დუბაისთან ახლოს მილიარდელებისთვის შექმნილი ხელოვნური კურორტ-არქიპელაგი "მსოფლიო" იძირება. ინფორმაციას ამის შესახებ "გაზეტა.რუ" ავრცელებს.
NASA-ს ფოტოების მიხედვით, 300 კუნძული თანდათან უერთდება ერთმანეთს და იძირება. შედეგად კი პროექტი, რომელიც ფინანსური კრიზისის გამო "გაიყინა", შესაძლოა, დაუსრულებელი დარჩეს "არაპრაქტიკულობისა" და "არასაიმედოობის" გამო.
დუბაის ხელისუფლება ფიქრობდა, რომ პროექტი "მსოფლიო" პლანეტის ყველაზე გავლენიან და მდიდარ ადამიანებს დააინტერესებდა. პოტენციურ მყიდველებს შორის ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტიც სახელდებოდნენ.
ჩაძირვის საფრთხის მიუხედავად, კუნძულების 70% უკვე გაყიდულია.
პროექტის სრული ღირებულება 25 მილიარდი დოლარია.