პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

18

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:26-ზე, მთვარე სასწორში გადავა 07:34-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა

კონ­სტან­ტი­ნე ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის და­ნერგვას გა­ნაგ­რძობს - რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ რა­დი­ო­თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია Varian-ის ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ადაპ­ტა­ცი­უ­რი სხი­ვუ­რი ამაჩ­ქა­რებ­ლით აღი­ჭურ­ვა.

Varian Ethos-ის ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში რე­ვო­ლუ­ცი­ურ მიღ­წე­ვად მი­იჩ­ნე­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გახ­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი და აქამ­დე არ­სე­ბულ მიდ­გო­მებ­თან შე­და­რე­ბით უფრო მა­ღა­ლი ეფექ­ტი­ა­ნო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. მისი ადაპ­ტა­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს სი­ზუს­ტეს ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე, პერ­სო­ნა­ლი­ზა­ცი­ა­სა და კომ­ფორ­ტს, რაც პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის უმაღ­ლეს სტან­დარტს წარ­მო­ად­გენს.

უწყვე­ტი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით Varian Ethos-ი ახორ­ცი­ე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბის დრო­ის კო­რექ­ტი­რე­ბას, რათა მო­ერ­გოს პა­ცი­ენ­ტის პო­ზი­ცი­ას ან სუნ­თქვი­სა და ანა­ტო­მი­ის ცვლი­ლე­ბებს, რაც გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა და­ნერ­გა მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გია, რა­დიო ქი­რურ­გი­აც (SRS, SBRT) რაც მა­გა­ლი­თად, თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია.

უფრო დე­ტა­ლუ­რად, რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს ინო­ვა­ცი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებს, ამის შე­სა­ხებ ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რა­დიო თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბე­სიკ სო­კუ­რაშ­ვი­ლი და ამა­ვე კლი­ნი­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ლალი ივა­ნიშ­ვი­ლი სა­უბ­რო­ბენ:

ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რა­დიო თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბე­სიკ სო­კუ­რაშ­ვი­ლი:

ბა­ტო­ნო ბე­სიკ, რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს Varian Ethos-ით ადაპ­ტა­ცი­უ­რი სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის ჩა­ტა­რე­ბას და რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბა?

ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია Varian-ის აპა­რატ­მა Ethos-მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა ჩვენს გან­ყო­ფი­ლე­ბას, უფრო ხა­რის­ხი­ა­ნად ვუმ­კურ­ნა­ლოთ პა­ცი­ენ­ტებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აპა­რა­ტი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მხო­ლოდ და მხო­ლოდ 40-მდე სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში დგას, ერთ-ერთი მათ­გა­ნი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რა­დი­ა­ცი­უ­ლი ონ­კო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა უპი­რა­ტე­სო­ბებს, აპა­რა­ტი აღ­ჭურ­ვი­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი­თა და ადაპ­ტა­ცი­უ­რი სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბით. ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის ETHOS-ის ეფექ­ტუ­რო­ბას. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, სხი­ვე­ბი მეტი სი­ზუს­ტით და­ვუ­მიზ­ნოთ სიმ­სივ­ნურ უბანს, ისე, რომ ახ­ლომ­დე­ბა­რე ჯან­მრთე­ლი ქსო­ვი­ლე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რად და­ზი­ან­დეს. ამის გამო მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გიც გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია და თან­მხლე­ბი მოვ­ლე­ნე­ბიც გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი. გარ­და ამი­სა, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ავ­ტო­მა­ტუ­რად ას­რუ­ლებს ბევრ სა­ჭი­რო მოქ­მე­დე­ბას, რი­თაც აჩ­ქა­რებს მკურ­ნა­ლო­ბის და­გეგ­მვის პრო­ცესს და აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გეგ­მის რე­ა­ლურ დრო­ში კო­რექ­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პა­ცი­ენ­ტი ნაკ­ლებ დროს ატა­რებს სამ­კურ­ნა­ლო სივ­რცე­ში და იღებს მათ უნი­კა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბას მორ­გე­ბულ პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბულ თე­რა­პი­ას.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა Varian Ethos-ის ტექ­ნო­ლო­გი­ით?

აღ­ნიშ­ნუ­ლი აპა­რა­ტით თით­ქმის ყვე­ლა ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი - ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის, თავ–კის­რის, ფილ­ტვის, ძუ­ძუს, კუჭ–ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის ორ­გა­ნო­ე­ბის, შარდ–სა­ს­ქე­სო სის­ტე­მის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ლიმ­ფო­მე­ბის და ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი სიმ­სივ­ნე­ე­ბის, ძვლის და რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის, კა­ნის, თა­ვის ტვი­ნი­სა და ძვლე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მე­ტას­ტა­ზე­ბის რა­დი­ო­თე­რა­პია

ETHOS-ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ას­პექ­ტია ადაპ­ტა­ცი­უ­რი რა­დი­ა­ცი­უ­ლი თე­რა­პია. მისი დახ­მა­რე­ბით შეგ­ვიძ­ლია, ყო­ველ­დღი­უ­რად ვცვა­ლოთ მკურ­ნა­ლო­ბის გეგ­მა და რე­ა­ლურ დრო­ში მო­ვარ­გოთ პა­ცი­ენ­ტის ანა­ტო­მი­ურ ცვლი­ლე­ბებს. მა­გა­ლი­თად, თუ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში შე­იც­ვა­ლა სიმ­სივ­ნის ზომა, ფორ­მა ან მდე­ბა­რე­ო­ბა, აპა­რა­ტი გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ამას და აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ე­წყო­ბა. გეგ­მის მუდ­მი­ვი მო­დი­ფი­კა­ცია მკურ­ნა­ლო­ბის მაქ­სი­მა­ლურ ეფექ­ტუ­რო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ადაპ­ტა­ცი­უ­რი თე­რა­პია ზრდის მკურ­ნა­ლო­ბის სი­ზუს­ტეს და ამ­ცი­რებს თან­მხლე­ბი მოვ­ლე­ნე­ბის რისკს.

ETHOS-ის შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტი იღებს დას­ხი­ვე­ბის პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბულ გეგ­მას, რო­მე­ლიც გა­ნუ­წყვეტ­ლივ იხ­ვე­წე­ბა და ზედ­მი­წევ­ნით შე­ე­სა­ტყვი­სე­ბა მის სპე­ცი­ფი­კურ სა­ჭი­რო­ე­ბებს.

რამ­დე­ნა­დაც ვიცი, მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე ად­გენთ პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კი­სა და დას­ხი­ვე­ბის გეგ­მას. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მას ეფექ­ტუ­რი შე­დე­გე­ბის მი­სა­ღე­ბად? ასე­ვე, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ პრო­ცეს­ში უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ექი­მე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი? (რო­გორც თქვენ, მად­რიდ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, ისე ემო­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რა­დი­ა­ცი­უ­ლი ონ­კო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხა­რის­ხის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, პრო­ფე­სო­რი ნა­თია ესი­აშ­ვი­ლი და ეს­პა­ნე­თის Genesis Care-ს ონ­კო­ლო­გი­ის მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ESTRO-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო რა­დი­ა­ცი­ულ ონ­კო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი და მურ­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი - მაია ჯუ­ღაშ­ვი­ლი).

თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლო­ბას იწყებს მას შემ­დეგ, რაც შემ­თხვე­ვა გა­ნი­ხი­ლე­ბა კონ­სი­ლი­უმ­ზე, რო­მელ­შიც მარ­თლაც მდი­და­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ექი­მე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწო­რად გა­ნი­სა­ზღვროს, სჭირ­დე­ბა თუ არა პა­ცი­ენტს სხი­ვუ­რი თე­რა­პია თუ უმ­ჯო­ბე­სია, მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი სის­ტე­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბით ან ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ით და­ი­წყოს.

ეს მიდ­გო­მა იძ­ლე­ვა სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­სა და სა­სურ­ველ შე­დეგს. მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვას უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად გან­ვი­ხი­ლავთ და ვად­გენთ, რა იქ­ნე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გზა, რათა პა­ცი­ენტს სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის ან ხან­გრძლი­ვი რე­მი­სი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­ცეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა რა­დიო ქი­რურ­გი­ას, რო­მე­ლიც ასე­ვე სი­ახ­ლეა ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რა­დიო თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში, რას გუ­ლის­ხმობს ის და რა შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა?

რა­დი­ო­ქი­რურ­გია, რო­მე­ლიც ჩვენს დე­პარ­ტა­მენ­ტში ახ­ლა­ხან და­ი­ნერ­გა, გუ­ლის­ხმობს მცი­რე ზო­მის წარ­მო­ნაქ­მნე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ღა­ლი დო­ზით დას­ხი­ვე­ბას. მას არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს ქი­რურ­გი­ას­თან, რად­გან მკურ­ნა­ლო­ბის არა­ინ­ვა­ზი­უ­რი მე­თო­დია, თუმ­ცა ეფექ­ტი ისე­თი­ვე აქვს, რო­გო­რიც ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის დროს მი­ი­ღე­ბა.

რა­დიო ქი­რურ­გი­ის მეშ­ვე­ო­ბით შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ რო­გორც ინ­ტრაკ­რა­ნი­ა­ლუ­რი დას­ხი­ვე­ბე­ბი თა­ვის ტვინ­ში არ­სე­ბულ მე­ტას­ტა­ზებ­ზე, ასე­ვე ექ­სტრაკ­რა­ნი­ა­ლუ­რი - თა­ვის ტვი­ნის გა­რეთ, სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე.

მინ­და, ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო კი­დევ ერთ სი­ახ­ლე­ზე თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბის კუ­თხით, რო­მე­ლიც ასე­ვე ცოტა ხნის წინ დავ­ნერ­გეთ და ერ­თა­დერ­თია სა­ქარ­თვე­ლო­ში. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ჩვენს დე­პარ­ტა­მენ­ტში თა­ვის ტვინ­ში არ­სე­ბუ­ლი მე­ტას­ტა­ზე­ბის დას­ხი­ვე­ბა ხდე­ბა SRS HyperArc სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს თა­ვის ტვინ­ში არ­სე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი მე­ტას­ტა­ზის ერთ პრო­ცე­დუ­რა­ზე დას­ხი­ვე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი პა­ცი­ენ­ტებს აძ­ლევს შანსს, დარ­ჩნენ მკურ­ნა­ლო­ბის რა­დი­კა­ლურ რე­ჟიმ­ში და მი­ე­ცეთ ხან­გრძლი­ვი რე­მი­სი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ზო­გა­დად ყვე­ლა­ფე­რი ეს სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ონ­კო­პა­ცი­ენ­ტებს მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს მორ­გე­ბუ­ლი ოპ­ტი­მა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა შევ­თა­ვა­ზოთ და სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი მი­ვი­ღოთ.

კონ­სტან­ტი­ნე ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ლალი ივა­ნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ კლი­ნი­კა გა­აგ­რძე­ლებს ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვას, რათა პა­ცი­ენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში­ვე მი­ი­ღონ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა:

ქალ­ბა­ტო­ნო ლალი, რა სტან­დარ­ტებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე კლი­ნი­კა და სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მუ­შა­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი მათ და­ნერგვა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი?

თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის მიღ­წე­ვებ­ზე სა­უბ­რი­სას თვალ­წინ წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რა, თა­ნა­მედ­რო­ვე კლი­ნი­კე­ბი, უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, რა­საც თან ახ­ლავს პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა დიდი ძა­ლის­ხმე­ვის ფონ­ზე მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის უდი­დე­სი ემო­ცია. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ სტან­დარ­ტებს სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩვე­ნი კლი­ნი­კა. ესაა პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე მე­ნე­ჯმენ­ტის, უახ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რი­სა და, რაც მთა­ვა­რია, უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პრო­ფე­სი­ო­ნალ ექიმ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა. ცენ­ტრის მე­ნე­ჯმენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გი­ლობ­რივ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო შეხ­ვედ­რებ­ში, სა­მეც­ნი­ე­რო თუ პრაქ­ტი­კულ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, სე­მი­ნა­რებ­ში, გა­მო­ფე­ნებ­ში, სა­დაც თავს იყ­რის ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია და მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც შე­ჯე­რე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

მუ­შა­ო­ბის რა მთა­ვარ პრინ­ცი­პებ­ზე დგას ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი და რო­გო­რია მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პერ­სო­ნა­ლით ცენ­ტრის და­კომ­პლექ­ტე­ბის შემ­დგომ მე­ნე­ჯმენ­ტის მიერ გა­ა­ნა­ლიზ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის როლი დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. შე­სა­ბა­მი­სად, და­ი­გეგ­მა ცენ­ტრის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დგო­მი ეტა­პი, რაც, ძი­რი­თა­დად, გუ­ლის­ხმობს ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბის გვერ­დით ინო­ვა­ცი­უ­რი და მა­ღალ ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის მუდ­მივ რე­ჟიმ­ში და­ნერგვას. ყო­ვე­ლი­ვე ეს, ჩემი რწმე­ნით, და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის მიზ­ნებ­ზე.

ჩვენ კვლა­ვაც გა­ვაგ­რძე­ლებთ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მო­ტა­ნას ქვე­ყა­ნა­ში, რათა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბი კი­დევ უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დოთ.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
0

უღრმესი მადლობა მთელ კოლექტივს, .განსაკუთრებით ბ-ნ პაატა კურტანიძეს იმ ძალისხმევისთვის რომელსაც იგი იჩენს ამ მძიმე დაავადების მქონე პაციენტების გვერდში დგომისთვის

მაშა
0

რა ეღირება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს
ავტორი:

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა

კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი კიბოს მკურნალობის ინოვაციური მეთოდების დანერგვას განაგრძობს - რამდენიმე კვირის წინ რადიოთერაპიის დეპარტამენტი ამერიკული კომპანია Varian-ის ხელოვნური ინტელექტის მქონე ადაპტაციური სხივური ამაჩქარებლით აღიჭურვა.

Varian Ethos-ის ტექნოლოგია, რომელიც სიმსივნური დაავადებების მკურნალობაში რევოლუციურ მიღწევად მიიჩნევა, საქართველოში პირველად გახდა ხელმისაწვდომი და აქამდე არსებულ მიდგომებთან შედარებით უფრო მაღალი ეფექტიანობით ხასიათდება. მისი ადაპტაციური შესაძლებლობები უზრუნველყოფს სიზუსტეს ყოველ ნაბიჯზე, პერსონალიზაციასა და კომფორტს, რაც პაციენტის მკურნალობის უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენს.

უწყვეტი ვიზუალიზაციის მეშვეობით Varian Ethos-ი ახორციელებს მკურნალობის დროის კორექტირებას, რათა მოერგოს პაციენტის პოზიციას ან სუნთქვისა და ანატომიის ცვლილებებს, რაც გვერდითი ეფექტების შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა დანერგა მეორე მნიშვნელოვანი ინოვაციური ტექნოლოგია, რადიო ქირურგიაც (SRS, SBRT) რაც მაგალითად, თავის ტვინის სიმსივნური დაავადებების მკურნალობისას განსაკუთრებით ეფექტურია.

უფრო დეტალურად, რა უპირატესობები აქვს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, ამის შესახებ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიო თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესიკ სოკურაშვილი და ამავე კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლალი ივანიშვილი საუბრობენ:

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიო თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესიკ სოკურაშვილი:

ბატონო ბესიკ, რა უპირატესობები აქვს Varian Ethos-ით ადაპტაციური სხივური თერაპიის ჩატარებას და რამდენად ეფექტურია აღნიშნული მეთოდით მკურნალობა?

ამერიკული კომპანია Varian-ის აპარატმა Ethos-მა შესაძლებლობა მისცა ჩვენს განყოფილებას, უფრო ხარისხიანად ვუმკურნალოთ პაციენტებს. აღსანიშნავია, რომ აპარატი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ და მხოლოდ 40-მდე სამედიცინო ცენტრში დგას, ერთ-ერთი მათგანი კი საქართველოში, ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის განყოფილებაა.

რაც შეეხება უპირატესობებს, აპარატი აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტითა და ადაპტაციური სხივური თერაპიის შესაძლებლობით. ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად ზრდის ETHOS-ის ეფექტურობას. უპირველეს ყოვლისა, ის საშუალებას გვაძლევს, სხივები მეტი სიზუსტით დავუმიზნოთ სიმსივნურ უბანს, ისე, რომ ახლომდებარე ჯანმრთელი ქსოვილები მინიმალურად დაზიანდეს. ამის გამო მკურნალობის შედეგიც გაცილებით უკეთესია და თანმხლები მოვლენებიც გაცილებით ნაკლები. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი ავტომატურად ასრულებს ბევრ საჭირო მოქმედებას, რითაც აჩქარებს მკურნალობის დაგეგმვის პროცესს და აუცილებლობის შემთხვევაში გეგმის რეალურ დროში კორექტირების საშუალებას იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტი ნაკლებ დროს ატარებს სამკურნალო სივრცეში და იღებს მათ უნიკალურ საჭიროებას მორგებულ პერსონალიზებულ თერაპიას.

უფრო კონკრეტულად რა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა ხდება Varian Ethos-ის ტექნოლოგიით?

აღნიშნული აპარატით თითქმის ყველა ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობაა შესაძლებელი - ცენტრალური ნერვული სისტემის, თავ–კისრის, ფილტვის, ძუძუს, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, შარდ–სასქესო სისტემის ონკოლოგიური დაავადებების, ლიმფომების და ჰემატოლოგიური სიმსივნეების, ძვლის და რბილი ქსოვილების, კანის, თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზების რადიოთერაპია

ETHOS-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია ადაპტაციური რადიაციული თერაპია. მისი დახმარებით შეგვიძლია, ყოველდღიურად ვცვალოთ მკურნალობის გეგმა და რეალურ დროში მოვარგოთ პაციენტის ანატომიურ ცვლილებებს. მაგალითად, თუ მკურნალობის პროცესში შეიცვალა სიმსივნის ზომა, ფორმა ან მდებარეობა, აპარატი გაითვალისწინებს ამას და აღნიშნული ცვლილების შესაბამისად გადაეწყობა. გეგმის მუდმივი მოდიფიკაცია მკურნალობის მაქსიმალურ ეფექტურობას უზრუნველყოფს. ადაპტაციური თერაპია ზრდის მკურნალობის სიზუსტეს და ამცირებს თანმხლები მოვლენების რისკს.

ETHOS-ის შესაძლებლობიდან გამომდინარე, თითოეული პაციენტი იღებს დასხივების პერსონალიზებულ გეგმას, რომელიც განუწყვეტლივ იხვეწება და ზედმიწევნით შეესატყვისება მის სპეციფიკურ საჭიროებებს.

რამდენადაც ვიცი, მკურნალობის დაწყებამდე ადგენთ პაციენტის მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმას. რა მნიშვნელობა აქვს მას ეფექტური შედეგების მისაღებად? ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში უცხოური გამოცდილების მქონე ექიმები არიან ჩართულები? (როგორც თქვენ, მადრიდში მიღებული გამოცდილებით, ისე ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი და მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - მაია ჯუღაშვილი).

თითოეული ჩვენი პაციენტი მკურნალობას იწყებს მას შემდეგ, რაც შემთხვევა განიხილება კონსილიუმზე, რომელშიც მართლაც მდიდარი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექიმები არიან ჩართულები. მნიშვნელოვანია, სწორად განისაზღვროს, სჭირდება თუ არა პაციენტს სხივური თერაპია თუ უმჯობესია, მკურნალობის პროცესი სისტემური მკურნალობით ან ქირურგიული ოპერაციით დაიწყოს.

ეს მიდგომა იძლევა სწორი მკურნალობის შესაძლებლობასა და სასურველ შედეგს. მკურნალობის პროცესში თითოეულ შემთხვევას უცხოური გამოცდილების მქონე ექსპერტებთან ერთად ყოველკვირეულად განვიხილავთ და ვადგენთ, რა იქნება მკურნალობის ყველაზე ეფექტური გზა, რათა პაციენტს სრულად გამოჯანმრთელების ან ხანგრძლივი რემისიის შესაძლებლობა მივცეთ.

რაც შეეხება რადიო ქირურგიას, რომელიც ასევე სიახლეა ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიო თერაპიის დეპარტამენტში, რას გულისხმობს ის და რა შემთხვევაში გამოიყენება?

რადიოქირურგია, რომელიც ჩვენს დეპარტამენტში ახლახან დაინერგა, გულისხმობს მცირე ზომის წარმონაქმნების მაქსიმალურად მაღალი დოზით დასხივებას. მას არანაირი შეხება არ აქვს ქირურგიასთან, რადგან მკურნალობის არაინვაზიური მეთოდია, თუმცა ეფექტი ისეთივე აქვს, როგორიც ოპერაციული ჩარევის დროს მიიღება.

რადიო ქირურგიის მეშვეობით შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც ინტრაკრანიალური დასხივებები თავის ტვინში არსებულ მეტასტაზებზე, ასევე ექსტრაკრანიალური - თავის ტვინის გარეთ, სხეულის ნებისმიერ ადგილზე.

მინდა, ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ სიახლეზე თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობის კუთხით, რომელიც ასევე ცოტა ხნის წინ დავნერგეთ და ერთადერთია საქართველოში. უფრო კონკრეტულად, ჩვენს დეპარტამენტში თავის ტვინში არსებული მეტასტაზების დასხივება ხდება SRS HyperArc სისტემის გამოყენებით, რომელიც გულისხმობს თავის ტვინში არსებული მრავლობითი მეტასტაზის ერთ პროცედურაზე დასხივებას. აღნიშნული მეთოდი პაციენტებს აძლევს შანსს, დარჩნენ მკურნალობის რადიკალურ რეჟიმში და მიეცეთ ხანგრძლივი რემისიის შესაძლებლობა. ზოგადად ყველაფერი ეს საშუალებას გვაძლევს, ონკოპაციენტებს მათ საჭიროებებს მორგებული ოპტიმალური მკურნალობა შევთავაზოთ და საუკეთესო შედეგი მივიღოთ.

კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლალი ივანიშვილი განმარტავს, რომ კლინიკა გააგრძელებს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას, რათა პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ჩვენს ქვეყანაშივე მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება:

ქალბატონო ლალი, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე კლინიკა და საინტერესოა, როგორ მუშაობს აღნიშნული მათ დანერგვასა და შენარჩუნებაზე ქირურგიის ეროვნული ცენტრი?

თანამედროვე მედიცინის მიღწევებზე საუბრისას თვალწინ წარმოგვიდგება უახლესი აპარატურა, თანამედროვე კლინიკები, უნიკალური ოპერაციები, რასაც თან ახლავს პროფესიონალთა დიდი ძალისხმევის ფონზე მიღებული შედეგებით მიღწეული წარმატების უდიდესი ემოცია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს ჩვენი კლინიკა. ესაა პროგრესულად მოაზროვნე მენეჯმენტის, უახლესი სამედიცინო აპარატურისა და, რაც მთავარია, უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალ ექიმთა ერთობლიობა. ცენტრის მენეჯმენტი მონაწილეობს ყველა მნიშვნელოვან ადგილობრივ თუ საერთაშორისო შეხვედრებში, სამეცნიერო თუ პრაქტიკულ კონფერენციებში, სემინარებში, გამოფენებში, სადაც თავს იყრის ის აუცილებელი ინფორმაცია და მონაცემები, რაც შეჯერების შემდგომ განვითარების გეგმის შემუშავების საშუალებას იძლევა.

მუშაობის რა მთავარ პრინციპებზე დგას ქირურგიის ეროვნული ცენტრი და როგორია მისი სამომავლო გეგმები?

მაღალკვალიფიციური სამედიცინო და ადმინისტრირებაში მონაწილე პერსონალით ცენტრის დაკომპლექტების შემდგომ მენეჯმენტის მიერ გაანალიზდა თანამედროვე ინოვაციების და ტექნოლოგიების როლი დარგის განვითარებისათვის. შესაბამისად, დაიგეგმა ცენტრის განვითარების შემდგომი ეტაპი, რაც, ძირითადად, გულისხმობს ტრადიციული სამედიცინო მომსახურების მიწოდების გვერდით ინოვაციური და მაღალ ტექნოლოგიაზე დამყარებული სერვისების მუდმივ რეჟიმში დანერგვას. ყოველივე ეს, ჩემი რწმენით, დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობასა და სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების მიზნებზე.

ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას ქვეყანაში, რათა მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.

R