ავტორი:

"გაყვითლებული" და გაბრაზებული რონალდუ - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო პორტუგალიას ამარცხებს

"გაყვითლებული" და გაბრაზებული რონალდუ - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო პორტუგალიას ამარცხებს

ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას უპირისპირდება და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 1:0 ამარცხებს.

გუნდები შემდეგი სასტარტო შემადგენლობებით გავიდნენ მოედანზე:

საქართველო:

მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

პორტუგალია:

კოშტა, სემედუ, ა. სილვა, დიაში, კანსელუ, ნევეში, პალინია, ფერნანდეში, ბ. სილვა, ფელიქსი, რონალდუ

თამაში ქართველების აქტიურობით დაიწყო, რაც მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლით გაგრძელდა. მან პორტუგალიელების კარი მიქაუტაძის გადაცემის შემდეგ აიღო. ამის შემდეგ პორტუგალიელები ინიციატივას დაეუფლნენ და უპირატესობაც მათ მხარეს იყო, თუმცა ჩვენები კარგად იცავდნენ თავს. მე-16 წუთზე თამაშში ჩართვა მოუწია გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც რონალდუს უძლიერესი დარტყმა ულამაზესი ნახტომით მოიგერია. მან კიდევ რამდენჯერმე ითამაშა უნაკლოდ. პორტუგალიელები ბევრს გვიტევდნენ, მაგრამ ჩვენი დაცვის ხაზი, ფაქტობრივად, უშეცდომოდ თამაშობდა.

30-ე წუთზე რონალდუმ სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, ის ჩვენს საჯარიმოში წაიქცა, რის მერეც თერთმეტმეტრიანს ითხოვდა.

იხილეთ ასევე: