მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვილის მკვლელობაში ბრალდებულის პირისპირ: ახალი დეტალები სასამართლო პროცესიდან - "ქეთი ჯავახიშვილი ცინდელიანმა დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა"
შვილის მკვლელობაში ბრალდებულის პირისპირ: ახალი დეტალები სასამართლო პროცესიდან - "ქეთი ჯავახიშვილი ცინდელიანმა დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა"

21 წლის ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ოთარ ცინ­დე­ლი­ან­მა ფაქ­ტობ­რი­ვად და­ჩე­ხილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ტო­ვა. მას დანა იმ დო­ზით ჰქონ­და დარ­ტყმუ­ლი, რომ მის­გან და­ნის წვე­რი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზით იქნა ამო­ღე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც ამ წუ­თებ­ში თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მხა­რე­ე­ბი შე­სა­ვალ სი­ტყვებს წარ­მოთ­ქვა­მენ.

  • პრო­კუ­რორ ვე­ფხვა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილს 59 ჭრი­ლო­ბა კის­რის, სა­ხის, თა­ვის, ზურ­გის, ზედა და ქვე­და კი­დუ­რებ­ზე და მუც­ლის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

"ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი დე­დის ნათ­ლუ­ლი იყო, ნა­თე­სა­ვუ­რი კავ­ში­რი ჰქონ­და. ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან სის­ტე­მა­ტუ­რად გა­ნიც­დი­და ფსი­ქი­კურ ზე­მოქ­მე­დე­ბას, თუმ­ცა, მისი ეში­ნო­და, რაც ფსი­ქო­ლოგ­თა­ნაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და. ცინ­დე­ლი­ა­ნი ჯა­ვა­ხიშ­ვილს ემუქ­რე­ბო­და, თუკი, ის აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ იტყო­და ვინ­მეს­თან, ის გა­ამ­ხელ­და, რომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

28 თე­ბერ­ვალს, ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი სვა­ნე­თი­დან ჩა­მო­ვი­და, ის მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში წერ­და ჯა­ვა­ხიშ­ვილს, რომ მისი ნახ­ვა უნ­დო­და. მი­მო­წე­რე­ბი­დან ჩანს, რო­გორ აყე­ნებს შე­უ­რა­ცხყო­ფას, რო­გორ მბრძა­ნებ­ლობს, რად­გან მას სა­კუ­თა­რი თავი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მე­სა­კუთ­რედ მი­აჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი მას ეუბ­ნე­ბო­და, გვი­ა­ნი იყო, ოჯა­ხის წევ­რე­ბი სახ­ლში იყ­ვნენ და ვერ გა­ვი­დო­და, ცინ­დე­ლი­ა­ნი მას და­ჟი­ნე­ბით სთხოვ­და შეხ­ვედ­რას და უთი­თებ­და, რომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა სურ­და. და­ახ­ლო­ე­ბით, 02:30 სა­ათ­ზე, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან გა­მო­დის და იქვე, ე.წ. სა­ხერ­ხთან, ჩაღ­რმა­ვე­ბულ ად­გი­ლას ხვდე­ბა.

ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილს ჭრი­ლო­ბე­ბი კის­რის, სა­ხის, თა­ვის, ზურ­გის, ზედა და ქვე­და კი­დუ­რებ­ზე, მუც­ლის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ის ოთარ ცინ­დე­ლი­ან­მა და­ჩე­ხილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ტო­ვა, იმ დო­ზით აქვს დარ­ტყმუ­ლი, რომ ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის­გან სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზით იქნა და­ნის წვე­რი ამო­ღე­ბუ­ლი.

და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ, ცინ­დე­ლი­ა­ნი ბე­ბი­ას­თან მი­დის, იბანს და სის­ხლი­ან ტან­საც­მელს ყრის, შემ­დეგ კი მა­მას უკავ­შირ­დე­ბა და ზუგ­დიდ­ში მი­ე­მარ­თე­ბა, სა­ი­და­ნაც სვა­ნეთ­ში გა­დას­ვლას ცდი­ლობს. 02:30 სა­ა­თია მკვლე­ლო­ბის დრო, მთე­ლი დღის გას­ვლა რა­ტომ დას­ჭირ­და, რომ პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო? ეს არ არის გა­მო­ცხა­დე­ბა, ეს არ არის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი 59 ჭრი­ლო­ბით ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ცხე­და­რი იმ­დე­ნად და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი იყო, მე­ზო­ბელს ის მა­მა­კა­ცი ეგო­ნა, მას­თან შემ­დეგ მამა მი­ვი­და, ცხე­და­რი გად­მო­აბ­რუ­ნა და მისი და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი შვი­ლი შერ­ჩა. პრაქ­ტი­კუ­ლად არც ერთი ორ­გა­ნო აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღე­ვან­დელ პრო­ცესს ეს­წრე­ბი­ან ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­სა­მარ­თლოს შვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ა­წო­დონ. ასე­ვე უნდა მოყ­ვნენ რა იცი­ან, ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ.

ცნო­ბის­თვის, ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი 28 თე­ბერ­ვალს, ლი­ლო­ში, სახ­ლთან ახ­ლოს მოკ­ლეს. ცინ­დე­ლი­ა­ნი უწყე­ბა­ში თა­ვად გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და.

ოთარ ცინ­დე­ლი­ანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შვილის მკვლელობაში ბრალდებულის პირისპირ: ახალი დეტალები სასამართლო პროცესიდან - "ქეთი ჯავახიშვილი ცინდელიანმა დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა"

შვილის მკვლელობაში ბრალდებულის პირისპირ: ახალი დეტალები სასამართლო პროცესიდან - "ქეთი ჯავახიშვილი ცინდელიანმა დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა"

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილი ოთარ ცინდელიანმა ფაქტობრივად დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა. მას დანა იმ დოზით ჰქონდა დარტყმული, რომ მისგან დანის წვერი სამედიცინო ექსპერტიზით იქნა ამოღებული, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

სასამართლო პროცესზე, რომელიც ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

  • პროკურორ ვეფხვაძის განმარტებით, ქეთევან ჯავახიშვილს 59 ჭრილობა კისრის, სახის, თავის, ზურგის, ზედა და ქვედა კიდურებზე და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.

"ქეთევან ჯავახიშვილი დედის ნათლული იყო, ნათესავური კავშირი ჰქონდა. ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულის მხრიდან სისტემატურად განიცდიდა ფსიქიკურ ზემოქმედებას, თუმცა, მისი ეშინოდა, რაც ფსიქოლოგთანაც დაფიქსირებული ჰქონდა. ცინდელიანი ჯავახიშვილს ემუქრებოდა, თუკი, ის აღნიშნულის შესახებ იტყოდა ვინმესთან, ის გაამხელდა, რომ მასთან ურთიერთობა ჰქონდა.

28 თებერვალს, ოთარ ცინდელიანი სვანეთიდან ჩამოვიდა, ის მთელი დღის განმავლობაში წერდა ჯავახიშვილს, რომ მისი ნახვა უნდოდა. მიმოწერებიდან ჩანს, როგორ აყენებს შეურაცხყოფას, როგორ მბრძანებლობს, რადგან მას საკუთარი თავი ჯავახიშვილის მესაკუთრედ მიაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯავახიშვილი მას ეუბნებოდა, გვიანი იყო, ოჯახის წევრები სახლში იყვნენ და ვერ გავიდოდა, ცინდელიანი მას დაჟინებით სთხოვდა შეხვედრას და უთითებდა, რომ მასთან ურთიერთობის დამყარება სურდა. დაახლოებით, 02:30 საათზე, ჯავახიშვილი საცხოვრებელი სახლიდან გამოდის და იქვე, ე.წ. სახერხთან, ჩაღრმავებულ ადგილას ხვდება.

ქეთევან ჯავახიშვილს ჭრილობები კისრის, სახის, თავის, ზურგის, ზედა და ქვედა კიდურებზე, მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული, ის ოთარ ცინდელიანმა დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა, იმ დოზით აქვს დარტყმული, რომ ქეთევან ჯავახიშვილისგან სამედიცინო ექსპერტიზით იქნა დანის წვერი ამოღებული.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ცინდელიანი ბებიასთან მიდის, იბანს და სისხლიან ტანსაცმელს ყრის, შემდეგ კი მამას უკავშირდება და ზუგდიდში მიემართება, საიდანაც სვანეთში გადასვლას ცდილობს. 02:30 საათია მკვლელობის დრო, მთელი დღის გასვლა რატომ დასჭირდა, რომ პოლიციაში გამოცხადებულიყო? ეს არ არის გამოცხადება, ეს არ არის თანამშრომლობა. ქეთევან ჯავახიშვილი 59 ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი იმდენად დასახიჩრებული იყო, მეზობელს ის მამაკაცი ეგონა, მასთან შემდეგ მამა მივიდა, ცხედარი გადმოაბრუნა და მისი დასახიჩრებული შვილი შერჩა. პრაქტიკულად არც ერთი ორგანო აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესს ესწრებიან ქეთი ჯავახიშვილის მშობლები, რომლებმაც სასამართლოს შვილის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. ასევე უნდა მოყვნენ რა იციან, ქეთი ჯავახიშვილისა და ბრალდებულის ურთიერთობის შესახებ.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს