საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა" - რა "გაშიფრეს" სხეულის ენის სპეციალისტებმა წლის მთავარი დებატებიდან?
"ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა" - რა "გაშიფრეს" სხეულის ენის სპეციალისტებმა წლის მთავარი დებატებიდან?

"დე­მოკ­რა­ტე­ბი" იმ­დე­ნად პა­ნი­კა­ში არი­ან პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი დე­ბა­ტე­ბის გამო, რომ ზოგი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს მისი ჩა­ნაც­ვლე­ბის სა­კითხს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Politico ავ­რცე­ლებს.

  • გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სამ პო­ტენ­ცი­ურ "დე­მოკ­რატ" კან­დი­დატ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სამი სტრა­ტე­გის გან­ცხა­დე­ბით, მათ დე­ბა­ტე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღეს.

ერთ-ერთი შე­საძ­ლო „დე­მოკ­რა­ტი“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის მრჩე­ველ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მან მი­ი­ღო რამ­დე­ნი­მე შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის შე­ტყო­ბი­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­ნო­რე­ბის­გან : "კა­ტას­ტრო­ფაა", „პარ­ტი­ამ რა­ღაც უნდა გა­ა­კე­თოს“, თუმ­ცა მან აღი­ა­რა, რომ ბევ­რი არა­ფე­რია შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ ბა­ი­დე­ნი თა­ვად არ გად­გე­ბა გან­ზე.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ერ­თმა მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა დო­ნორ­მა და ბა­ი­დე­ნის მხარ­დამ­ჭერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დროა პრე­ზი­დენ­ტმა და­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი კამ­პა­ნია. მისი თქმით, ბა­ი­დე­ნის გა­მოს­ვლა იმ­დე­ნად „ცუდი იყო, რომ არა­ვინ მი­აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას ტრამ­პის ტყუ­ილს“.

  • აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გან­მე­ო­რე­ბით და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, დე­ბა­ტე­ბის დროს დო­ნალდ ტრამ­პი­სა და ჯო ბა­ი­დე­ნის ნათ­ქვა­მი­დან ძა­ლი­ან ცოტა სი­ახ­ლე შე­იძ­ლე­ბო­და, გაგ­ვე­გო - რაც სხე­უ­ლის ენას კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვანს ხდი­და. ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტებ­მა The New York Post-ს გა­ნუ­ცხა­დეს.

დე­ბა­ტე­ბი 81 წლის ბა­ი­დე­ნის­თვის თა­ვი­დან­ვე მე­ტის­მე­ტად რთუ­ლი ჩან­და, რო­მე­ლიც თა­ვის ტრი­ბუ­ნას­თან ხის­ტად მი­ვი­და, სა­ნამ 78 წლის ტრამ­პი სცე­ნა­ზე გა­მო­ვი­დო­და.

"მოძ­რა­ო­ბის ბევ­რი ას­პექ­ტი, სხე­უ­ლის ენის თვალ­საზ­რი­სით, მის­თვის რთუ­ლი შე­საც­ვლე­ლია, თუ წო­ნე­ბის ინ­ტენ­სი­ურ აწე­ვას ან კუნ­თე­ბის ვარ­ჯიშს არ მი­მარ­თავს”, - გა­ნა­ცხა­და სხე­უ­ლის ენის ექ­სპერ­ტმა და Carnegie Mellon-ის დრა­მის პრო­ფე­სორ­მა, მისო ვეიმ, - "სხვა კუ­თხით, სი­ხის­ტე და ნელი ტემ­პი ნამ­დვი­ლად მისი ასა­კი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი."

ვეის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბა­ი­დე­ნი მხო­ლოდ სამი წლით და შვი­დი თვი­თაა ტრამპზე უფ­რო­სი, ის გა­ცი­ლე­ბით და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი ჩან­და.

"მისი სა­უბ­რის მა­ნე­რა მისი ასა­კის და­მალ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა", - თქვა მან.

  • ვეის თქმით, ასე­ვე, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბო­და, თით­ქოს ბა­ი­დენს დე­ბა­ტე­ბის დროს ჰა­ე­რი არ ჰყოფ­ნი­და, რაც თეთრმა სახ­ლმა გა­ცი­ე­ბას მი­ა­წე­რა.

"მე მას ვურ­ჩევ­დი, რომ აღი­ა­როს თა­ვი­სი ასა­კი და შემ­დეგ გვი­თხრას: "კი ბა­ტო­ნო, მო­ხუ­ცე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ აი, რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს ჩემს ასაკს: შე­მიძ­ლია, შე­მოგ­თა­ვა­ზოთ სიბ­რძნე, გა­მოც­დი­ლე­ბა, ნაც­ვლად იმი­სა, რომ ამის და­მალ­ვა სცა­დოს", - აღ­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტმა.

ტრამ­პის შე­სა­ხებ კი The Post-ს ტვი­ნი­სა და სხე­უ­ლის ენის ექ­სპერ­ტი, ფსი­ქი­ატ­რი კე­როლ ლი­ბერ­მა­ნი ესა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბა­ი­დე­ნის სა­პი­რის­პი­როდ, ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვი­სი არ­გუ­მენ­ტე­ბი მძლავ­რი ხმით წარ­მო­ად­გი­ნა და სა­ერ­თოდ, მისი ტო­ნი­სა და აღ­ნა­გო­ბის წყა­ლო­ბით ის უფრო ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

"იცით, ბედ­ნი­ე­რი ვარ, იმით გამ­ხნე­ვე­ბუ­ლი, თუ რო­გორ იქ­ცე­ო­და ტრამ­პი", - გა­ნა­ცხა­და ლი­ბერ­მან­მა, რო­მე­ლიც ნო­ემ­ბერ­ში 45-ე პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვას აპი­რებს.

თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ტრამ­პი "სრულ­ყო­ფი­ლი არ იყო".

ისე­ვე, რო­გორც ბა­ი­დენს თა­ვი­სი ასა­კის კრი­ტი­კის გა­სა­ქარ­წყლებ­ლად არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, ლი­ბერ­მა­ნის თქმით, ტრამპსაც მეტი ძა­ლის­ხმე­ვის გა­წე­ვა შე­ეძ­ლო იმ ბრალ­დე­ბე­ბის უარ­სა­ყო­ფად, რომ ის ზედ­მე­ტად თვითკმა­ყო­ფი­ლია.

"ვფიქ­რობ, ის ზედ­მე­ტად ხში­რად ამ­ბობ­და: ამა­ში მა­გა­რი ვი­ყა­ვი, იმა­ში მა­გა­რი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა, მას ასე ნაკ­ლე­ბად უნდა ელა­პა­რა­კა, რად­გან ეს ცოტა არ იყოს, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია. ხალ­ხი ამ­ბობს, რომ ის ნარ­ცი­სია, ამი­ტო­მაც სურ­ვი­ლი გე­კარ­გე­ბა, მხა­რი და­უ­ჭი­რო" - თქვა ექ­სპერ­ტმა.

ფსი­ქი­ატ­რის მო­საზ­რე­ბით, ბა­ი­დენ­მა, რო­მელ­მაც 2020 წელს ტრამ­პთან და­პი­რის­პი­რე­ბებ­ში იმით მო­ი­პო­ვა უპი­რა­ტე­სო­ბა, რომ COVID-19 პან­დე­მი­ის ფონ­ზე ამე­რი­კე­ლე­ბის მი­მართ "თა­ნაგ­რძნო­ბის" გა­მო­ხატ­ვა გა­მოს­დი­ო­და, ამ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნა ამ­ჯე­რად ვერ შეძ­ლო.

"ბა­ი­დე­ნი, თით­ქოს, ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, თუ რამ­დენ ტკი­ვილს გა­ნიც­დი­ან ამე­რი­კე­ლე­ბი. ის მხო­ლოდ ცდი­ლობ­და, ეთ­ქვა: “ოჰ, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვართ, ბლა, ბლა, ბლა”, მაგ­რამ ხალ­ხი ამა თუ იმ სა­ხით, მარ­თლა იტან­ჯე­ბა. მან არც კი აღი­ა­რა, რომ პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს".

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რი ვარ, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ბა­ი­დე­ნი არ შეგ­ცო­დე­ბო­და. იცით, ის სა­კუ­თარ ბა­ბუ­ას მო­გა­გო­ნებ­და, წი­ნა­და­დე­ბებ­ში იკარ­გე­ბო­და და ნა­წი­ლობ­რივ, ამის გამო იწ­ვევ­და შებ­რა­ლე­ბის გრძნო­ბას" - თქვა ფსი­ქი­ატრმა/

მა­ში­ნაც კი, როცა კან­დი­და­ტე­ბი არ სა­უბ­რობ­დნენ, დე­ბა­ტე­ბის სცე­ნი­დან ბევ­რი რა­მის გა­გე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, ვეიმ აღ­ნიშ­ნა, რომ შემ­დეგ ჯერ­ზე ტრამ­პის­თვის რჩე­ვა ექ­ნე­ბო­და: ბა­ი­დე­ნის სა­უბ­რის დროს არ გა­ე­ღი­მა, რად­გან ეს "ქედ­მაღ­ლურ ტონს გად­მოს­ცემს".

თუმ­ცა, მან­ვე და­ა­მა­ტა, რომ ბა­ი­დე­ნი ხში­რად დაბ­ნე­უ­ლი ჩან­და, როცა მისი მე­ტო­ქე მო­დე­რა­ტო­რებს პა­სუ­ხობ­და.

"ბა­ი­დენს ვურ­ჩევ­დი, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს იმ მო­მენ­ტებს, როცა ის არ სა­უბ­რობს. რად­გან ჩუ­მად ყოფ­ნი­სას, მისი სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა იხ­სნე­ბა და ფარ­თოდ გა­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბი ჩანს", - დას­ძი­ნა ექ­სპერ­ტმა.

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა" - რა "გაშიფრეს" სხეულის ენის სპეციალისტებმა წლის მთავარი დებატებიდან?

"ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა" - რა "გაშიფრეს" სხეულის ენის სპეციალისტებმა წლის მთავარი დებატებიდან?

"დემოკრატები" იმდენად პანიკაში არიან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წარუმატებელი დებატების გამო, რომ ზოგი აქტიურად განიხილავს მისი ჩანაცვლების საკითხს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, სამ პოტენციურ "დემოკრატ" კანდიდატთან დაახლოებული სამი სტრატეგის განცხადებით, მათ დებატების განმავლობაში უამრავი ტექსტური შეტყობინება მიიღეს.

ერთ-ერთი შესაძლო „დემოკრატი“ საპრეზიდენტო კანდიდატის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მან მიიღო რამდენიმე შემდეგი შინაარსის შეტყობინება მნიშვნელოვანი დონორებისგან : "კატასტროფაა", „პარტიამ რაღაც უნდა გააკეთოს“, თუმცა მან აღიარა, რომ ბევრი არაფერია შესაძლებელი, თუ ბაიდენი თავად არ გადგება განზე.

გამოცემის ცნობით, ერთმა მნიშვნელოვანმა დონორმა და ბაიდენის მხარდამჭერმა განაცხადა, რომ დროა პრეზიდენტმა დაასრულოს თავისი კამპანია. მისი თქმით, ბაიდენის გამოსვლა იმდენად „ცუდი იყო, რომ არავინ მიაქცევს ყურადღებას ტრამპის ტყუილს“.

  • აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით დაპირისპირებაში, დებატების დროს დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის ნათქვამიდან ძალიან ცოტა სიახლე შეიძლებოდა, გაგვეგო - რაც სხეულის ენას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდიდა. ამის შესახებ ექსპერტებმა The New York Post-ს განუცხადეს.

დებატები 81 წლის ბაიდენისთვის თავიდანვე მეტისმეტად რთული ჩანდა, რომელიც თავის ტრიბუნასთან ხისტად მივიდა, სანამ 78 წლის ტრამპი სცენაზე გამოვიდოდა.

"მოძრაობის ბევრი ასპექტი, სხეულის ენის თვალსაზრისით, მისთვის რთული შესაცვლელია, თუ წონების ინტენსიურ აწევას ან კუნთების ვარჯიშს არ მიმართავს”, - განაცხადა სხეულის ენის ექსპერტმა და Carnegie Mellon-ის დრამის პროფესორმა, მისო ვეიმ, - "სხვა კუთხით, სიხისტე და ნელი ტემპი ნამდვილად მისი ასაკითაა გამოწვეული."

ვეის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი მხოლოდ სამი წლით და შვიდი თვითაა ტრამპზე უფროსი, ის გაცილებით დაუძლურებული ჩანდა.

"მისი საუბრის მანერა მისი ასაკის დამალვის საშუალებას არ იძლევა", - თქვა მან.

  • ვეის თქმით, ასევე, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ბაიდენს დებატების დროს ჰაერი არ ჰყოფნიდა, რაც თეთრმა სახლმა გაციებას მიაწერა.

"მე მას ვურჩევდი, რომ აღიაროს თავისი ასაკი და შემდეგ გვითხრას: "კი ბატონო, მოხუცებული ვარ, მაგრამ აი, რა უპირატესობები აქვს ჩემს ასაკს: შემიძლია, შემოგთავაზოთ სიბრძნე, გამოცდილება, ნაცვლად იმისა, რომ ამის დამალვა სცადოს", - აღნიშნა ექსპერტმა.

ტრამპის შესახებ კი The Post-ს ტვინისა და სხეულის ენის ექსპერტი, ფსიქიატრი კეროლ ლიბერმანი ესაუბრა და აღნიშნა, რომ ბაიდენის საპირისპიროდ, ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი არგუმენტები მძლავრი ხმით წარმოადგინა და საერთოდ, მისი ტონისა და აღნაგობის წყალობით ის უფრო ავტორიტეტულად გამოიყურებოდა.

"იცით, ბედნიერი ვარ, იმით გამხნევებული, თუ როგორ იქცეოდა ტრამპი", - განაცხადა ლიბერმანმა, რომელიც ნოემბერში 45-ე პრეზიდენტის არჩევას აპირებს.

თუმცა, მისივე თქმით, ტრამპი "სრულყოფილი არ იყო".

ისევე, როგორც ბაიდენს თავისი ასაკის კრიტიკის გასაქარწყლებლად არაფერი გაუკეთებია, ლიბერმანის თქმით, ტრამპსაც მეტი ძალისხმევის გაწევა შეეძლო იმ ბრალდებების უარსაყოფად, რომ ის ზედმეტად თვითკმაყოფილია.

"ვფიქრობ, ის ზედმეტად ხშირად ამბობდა: ამაში მაგარი ვიყავი, იმაში მაგარი ვიყავი, თუმცა, მას ასე ნაკლებად უნდა ელაპარაკა, რადგან ეს ცოტა არ იყოს, გამაღიზიანებელია. ხალხი ამბობს, რომ ის ნარცისია, ამიტომაც სურვილი გეკარგება, მხარი დაუჭირო" - თქვა ექსპერტმა.

ფსიქიატრის მოსაზრებით, ბაიდენმა, რომელმაც 2020 წელს ტრამპთან დაპირისპირებებში იმით მოიპოვა უპირატესობა, რომ COVID-19 პანდემიის ფონზე ამერიკელების მიმართ "თანაგრძნობის" გამოხატვა გამოსდიოდა, ამ შთაბეჭდილების მოხდენა ამჯერად ვერ შეძლო.

"ბაიდენი, თითქოს, ვერ აცნობიერებს, თუ რამდენ ტკივილს განიცდიან ამერიკელები. ის მხოლოდ ცდილობდა, ეთქვა: “ოჰ, შესანიშნავად ვართ, ბლა, ბლა, ბლა”, მაგრამ ხალხი ამა თუ იმ სახით, მართლა იტანჯება. მან არც კი აღიარა, რომ პრობლემა არსებობს".

"მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის მხარდამჭერი ვარ, შეუძლებელი იყო, ბაიდენი არ შეგცოდებოდა. იცით, ის საკუთარ ბაბუას მოგაგონებდა, წინადადებებში იკარგებოდა და ნაწილობრივ, ამის გამო იწვევდა შებრალების გრძნობას" - თქვა ფსიქიატრმა/

მაშინაც კი, როცა კანდიდატები არ საუბრობდნენ, დებატების სცენიდან ბევრი რამის გაგება შეიძლებოდა. მაგალითად, ვეიმ აღნიშნა, რომ შემდეგ ჯერზე ტრამპისთვის რჩევა ექნებოდა: ბაიდენის საუბრის დროს არ გაეღიმა, რადგან ეს "ქედმაღლურ ტონს გადმოსცემს".

თუმცა, მანვე დაამატა, რომ ბაიდენი ხშირად დაბნეული ჩანდა, როცა მისი მეტოქე მოდერატორებს პასუხობდა.

"ბაიდენს ვურჩევდი, ყურადღება მიაქციოს იმ მომენტებს, როცა ის არ საუბრობს. რადგან ჩუმად ყოფნისას, მისი სახის გამომეტყველება იხსნება და ფართოდ გახელილი თვალები ჩანს", - დასძინა ექსპერტმა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: