მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარ­ლა­მენ­ტმა ე.წ. ლგბტ პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ მომ­ზა­დე­ბულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მხა­რი და­უ­ჭი­რა.

სა­კი­თხის გან­ხილ­ვა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გუ­შინ გა­ი­მარ­თა, კენ­ჭისყრა კი დღეს შედ­გა. პა­კეტს მხა­რი 78-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა.

დე­პუ­ტა­ტებ­მა ასე­ვე, კენ­ჭი უყა­რეს „სა­ქარ­თვე­ლოს „ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნის დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის პრო­ექტს - „ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში „სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექ­სი“ ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ“. მის სა­სარ­გებ­ლო ხმა ასე­ვე 78-მა დე­პუ­ტატ­მა მის­ცა.

გუ­შინ­დელ გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ოპო­ზი­ცი­ი­დან მხო­ლოდ „გირჩმა“ მი­ი­ღო. ცვლი­ლე­ბე­ბი დე­პუ­ტა­ტებს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი წა­რუდ­გი­ნა, მა­ნამ­დე კი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბის სა­ყო­ველ­თაო სა­ხალ­ხო გან­ხილ­ვის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა კო­ლე­გებს სა­ხალ­ხო გან­ხილ­ვის შე­დე­გე­ბი გა­აც­ნო.

ცნო­ბის­თვის, სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი 19 კა­ნონპ­რო­ექ­ტის­გან შედ­გე­ბა. მათ­გან ძი­რი­თა­დია პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით - „ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნის დაც­ვის შე­სა­ხებ“, და­ნარ­ჩე­ნი 18 კი, მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტი.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი და უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი: მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, თენ­გიზ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი შა­ტა­კიშ­ვი­ლი და სო­ზარ სუ­ბა­რი.

უმ­რავ­ლე­სო­ბის გან­მარ­ტე­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბის მი­ზა­ნი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის კავ­შირ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბაა. სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი მთე­ლი რიგი აკ­რძალ­ვე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე გუშინ გაიმართა, კენჭისყრა კი დღეს შედგა. პაკეტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დეპუტატებმა ასევე, კენჭი უყარეს „საქართველოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის პროექტს - „ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. მის სასარგებლო ხმა ასევე 78-მა დეპუტატმა მისცა.

გუშინდელ განხილვაში მონაწილეობა ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩმა“ მიიღო. ცვლილებები დეპუტატებს უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილი წარუდგინა, მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს სახალხო განხილვის შედეგები გააცნო.

ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტი.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.