სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“Euro2024-ის ყველაზე დიდი შოკი, იმედგაცრუებული რონალდუ და დიდებული კვარაცხელია!“ - რას წერს უცხოური პრესა საქართველო - პორტუგალიის მატჩის შესახებ?
“Euro2024-ის ყველაზე დიდი შოკი, იმედგაცრუებული რონალდუ და დიდებული კვარაცხელია!“ - რას წერს უცხოური პრესა საქართველო - პორტუგალიის მატჩის შესახებ?

27 ივ­ნი­სის დილა მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ზე­ი­მო მსვლე­ლო­ბე­ბის ფონ­ზე გა­თენ­და. მი­ზე­ზი და­უ­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბაა. ევრო 2024-ის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბოლო, მე­სა­მე ტურ­ში, F ჯგუფ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა პორ­ტუ­გა­ლი­ას 2:0 სძლია.

მატ­ჩი იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი და სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი იყო, რომ ამის შე­სა­ხებ მსოფ­ლიო მე­დია წერს.

“სა­ქარ­თვე­ლო 2 პორ­ტუ­გა­ლია 0: ევრო 2024-ის ყვე­ლა­ზე დიდი შოკი, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი რო­ნალ­დო და დი­დე­ბუ­ლი კვა­რა­ცხე­ლია“, - ასე შე­ა­ფა­სა The New York Times - მა ქარ­თვე­ლი დე­ბი­უ­ტან­ტე­ბის შერ­კი­ნე­ბა ლე­გენ­და­რულ კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დუს­თან.

“ევრო 2024-ის ყვე­ლა­ზე დიდი შოკი! (FIFA-ს მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით), სა­ქარ­თვე­ლომ პორ­ტუ­გა­ლია 2:0 და­ა­მარ­ცხა.

რე­ი­ტინ­გში 74-ე პო­ზი­ცი­ა­ზე მყოფ­მა სა­ქარ­თვე­ლომ, ვიდ­რე ჟორჟ მი­ქა­უ­ტა­ძე მე­ო­რე ტა­ი­მის პე­ნალ­ტის შე­ას­რუ­ლებ­და, უზო­მოდ ნი­ჭი­ე­რი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მეშ­ვე­ო­ბით, პირ­ვე­ლი ტა­ი­მის მე­ო­რე წუთ­ზე პირ­ვე­ლი გოლი გა­ი­ტა­ნა,“ - წერს გა­მო­ცე­მა იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ “მატ­ჩის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ­ნე­ბო­და წუ­თე­ბი, რო­დე­საც იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი კრიშ­ტი­ა­ნო იფიქ­რებ­და იმა­ზე, თუ სა­ერ­თოდ რა ხდე­ბო­და სტა­დი­ონ­ზე. პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რებ­მა მი­ი­ღო ყვი­თე­ლი ბა­რა­თე­ბი. კრიშ­ტი­ა­ნოს ყვე­ლა­ზე დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კი მსა­ჯის მიერ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ პე­ნალ­ტის და­ნიშ­ვნამ გა­მო­იწ­ვია“.

The New York Times ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის თი­ლის­მას უწო­დებს. მა­მარ­დაშ­ვილს კი “ევ­რო­პის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა მე­კა­რეს, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში ბრწყი­ნავ­და.“

  • თა­ვად uefa -ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი დე­ბი­უ­ტან­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მერ­ვე­დფი­ნალ­ში გას­ვლას საკ­ვან­ძო მო­მენ­ტე­ბით იხ­სე­ნებს:

“სა­ქარ­თვე­ლოს და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ფი­ნა­ლუ­რი ტურ­ნი­რის დე­ბი­უ­ტი UEFA EURO 2024-ის ნო­კა­უტ რა­უნდში გაგ­რძელ­დე­ბა, მას შემ­დეგ, რაც ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­სა და გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის გო­ლებ­მა პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს“, - წერს uefa.

  • “სა­ქარ­თვე­ლომ ის­ტო­რია და­წე­რა!“ – BBC Sport "ევრო 2024"-ზე პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან გა­მარ­ჯვე­ბით დას­რუ­ლე­ბულ მატჩს მხატ­ვრუ­ლად აღ­წერს.

“სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა თა­მაშ­მა ევრო2024-ის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი ყვე­ლა­ზე დიდი შო­კით და­ას­რუ­ლა! სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­ზე ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე გუნ­დად მი­იჩ­ნე­ო­და, მაგ­რამ მათ საქ­მე გა­ა­კე­თეს და ფი­ნალ­ში გა­ვიდ­ნენ. პორ­ტუ­გა­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბურ­თის ფლო­ბა აკ­ლდათ, მაგ­რამ გა­ა­კე­თეს ის, რაც სა­ჭი­რო იყო - და ეს გა­ა­კე­თეს სტი­ლით! სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ეს ბრწყინ­ვა­ლე ღამე იყო", - წერს BBC.

The Independent -მა ტრა­დი­ცი­ას არ უღა­ლა­ტა და სა­ქარ­თვე­ლოს თა­მაშს ევრო 2024 -ზე ვრცე­ლი სტა­ტია მი­უ­ძღვნა, სა­დაც მხატ­ვრუ­ლად არის აღ­წე­რი­ლი სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი მატ­ჩის თი­თო­ე­უ­ლი ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მო­მენ­ტი.

“შო­კის­მომ­გვრე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა“, - ასე ახა­სი­ა­თებს გა­მო­ცე­მა შეხ­ვედ­რას.

“აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პულ­მა ერმა ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა, რო­დე­საც ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­სა და გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის გო­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით F ჯგუფ­ში მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს. 16-ფი­ნალ­ში ისი­ნი ეს­პა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან, ხოლო პორ­ტუ­გა­ლია სლო­ვე­ნი­ას შეხ­ვდე­ბა, ინ­გლი­სის მე­ტო­ქე კი სლო­ვა­კე­თია.

პორ­ტუ­გა­ლია F ჯგუ­ფის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, ამი­ტომ გუნ­დის თავ­კაც­მა რო­ბერ­ტო მარ­ტი­ნეს­მა სას­ტარ­ტო 11-ში რვა ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნა, თუმ­ცა კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დუმ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ად­გი­ლი ძი­რი­თად­ში.

  • Reuters - მა ყუ­რა­დღე­ბა პორ­ტუ­გა­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბას და ქუ­ჩებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­საც და­უთ­მო.

“თბი­ლი­სი ზე­ი­მობს. დე­და­ქა­ლაქ­ში დღე­სას­წა­ულ­მა იფეთ­ქა მას შემ­დეგ, რაც ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. მო­გე­ბამ ხალ­ხი ქუ­ჩებ­ში გა­მო­იყ­ვა­ნა, ისი­ნი მან­ქა­ნის ფან­ჯრე­ბი­დან ეროვ­ნულ დრო­შებს აფ­რი­ა­ლებ­დნენ და ფე­ი­ერ­ვერ­კებს უშ­ვებ­დნენ.

ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლომ დიდ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე კვა­ლი­ფი­კა­ცია მო­ი­პო­ვა“, - წერს Reuters.

თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის, ვილი სა­ნი­ო­ლის შე­ფა­სე­ბით, “ბი­ჭებ­მა ყვე­ლა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბეს!“

“ვა­მა­ყობ, რომ ამ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის დამ­რი­გე­ბე­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს იმი­ჯი შე­სა­ნიშ­ნა­ვად წარ­მო­ა­ჩი­ნეს. მთა­ვა­რი იყო, რამე არ გვე­ნა­ნა. როცა დე­ბი­უ­ტან­ტი ხარ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წნე­ხი არ გაქვს. მთა­ვა­რი იყო, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სი­ა­მა­ყე მოგ­ვე­ტა­ნა და ასეც გა­ვა­კე­თეთ!“

პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის, რო­ბერ­ტო მარ­ტი­ნე­სის თქმით, “სა­ქარ­თვე­ლომ ღირ­სე­უ­ლად გა­ი­მარ­ჯვა! - ეს იყო მატ­ჩი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლომ ითა­მა­შა იმის­თვის, რომ ის­ტო­რია და­ე­წე­რა“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაქტუსი
0

გერმანიაში ძალიან გახალისდნენ იმ ფაქტით, რომ რონალდუ "დინამოს" სკოლის გახსნაზე ჩამოვიდა 11 წლის წინ და ამ სკოლის მოსწავლეებმა კი ახლა მისი გუნდი დაამარცხესო :) თავისი ხელით გაითხარა საფლავი რონალდუმო - ასე თქვა ერთ-ერთმა პოპულარულმა ტელეწამყვანმა :) ზოგადად, ძალიან თბილი გამოხმაურებები იყო საქართველოს ნაკრების გარშემო, მამარდაშვილი ძალიან აქეს, მათეუსმა განსაკუთრებით! კარგი ბიჭები გვყავს და ძალიან ვამაყობთ გერმანიაში მცხოვრები ქართველები <3 

გია
0

შთამბეჭდავია !!!!!!!!! ცოტაა. დიდი წარმატება მაინც ცოტაა. ვერავის გამოვარჩევ მწვრთელის გარდა. მწვრთნელი საოცრად დარწმუნებული თავის გუნდში შერცეულ ტაქტიკაში დისციპლინაში. მწვრთნელი , რომელიც ქართულ ადათწესებს ჩაუღრმავდა საქრათველოში იცხოვრა და ეს გამარვება ამ ბიჭების ტრანსფერი და ზოგადად გამარჯვებები გამოჭედა. ამას დაუმატეთ სამწვრთნელო შტაბი დამხმარე პერსონალი და სხვა - ყველა მოწოდებია მოწოდების სომაღლეზე იდგა. გულშემატკივარი არ გამოგვრჩეს....

საქართველო საოცრად ამაყი და ბედნიერია !!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“Euro2024-ის ყველაზე დიდი შოკი, იმედგაცრუებული რონალდუ და დიდებული კვარაცხელია!“ - რას წერს უცხოური პრესა საქართველო - პორტუგალიის მატჩის შესახებ?

“Euro2024-ის ყველაზე დიდი შოკი, იმედგაცრუებული რონალდუ და დიდებული კვარაცხელია!“ - რას წერს უცხოური პრესა საქართველო - პორტუგალიის მატჩის შესახებ?

27 ივნისის დილა მთელს საქართველოში საზეიმო მსვლელობების ფონზე გათენდა. მიზეზი დაუჯერებელი გამარჯვებაა. ევრო 2024-ის ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია.

მატჩი იმდენად შთამბეჭდავი და სანახაობრივი იყო, რომ ამის შესახებ მსოფლიო მედია წერს.

“საქართველო 2 პორტუგალია 0: ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი, იმედგაცრუებული რონალდო და დიდებული კვარაცხელია“, - ასე შეაფასა The New York Times - მა ქართველი დებიუტანტების შერკინება ლეგენდარულ კრიშტიანო რონალდუსთან.

“ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი! (FIFA-ს მსოფლიო რეიტინგის მიხედვით), საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა.

რეიტინგში 74-ე პოზიციაზე მყოფმა საქართველომ, ვიდრე ჟორჟ მიქაუტაძე მეორე ტაიმის პენალტის შეასრულებდა, უზომოდ ნიჭიერი ხვიჩა კვარაცხელიას მეშვეობით, პირველი ტაიმის მეორე წუთზე პირველი გოლი გაიტანა,“ - წერს გამოცემა იმის შესახებაც, რომ “მატჩის მიმდინარეობისას, სავარაუდოდ, იქნებოდა წუთები, როდესაც იმედგაცრუებული კრიშტიანო იფიქრებდა იმაზე, თუ საერთოდ რა ხდებოდა სტადიონზე. პორტუგალიის ნაკრებმა მიიღო ყვითელი ბარათები. კრიშტიანოს ყველაზე დიდი უკმაყოფილება კი მსაჯის მიერ, საქართველოს სასარგებლოდ პენალტის დანიშვნამ გამოიწვია“.

The New York Times ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს საფეხბურთო გუნდის თილისმას უწოდებს. მამარდაშვილს კი “ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეს, რომელიც გერმანიაში ბრწყინავდა.“

  • თავად uefa -ს ოფიციალური გვერდი დებიუტანტი საქართველოს მერვედფინალში გასვლას საკვანძო მომენტებით იხსენებს:

“საქართველოს დასამახსოვრებელი ფინალური ტურნირის დებიუტი UEFA EURO 2024-ის ნოკაუტ რაუნდში გაგრძელდება, მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებმა პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება დაიმსახურეს“, - წერს uefa.

  • “საქართველომ ისტორია დაწერა!“ – BBC Sport "ევრო 2024"-ზე პორტუგალიასთან გამარჯვებით დასრულებულ მატჩს მხატვრულად აღწერს.

“საქართველოს ორგანიზებულმა თამაშმა ევრო2024-ის ჯგუფური ეტაპი ყველაზე დიდი შოკით დაასრულა! საქართველო ევროზე ყველაზე დაბალი კვალიფიკაციის მქონე გუნდად მიიჩნეოდა, მაგრამ მათ საქმე გააკეთეს და ფინალში გავიდნენ. პორტუგალიის წინააღმდეგ ბურთის ფლობა აკლდათ, მაგრამ გააკეთეს ის, რაც საჭირო იყო - და ეს გააკეთეს სტილით! საქართველოს ახალგაზრდებისთვის ეს ბრწყინვალე ღამე იყო", - წერს BBC.

The Independent -მა ტრადიციას არ უღალატა და საქართველოს თამაშს ევრო 2024 -ზე ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც მხატვრულად არის აღწერილი სანახაობრივი მატჩის თითოეული ამაღელვებელი მომენტი.

“შოკისმომგვრელი გამარჯვება“, - ასე ახასიათებს გამოცემა შეხვედრას.

“აღმოსავლეთ ევროპულმა ერმა ისტორიული გამარჯვება დააფიქსირა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლების მეშვეობით F ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. 16-ფინალში ისინი ესპანეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო პორტუგალია სლოვენიას შეხვდება, ინგლისის მეტოქე კი სლოვაკეთია.

პორტუგალია F ჯგუფის გამარჯვებულია, ამიტომ გუნდის თავკაცმა რობერტო მარტინესმა სასტარტო 11-ში რვა ცვლილება შეიტანა, თუმცა კრიშტიანო რონალდუმ შეინარჩუნა ადგილი ძირითადში.

  • Reuters - მა ყურადღება პორტუგალიის წინააღმდეგ, საქართველოს გამარჯვების კვალდაკვალ, ქვეყანაში არსებულ საზეიმო განწყობას და ქუჩებში განვითარებულ მოვლენებსაც დაუთმო.

“თბილისი ზეიმობს. დედაქალაქში დღესასწაულმა იფეთქა მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან განსაცვიფრებელი გამარჯვება მოიპოვა. მოგებამ ხალხი ქუჩებში გამოიყვანა, ისინი მანქანის ფანჯრებიდან ეროვნულ დროშებს აფრიალებდნენ და ფეიერვერკებს უშვებდნენ.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ დიდ საერთაშორისო ტურნირზე კვალიფიკაცია მოიპოვა“, - წერს Reuters.

თავად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის შეფასებით, “ბიჭებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს!“

“ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მთავარი იყო, რამე არ გვენანა. როცა დებიუტანტი ხარ, განსაკუთრებული წნეხი არ გაქვს. მთავარი იყო, საქართველოსთვის სიამაყე მოგვეტანა და ასეც გავაკეთეთ!“

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელის, რობერტო მარტინესის თქმით, “საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა! - ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა“.

იხილეთ ასევე: