მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისლამისტურმა დაჯგუფებამ ნიგერიაში მინიმუმ 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
ისლამისტურმა დაჯგუფებამ ნიგერიაში მინიმუმ 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ნი­გე­რი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ბორ­ნოს შტატ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მი­ნი­მუმ 18 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 30 კი და­შავ­და. შტა­ტის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს თქმით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი კა­მი­კა­ძე­ე­ბი ქა­ლაქ გვო­ზა­ში ქორ­წილ­ში, დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­სა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ერ­თსა და იმა­ვე დღეს შეც­ვივ­დნენ.

მე­დი­ის ცნო­ბით, შა­ბათს სა­ქორ­წი­ლო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე აფეთ­ქე­ბას 6 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, რამ­დე­ნი­მე სხვა კი და­შავ­და. შე­დე­გად, სამ­ხედ­რო­ებ­მა ქა­ლაქ­ში კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი და­ა­წე­სეს.

ბორ­ნოს შტა­ტი ბოკო ჰა­რა­მის ის­ლა­მის­ტი მებ­რძო­ლე­ბის აჯან­ყე­ბის ცენ­ტრში ბოლო 15 წე­ლია მოქ­ცე­უ­ლია, რის გა­მოც 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­და­სახ­ლდა, 40 000-ზე მეტი კი და­ი­ღუ­პა. ბოკო ჰა­რა­მი სა­ერ­თა­შო­რი­სოდ ცნო­ბა­დი მას შემ­დეგ გახ­და, რაც 2014 წელს ბორ­ნოს ქა­ლაქ ჩი­ბო­კი­დან 270-ზე მეტი სკო­ლის მოს­წავ­ლე გო­გო­ნა გა­ი­ტა­ცეს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, შა­ბათს 18 გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რო­მელ­თა შო­რის არი­ან ბავ­შვე­ბი, ზრდას­რუ­ლე­ბი და ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი. თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 30-ს აჭარ­ბებს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ისლამისტურმა დაჯგუფებამ ნიგერიაში მინიმუმ 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ისლამისტურმა დაჯგუფებამ ნიგერიაში მინიმუმ 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბორნოს შტატში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თქმით, ეჭვმიტანილი კამიკაძეები ქალაქ გვოზაში ქორწილში, დაკრძალვის ცერემონიასა და საავადმყოფოებში ერთსა და იმავე დღეს შეცვივდნენ.

მედიის ცნობით, შაბათს საქორწილო ცერემონიაზე აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე სხვა კი დაშავდა. შედეგად, სამხედროებმა ქალაქში კომენდანტის საათი დააწესეს.

ბორნოს შტატი ბოკო ჰარამის ისლამისტი მებრძოლების აჯანყების ცენტრში ბოლო 15 წელია მოქცეულია, რის გამოც 2 მილიონზე მეტი ადამიანი გადასახლდა, 40 000-ზე მეტი კი დაიღუპა. ბოკო ჰარამი საერთაშორისოდ ცნობადი მას შემდეგ გახდა, რაც 2014 წელს ბორნოს ქალაქ ჩიბოკიდან 270-ზე მეტი სკოლის მოსწავლე გოგონა გაიტაცეს.

ხელისუფლების განცხადებით, შაბათს 18 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შორის არიან ბავშვები, ზრდასრულები და ორსული ქალები. თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა