მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპარლამენტო უმრავლესობამ "საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
საპარლამენტო უმრავლესობამ "საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში“ შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბებ­ზე პრე­ზი­დენ­ტის ვეტო დაძ­ლია.

კენ­ჭი თავ­და­პირ­ვე­ლად პრე­ზი­დენ­ტის მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებს ეყა­რა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა არ გა­ი­ზი­ა­რა - მის წი­ნა­აღ­მდეგ ხმა 63-მა დე­პუ­ტატ­მა მის­ცა. შემ­დეგ კი კენ­ჭი უყა­რეს "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში“ შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს და ის თავ­და­პირ­ვე­ლი რე­დაქ­ცი­ით მი­ი­ღეს - მის სა­სარ­გებ­ლოდ ხმა 78-მა დე­პუ­ტატ­მა მის­ცა.

პრე­ზი­დენ­ტის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გუ­შინ გა­ნი­ხი­ლეს. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი დე­პუ­ტა­ტე­ბის წი­ნა­შე პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­მა, გი­ორ­გი მსხი­ლა­ძემ წა­რად­გი­ნა.

პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტო­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვევს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ხა­რის­ხის შემ­ცი­რე­ბას, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უა­რეს­დე­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის სა­კი­თხი და არ უზ­რუნ­ველ­ყოფს კონ­სენ­სუს­ზე დამ­ყა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს, რაც გა­დამ­წყვე­ტია ცეს­კოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბი­სათ­ვის, ისე რო­გორც ამ ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის გაზ­რდის­თვის.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტმა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი 30 მა­ისს და­ამ­ტკი­ცა. 80 ხმით, ერ­თხმად მი­ი­ღეს პრო­ექ­ტი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ მა­ღა­ლი კვო­რუ­მით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის წესი შე­იც­ვა­ლა და ე.წ. "ან­ტი­ჩი­ხუ­რი მე­ქა­ნიზ­მი" და­წეს­და.

საქ­მე ცეს­კოს სხდო­მა­ზე კენ­ჭისყ­რის შე­დე­გად მი­სა­ღებ ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ეხე­ბა, რომ­ლის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა ცეს­კოს სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის არა­ნაკ­ლებ ორი მე­სა­მე­დის მხარ­და­ჭე­რა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის" ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი ნორ­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც შე­ე­ხე­ბა ქვემ­დგო­მი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის, სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქის/უბ­ნის შე­დე­გე­ბის გა­უქ­მე­ბას, სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ი­დან შე­მო­სუ­ლი პა­კე­ტე­ბის გახ­სნა­სა და სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გა­დათ­ვლას, იღებს სხდო­მა­ზე დამ­სწრე­თა არა­ნაკ­ლებ ორი მე­სა­მე­დით. ასე­ვე, ცეს­კოს დად­გე­ნი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა, თუ მას მხარს ცეს­კოს სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის არა­ნაკ­ლებ ორი მე­სა­მე­დი და­უ­ჭერს.

"სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, თუ ცეს­კომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ნაკ­ლებ ორი მე­სა­მე­დის მხარ­და­ჭე­რით ვერ მი­ი­ღო, ცეს­კოს იმა­ვე სხდო­მა­ზე კენ­ჭი ხე­ლახ­ლა ეყ­რე­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა, თუ მას მხარს ცეს­კოს სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­უ­ჭერს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საპარლამენტო უმრავლესობამ "საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ "საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ "საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კენჭი თავდაპირველად პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ეყარა, რომელიც პარლამენტმა არ გაიზიარა - მის წინააღმდეგ ხმა 63-მა დეპუტატმა მისცა. შემდეგ კი კენჭი უყარეს "საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს და ის თავდაპირველი რედაქციით მიიღეს - მის სასარგებლოდ ხმა 78-მა დეპუტატმა მისცა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პლენარულ სხდომაზე გუშინ განიხილეს. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატების წინაშე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.

პრეზიდენტის ვეტოში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას, მნიშვნელოვნად უარესდება ოპოზიციური პარტიების ჩართულობის საკითხი და არ უზრუნველყოფს კონსენსუსზე დამყარებულ პოლიტიკურ პროცესს, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის, ისე როგორც ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის.

ცნობისთვის, პარლამენტმა "ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები 30 მაისს დაამტკიცა. 80 ხმით, ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესი შეიცვალა და ე.წ. "ანტიჩიხური მექანიზმი" დაწესდა.

საქმე ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მისაღებ ისეთ გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა.

უფრო კონკრეტულად, "საარჩევნო კოდექსის" ჯერ კიდევ მოქმედი ნორმების მიხედვით, საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით. ასევე, ცესკოს დადგენილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს.

"საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებით, თუ ცესკომ გადაწყვეტილება არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით ვერ მიიღო, ცესკოს იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.