სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაემნიდან აქციაზე გაპარული ბიჭი, რომელსაც სახელი ზვიად გამსახურდიას პატივსაცემად დაარქვეს - "კობახიძე ჩემი ლექტორია, იმდენად შევუწუხე გული, მის ლექციებზე აღარც მიშვებენ“
პაემნიდან აქციაზე გაპარული ბიჭი, რომელსაც სახელი ზვიად გამსახურდიას პატივსაცემად დაარქვეს - "კობახიძე ჩემი ლექტორია, იმდენად შევუწუხე გული, მის ლექციებზე აღარც მიშვებენ“

ზვი­ად ცე­ცხლა­ძე აქ­ცი­ე­ბი­დან ალ­ბათ ყვე­ლას გახ­სოვთ - ბა­თუ­მე­ლი ბიჭი, რო­მელ­საც ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლის ტრა­დი­ცია ოჯა­ხი­დან მოს­დევს, მისი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბა ად­რე­ვე, ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას და­ი­წყო, როცა ჩაქვში, სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­დაც­მულ­მა ეროვ­ნე­ბით რუსი მო­ქა­ლა­ქის სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი­დან რუ­სე­თის დრო­შა ჩა­მო­აგ­დო. მერე იყო ბა­თუ­მის პორ­ტში რუსი ტუ­რის­ტე­ბით შე­მო­სუ­ლი საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნე­რის "ას­ტო­რია გრან­დეს“ ორ­ჯერ უკან გაბ­რუ­ნე­ბა და რე­ი­სე­ბის სა­ერ­თოდ მოხ­სნა, რა­საც მისი სა­მე­გობ­როს გა­მარ­ჯვე­ბად მი­იჩ­ნევს. ბო­ლოს, ყვე­ლა­ფე­რი იმით დას­რულ­და, რომ გა­სულ წელს, მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის დროს სახ­ლი­დან გა­მო­ი­პა­რა და პრო­ტეს­ტანტ თა­ნა­ტო­ლებს რუს­თა­ველ­ზე შე­უ­ერ­თდა. ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "და­ფი­ო­ნი“, რომ­ლის ერთ-ერთი ლი­დე­რი ზვი­ად ცე­ცხლა­ძეა, მსვლე­ლო­ბე­ბით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა. მისი თქმით, ეს მოძ­რა­ო­ბა იმის­თვის შე­იქ­მნა, ახალ­გაზ­რდებ­ში ეროვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას რომ შე­უ­წყოს ხელი. ზვი­ა­დის მი­ზა­ნი ურ­ყე­ვია და ბრძო­ლის შე­დე­გად მხო­ლოდ სა­ხე­ლოვ­ნად გა­მარ­ჯვე­ბას მო­ი­აზ­რებს.

"ჩვენ ფიცი გვაქვს ნათ­ქვა­მი, რომ ვიდ­რე არ და­მარ­ცხდე­ბა და არ გა­ნი­დევ­ნე­ბა რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან, მა­ნამ­დე არ გავ­ჩერ­დე­ბით, ჩვენ მო­მავ­ლის და სამ­შობ­ლოს გარ­და, და­სა­კარ­გი არა­ფე­რი გვაქვს, შე­სა­ბა­მი­სად, და­ნე­ბე­ბა-გა­ჩე­რე­ბას არც გან­ვი­ხი­ლავთ, მით უმე­ტეს, და­მარ­ცხე­ბას. მხო­ლოდ სა­ხე­ლოვ­ნად გა­მარ­ჯვე­ბა გვე­ლის წინ“, - გვე­უბ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი იუ­რის­ტი...

  • "მა­მის მხა­რე ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში იყო ჩარ­თუ­ლი..."

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და ბა­თუმ­ში გა­ვი­ზარ­დე. დედა დი­ა­სახ­ლი­სი, მამა კი იუ­რის­ტია. მა­მის მხა­რე ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და - მამა ეხ­მა­რე­ბო­და მათ, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გას­ვე­ნე­ბა­ში, გროზ­ნო­შიც იყო ჩა­სუ­ლი. ბა­ბუა "ჰელ­სინ­კის კავ­ში­რის“ წევ­რი იყო და ბავ­შვო­ბი­დან ეროვ­ნუ­ლი და პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით მზრდი­და, მი­ზი­ა­რებ­და მის გა­მოც­დი­ლე­ბას, მიყ­ვე­ბო­და ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ის­ტო­რი­ებს. სა­ხე­ლი - ზვი­ა­დიც გამ­სა­ხურ­დი­ას პა­ტივ­სა­ცე­მად და­მარ­ქვეს, მისი პორ­ტრე­ტი მუდ­მი­ვად გვქონ­და ოჯახ­ში... პირ­ველ კლას­ში იტა­ლი­ურ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, იტა­ლი­ე­ლე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ ბა­თუმ­ში, ოჯა­ხებ­ში რჩე­ბოდ­ნენ, იტა­ლი­ურ ენა­საც ვსწავ­ლობ­დი, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლა მა­ლე­ვე და­ი­კე­ტა და მო­მი­წია 1-ელ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­დას­ვლა. ბავ­შვე­ბის სი­ჭარ­ბის გამო მშობ­ლებს ვთხო­ვე, კერ­ძო სკო­ლა­ში გა­დაყ­ვა­ნა და მე­სა­მე კლა­სი­დან სკო­ლა-ლი­ცე­უმ "მას­ტერკლას­ში“ გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა, პა­რა­ლე­ლუ­რად, ათას რა­მე­ზე დავ­ყავ­დი მშობ­ლებს - სამი წლი­დან ხალ­ხურ ცეკ­ვებ­ზე, ფან­დურ­ზე, სა­ლა­მურ­ზე, გი­ტა­რა­ზე (გი­ტა­რა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე შე­ვის­წავ­ლე, დიპ­ლო­მი მაქვს და მას­წავ­ლებ­ლო­ბაც შე­მიძ­ლია). სკო­ლამ იმით გა­მი­მარ­თლა, რომ ჩემი მას­წავ­ლებ­ლე­ბი საკ­მა­ოდ ეროვ­ნუ­ლი შეგ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, დი­რექ­ცი­ის ჩათ­ვლით ყვე­ლა ასე­თი იყო. ოჯა­ხის შემ­დეგ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ასე­თად რომ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი. კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, ხალ­ხთან კო­მუ­ნი­კა­ცია, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა თუ სხვა ბევ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა სკო­ლამ შემ­ძი­ნა.

ბავ­შვო­ბი­დან გვქონ­და ჯგუ­ფე­ბი და სა­ერ­თო ჩა­ტე­ბი. მახ­სოვს, პირ­ვე­ლად 14 წლის ასაკ­ში შევ­ქმე­ნით პა­ტა­რა ჯგუ­ფი, შემ­დეგ გვერ­დე­ბიც გა­ვა­კე­თეთ, გვქონ­და ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბიც, მაგ. კავ­კა­სი­ის ერე­ბის ჯგუ­ფი. 16 წლის ასაკ­ში ცოტა უფრო იდე­უ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ჩატი გა­ვა­კე­თეთ, სა­დაც გა­ვი­ცა­ნი ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი არი­ან. 17-ის როცა ვხდე­ბო­დი, და­ი­ბა­და იდეა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად და ეროვ­ნუ­ლად მო­აზ­როვ­ნე გუნ­დის­გან შეგ­ვექ­მნა გვერ­დი ფბ-ზე, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბო­და ის­ტო­რი­ულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, მო­ემ­სა­ხუ­რე­ბო­და თა­ნა­ტო­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას.

  • "ამ ის­ტო­რი­ებ­მა ჩვენს გუნდს რა­ღაც დო­ზით ცნო­ბა­დო­ბა მო­უ­ტა­ნა"

- 2021 წლის 25 თე­ბერ­ვალს პირ­ვე­ლი აქ­ცია-მსვლე­ლო­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ - ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი შე­ვიკ­რი­ბეთ ეროვ­ნუ­ლი სიმ­ბო­ლი­კე­ბით, მსვლე­ლო­ბით ჩა­ვე­დით იუნ­კერ­თა საფ­ლა­ვე­ბამ­დე და მათ ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ვა­გეთ. მე-10 კლასს როცა ვამ­თავ­რებ­დი, ამ პე­რი­ოდ­ში შე­იქ­მნა "და­ფი­ო­ნი“. როცა უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყო, ადრე თუ ონ­ლა­ინ ვმუ­შა­ობ­დით, ჩვე­ნი გუნ­დი შე­იკ­რა, მოვგროვ­დით და ავან­გარ­დში ჩა­ვუ­დე­ქით უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ებს, რამ­დე­ნი­მე დღე "და­ფი­ონს“ მიგ­ვყავ­და მსვლე­ლო­ბა, შე­ვი­კა­რით გუნ­დად, დაგ­ვე­მა­ტა ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი ლუკა ნაც­ვლიშ­ვი­ლი და რამ­დე­ნი­მე სხვა მე­გო­ბა­რი.

ერთ დღე­საც, ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა ჩაქ­ვი­დან თაზო მა­ხა­რა­ძემ გვაც­ნო­ბა, რომ რუ­სე­თის და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს დიდი რუ­სუ­ლი დრო­შა ჰქონ­და გა­მო­ფე­ნი­ლი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე. გაჩ­ნდა იდეა, რომ ეს დრო­შა რა­მე­ნა­ი­რად ჩა­მოგ­ვეხ­სნე­ვი­ნე­ბი­ნა, ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბებ­მა არა­ფე­რი უშ­ვე­ლა, მა­მა­კა­ცი აგ­რე­სი­ით გვპა­სუ­ხობ­და და ნა­ჯა­ხი­თაც გა­მოგ­ვი­ვარ­და. ბო­ლოს გა­და­ვიც­ვი სამ­ხედ­რო ფორ­მა, ავ­ძვე­რი მისი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე და დრო­შა მოვ­ტე­ხე. ამას მოჰ­ყვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი მხარ­და­ჭე­რა, ვი­დეო გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ამან გა­მო­იწ­ვია ახა­ლი მუხ­ტის გა­ჩე­ნა.

შემ­დეგ მო­დის ლუ­კას ის­ტო­რია, როცა მან სკო­ლა­ში აფხა­ზე­თის და რუ­სე­თის დრო­შა ჩა­მოხ­სნა. მისი გა­ბე­დუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­ი­გო, ერთი ამ­ბა­ვი მე­ო­რეს აგუ­ლი­ა­ნებ­და... ამ ის­ტო­რი­ებ­მა ჩვენ და ჩვენს გუნდს რა­ღაც დო­ზით ცნო­ბა­დო­ბა მო­უ­ტა­ნა. ამის შემ­დეგ იყო აქ­ტი­ვიზ­მის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ე­ბი, დავ­დი­ო­დით ქუ­ჩებ­ში, ვა­ნად­გუ­რებ­დით რუ­სულ სიმ­ბო­ლი­კას და ვხა­ტავ­დით ქარ­თულს და უკ­რა­ი­ნულს, გა­ვი­ცა­ნით უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, სხვა აქ­ტი­ვის­ტე­ბი. ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი ჯგუ­ფი არ ყო­ფი­ლი­ყო ვინ­მეს გავ­ლე­ნის ქვეშ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო თუნ­დაც ფი­ნან­სუ­რად და აზ­როვ­ნე­ბის რე­სურ­სით. ეს გვი­ბიძ­გებ­და ჩვე­ნით მოგ­ვე­ძი­ე­ბი­ნა და დაგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია, პა­რა­ლე­ლუ­რად სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, თან ვემ­ზა­დე­ბო­დი, თან ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი... მა­ინც ყვე­ლა­ფერს ვას­წრებ­დი.

  • "ოჯახ­ში მარ­ტო მე ვი­ყა­ვი ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი"

- ამა­სო­ბა­ში გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი მა­მის პრო­ფე­სია ამერ­ჩია და გა­დავ­წყვი­ტე თსუ-ში სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა. იმ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რაც ჩვე­ნი გუნ­დის­თვის მოხ­და, ეს იყო რუ­სუ­ლი ლა­ი­ნე­რის "ას­ტო­რია გრან­დეს“ შე­მოს­ვლა ბა­თუმ­ში და მათი ორ­ჯერ გა­ძე­ვე­ბა. ამა­ში თაზო მა­ხა­რა­ძის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. რუ­სუ­ლი ლა­ი­ნე­რი სა­ერ­თოდ ამო­ვა­ღე­ბი­ნეთ რე­ი­სე­ბი­დან, რა­საც დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა, იმ პე­რი­ოდ­ში გვი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი უცხო­ე­თი­დან - საფ­რან­გე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან.

ჩემი მშობ­ლე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ, მარ­ტო მე ვი­ყა­ვი ოჯახ­ში ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი. თა­ვი­დან გარ­კვე­უ­ლი იდე­უ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იყო ჩვენს შო­რის, კულ­მი­ნა­ცი­ამ შარ­შან მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის დროს მი­აღ­წია - ჩემი ოჯა­ხი "იმე­დის“ პრო­პა­გან­დის ქვეშ იყო და "ოც­ნე­ბის“ მხა­რეს, მე კი იმის შემ­ხედ­ვე­ლი, რომ აქ­ცი­ებ­ზე სას­ტი­კად არ­ბევ­დნენ ხალ­ხს, მშობ­ლებს არ შე­ვუ­თან­ხმე და მე­გობ­რე­ბი ბა­თუ­მი­დან თბი­ლის­ში, მარ­ტის აქ­ცი­ებ­ზე გა­მო­ვი­პა­რეთ. ეს იმ­დე­ნად სპონ­ტა­ნუ­რად მოხ­და, მე პი­რა­დად, პირ­და­პირ პა­ემ­ნი­დან გა­ვი­ქე­ცი, პა­ემ­ნის­თვის შეგ­რო­ვი­ლი ფუ­ლით ვი­ქი­რა­ვეთ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი. მშობ­ლე­ბის­თვის ეს იმ­ხე­ლა შოკი და იმ­დე­ნად მძი­მე ემო­ცი­უ­რი დარ­ტყმა იყო, სას­წრა­ფოს დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა დას­ჭირ­დათ. მოკ­ლედ, დიდი ბრძო­ლა გა­და­ვი­ტა­ნეთ, ბევ­რი ახ­სნა დაგ­ვჭირ­და, რომ ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის ვიბ­რძო­დით. დღეს ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა და ზუს­ტად ისე, რო­გორც უნდა იყოს, ჩე­მე­ბი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან. პაემ­ნი­დან გაქ­ცე­ულს შეყ­ვა­რე­ბულ­მაც არ დამძრა­ხა, ნუ ახ­ლად შევ­დი­ო­დით ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, არ იყო მთლად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, გა­მი­გო, დღეს მშვე­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ახლო მე­გობ­რე­ბი ვართ.

  • "იმ­დე­ნად შე­ვუ­წუ­ხე გული, მის ლექ­ცი­ებ­ზე აღარც მიშ­ვე­ბენ“

- ჩა­ვა­ბა­რე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და თბი­ლის­ში მარ­ტო წა­მო­ვე­დი. იყო შიში, ამ დიდ ქა­ლაქ­ში და­კარ­გვის (საქ­მე­ში და­კარ­გვა იგუ­ლის­ხმე­ბა), მაგ­რამ რამე თუ გუ­ლით გწა­დია, არა­ფე­რი იკარ­გე­ბა. აქაც გა­ვაგ­რძე­ლე პრო­ტეს­ტი... პირ­ვე­ლი, ეს იყო ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მი­მართ პრო­ტეს­ტი უშუ­ა­ლოდ ლექ­ცი­ებ­ზე, ის ჩემი ლექ­ტო­რია. როცა ლექ­ტო­რე­ბის არ­ჩე­ვა მი­დი­ო­და, ვინც მინ­დო­და, იმას­თან ვერ მოვ­ხვდი და დარ­ჩა სამი. ვფიქ­რობ­დი, თუ აირ­ჩევ კო­ბა­ხი­ძეს და ხარ ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი, იმ­დე­ნი ძალა უნდა გქონ­დეს, "გა­უ­ქა­ჩო“ და არ მო­ექ­ცე მისი წნე­ხის და გავ­ლე­ნის ქვეშ.

მა­ინ­ტე­რე­სებ­და კი­დეც "ამ სი­მაღ­ლის“ ქო­ცპო­ლი­ტი­კოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მისი აზ­როვ­ნე­ბის გა­გე­ბა. მე­ო­რეს მხრივ, საფრ­თხეც იყო. უფ­რო­სე­ბი მირ­ჩევ­დნენ, არ გინ­დაო, თა­ნა­ტო­ლე­ბი მე­ხუმ­რე­ბოდ­ნენ, შენ ისე­თი ხარ, სის­ხლს გა­უშ­რობ და აირ­ჩი­ეო. თა­ვის იმე­დი მქონ­და და ავირ­ჩიე. ჩემი პრო­ტეს­ტის სტი­ლი მის­თვის სავ­სე­ბით უცხო გა­მოდ­გა, მარ­თლაც იმ­დე­ნად შე­ვუ­წუ­ხე გული თსუ-ს კედ­ლებ­ში, მის ლექ­ცი­ებ­ზე აღარც მიშ­ვე­ბენ. ერთხელ, ლექ­ცი­ის და­სას­რულს, ლო­მი­სის ტა­ძარ­ზე და­ვუს­ვი შე­კი­თხვა (მა­ნამ­დე იცო­და, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ვი­ყა­ვი, მის ლექ­ცი­ებ­ზე უკ­რა­ი­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლი­კით ვცხად­დე­ბო­დი, კი­თხვებ­საც კრი­ტი­კულს ვუს­ვამ­დი), ამის­თვის ნე­ბარ­თვა ავი­ღე, და­მე­თან­ხმა, გა­ვე­დი წინ, გავ­შა­ლე ბა­ნე­რი - "ვუ­ყუ­როთ ოკუ­პა­ცი­ას, თუ იზამთ რა­მეს?“ - ბა­ნერ­ზე იყო გა­მო­სა­ხუ­ლი ლო­მი­სის ტაძ­რის ფოტო და რუ­სის ჯა­რის­კა­ცი ტა­ძარ­თან. კო­ბა­ხი­ძეს გრძე­ლი კი­თხვა და­ვუს­ვი რას აკე­თებთ დღეს, თუნ­დაც ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი გა­მო­ას­წო­როთ-მეთ­ქი, იქით ირაკ­ლი ბე­ბუ­ა­ზე ვი­სა­უბ­რე და თით­ქმის და­ვუ­სა­ბუ­თე, რომ უუ­ნა­რო და პრო­რუ­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გვქონ­და საქ­მე. მას ჩემ­თვის პირ­და­პირ პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია და ისევ ის­ტო­რი­ულ ჭრილ­ში სა­უ­ბარ­ზე გა­და­ვი­და, დე­მა­გო­გო­ბა­და, რაც ჩემ­თვის საკ­მა­რი­სი პა­სუ­ხი იყო. როცა კა­ნო­ნი ისევ წა­მო­წი­ეს, მე და ჩემ­მა კურ­სე­ლებ­მა ეს კა­ნო­ნი შე­ვის­წავ­ლეთ და მის ლექ­ცი­ა­ზე, კა­რებ­თან გავ­შა­ლეთ ბა­ნე­რე­ბი წარ­წე­რით: "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნე­ბით ევ­რო­პა­ში ვერ შე­ვალთ“. გარს შე­მოგ­ვეხ­ვია ქუ­ჩი­დან შე­მოყ­ვა­ნი­ლი მისი ხალ­ხი, "ოც­ნე­ბის“ ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის 30-მდე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და საქ­მის გარ­ჩე­ვა დაგ­ვი­წყეს. თა­ვად კო­ბა­ხი­ძემ ჩა­ირ­ბი­ნა და სა­ლექ­ციო კა­რე­ბი გა­და­კე­ტეს, ანუ ლექ­ცი­ა­ზე შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლას მო­უჭ­რეს. მას დაც­ვა ყველ­გან ახ­ლავს, მისი წევ­რე­ბი აუ­დი­ტო­რი­ას­თა­ნაც ელო­დე­ბი­ან და აუ­დი­ტო­რი­ა­შიც სხე­დან. დაც­ვის გარ­და, კო­ბა­ხი­ძეს დაჰ­ყვე­ბა ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთა, ისი­ნიც ეს­წრე­ბი­ან ლექ­ცი­ებს, ფორ­მა­ლუ­რა­დაც კი არ ჰყავთ სტუ­დენ­ტე­ბად გა­ტა­რე­ბუ­ლი, იმ­დე­ნად თავ­ხე­დუ­რად იქ­ცე­ვი­ან. მე­სა­მე პრო­ტეს­ტი კო­ბა­ხი­ძეს­თან: აპ­რი­ლის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი როცა და­ი­წყო, ევ­რო­კავ­ში­რის და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბით მი­ვე­დით და ლექ­ცი­ებ­ზე აღარ და­მიშ­ვეს.

