ავტორი:

ქარბორბალა კახეთში: განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ალავერდის მონასტრის გუმბათი - ფოტოები სტიქიის ადგილიდან

ქარბორბალა კახეთში: განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ალავერდის მონასტრის გუმბათი - ფოტოები სტიქიის ადგილიდან

ძლიერი ქარმა ალავერდის მონასტრის გუმბათი დააზიანა. უამინდობის შედეგად განადგურებულია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა.

  • თვითმხილველების თქმით თქმით ქარბორბალა ალავერდის ტაძრის მიმდებარედ რამდენიმე წუთი გრძელდებოდა რის შედეგადაც დაზიანდა ტაძრის გუმბათი და სხვა ინფრასტრუქტურა, ასევე გამვლელის ავტომანქანები.

"საშინელი ხმა იყო. აივნიდან ვუყურებდი, როგორ ტრიალებდა რაღაც მონასტრის თავზე. რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, საშინელება იყო ეს ყველაფერი. როგორც ვიცით დამიზნებულია მონასტრის ინფრასტრუქტურა"- ამბობენ ადგილობრივები ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიცუპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით.

"შედეგად დაზიანდა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ჩართულობით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადება:

"სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები“.

ნახეთ ფოტოები სტიქიის ზონიდან