ავტორი:

ჩრდილოეთ კორეა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რაიონებში საინჟინრო ჯარებს გაგზავნის

ჩრდილოეთ კორეა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რაიონებში საინჟინრო ჯარებს გაგზავნის

ჩრდილოეთ კორეა უკრაინის დონეცკის ოლქის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რაიონებში სამხედრო სამშენებლო საინჟინრო ჯარებს გაგზავნის, - ამის შესახებ „ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი“ (ISW) წერს.

მანამდე, ფხენიანის აღნიშნული გეგმის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ კორეულმა ტელეკომპანია TV Chosun-მა, სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით, გაავრცელა.

ISW-ისა და TV Chosun-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ჯარები ივლისში უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში გაემგზავრებიან და დონეცკის ინფრასტრუქტურის აღდგენაში ჩაერთვებიან. „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის არმიას 10 საინჟინრო ბრიგადა ჰყავს. TV Chosun-ი იუწყება, რომ ფხენიანმა რუსეთისგან, ყოველწლიურად, შესაძლოა, 115 მილიონ დოლარამდე მიიღოს, თუკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამ-ოთხ ბრიგადას გაგზავნის.

შეგახსენებთ, 19 ივნისს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ფხენიანში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება ერთ-ერთი მონაწილის მიმართ აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.