პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაგვით სავსე საჰაერო ბურთებით "ომი" გრძელდება - ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ასეთი ბურთი გაუშვა, რის გამოც აეროპორტის მუშაობა შეფერხდა
ნაგვით სავსე საჰაერო ბურთებით "ომი" გრძელდება - ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ასეთი ბურთი გაუშვა, რის გამოც აეროპორტის მუშაობა შეფერხდა

სამ­ხრეთ კო­რე­ის ინ­ჩე­ო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ფრე­ნე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ფერ­ხდა, რაც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მიერ გაშ­ვე­ბულ­მა ნაგ­ვით სავ­სე სა­ჰა­ე­რო ბურ­თებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. ამის შე­სა­ხებ აე­რო­პორ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და.

ერთი ბუშ­ტი მე­ო­რე სამ­გზავ­რო ტერ­მი­ნალ­თან ახ­ლოს და­ეშ­ვა. ინ­ჩე­ო­ნის სამი ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კი დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რა.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა მა­ი­სის ბო­ლო­დან სამ­ხრეთ კო­რე­ის­კენ ნაგ­ვით სავ­სე სა­ჰა­ე­რო ბურ­თებს უშ­ვებს. ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე ასო­ბით ასე­თი ბურ­თი და­ეშ­ვა.

რამ­დე­ნი­მე სა­ჰა­ე­რო ბურ­თი აე­რო­პორ­ტის არე­ალ­ში და მის გარ­შე­მო შე­ნიშ­ნეს და რო­გორც წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, როცა აე­რო­პორ­ტის - რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ზღვრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 40 კმ-თია და­შო­რე­ბუ­ლი - მუ­შა­ო­ბა ბურ­თე­ბის გამო შე­ფერ­ხდა.

შიდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი ოთხშა­ბათს, დი­ლის 1:46-დან 4:44 სა­ა­თამ­დე შე­ფერ­ხდა. შემ­დეგ კი ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კე­ბი კვლავ გა­იხ­სნა, რო­გორც ეს ინ­ჩე­ო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის კორ­პო­რა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და.

ჩვე­უ­ლებ­რივ, ფრე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დღის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში ცო­ტაა. FlightRadar24-ის მი­ხედ­ვით, ამ პე­რი­ოდ­ში რვა შე­მო­მა­ვა­ლი სატ­ვირ­თო და სამ­გზავ­რო რე­ი­სი სამ­ხრეთ კო­რე­ის ჩონ­ჯუს ან ჯე­ჯუს აე­რო­პორ­ტებ­ში გა­და­მი­სა­მართდა, ხოლო ერთი, China Cargo-ს სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვი, შან­ხა­ი­დან იან­ტა­ი­ში, ჩი­ნეთ­ში გა­და­მი­სა­მართდა.

რამ­დე­ნი­მე დაფ­რე­ნა დაგ­ვი­ან­და, ხოლო გაფ­რე­ნე­ბი სა­ა­თო­ბით შე­ფერ­ხდა.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მათი ნა­ბი­ჯი სამ­ხრეთ­ში მყო­ფი იმ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი დე­ზერ­ტი­რე­ბი­სა და აქ­ტი­ვის­ტე­ბის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი კამ­პა­ნი­ის სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბაა, რომ­ლე­ბიც რე­გუ­ლა­რუ­ლად უშ­ვე­ბენ ჩრდი­ლო­ეთ­ში სა­ჰა­ე­რო ბურ­თებს საკ­ვე­ბით, მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, ფუ­ლით და ჩრდი­ლო­ე­თის ლი­დე­რე­ბის მაკ­რი­ტი­კე­ბე­ლი პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბით.

წყა­რო

ავტორი:

ნაგვით სავსე საჰაერო ბურთებით "ომი" გრძელდება - ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ასეთი ბურთი გაუშვა, რის გამოც აეროპორტის მუშაობა შეფერხდა

ნაგვით სავსე საჰაერო ბურთებით "ომი" გრძელდება - ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ასეთი ბურთი გაუშვა, რის გამოც აეროპორტის მუშაობა შეფერხდა

სამხრეთ კორეის ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დაახლოებით სამი საათის განმავლობაში შეფერხდა, რაც ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებულმა ნაგვით სავსე საჰაერო ბურთებმა განაპირობა. ამის შესახებ აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა.

ერთი ბუშტი მეორე სამგზავრო ტერმინალთან ახლოს დაეშვა. ინჩეონის სამი ასაფრენი ბილიკი დროებით დაიხურა.

ჩრდილოეთ კორეა მაისის ბოლოდან სამხრეთ კორეისკენ ნაგვით სავსე საჰაერო ბურთებს უშვებს. ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე ასობით ასეთი ბურთი დაეშვა.

რამდენიმე საჰაერო ბურთი აეროპორტის არეალში და მის გარშემო შენიშნეს და როგორც წარმომადგენელმა აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აეროპორტის - რომელიც ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან დაახლოებით 40 კმ-თია დაშორებული - მუშაობა ბურთების გამო შეფერხდა.

შიდა და საერთაშორისო ფრენები ოთხშაბათს, დილის 1:46-დან 4:44 საათამდე შეფერხდა. შემდეგ კი ასაფრენი ბილიკები კვლავ გაიხსნა, როგორც ეს ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტის კორპორაციამ განაცხადა.

ჩვეულებრივ, ფრენების რაოდენობა დღის ამ მონაკვეთში ცოტაა. FlightRadar24-ის მიხედვით, ამ პერიოდში რვა შემომავალი სატვირთო და სამგზავრო რეისი სამხრეთ კორეის ჩონჯუს ან ჯეჯუს აეროპორტებში გადამისამართდა, ხოლო ერთი, China Cargo-ს სატვირთო თვითმფრინავი, შანხაიდან იანტაიში, ჩინეთში გადამისამართდა.

რამდენიმე დაფრენა დაგვიანდა, ხოლო გაფრენები საათობით შეფერხდა.

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მათი ნაბიჯი სამხრეთში მყოფი იმ ჩრდილოეთ კორეელი დეზერტირებისა და აქტივისტების პროპაგანდისტული კამპანიის საპასუხო ქმედებაა, რომლებიც რეგულარულად უშვებენ ჩრდილოეთში საჰაერო ბურთებს საკვებით, მედიკამენტებით, ფულით და ჩრდილოეთის ლიდერების მაკრიტიკებელი პროკლამაციებით.

წყარო