ავტორი:

"საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმი იყოს" - რუსეთის ვიცე-პრემიერი

"საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმი იყოს" - რუსეთის ვიცე-პრემიერი

"საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს რუსეთისთვის საფრთხის შექმნის პლაცდარმად გამოიყენონ, რაც დადებითად აისახება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებზე", - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა.

  • "თუ შეხედავთ საქართველოს, ისინი უფრო და უფრო მეტად აცნობიერებენ თავს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელიც საკუთარ მეზობლებთან მშვიდობიანი ცხოვრებისკენ ისწრაფვის. მათ ესმით, რომ არ სურთ რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის პროეცირების პლაცდარმად გამოიყენონ“, - განაცხადა ოვერჩუკმა.

მისი თქმით, ამ ტენდენციას კარგი გამოძახილი აქვს მოსკოვსა და თბილისს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის სახით, კერძოდ, ტურიზმის სფეროს მაჩვენებლებში. რუსეთის ვიცე-პრემიერის მტკიცებით, ეს არის ის, რისკენაც ორივე მხარე ისწრაფვის.