ჩევ­ნებ­ში კი­დევ უფრო და­უ­ღა­ლა­ვად იბ­რძო­ლებ­და. ღო­ნის­ძი­ე­ბას ნიუ ჯერ­სის დე­მოკ­რა­ტი გუ­ბერ­ნა­ტო­რი ფილ მერ­ფიც ეს­წრე­ბო­და, რო­მე­ლიც ბა­ი­დენს 1000%-იან მხარ­და­ჭე­რას შეჰ­პირ­და.

ბა­ი­დე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღი­ა­რეს, რომ დე­ბა­ტე­ბი ისე არ წა­რი­მარ­თა, რო­გორც იმე­დოვ­ნებ­დნენ, თუმ­ცა ისიც მტკი­ცედ თქვეს, რომ პრე­ზი­დენ­ტი სხვა კან­დი­და­ტის­თვის ად­გი­ლის და­სათ­მო­ბად გან­ზე არ გად­გე­ბო­და.

  • ხუთ­შა­ბა­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო დე­ბა­ტე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლი­მე კან­დი­და­ტის­თვის ხმის მი­ცე­მის გამო შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა ამომ­რჩე­ველ­მა მთე­ლი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მას­შტა­ბით.

დე­ბა­ტე­ბის შემ­დგომ Data for Progress-ის ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მო­კი­თხვამ უჩ­ვე­ნა, რომ სა­ვა­რა­უ­დო ამომ­რჩე­ველ­თა 62%-მა, ვინც დე­ბა­ტებს უს­მი­ნა, გა­ნა­ცხა­და, რომ დე­ბა­ტე­ბი ტრამპმა მო­ი­გო, 30% კი თვლი­და, რომ ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი დარ­ჩა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამწუხარო რეალობა
0

რა უბედურებაა, ამერიკასაც საბჭოთა დაავადებები აქვს

ალექს
0

სკკპ პოლიტბიუროს ბოლო შემადგენლობის საშუალო ასაკშია ორივე! მახსოვს , რაც მოუტანეს მარაზმატიკებმა სსრკს-ს მაგათ და ვინ მოუყვანეს-ბალტუნი გარბაჩიოვი ლოთი ელცინი და ეშმაკის მოციქული ჩეკისტი პუტინი! ღმერთო , შენ დაიფარე ამერიკა!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ბაიდენი საარჩევნო კამპანიის დონორებს არწმუნებს, რომ არჩევნებში გამარჯვება კვლავ შეუძლია- რას აცხადებს აშშ - ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ

ბაიდენი საარჩევნო კამპანიის დონორებს არწმუნებს, რომ არჩევნებში გამარჯვება კვლავ შეუძლია- რას აცხადებს აშშ  - ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატ დონორებს არწმუნებს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მაინც შეუძლია. ეს კი მას შემდეგ, რაც მისი და დონალდ ტრამპის დებატებმა მისი კანდიდატურის შესახებ ხალხში შეშფოთება გამოიწვია.

81 წლის პრეზიდენტი ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში გამართულ ღონისძიებებზე ცდილობდა დებატების შემდგომ კრიტიკისგან თავის დაცვას. საუბრისას, ბაიდენმა აღიარა: " ეს ჩემთვის კარგი ღამე ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ არც ტრამპისთვის ყოფილა. გპირდებით, რომ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ",- თქვა მან ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ზოგიერთი დემოკრატის აზრით, საპრეზიდენტო დებატებზე ბაიდენის გამოთქმული აზრები გაუგებარი იყო, მისი პასუხები კი მერყევი იყო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ესმის ხალხის შეშფოთება, მაგრამ პირობა დადო, რომ არჩევნებში კიდევ უფრო დაუღალავად იბრძოლებდა. ღონისძიებას ნიუ ჯერსის დემოკრატი გუბერნატორი ფილ მერფიც ესწრებოდა, რომელიც ბაიდენს 1000%-იან მხარდაჭერას შეჰპირდა.

ბაიდენის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ დებატები ისე არ წარიმართა, როგორც იმედოვნებდნენ, თუმცა ისიც მტკიცედ თქვეს, რომ პრეზიდენტი სხვა კანდიდატისთვის ადგილის დასათმობად განზე არ გადგებოდა.

  • ხუთშაბათის საპრეზიდენტო დებატების შემდეგ, რომელიმე კანდიდატისთვის ხმის მიცემის გამო შეშფოთება გამოთქვა ამომრჩეველმა მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით.

დებატების შემდგომ Data for Progress-ის ჩატარებულმა გამოკითხვამ უჩვენა, რომ სავარაუდო ამომრჩეველთა 62%-მა, ვინც დებატებს უსმინა, განაცხადა, რომ დებატები ტრამპმა მოიგო, 30% კი თვლიდა, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი დარჩა გამარჯვებული.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა