ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას უპირისპირდება და უკვე ანგარიშით 2:0-ს იგებს. მეორე ტაიმის 57-ე წუთზე პორტუგალიის კარში პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ეს მისი მე-3 გოლია ჯგუფურ ეტაპზე. პორტუგალიელებმა საჯარიმოში ლუკა ლოჩოშვილი წააქციეს, ვარ-ზე გადამოწმების შემდეგ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
შეგახსენებთ, პირველი ტაიმის მე-2 წუთზე პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
იხილეთ ასევე: