მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია 28 წლის მამაკაცი, რომელმაც 13 წლის ბავშვის შიშველი ფოტოები სოცქსელში განათავსა - დანაშაულის დეტალები
დაკავებულია 28 წლის მამაკაცი, რომელმაც  13 წლის ბავშვის  შიშველი ფოტოები სოცქსელში განათავსა - დანაშაულის დეტალები

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 13 წლის გო­გოს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე, 28 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2024 წლის 13 მარტს, 13 წლის და­ზა­რა­ლე­ბულ­მა, ბრალ­დე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „Tiktok”-ზე გა­იც­ნო. ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად სა­უბ­რობ­დნენ ერ­თმა­ნეთ­თან „Facebook/Messenger“-ის ვი­დე­ო­ზა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რა დრო­საც ბრალ­დე­ბუ­ლი მუ­ქა­რით, არას­რულ­წლო­ვა­ნის შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნას მო­ი­თხოვ­და. ვი­დე­ო­ზა­რით კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას არას­რულ­წლო­ვან­მა შე­ნიშ­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ე.წ. "სქ­რი­ნე­ბის" გა­და­ღე­ბას ახ­დენ­და. მან ბრალ­დე­ბულს ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­ე­ბის წაშ­ლა მოს­თხო­ვა.

აპ­რი­ლის თვე­ში და­ზა­რა­ლე­ბულ­მა კო­მუ­ნი­კა­ცია შე­წყვი­ტა ბრალ­დე­ბულ­თან და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დაბ­ლო­კა, ასე­ვე არ პა­სუ­ხობ­და მის ზა­რებს და მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან მა­ლე­ვე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ „Tiktok”-ზე გავ­რცელ­და არას­რულ­წლო­ვა­ნის ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ის შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩან­და. გო­გოს ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ფო­ტო­ე­ბი გა­და­უგ­ზავ­ნეს მის მე­გო­ბარ­საც. ასე­ვე, 13 წლის და­ზა­რა­ლე­ბულს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ მის­თვის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მისი ინ­ტი­მუ­რი ფო­ტო­ე­ბის დე­დას­თან გა­დაგ­ზავ­ნით ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

"და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის მო­მარ­თვის შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა მყი­სი­ე­რად წარ­მარ­თა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლი იქნა ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად მის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში, ნა­ნა­ხი იქნა 13 წლის გო­გოს ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი და ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით გა­ნად­გურ­დე­ბა.

ბრალ­დე­ბუ­ლის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში, ასე­ვე, აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქნა სხვა არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ე­ბის ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­ე­ბიც, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, არას­რულ­წლო­ვან და­ზა­რა­ლე­ბულს და მის წარ­მო­მად­გე­ნელს, და­ნა­შა­უ­ლით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მის­გან აღ­დგე­ნის მიზ­ნით, ფსი­ქო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის გავ­ლა შეს­თა­ვა­ზა.

ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის. და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბას აგ­რძე­ლებს“, -აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

დაკავებულია 28 წლის მამაკაცი, რომელმაც 13 წლის ბავშვის შიშველი ფოტოები სოცქსელში განათავსა - დანაშაულის დეტალები

დაკავებულია 28 წლის მამაკაცი, რომელმაც  13 წლის ბავშვის  შიშველი ფოტოები სოცქსელში განათავსა - დანაშაულის დეტალები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 28 წლის მამაკაცი დააკავეს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 13 მარტს, 13 წლის დაზარალებულმა, ბრალდებული სოციალურ ქსელ „Tiktok”-ზე გაიცნო. ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან „Facebook/Messenger“-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებული მუქარით, არასრულწლოვანის შიშველ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვდა. ვიდეოზარით კომუნიკაციისას არასრულწლოვანმა შენიშნა, რომ ბრალდებული ე.წ. "სქრინების" გადაღებას ახდენდა. მან ბრალდებულს ინტიმური შინაარსის ფოტოების წაშლა მოსთხოვა.

აპრილის თვეში დაზარალებულმა კომუნიკაცია შეწყვიტა ბრალდებულთან და სოციალურ ქსელში დაბლოკა, ასევე არ პასუხობდა მის ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. აღნიშნულიდან მალევე, სოციალურ ქსელ „Tiktok”-ზე გავრცელდა არასრულწლოვანის ფოტოები, სადაც ის შიშველ მდგომარეობაში ჩანდა. გოგოს ინტიმური ხასიათის ფოტოები გადაუგზავნეს მის მეგობარსაც. ასევე, 13 წლის დაზარალებულს სოციალურ ქსელში უკავშირდებოდნენ მისთვის უცნობი ადამიანები, რომლებიც მისი ინტიმური ფოტოების დედასთან გადაგზავნით ემუქრებოდნენ.

"დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება მყისიერად წარმართა. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი იქნა ბრალდებულის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მის მობილურ ტელეფონში, ნანახი იქნა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერი და ფოტოები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით განადგურდება.

ბრალდებულის მობილურ ტელეფონში, ასევე, აღმოჩენილი იქნა სხვა არასრულწლოვანი გოგოების ინტიმური შინაარსის ფოტოებიც, რასთან დაკავშირებითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას უზრუნველყოფს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, არასრულწლოვან დაზარალებულს და მის წარმომადგენელს, დანაშაულით მიყენებული ფსიქოლოგიური ტრავმისგან აღდგენის მიზნით, ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლა შესთავაზა.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.