"აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელუსოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა", - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პეტ რაიდერმა აღნიშნა, რომ ბოლოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს 2023 წლის 15 მარტს ესაუბრა, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას სერგეი შოიგუ იკავებდა.
ეს ლოიდ ოსტინსა და ანდრეი ბელუსოვს შორის პირველი სატელეფონო საუბარი იყო, მას შემდეგ რაც მაისში, იგი ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრად დანიშნა.