ავტორი:

"დაღუპულებს შორის 3 ბავშვია" - ტრაგედია ნეპალში: მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა

"დაღუპულებს შორის 3 ბავშვია" - ტრაგედია ნეპალში: მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში მეწყრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ნეპალის სამაშველო და კატასტროფების რისკების შემცირების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეწყერმა ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში მდებარე სახლები წაიღო.

ნეპალში ძლიერი მუსონური წვიმები ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყო, რამაც ქვეყნის მასშტაბით წყალდიდობები და მეწყრები გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა.