პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თებერვალში მირეკავს დუტა და მეუბნება, მარტო ხარო?... ამ დღიდან ჩემი იდუმალი ცხოვრება დაიწყო, არც ერთმა ჩემიანმა არ იცოდა ეს ამბავი" - რას ჰყვება კრისტი ყიფშიძე
"თებერვალში მირეკავს დუტა და მეუბნება, მარტო ხარო?... ამ დღიდან ჩემი იდუმალი ცხოვრება დაიწყო, არც ერთმა ჩემიანმა არ იცოდა ეს ამბავი" - რას ჰყვება კრისტი ყიფშიძე

"მქონ­და შეგ­რძნე­ბა, რომ ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა ცხოვ­რე­ბა მქონ­და", - ამ­ბობს მო­დე­ლი კრის­ტი ყიფ­ში­ძე, რო­მელ­მაც პრო­ექ­ტში "ვინ ვინ არის?" პეპ­ლის კოს­ტი­უ­მი მო­ირ­გო. კრის­ტი თა­ვად გვი­ამ­ბობს, რო­გორ მოხ­და მისი გარ­და­სახ­ვა და რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ისე და­ე­მა­ლა ეს სი­ახ­ლე, ეჭვი არა­ვის შეჰ­პა­რო­და.

- თე­ბერ­ვლის თვის ერთ მშვე­ნი­ერ დღეს დუტა მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, - მარ­ტო ხარო? დუ­ტას­თან ვმე­გობ­რობ, მისი ზარი არ გამ­კვირ­ვე­ბია, მაგ­რამ შე­სა­ვალ­მა ცო­ტა­თი და­მაბ­ნია, - რა ხდე­ბა-მეთ­ქი? ოთა­ხის კარი ჩა­კე­ტე, რა­ღაც უნდა გი­თხრა და მინ­და მარ­ტო იყოო. ბევ­რი რომ აღარ გა­ვაგ­რძე­ლო, პრო­ექ­ტში "ვინ ვინ არის?" ჩარ­თვა შე­მომ­თა­ვა­ზა. ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ვი­ცო­დი, მთლი­ა­ნი გა­და­ცე­მა - არას­დროს, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი მქონ­და ნა­ნა­ხი. მა­გა­ლი­თად, მა­ნი­კას ნიღ­ბის მოხ­სნა. დუ­ტამ მი­თხრა, კარ­გად და­ფიქ­რდი და გად­მო­მი­რე­კეო. მოკ­ლედ, შე­ვე­დი ინ­ტერ­ნეტ­ში, ამ გა­და­ცე­მის გვერ­დი მო­ვი­ძიე, ყვე­ლა­ფერ­ში გა­ვერ­კვიე და ჩავ­თვა­ლე, რომ ეს ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბო­და. მგო­ნი ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს სურ­ვი­ლი, სცე­ნა­ზე ერთხელ მა­ინც იმ­ღე­როს. მი­თხრეს, თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იცო­დე, ეს გზა ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა, ამ­ბა­ვი სა­ი­დუმ­ლოდ უნდა შე­ი­ნა­ხო, ოჯა­ხის წევ­რებ­საც არა­ფე­რი უნდა უთხა­რო. ეს იდუ­მა­ლე­ბა ჩემ­თვის კი­დევ უფრო დიდი აზარ­ტი აღ­მოჩ­ნდა. მას შემ­დეგ, რაც დუ­ტას თან­ხმო­ბა გან­ვუ­ცხა­დე, ჩემს პრო­დი­უ­სერს, ნი­ნუ­ცა ყა­ჭი­აშ­ვილს შევ­ხვდი და ამ დღი­დან ჩემი იდუ­მა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო.

- ამ იდუ­მა­ლი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე მი­ამ­ბე, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რა იყო?

- არც ერ­თმა ჩე­მი­ან­მა ეს ამ­ბა­ვი არ იცო­და და ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იცი, რა იყო? შინ რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, ემო­ცი­ას ვე­რა­ვის ვუ­ზი­ა­რებ­დი. როცა ჩვენს თავს რა­ღაც ხდე­ბა, ხომ გვიჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, ახ­ლობ­ლებს ემო­ცია გა­ვუ­ზი­ა­როთ, მე ამის უფ­ლე­ბა არ მქონ­და და ეს ჩუ­მად ყოფ­ნა მა­გი­ჟებ­და. კოსტiუმის მორ­გე­ბა, რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე მა­ლუ­ლად სი­ა­რუ­ლი, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ამის შე­ნახ­ვა. მძღო­ლი მა­კი­თხავ­და და ძა­ლი­ან კონ­სპი­რა­ცი­უ­ლად ვმოძ­რა­ობ­დი. სა­ნამ დი­ღომ­ში შე­ვი­დო­დი, უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე ვწვე­ბო­დი, მერე ნი­ნუ­ცას ვხვდე­ბო­დი, ის ჯდე­ბო­და ჩემ­თან, მაც­მევ­და შავ მან­ტი­ას, მი­კე­თებ­და დიდ ნი­ღაბს, მი­მიყ­ვან­დნენ პირ­და­პირ კარ­თან. გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, არ უნდა მე­ლა­პა­რა­კა. ყვე­ლა წესს ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცავ­დი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და შინ რომ მოვ­დი­ო­დი, არა­ვის არა­ფერს ვე­უბ­ნე­ბო­დი.

- ალ­ბათ ბევრ ტყუ­ილ­საც ამ­ბობ­დი, არა?

- სულ რა­ღა­ცას ვი­ტყუ­ე­ბო­დი. ვინ­მე თუ და­მი­რე­კავ­და და იქ ვი­ყა­ვი, რა­ღა­ცას ვი­გო­ნებ­დი. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხში­რად მწერ­დნენ, სად ხარო? ბუ­ნებ­რი­ვია, მა­თაც ვა­ტყუ­ებ­დი: ხან ვამ­ბობ­დი, გა­და­ღე­ბა­ზე ვარ, ჯერ ვერ მო­ვალ-მეთ­ქი. მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტის დროს ვთქვი, რომ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ქა­ლაქ­გა­რეთ ვი­ყა­ვი გა­სუ­ლი და გვი­ან დავ­ბრუნ­დე­ბო­დი (იცი­ნის). ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში არ მით­ქვამს.

- პერ­სო­ნა­ჟის არ­ჩე­ვა რო­გორ მოხ­და?

- მი­თხრეს, შენ პე­პე­ლა იქ­ნე­ბიო და დავ­თან­ხმდი. ამ პრო­ექ­ტში ყვე­ლა კოსტiუმი ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, ყვე­ლა პერ­სო­ნა­ჟი თა­ვი­სე­ბუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო, მაგ­რამ ჩემი პე­პე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წონ­და. პირ­ვე­ლად ეს­კი­ზი მა­ნახvეს და შემ­დეგ, რო­დე­საც მო­სარ­გე­ბად და­მი­ბა­რეს, გა­და­ვი­რიე, ისე მო­მე­წო­ნა, მერე ჭუპ­რიც მო­მი­ტა­ნეს, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო იყო.

- ჟი­უ­რის წევ­რე­ბის შე­ფა­სე­ბებ­ზე ბევ­რი იხა­ლი­სე?

- ძა­ლი­ან, მათ ვინ აღარ ვე­გო­ნე, ეგ მო­მენ­ტი სა­სა­ცი­ლო იყო. ან­რიმ და­მა­სა­ხე­ლა, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ ხმით მიც­ნო. პრო­ფა­ილ­ში იყო ერთი მი­ნიშ­ნე­ბა, პე­პე­ლას არ უყ­ვარს, როცა ვი­ღა­ცას ამ­სგავ­სე­ბე­ნო. ანრი ძა­ლი­ან კარ­გად მიც­ნობს და თქვა, ახლა ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ამ მიმსგავ­სე­ბის ვერ ატა­ნა­ზე ვინც მახ­სენ­დე­ბა, კრის­ტი არი­სო. მერე ან­რის ეს მო­მენ­ტი სა­ერ­თოდ და­ა­ვი­წყდა. ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ხე­ლე­ბით მიც­ნო­ბენ-მეთ­ქი, მკლა­ვე­ბი შე­ფუ­თუ­ლი არ მქონ­და, თე­ძო­ე­ბი კი "გა­მი­კე­თეს". ამ­ბობ­დნენ, ლა­მა­ზი კოჭი აქ­ვსო და პე­პე­ლა კოჭ­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი და­მარ­ქვეს.

- რო­მელ­მა შე­ფა­სე­ბამ გა­გა­ხა­ლი­სა ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- ყვე­ლა შე­ფა­სე­ბა სა­ხა­ლი­სო იყო. როცა ჩემ­სა და დრა­კონს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის დრო დად­გა, ნა­ნი­კომ თქვა, დრა­კო­ნის წე­ლია და დავ­ტო­ვო­თო, ანრი ითხოვ­და, პე­პე­ლა დავ­ტო­ვო­თო. სა­ბო­ლო­ოდ, ჩემი გაშ­ვე­ბა გა­და­წყდა. პე­პე­ლა 3 დღე ცო­ცხლობ­სო და 3 კონ­ცერ­ტი მა­ინც მქო­ნო­და.

- რომ გა­მო­ე­თი­შე, გული დაგ­წყდა?

- 2 სიმ­ღე­რა მქონ­და ჩა­წე­რი­ლი, მათ­გან ერთი, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, უიტ­ნი ჰი­უს­ტო­ნის სიმ­ღე­რა იყო და ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ეს შეს­რუ­ლე­ბა სცე­ნა­ზე რო­გო­რი სა­ნა­ხა­ვი იქ­ნე­ბო­და. გული დამ­წყდა თუ არა? მა­ინც ვთვლი, რომ მთა­ვა­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა.

- ოჯა­ხის წევ­რებ­მა რა გი­თხრეს?

- ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო მო­მენ­ტი იყო: იმ დღეს, რო­დე­საც ვი­ცო­დი, რომ პრო­ექტს ვე­თი­შე­ბო­დი, ჩემ­თან მე­გო­ბა­რი იყო მო­სუ­ლი. მე, დედა და ჩემი მე­გო­ბა­რი ვსა­უბ­რობ­დით, ჩაის მი­ვირ­თმევ­დით. ყვე­ლამ იცის, ტე­ლე­ვი­ზორს არას­დროს ვრთავ, არ მიყ­ვარს. იმ სა­ღა­მოს რომ ჩავ­რთე, დე­დას ცო­ტა­თი კი გა­უკ­ვირ­და, მერე მი­თხრა, ხმას ჩა­უ­წიე, ვსა­უბ­რობ­თო. არა, მინ­და ამ გა­და­ცე­მას ვუ­ყუ­რო-მეთ­ქი. პე­პე­ლა რომ გა­მო­ვი­და, ჩე­მებ­მა თქვეს, რა საყ­ვა­რე­ლი­აო. გა­და­ცე­მა ფი­ნა­ლის­კენ რომ წა­ვი­და, ვთქვი, ეს მო­მენ­ტი ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ გა­ვარ­დე­ბა-მეთ­ქი. პე­პე­ლამ ნი­ღა­ბი რომ მო­იხ­სნა, დე­და­ჩე­მიც ინ­ტე­რე­სით უყუ­რებ­და. თა­ვი­დან თქვა, - ვა­ი­მე, ვინ არის? კრის­ტი, შენ რა ძა­ლი­ან გგავ­სო, მაგ­რამ მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რაც ხდე­ბო­და და მერე კი­დევ უფრო გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა მკი­თხა, - შენ იყა­ვიო? კი­ვი­ლი და­ი­წყო, ამა­ზე ვი­ხა­ლი­სე. მი­საყ­ვე­დუ­რა, - რა­ტომ და­მი­მა­ლეო? - დედა, არ შე­იძ­ლე­ბო­და და რო­გორ მეთ­ქვა-მეთ­ქი?!

- ნა­ტა­ლი­ას რე­აქ­ცია რო­გო­რი იყო?

- ნა­ტა­ლია თბი­ლის­ში არ იყო, დე­და­ჩემ­მა ლინ­კი გა­უგ­ზავ­ნა, ხომ მიხ­ვდა რა­შიც იყო საქ­მე და მოsწერა: "შენ იცო­დი?" მინ­და გი­თხრა, რომ ცო­ტა­თი გა­მიბ­რაზ­დნენ.

- ტყუ­ი­ლე­ბის თქმის გამო, უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხომ არ ჩა­ვარ­დნილ­ხარ?

- ვა­ი­მე! ერთ დღეს დალი ჩი­ტა­ლა­ძე მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, დღეს "ვინ ვინ არის" "ლა­ი­ვია" (პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი "ლა­ი­ვი" იყო, მერე ჩა­წე­რა­ზე გა­და­ვიდ­ნენ), ძა­ლი­ან გთხოვ, წა­ვი­დე­თო. ვა­ი­მე, არ მცა­ლია-მეთ­ქი. - მიდი რა, მო­ინ­დო­მე, ასე­თი გა­და­უ­დე­ბე­ლი რა საქ­მე გაქ­ვსო? ამ პრო­ექ­ტის გამო, როცა ტყუ­ილს ვამ­ბობ­დი, ყო­ველ­თვის მქონ­და გან­ცდა, რომ ის, ვი­საც ვა­ტყუ­ებ­დი, ხვდე­ბო­და, რომ სი­მარ­თლეს არ ვე­უბ­ნე­ბო­დი. როცა კა­რავ­ში ვი­ჯე­ქი, ყვე­ლას მა­შინ უნ­დე­ბო­და და­რეკ­ვა. ახლა ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, ისე რო­გორ მო­ა­ხერ­ხე, ერთხელ ეჭ­ვიც არ შეგ­ვპა­რო­დაო...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"თებერვალში მირეკავს დუტა და მეუბნება, მარტო ხარო?... ამ დღიდან ჩემი იდუმალი ცხოვრება დაიწყო, არც ერთმა ჩემიანმა არ იცოდა ეს ამბავი" - რას ჰყვება კრისტი ყიფშიძე

"თებერვალში მირეკავს დუტა და მეუბნება, მარტო ხარო?... ამ დღიდან ჩემი იდუმალი ცხოვრება დაიწყო, არც ერთმა ჩემიანმა არ იცოდა ეს ამბავი" - რას ჰყვება კრისტი ყიფშიძე

"მქონდა შეგრძნება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, სხვა ცხოვრება მქონდა", - ამბობს მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელმაც პროექტში "ვინ ვინ არის?" პეპლის კოსტიუმი მოირგო. კრისტი თავად გვიამბობს, როგორ მოხდა მისი გარდასახვა და როგორ მოახერხა ახლობლებისთვის ისე დაემალა ეს სიახლე, ეჭვი არავის შეჰპაროდა.

- თებერვლის თვის ერთ მშვენიერ დღეს დუტა მირეკავს და მეუბნება, - მარტო ხარო? დუტასთან ვმეგობრობ, მისი ზარი არ გამკვირვებია, მაგრამ შესავალმა ცოტათი დამაბნია, - რა ხდება-მეთქი? ოთახის კარი ჩაკეტე, რაღაც უნდა გითხრა და მინდა მარტო იყოო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პროექტში "ვინ ვინ არის?" ჩართვა შემომთავაზა. ამ პროექტის შესახებ ვიცოდი, მთლიანი გადაცემა - არასდროს, მაგრამ გარკვეული ეპიზოდები მქონდა ნანახი. მაგალითად, მანიკას ნიღბის მოხსნა. დუტამ მითხრა, კარგად დაფიქრდი და გადმომირეკეო. მოკლედ, შევედი ინტერნეტში, ამ გადაცემის გვერდი მოვიძიე, ყველაფერში გავერკვიე და ჩავთვალე, რომ ეს ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იქნებოდა. მგონი ყველა ადამიანს აქვს სურვილი, სცენაზე ერთხელ მაინც იმღეროს. მითხრეს, თანხმობის შემთხვევაში, იცოდე, ეს გზა ადვილი არ იქნება, ამბავი საიდუმლოდ უნდა შეინახო, ოჯახის წევრებსაც არაფერი უნდა უთხარო. ეს იდუმალება ჩემთვის კიდევ უფრო დიდი აზარტი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც დუტას თანხმობა განვუცხადე, ჩემს პროდიუსერს, ნინუცა ყაჭიაშვილს შევხვდი და ამ დღიდან ჩემი იდუმალი ცხოვრება დაიწყო.

- ამ იდუმალი ცხოვრების დეტალებზე მიამბე, ყველაზე რთული რა იყო?

- არც ერთმა ჩემიანმა ეს ამბავი არ იცოდა და ყველაზე რთული იცი, რა იყო? შინ რომ ვბრუნდებოდი, ემოციას ვერავის ვუზიარებდი. როცა ჩვენს თავს რაღაც ხდება, ხომ გვიჩნდება სურვილი, ახლობლებს ემოცია გავუზიაროთ, მე ამის უფლება არ მქონდა და ეს ჩუმად ყოფნა მაგიჟებდა. კოსტiუმის მორგება, რეპეტიციებზე მალულად სიარული, ძალიან რთული იყო ამის შენახვა. მძღოლი მაკითხავდა და ძალიან კონსპირაციულად ვმოძრაობდი. სანამ დიღომში შევიდოდი, უკანა სავარძელზე ვწვებოდი, მერე ნინუცას ვხვდებოდი, ის ჯდებოდა ჩემთან, მაცმევდა შავ მანტიას, მიკეთებდა დიდ ნიღაბს, მიმიყვანდნენ პირდაპირ კართან. გაფრთხილებული ვიყავი, არ უნდა მელაპარაკა. ყველა წესს ძალიან კარგად ვიცავდი მთელი დღის განმავლობაში და შინ რომ მოვდიოდი, არავის არაფერს ვეუბნებოდი.

- ალბათ ბევრ ტყუილსაც ამბობდი, არა?

- სულ რაღაცას ვიტყუებოდი. ვინმე თუ დამირეკავდა და იქ ვიყავი, რაღაცას ვიგონებდი. ოჯახის წევრები ხშირად მწერდნენ, სად ხარო? ბუნებრივია, მათაც ვატყუებდი: ხან ვამბობდი, გადაღებაზე ვარ, ჯერ ვერ მოვალ-მეთქი. მაგალითად, პირველი კონცერტის დროს ვთქვი, რომ მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ ვიყავი გასული და გვიან დავბრუნდებოდი (იცინის). ამდენი ტყუილი ცხოვრებაში არ მითქვამს.

- პერსონაჟის არჩევა როგორ მოხდა?

- მითხრეს, შენ პეპელა იქნებიო და დავთანხმდი. ამ პროექტში ყველა კოსტiუმი ძალიან ლამაზია, ყველა პერსონაჟი თავისებურად საინტერესო, მაგრამ ჩემი პეპელა განსაკუთრებით მომწონდა. პირველად ესკიზი მანახvეს და შემდეგ, როდესაც მოსარგებად დამიბარეს, გადავირიე, ისე მომეწონა, მერე ჭუპრიც მომიტანეს, ყველაფერი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო.

- ჟიურის წევრების შეფასებებზე ბევრი იხალისე?

- ძალიან, მათ ვინ აღარ ვეგონე, ეგ მომენტი სასაცილო იყო. ანრიმ დამასახელა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ხმით მიცნო. პროფაილში იყო ერთი მინიშნება, პეპელას არ უყვარს, როცა ვიღაცას ამსგავსებენო. ანრი ძალიან კარგად მიცნობს და თქვა, ახლა ერთადერთი ადამიანი, ამ მიმსგავსების ვერ ატანაზე ვინც მახსენდება, კრისტი არისო. მერე ანრის ეს მომენტი საერთოდ დაავიწყდა. ვნერვიულობდი, ხელებით მიცნობენ-მეთქი, მკლავები შეფუთული არ მქონდა, თეძოები კი "გამიკეთეს". ამბობდნენ, ლამაზი კოჭი აქვსო და პეპელა კოჭლამაზიშვილი დამარქვეს.

- რომელმა შეფასებამ გაგახალისა ყველაზე მეტად?

- ყველა შეფასება სახალისო იყო. როცა ჩემსა და დრაკონს შორის არჩევანის გაკეთების დრო დადგა, ნანიკომ თქვა, დრაკონის წელია და დავტოვოთო, ანრი ითხოვდა, პეპელა დავტოვოთო. საბოლოოდ, ჩემი გაშვება გადაწყდა. პეპელა 3 დღე ცოცხლობსო და 3 კონცერტი მაინც მქონოდა.

- რომ გამოეთიშე, გული დაგწყდა?

- 2 სიმღერა მქონდა ჩაწერილი, მათგან ერთი, არც მეტი, არც ნაკლები, უიტნი ჰიუსტონის სიმღერა იყო და ძალიან მაინტერესებდა, ეს შესრულება სცენაზე როგორი სანახავი იქნებოდა. გული დამწყდა თუ არა? მაინც ვთვლი, რომ მთავარი მონაწილეობაა.

- ოჯახის წევრებმა რა გითხრეს?

- ძალიან სასაცილო მომენტი იყო: იმ დღეს, როდესაც ვიცოდი, რომ პროექტს ვეთიშებოდი, ჩემთან მეგობარი იყო მოსული. მე, დედა და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით, ჩაის მივირთმევდით. ყველამ იცის, ტელევიზორს არასდროს ვრთავ, არ მიყვარს. იმ საღამოს რომ ჩავრთე, დედას ცოტათი კი გაუკვირდა, მერე მითხრა, ხმას ჩაუწიე, ვსაუბრობთო. არა, მინდა ამ გადაცემას ვუყურო-მეთქი. პეპელა რომ გამოვიდა, ჩემებმა თქვეს, რა საყვარელიაო. გადაცემა ფინალისკენ რომ წავიდა, ვთქვი, ეს მომენტი ყველაზე მეტად მაინტერესებს, ვინ გავარდება-მეთქი. პეპელამ ნიღაბი რომ მოიხსნა, დედაჩემიც ინტერესით უყურებდა. თავიდან თქვა, - ვაიმე, ვინ არის? კრისტი, შენ რა ძალიან გგავსო, მაგრამ მალევე მიხვდა, რაც ხდებოდა და მერე კიდევ უფრო გაკვირვებულმა მკითხა, - შენ იყავიო? კივილი დაიწყო, ამაზე ვიხალისე. მისაყვედურა, - რატომ დამიმალეო? - დედა, არ შეიძლებოდა და როგორ მეთქვა-მეთქი?!

- ნატალიას რეაქცია როგორი იყო?

- ნატალია თბილისში არ იყო, დედაჩემმა ლინკი გაუგზავნა, ხომ მიხვდა რაშიც იყო საქმე და მოsწერა: "შენ იცოდი?" მინდა გითხრა, რომ ცოტათი გამიბრაზდნენ.

- ტყუილების თქმის გამო, უხერხულ სიტუაციაში ხომ არ ჩავარდნილხარ?

- ვაიმე! ერთ დღეს დალი ჩიტალაძე მირეკავს და მეუბნება, დღეს "ვინ ვინ არის" "ლაივია" (პირველი კონცერტი "ლაივი" იყო, მერე ჩაწერაზე გადავიდნენ), ძალიან გთხოვ, წავიდეთო. ვაიმე, არ მცალია-მეთქი. - მიდი რა, მოინდომე, ასეთი გადაუდებელი რა საქმე გაქვსო? ამ პროექტის გამო, როცა ტყუილს ვამბობდი, ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ის, ვისაც ვატყუებდი, ხვდებოდა, რომ სიმართლეს არ ვეუბნებოდი. როცა კარავში ვიჯექი, ყველას მაშინ უნდებოდა დარეკვა. ახლა ყველა მეუბნება, ისე როგორ მოახერხე, ერთხელ ეჭვიც არ შეგვპაროდაო...წაიკითხეთ სრულად