პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
56 წლის სელინ დიონი აზიარებს შემზარავ ვიდეოს: "სამედიცინო პერსონალი ცდილობს, შეამსუბუქოს მისი კუნთების ტკივილი" - კადრები დაანონსებული დოკუმენტური ფილმიდან
56 წლის სელინ დიონი აზიარებს შემზარავ ვიდეოს: "სამედიცინო პერსონალი ცდილობს, შეამსუბუქოს მისი კუნთების ტკივილი" - კადრები დაანონსებული დოკუმენტური ფილმიდან

სე­ლინ დი­ო­ნის შე­სა­ხებ მალე ახა­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­მო­ვა, თუმ­ცა პრე­მი­ე­რამ­დე რამ­დე­ნი­მე კად­რი ინ­ტერ­ნეტ­ში უკვე გავ­რცელ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი, ლე­გენ­და­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი ფილმში და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­ზე ისა­უბ­რებს.

  • ვი­დე­ო­ებ­ში კარ­გად ჩანს, თუ რო­გორ ცდი­ლობს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი შე­ამ­სუ­ბუ­ქოს მისი კუნ­თე­ბის მტკივ­ნე­უ­ლი სპაზ­მე­ბი.

ორი წლის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სე­ლინს გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ცოტა ხნის წინ მომ­ღე­რალ­მა დო­კუ­მენ­ტურ ფილმში "I: Celine Dion" და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­ზე ისა­უბ­რა.

56 წლის მომ­ღე­რალ­მა დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის თრე­ი­ლერ­ში ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით ისა­უბ­რა მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­ზე.

  • "იცით, შოუს გა­კე­თე­ბა არ არის რთუ­ლი. რთუ­ლია შოუს გა­უქ­მე­ბა", - ამ­ბობს დი­ო­ნი.

"ყო­ველ­დღე ბევ­რს ვმუ­შა­ობ. მაგ­რამ უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ეს დიდი ბრძო­ლა იყო. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა მა­ყუ­რე­ბე­ლი. თუ სირ­ბი­ლი ვერ მო­ვა­ხერ­ხე, ფე­ხით ვივ­ლი. მაგ­რამ არ გავ­ჩერ­დე­ბი, პი­რო­ბას ვდებ, რომ სცე­ნა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი".

ხის­ტი პი­როვ­ნე­ბის სინ­დრო­მი - იშ­ვი­ა­თი და გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც კუნ­თე­ბის სპაზ­მის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია.

ემო­ცი­ურ ვი­დე­ო­ში კა­ნა­დელ­მა მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სწო­რედ ეს და­ა­ვა­დე­ბა აი­ძუ­ლებს მო­მა­ვა­ლი კონ­ცერ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბას.

"სამ­წუ­ხა­როდ, ეს სპაზ­მე­ბი ცუ­დად მოქ­მე­დებს ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ას­პექ­ტზე. ზოგ­ჯერ სი­ა­რუ­ლიც კი მი­ჭირს, მაგ­რამ რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­წუ­ხებს, არის ის, რომ და­სუს­ტე­ბუ­ლი მაქვს ხმის იო­გე­ბი. ამი­ტომ ვე­ღარ ვმღე­რი ისე, რო­გორც ამას ადრე ვა­კე­თებ­დი“ - ამ­ბობ­და სე­ლინ დი­ო­ნი.

ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი სა­ბო­ლო­ოდ კარ­გა­ვენ სი­ა­რუ­ლი­სა და ლა­პა­რა­კის უნარს. მომ­ღე­რალს უკვე უჭირს სა­ხის კუნ­თე­ბის კონ­ტრო­ლი. თე­ბერ­ვალ­ში სე­ლი­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მოჩ­ნდა "გრე­მის" და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე, შემ­დეგ კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ იგი ჰო­კე­ის თა­მაშს და­ეს­წრო, ესა­უბ­რა ჰო­კე­ის მო­თა­მა­შე­ებს მშობ­ლი­უ­რი კა­ნა­დი­დან. მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მო­ხა­რუ­ლი იყო მათი გაც­ნო­ბით. მან ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის მო­თა­მა­შის პო­ზი­ცი­ის მი­ბაძ­ვაც კი სცა­და.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

56 წლის სელინ დიონი აზიარებს შემზარავ ვიდეოს: "სამედიცინო პერსონალი ცდილობს, შეამსუბუქოს მისი კუნთების ტკივილი" - კადრები დაანონსებული დოკუმენტური ფილმიდან

56 წლის სელინ დიონი აზიარებს შემზარავ ვიდეოს: "სამედიცინო პერსონალი ცდილობს, შეამსუბუქოს მისი კუნთების ტკივილი" - კადრები დაანონსებული დოკუმენტური ფილმიდან

სელინ დიონის შესახებ მალე ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვა, თუმცა პრემიერამდე რამდენიმე კადრი ინტერნეტში უკვე გავრცელდა. როგორც ცნობილი, ლეგენდარული მომღერალი ფილმში დაავადებასთან ბრძოლაზე ისაუბრებს.

  • ვიდეოებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს სამედიცინო პერსონალი შეამსუბუქოს მისი კუნთების მტკივნეული სპაზმები.

ორი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ სელინს განუკურნებელი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ცოტა ხნის წინ მომღერალმა დოკუმენტურ ფილმში "I: Celine Dion" დაავადებასთან ბრძოლაზე ისაუბრა.

56 წლის მომღერალმა დოკუმენტური ფილმის თრეილერში ცრემლიანი თვალებით ისაუბრა მძიმე დაავადებასთან ბრძოლაზე.

  • "იცით, შოუს გაკეთება არ არის რთული. რთულია შოუს გაუქმება", - ამბობს დიონი.

"ყოველდღე ბევრს ვმუშაობ. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს დიდი ბრძოლა იყო. ძალიან მენატრება მაყურებელი. თუ სირბილი ვერ მოვახერხე, ფეხით ვივლი. მაგრამ არ გავჩერდები, პირობას ვდებ, რომ სცენაზე აუცილებლად დავბრუნდები".

ხისტი პიროვნების სინდრომი - იშვიათი და განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც კუნთების სპაზმის გამოწვევა შეუძლია.

ემოციურ ვიდეოში კანადელმა მომღერალმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს დაავადება აიძულებს მომავალი კონცერტების გაუქმებას.

"სამწუხაროდ, ეს სპაზმები ცუდად მოქმედებს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტზე. ზოგჯერ სიარულიც კი მიჭირს, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, არის ის, რომ დასუსტებული მაქვს ხმის იოგები. ამიტომ ვეღარ ვმღერი ისე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი“ - ამბობდა სელინ დიონი.

ასეთი პაციენტები საბოლოოდ კარგავენ სიარულისა და ლაპარაკის უნარს. მომღერალს უკვე უჭირს სახის კუნთების კონტროლი. თებერვალში სელინი მოულოდნელად გამოჩნდა "გრემის" დაჯილდოებაზე, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ იგი ჰოკეის თამაშს დაესწრო, ესაუბრა ჰოკეის მოთამაშეებს მშობლიური კანადიდან. მომღერალმა აღნიშნა, რომ მოხარული იყო მათი გაცნობით. მან ყინულის ჰოკეის მოთამაშის პოზიციის მიბაძვაც კი სცადა.

წყარო