საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგის ირანში ფანების არმია ჰყავს... როცა გავიცანი, ფეხბურთელი სანაცნობო წრეშიც არავინ მყავდა" - ცნობილი ფეხბურთელისა და ბიზნესვუმენის "ლავსთორი": ინტერვიუ გველესიანის მეუღლესთან
"გიორგის ირანში ფანების არმია ჰყავს... როცა გავიცანი, ფეხბურთელი სანაცნობო წრეშიც არავინ მყავდა" - ცნობილი ფეხბურთელისა და ბიზნესვუმენის "ლავსთორი": ინტერვიუ გველესიანის მეუღლესთან

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი დღეს არა­ვის ჰბეზ­რდე­ბა. ქარ­თუ­ლი თუ უცხო­უ­რი მე­დია გა­დაჭ­რე­ლე­ბუ­ლია ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით. ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ერთ-ერთ წევ­რზე, გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ან­ზე ვი­სა­უბ­რებთ.

ირა­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის "პერ­სე­პო­ლი­სის" წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში პირ­ვე­ლად რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­მო­ი­ძა­ხეს. გვე­ლე­სი­ანს ოც­ნე­ბა 32 წლის ასაკ­ში აუხ­და.

"ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. ის ემო­ცია, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მა­ი­სუ­რით თა­მაშს, ქო­მა­გე­ბის გამ­ხნე­ვე­ბას, ჰიმ­ნის მოს­მე­ნას მო­აქვს, სხვა ემო­ცი­ებ­თან და­უ­ვი­წყა­რი და შე­უ­და­რე­ბე­ლია. ამ მო­მენტს მთე­ლი ჩემი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ლო­დე­ბო­დი. იმ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­ვა­ტა­რე, იქა­უ­რი ხალ­ხის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა მო­ვი­პო­ვე, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, თუმ­ცა როცა ამას სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში სა­კუ­თარ ხალ­ხთან აღ­წევ, ნამ­დვი­ლად სხვა გრძნო­ბაა" - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი ერთ ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ხოლო თუ რო­გო­რია მე­უღ­ლის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ამის გა­სა­გე­ბად, AMBEBI.GE მის ასე­ვე წარ­მა­ტე­ბულ მე­უღ­ლეს ლინ­და კი­კო­ლაშ­ვილს გერ­მა­ნი­ა­ში და­უ­კავ­შირ­და:

- პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან თა­მა­შის შემ­დეგ ბი­ჭე­ბი ვნა­ხეთ და ზუს­ტად იგი­ვე გან­წყო­ბა­ზე არი­ან, რო­გორც 26-ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ურ­თუ­ლე­სი თა­მა­ში იქ­ნე­ბა, თა­ვი­სას შე­ეც­დე­ბი­ან... ჩვე­ნი გუნ­დი პირ­ვე­ლად აღ­მოჩ­ნდა იქ, სა­დაც ვართ და ისე­თე­ბი გა­ვა­კე­თეთ, მთე­ლი პრე­სა, ფეხ­ბურ­თის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შოკ­ში არი­ან. ზო­გა­დად ემო­ცი­უ­რია ჩვე­ნი აქ, "ევ­რო­ზე" ყოფ­ნა... მე­სა­მე თა­მა­ში პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან გა­დამ­წყვე­ტი იყო და მხო­ლოდ მო­გე­ბის მო­ლო­დი­ნი გვქონ­და. გა­სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვი აღ­მოჩ­ნდა სტა­დი­ო­ნი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბით იყო სავ­სე. სა­ო­ცა­რი ემო­ცია მო­დი­ო­და. პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ზე გა­მოჩ­ნდა ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი, რაც "კვა­რას" გო­ლი­თაც და­დას­ტურ­და. რა­მაც და­მა­ტე­ბით დიდი სტი­მუ­ლი მოგ­ვცა. ამ თა­მაშ­ში თი­თო­ე­ულ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა კარ­გი მატ­ჩის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა. კარგ იყო დაც­ვა, "მა­მარ­და", შე­ტე­ვა, - ყვე­ლა თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­და.

- შემ­დეგ თა­მაშ­ზე, ეს­პა­ნეთ­თან რო­გო­რი მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

- ვი­ცით, რომ მომ­დევ­ნო მატ­ჩი კი­დევ უფრო რთულ მე­ტო­ქეს­თან გვაქვს, მაგ­რამ იმ­დე­ნად დიდი შე­მარ­თე­ბაა ბი­ჭებ­ში, ასე­ვე მათ მე­უღ­ლე­ებ­ში, რა გი­თხრათ. ყვე­ლა­ნი აქ ვართ, ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ და წარ­მა­ტე­ბის გვჯე­რა. ჩვენ­თვის გვაქვს და­დე­ბი­თი პროგ­ნო­ზე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა თა­მა­ში რო­გორც არ უნდა დას­რულ­დეს, თი­თო­ე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გმი­რი იქ­ნე­ბა, რად­გან უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლეს.

- რო­გორც მი­თხა­რით, ჩემს მე­უღ­ლეს­თან რო­ნალ­დუს ნა­თა­მა­შე­ვი აქ­ვსო. რა პე­რი­ოდ­ში და სად მოხ­და მათი შეხ­ვედ­რა?

- მათი შეხ­ვედ­რა ირან­ში მოხ­და. ერ­თობ­ლი­ვი თა­მა­ში ჩა­ა­ტა­რეს. გი­ორ­გი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცნო­ბილ ირა­ნულ გუნდში თა­მა­შობს, გუნ­დი "პერ­სე­პო­ლი­სი“ ჩემ­პი­ო­ნია. ისე, რო­გორც პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან იყო, მა­ში­ნაც რო­ნა­ალ­დუს ფეხი არ გა­და­ად­გმე­ვი­ნა, ზუს­ტად ასე­თი­ვე შე­დე­გით და­ას­რუ­ლა პირ­ვე­ლი მატ­ჩი და შეხ­ვედ­რა მას­თან. პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან თა­მა­ში ჩემი მე­უღ­ლის­თვის სა­დე­ბი­უ­ტო იყო იმ კუ­თხით, რომ წინა თა­მაშ­ზე შეც­ვლა­ზე შე­მო­ვი­და. კარ­გად გვეს­მო­და, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მატ­ჩი იყო. მე კმა­ყო­ფი­ლი ვარ, თვი­თო­ნაც იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი შეხ­ვედ­რა ჩა­ა­ტა­რა.

- მე­ტყვე­ლი, მო­აზ­როვ­ნე, ინ­ტე­ლი­გენ­ტი, თავ­მდა­ბა­ლი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, მშვი­დი ადა­მი­ა­ნი - რამ­დე­ნი­მე დღეა, სწო­რედ ეს სი­ტყვე­ბი გა­ის­მის თქვე­ნი მე­უღ­ლის მი­სა­მარ­თით...

- ნამ­დვი­ლად ასეა. უხერ­ხუ­ლია ჩემი მხრი­დან მისი ქება, თუმ­ცა გი­ორ­გის აქვს უნა­რი, სა­კუ­თა­რი აზრი გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლად, კო­რექ­ტუ­ლად, მშვი­დად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს. მისი გა­ნათ­ლე­ბა თვალ­ში სა­ცე­მია. მას­თან ამის გა­მოც მსი­ა­მოვ­ნებს კო­მუ­ნი­კა­ცია. ეს იყო ის ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, რაც მას­ში თა­ვი­დან­ვე შევ­ნიშ­ნე და მო­მე­წო­ნა. ხში­რად გვაქვს დი­ა­ლო­გი სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე - ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე შე­უძ­ლია გე­სა­უბ­როს.

- რო­დის და­ი­წყო მისი ირა­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა?

- რვა წლის წინ მოხ­და ეს ამ­ბა­ვი. თა­ვი­დან სხვა­დას­ხვა გუნდში თა­მა­შობ­და. 2 წე­ლია, ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ გუნდში „პერ­სე­პო­ლის­ში“ თა­მა­შობს. გუნდს 60 მი­ლი­ო­ნი ფანი ჰყავს. ზო­გა­დად ირან­ში ფეხ­ბურთს დიდ პა­ტივს სცე­მენ, შე­სა­ბა­მი­სად ის მათ­თვის ერთ-ერთი გა­სარ­თო­ბი სფე­როა. ფეხ­ბურთს უყუ­რებს ყვე­ლა - ქალი, ბავ­შვი, კაცი, ერ­თნა­ი­რი ქო­მა­გე­ბი არი­ან. ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, სტა­დი­ონ­ზე ქა­ლე­ბი და­უშ­ვეს, ოღონდ, მატჩს ცალ­კე გა­მო­ყო­ფილ სივ­რცე­ში უყუ­რე­ბენ, მა­მა­კა­ცე­ბი - ცალ­კე. მა­ნამ­დე ქალ­ბა­ტო­ნებს სა­ერ­თოდ აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ სტა­დი­ონ­ზე მიბ­რძა­ნე­ბა და თა­მაშ­ზე დას­წრე­ბა.

გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი "პერ­სე­პო­ლის­ში"

- რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლია გი­ორ­გის დო­ნის ადა­მი­ა­ნის­თვის იმ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა?

- გი­ორ­გის­თვის პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი რთუ­ლი იყო, რო­დე­საც კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბა ხდე­ბო­და და როცა იქა­უ­რო­ბას ეგუ­ე­ბო­და. ირან­ში კი არა, რაც არ უნდა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში გა­დახ­ვი­დე, მა­ინც ჭირს ადაპ­ტა­ცია და შე­გუ­ე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­შიც პირ­ვე­ლი 2 წელი რთუ­ლი გახ­ლდათ... ახლა უკვე მეც შეჩ­ვე­უ­ლი ვარ იქა­ურ ატ­მოს­ფე­როს. დღეს ისეთ სირ­თუ­ლეს ნამ­დვი­ლად აღა­რა­ფე­რი წარ­მო­ად­გენს.

- გი­ორ­გის თა­ვის ფა­ნე­ბი ჰყავს იქ?

- ჰყავს ფა­ნე­ბის უდი­დე­სი არ­მია. არის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ირან­ში. დიდ პა­ტივს სცე­მენ და ერ­თა­დერ­თი ლე­გი­ო­ნე­რია, რო­მელ­საც სხვა გუნ­დე­ბი­და­ნაც ჰყავს ფა­ნე­ბი. მოს­წონთ მისი თა­მა­ში. ენაც იცის... მუდ­მი­ვად იქ ვერ ვცხოვ­რობ, ვი­ნა­ი­დან მყავს მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, ასე­ვე მო­ზარ­დი შვი­ლე­ბიც და მაქვს ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა.

- ოჯა­ხი რომ შექ­მე­ნით გი­ორ­გი უკვე ირან­ში თა­მა­შობ­და?

- პირ­ვე­ლი წელი იყო, რაც იქ თა­მა­შობ­და. გი­ორ­გის­თვის ერ­თა­დერ­თი სირ­თუ­ლე თა­ვი­დან­ვე ის იყო, რომ არ არის 24/7-ზე აქ. ძა­ლი­ან ჩარ­თუ­ლია ყვე­ლა ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა­ში. იშ­ვი­ა­თი მა­მაა და რა თქმა უნდა, მე­უღ­ლეც ასე­თი­ვეა. ამი­ტომ ერ­თმა­ნეთ­თან გვაქვს ტე­ლე­ფონთ ინ­ტენ­სი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია. ეს იმის­თვის, რომ სი­შო­რის ტკი­ვი­ლე­ბი დავძლი­ოთ... გი­ორ­გი ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, თბი­ლი ადა­მი­ა­ნია, უყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბის გა­კე­თე­ბა. რა­ღაც დო­ნე­ზე რო­მან­ტი­კუ­ლიც არის, რო­გორც ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მისი სა­ფეხ­ბურ­თო ცხოვ­რე­ბა აძ­ლევს. ცდი­ლობს, ჩვენ ორის­თვი­საც დრო გა­მო­ნა­ხოს.

- რთუ­ლია ფეხ­ბურ­თე­ლის მე­უღ­ლე­ო­ბა?

- რომ ამ­ბობ­დნენ, რთუ­ლი­აო, არ მჯე­რო­და, მაგ­რამ დღეს დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამა­ში. თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გი­წევს, შენი მე­ო­რე ნა­ხევ­რის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბა. სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­ვა. გი­წევს მუდ­მი­ვად გამ­ხნე­ვე­ბა, გვერ­დში დგო­მა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ ოჯახ­ში სიმ­შვი­დე ჰქონ­დეს. ასეთ დროს სა­კუ­თარ საქ­მეს ადა­მი­ა­ნი გა­ცი­ლე­ბით უკეთ აკე­თებს. ეს ოჯა­ხუ­რი სიმ­ყუდ­რო­ვე, უკვე ჩვე­ნი, მე­უღ­ლე­ე­ბის გა­სა­კე­თე­ბე­ლი და შე­საქ­მნე­ლია.

- ფეხ­ბურ­თის ფანი იყა­ვით, როცა გი­ორ­გი გაჩ­ნდა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ვი­ცო­დი ფეხ­ბურ­თის შე­სა­ხებ არა­ფე­რი. ფეხ­ბურ­თე­ლი სა­ნაც­ნო­ბო წრე­შიც არა­ვინ მყავ­და. ცო­ლად რომ გავ­ყე­ვი, მერე ვი­კი­თხე, კა­რის შეც­ვლა მე­ო­რე ტა­იმ­ში რა­ტო­მაა სა­ჭი­რო-მეთ­ქი?! არ ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, სულ სხვა სფე­რო­ში ვსაქ­მი­ა­ნობ­დი. ახლა ფეხ­ბურთში საკ­მა­ოდ კარ­გად ვერ­კვე­ვი.

- რო­გორ და­ი­წყო თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა?

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გაც­ნო­ბის ამ­ბა­ვი გვაქვს. ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა გაგ­ვაც­ნო. მა­ნამ­დე კი, სა­დაც გი­ორ­გის რა­ღაც ფო­ტო­ში მოვ­წო­ნე­ბი­ვარ და იმ მე­გობ­რის­თვის უთხო­ვია, გა­მა­ცა­ნიო. ისე მო­ა­წყვეს შეხ­ვედ­რა, მე არც ვი­ცო­დი. პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე მი­თხრა, - სამი თვეა გი­ყუ­რებ, თვალს გა­დევ­ნებ. მე და შენ ერ­თად უნდა ვი­ყო­თო. ამას ერთი წელი მოჰ­ყვა, მთლად ასე მარ­ტი­ვი არ იყო ჩემი და­თან­ხმე­ბა, დიდი ბრძო­ლა მო­უ­წია... დღეს­დღე­ო­ბით ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბას და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას ერ­თად გავ­დი­ვართ. არას­დროს გვბეზ­რდე­ბა ერ­თად ყოფ­ნა.

- თა­ვა­დაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ხართ...

- რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვარ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰო­ლი­ვუ­დის ფილ­მე­ბის აკა­დე­მი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. პირ­ვე­ლი გა­ნათ­ლე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი მაქვს, შემ­დეგ მარ­კე­ტინგზე გა­და­ვე­დი, მა­გის­ტრა­ტუ­რაც ამ კუ­თხით და­ვამ­თავ­რე. 19 წლი­დან ვმუ­შა­ობ. ალ­ბათ შრო­მის შე­დე­გია და გა­მარ­თლე­ბაც იყო, რომ რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი გავ­ხდი. მქონ­და ჩემი მარ­კე­ტინ­გუ­ლი კომ­პა­ნი­აც. დღეს მაქვს ამე­რი­კა­ში ჰო­ლი­ვუდ ფილმ-აკა­დე­მი­ის ფი­ლი­ა­ლი. კი ლოს-ან­ჯე­ლე­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფი­ლი­ა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­სნი­ლი, კერ­ძოდ, ამ პრო­ექტს „სეუს“ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და ვარ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, პრე­ზი­დენ­ტი. სას­წავ­ლე­ბე­ლი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნია და ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლე­ბი სწავ­ლო­ბენ. სწავ­ლო­ბენ სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბას, რო­მელ­საც ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი პე­და­გო­გე­ბი ას­წავ­ლი­ან. ასე რომ, აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას ვარ მიჩ­ვე­უ­ლი.

- შვი­ლებ­ზე გვი­ამ­ბეთ...

- მე და გი­ორ­გის ერთი სა­ერ­თო შვი­ლი გვყავს და ეს არის დუდუ გვე­ლე­სი­ა­ნი, რო­მე­ლიც 4 წლი­საა. ძა­ლი­ან გვგავს ორი­ვეს, გა­რეგ­ნუ­ლად და ხა­სი­ა­თი­თაც. მამა მას­ზე დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებს, რომ დუდუ ფეხ­ბურთს გაჰ­ყვეს. უფ­რო­სი ძმაც შე­ვიყ­ვა­ნეთ ფეხ­ბურთზე - გი­ორ­გის შვი­ლი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მას გო­გოც ჰყავს. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მეც მყავს 2 გო­გო­ნა. ბავ­შვე­ბი გიჟ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთ­ზე, ძა­ლი­ან მე­გობ­რო­ბენ. ჩვენც ყვე­ლა­ნა­ი­რად ვპატ­რო­ნობთ და ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში ვუდ­გა­ვართ. ჯამ­ში გყავს 5 შვი­ლი.

- რო­გო­რია თქვე­ნი პროგ­ნო­ზი შემ­დე­გი თა­მა­შის­თვის?

- მე პროგ­ნოზს ჩვენს მო­გე­ბა­ზე ვა­კე­თებ და 2:1 იქ­ნე­ბა ან­გა­რი­ში. ბურ­თებს ვინ გა­ი­ტანს, ჯერ არ ვიცი, რად­გან შე­მად­გენ­ლო­ბა არ ვი­ცით. ასე რომ, მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"გიორგის ირანში ფანების არმია ჰყავს... როცა გავიცანი, ფეხბურთელი სანაცნობო წრეშიც არავინ მყავდა" - ცნობილი ფეხბურთელისა და ბიზნესვუმენის "ლავსთორი": ინტერვიუ გველესიანის მეუღლესთან

"გიორგის ირანში ფანების არმია ჰყავს... როცა გავიცანი, ფეხბურთელი სანაცნობო წრეშიც არავინ მყავდა" - ცნობილი ფეხბურთელისა და ბიზნესვუმენის "ლავსთორი": ინტერვიუ გველესიანის მეუღლესთან

საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებაზე საუბარი დღეს არავის ჰბეზრდება. ქართული თუ უცხოური მედია გადაჭრელებულია ნაკრების ფეხბურთელებზე ინფორმაციებით. ამჯერად საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ წევრზე, გიორგი გველესიანზე ვისაუბრებთ.

ირანული საფეხბურთო კლუბის "პერსეპოლისის" წარმატებული ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში პირველად რამდენიმე თვის წინ გამოიძახეს. გველესიანს ოცნება 32 წლის ასაკში აუხდა.

"ძალიან გახარებული ვარ. ის ემოცია, რომელიც საკუთარი ქვეყნის მაისურით თამაშს, ქომაგების გამხნევებას, ჰიმნის მოსმენას მოაქვს, სხვა ემოციებთან დაუვიწყარი და შეუდარებელია. ამ მომენტს მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ველოდებოდი. იმ 7 წლის განმავლობაში, რომელიც სხვა ქვეყანაში გავატარე, იქაური ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოვიპოვე, რომელიც ასევე ძალიან სასიამოვნოა, თუმცა როცა ამას საკუთარ ქვეყანაში საკუთარ ხალხთან აღწევ, ნამდვილად სხვა გრძნობაა" - აღნიშნავს გიორგი გველესიანი ერთ ერთ ინტერვიუში.

ხოლო თუ როგორია მეუღლის თვალით დანახული ეს წარმატებული ფეხბურთელი, ამის გასაგებად, AMBEBI.GE მის ასევე წარმატებულ მეუღლეს ლინდა კიკოლაშვილს გერმანიაში დაუკავშირდა:

- პორტუგალიასთან თამაშის შემდეგ ბიჭები ვნახეთ და ზუსტად იგივე განწყობაზე არიან, როგორც 26-ში. მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი თამაში იქნება, თავისას შეეცდებიან... ჩვენი გუნდი პირველად აღმოჩნდა იქ, სადაც ვართ და ისეთები გავაკეთეთ, მთელი პრესა, ფეხბურთის სპეციალისტები შოკში არიან. ზოგადად ემოციურია ჩვენი აქ, "ევროზე" ყოფნა... მესამე თამაში პორტუგალიასთან გადამწყვეტი იყო და მხოლოდ მოგების მოლოდინი გვქონდა. გასაოცარი სანახავი აღმოჩნდა სტადიონი, რომელიც ჩვენი გულშემატკივრებით იყო სავსე. საოცარი ემოცია მოდიოდა. პირველივე წუთებზე გამოჩნდა ჩვენი პოზიციები, რაც "კვარას" გოლითაც დადასტურდა. რამაც დამატებით დიდი სტიმული მოგვცა. ამ თამაშში თითოეულმა ფეხბურთელმა კარგი მატჩისთვის ყველაფერი გააკეთა. კარგ იყო დაცვა, "მამარდა", შეტევა, - ყველა თავის პოზიციაზე თავდაუზოგავად მუშაობდა.

- შემდეგ თამაშზე, ესპანეთთან როგორი მოლოდინი გაქვთ?

- ვიცით, რომ მომდევნო მატჩი კიდევ უფრო რთულ მეტოქესთან გვაქვს, მაგრამ იმდენად დიდი შემართებაა ბიჭებში, ასევე მათ მეუღლეებში, რა გითხრათ. ყველანი აქ ვართ, ძალიან ვგულშემატკივრობთ და წარმატების გვჯერა. ჩვენთვის გვაქვს დადებითი პროგნოზები გაკეთებული, თუმცა თამაში როგორც არ უნდა დასრულდეს, თითოეული ფეხბურთელი გმირი იქნება, რადგან უკვე შეუძლებელი შეძლეს.

- როგორც მითხარით, ჩემს მეუღლესთან რონალდუს ნათამაშევი აქვსო. რა პერიოდში და სად მოხდა მათი შეხვედრა?

- მათი შეხვედრა ირანში მოხდა. ერთობლივი თამაში ჩაატარეს. გიორგი, მოგეხსენებათ, ცნობილ ირანულ გუნდში თამაშობს, გუნდი "პერსეპოლისი“ ჩემპიონია. ისე, როგორც პორტუგალიასთან იყო, მაშინაც რონაალდუს ფეხი არ გადაადგმევინა, ზუსტად ასეთივე შედეგით დაასრულა პირველი მატჩი და შეხვედრა მასთან. პორტუგალიასთან თამაში ჩემი მეუღლისთვის სადებიუტო იყო იმ კუთხით, რომ წინა თამაშზე შეცვლაზე შემოვიდა. კარგად გვესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი იყო. მე კმაყოფილი ვარ, თვითონაც იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი და საჩვენებელი შეხვედრა ჩაატარა.

- მეტყველი, მოაზროვნე, ინტელიგენტი, თავმდაბალი, გაწონასწორებული, მშვიდი ადამიანი - რამდენიმე დღეა, სწორედ ეს სიტყვები გაისმის თქვენი მეუღლის მისამართით...

- ნამდვილად ასეა. უხერხულია ჩემი მხრიდან მისი ქება, თუმცა გიორგის აქვს უნარი, საკუთარი აზრი გაწონასწორებულად, კორექტულად, მშვიდად ჩამოაყალიბოს. მისი განათლება თვალში საცემია. მასთან ამის გამოც მსიამოვნებს კომუნიკაცია. ეს იყო ის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც მასში თავიდანვე შევნიშნე და მომეწონა. ხშირად გვაქვს დიალოგი სხვადასხვა თემაზე - ნებისმიერ საკითხზე შეუძლია გესაუბროს.

- როდის დაიწყო მისი ირანული საფეხბურთო კარიერა?

- რვა წლის წინ მოხდა ეს ამბავი. თავიდან სხვადასხვა გუნდში თამაშობდა. 2 წელია, ყველაზე პრესტიჟულ გუნდში „პერსეპოლისში“ თამაშობს. გუნდს 60 მილიონი ფანი ჰყავს. ზოგადად ირანში ფეხბურთს დიდ პატივს სცემენ, შესაბამისად ის მათთვის ერთ-ერთი გასართობი სფეროა. ფეხბურთს უყურებს ყველა - ქალი, ბავშვი, კაცი, ერთნაირი ქომაგები არიან. ბოლო რამდენიმე წელიწადია, სტადიონზე ქალები დაუშვეს, ოღონდ, მატჩს ცალკე გამოყოფილ სივრცეში უყურებენ, მამაკაცები - ცალკე. მანამდე ქალბატონებს საერთოდ აკრძალული ჰქონდათ სტადიონზე მიბრძანება და თამაშზე დასწრება.

გიორგი გველესიანი "პერსეპოლისში"

- რამდენად კომფორტულია გიორგის დონის ადამიანისთვის იმ სამყაროში ცხოვრება და საქმიანობა?

- გიორგისთვის პირველი რამდენიმე წელიწადი რთული იყო, როდესაც კულტურის გაცნობა ხდებოდა და როცა იქაურობას ეგუებოდა. ირანში კი არა, რაც არ უნდა განვითარებულ ქვეყანაში გადახვიდე, მაინც ჭირს ადაპტაცია და შეგუება. ამ შემთხვევაშიც პირველი 2 წელი რთული გახლდათ... ახლა უკვე მეც შეჩვეული ვარ იქაურ ატმოსფეროს. დღეს ისეთ სირთულეს ნამდვილად აღარაფერი წარმოადგენს.

- გიორგის თავის ფანები ჰყავს იქ?

- ჰყავს ფანების უდიდესი არმია. არის ძალიან ცნობილი ირანში. დიდ პატივს სცემენ და ერთადერთი ლეგიონერია, რომელსაც სხვა გუნდებიდანაც ჰყავს ფანები. მოსწონთ მისი თამაში. ენაც იცის... მუდმივად იქ ვერ ვცხოვრობ, ვინაიდან მყავს მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე მოზარდი შვილებიც და მაქვს ჩემი საქმიანობა.

- ოჯახი რომ შექმენით გიორგი უკვე ირანში თამაშობდა?

- პირველი წელი იყო, რაც იქ თამაშობდა. გიორგისთვის ერთადერთი სირთულე თავიდანვე ის იყო, რომ არ არის 24/7-ზე აქ. ძალიან ჩართულია ყველა ბავშვის ცხოვრებაში. იშვიათი მამაა და რა თქმა უნდა, მეუღლეც ასეთივეა. ამიტომ ერთმანეთთან გვაქვს ტელეფონთ ინტენსიური კომუნიკაცია. ეს იმისთვის, რომ სიშორის ტკივილები დავძლიოთ... გიორგი ყურადღებიანი, თბილი ადამიანია, უყვარს სიურპრიზების გაკეთება. რაღაც დონეზე რომანტიკულიც არის, როგორც ამის საშუალებას მისი საფეხბურთო ცხოვრება აძლევს. ცდილობს, ჩვენ ორისთვისაც დრო გამონახოს.

- რთულია ფეხბურთელის მეუღლეობა?

- რომ ამბობდნენ, რთულიაო, არ მჯეროდა, მაგრამ დღეს დარწმუნებული ვარ ამაში. თავიდან ბოლომდე გიწევს, შენი მეორე ნახევრის ცხოვრებით ცხოვრება. სხვანაირად არ გამოვა. გიწევს მუდმივად გამხნევება, გვერდში დგომა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი წარმატებული ადამიანისთვის, რომ ოჯახში სიმშვიდე ჰქონდეს. ასეთ დროს საკუთარ საქმეს ადამიანი გაცილებით უკეთ აკეთებს. ეს ოჯახური სიმყუდროვე, უკვე ჩვენი, მეუღლეების გასაკეთებელი და შესაქმნელია.

- ფეხბურთის ფანი იყავით, როცა გიორგი გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

- აბსოლუტურად არ ვიცოდი ფეხბურთის შესახებ არაფერი. ფეხბურთელი სანაცნობო წრეშიც არავინ მყავდა. ცოლად რომ გავყევი, მერე ვიკითხე, კარის შეცვლა მეორე ტაიმში რატომაა საჭირო-მეთქი?! არ ვიყავი დაინტერესებული, სულ სხვა სფეროში ვსაქმიანობდი. ახლა ფეხბურთში საკმაოდ კარგად ვერკვევი.

- როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

- ძალიან საინტერესო გაცნობის ამბავი გვაქვს. ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო. მანამდე კი, სადაც გიორგის რაღაც ფოტოში მოვწონებივარ და იმ მეგობრისთვის უთხოვია, გამაცანიო. ისე მოაწყვეს შეხვედრა, მე არც ვიცოდი. პირველივე შეხვედრაზე მითხრა, - სამი თვეა გიყურებ, თვალს გადევნებ. მე და შენ ერთად უნდა ვიყოთო. ამას ერთი წელი მოჰყვა, მთლად ასე მარტივი არ იყო ჩემი დათანხმება, დიდი ბრძოლა მოუწია... დღესდღეობით ყველა წარმატებას და წარუმატებლობას ერთად გავდივართ. არასდროს გვბეზრდება ერთად ყოფნა.

- თავადაც წარმატებული ქალბატონი ხართ...

- რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი ვარ და საქართველოში ჰოლივუდის ფილმების აკადემიის თანადამფუძნებელი. პირველი განათლება იურიდიული მაქვს, შემდეგ მარკეტინგზე გადავედი, მაგისტრატურაც ამ კუთხით დავამთავრე. 19 წლიდან ვმუშაობ. ალბათ შრომის შედეგია და გამართლებაც იყო, რომ რამდენიმე მსხვილი პროექტის ავტორი გავხდი. მქონდა ჩემი მარკეტინგული კომპანიაც. დღეს მაქვს ამერიკაში ჰოლივუდ ფილმ-აკადემიის ფილიალი. კი ლოს-ანჯელესის ოფიციალური ფილიალია საქართველოში გახსნილი, კერძოდ, ამ პროექტს „სეუს“ უნივერსიტეტთან ერთად ვახორციელებთ და ვარ თანადამფუძნებელი, პრეზიდენტი. სასწავლებელი ინგლისურენოვანია და ძირითადად უცხოელები სწავლობენ. სწავლობენ სამსახიობო ოსტატობას, რომელსაც ცნობილი ამერიკელი პედაგოგები ასწავლიან. ასე რომ, აქტიურ ცხოვრებას ვარ მიჩვეული.

- შვილებზე გვიამბეთ...

- მე და გიორგის ერთი საერთო შვილი გვყავს და ეს არის დუდუ გველესიანი, რომელიც 4 წლისაა. ძალიან გვგავს ორივეს, გარეგნულად და ხასიათითაც. მამა მასზე დიდ იმედებს ამყარებს, რომ დუდუ ფეხბურთს გაჰყვეს. უფროსი ძმაც შევიყვანეთ ფეხბურთზე - გიორგის შვილი პირველი ქორწინებიდან. პირველი ქორწინებიდან მას გოგოც ჰყავს. პირველი ქორწინებიდან მეც მყავს 2 გოგონა. ბავშვები გიჟდებიან ერთმანეთზე, ძალიან მეგობრობენ. ჩვენც ყველანაირად ვპატრონობთ და ყველანაირად გვერდში ვუდგავართ. ჯამში გყავს 5 შვილი.

- როგორია თქვენი პროგნოზი შემდეგი თამაშისთვის?

- მე პროგნოზს ჩვენს მოგებაზე ვაკეთებ და 2:1 იქნება ანგარიში. ბურთებს ვინ გაიტანს, ჯერ არ ვიცი, რადგან შემადგენლობა არ ვიცით. ასე რომ, მხოლოდ გამარჯვება!