  • "და­ფი­ო­ნი“ - მსვლე­ლო­ბე­ბით მო­მავ­ლის­თვის

- პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ­მა მოძ­რა­ო­ბამ წა­მო­ი­წყო ახალ­გაზ­რდუ­ლი მსვლე­ლო­ბე­ბი. როცა კა­ნონს გა­ვე­ცა­ნი და ვნა­ხე, ამის სა­ფუძ­ველ­ზე რა ხდე­ბო­და რუ­სეთ­ში. მათი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით იმ­დე­ნად შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვფიქ­რობ­დი, ეს რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ნა­ხო, აქ გა­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა-თქო, ავ­დე­ქი და და­ვა­ა­ნონ­სეთ აქ­ცია. ეს პარ­ტი­ებ­მა და ენ­ჯე­ო­ებ­მა მი­ი­ღეს სუს-ის ნა­რა­ტი­ვად მი­ი­ღეს და ჩვენს მი­მართ ცუ­დად გა­ნე­წყვნენ. პირ­ვე­ლი აქ­ცი­ის შემ­დეგ მათი მხრი­დან მოგ­ვი­წია ირო­ნი­ის ატა­ნა, მაგ­რამ მე­ო­რე აქ­ცი­ის შემ­დგომ, 19 აპ­რილს, რო­დე­საც ზღვა ხალ­ხი გა­მო­ვი­და, პარ­ტი­ე­ბის ყო­ველ­გვა­რი რე­სურ­სე­ბის გა­რე­შე, სი­ტუ­ა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა და შე­იკ­რა იდეა. იყო ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს გა­მო­ყე­ნე­ბას შე­ე­ცად­ნენ, მაგ­რამ ღმერ­თს მად­ლო­ბა, არ გა­მო­უ­ვი­დათ. რო­დე­საც აქ­ცი­ებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ერ­ქვა, ჩვენ და­ვი­ტო­ვეთ ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ ეს არ გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო პარ­ტი­უ­ლად და ყო­ფი­ლი­ყო ზუს­ტა­დაც ახალ­გაზ­რდუ­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო და სა­ხალ­ხო. ვფიქ­რობ, ამ მი­ზანს თავი გა­ვარ­თვით იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ "პოს­ტი­ვის“ და "იმე­დის“ პრო­პა­გან­დაც კი ვერ მუ­შა­ობ­და აქ, ამ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან ბევ­რი სიმ­ბო­ლუ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი პრო­ტეს­ტის მა­გა­ლი­თიც მოჰ­ყვა...

  • "ჩვენ მო­მავ­ლის და სამ­შობ­ლოს გარ­და, და­სა­კარ­გი არა­ფე­რი გვაქვს“

- პრო­ტეს­ტი არ გა­ჩერ­დე­ბა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ თა­ვი­დან­ვე გა­ვე­ცა­ნი რო­გო­რია რუ­სუ­ლი სის­ტე­მა და ამ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრძო­ლის სტი­ლი, რო­გორ ცდი­ლობს რუ­სუ­ლი იმ­პე­რია ამ კა­ნო­ნის შე­მო­ტა­ნას, რაში და რო­გორ იყე­ნებს მას. თა­ვი­დან­ვე ვთქვი, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მის­ვლა დიდი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე არის სას­წა­უ­ლი იმი­ტომ, რომ და­ი­წყე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დევ­ნა, რეპ­რე­სი­ე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი აქამ­დეც ყო­ფი­ლა და წინ უა­რე­სი იქ­ნე­ბა, კა­ნონ­ში ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბიც ჩა­ა­მა­ტეს და ეს არის უბ­რა­ლოდ ტე­რო­რის ბერ­კე­ტი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ აქ­ცენ­ტი არ­ჩევ­ნებ­ზე გა­ე­კე­თე­ბი­ნა, მა­შინ ის ვე­ტოს არ დაძ­ლევ­და და ეს იქ­ნე­ბო­და იმის ნი­შა­ნი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ემ­ზა­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის­თვის და ჩვე­ნი ბრძო­ლის ვე­ლიც იქ გა­და­ვი­დო­და. და­სავ­ლურ წნეხს რომ გა­ეჭ­რა, კარ­გი იქ­ნე­ბო­და. სან­ქცი­ე­ბის სა­კი­თხი რომ წა­მო­იჭ­რა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის იმე­დი გაგ­ვიჩ­ნდა. ეს კა­ნო­ნი იმას კი არ ისა­ხავს მიზ­ნად, არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბოს, არა­მედ ქვე­ყა­ნა­ში ტე­რო­რი მო­ა­წყოს და ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ფი­ზი­კუ­რად ვერ მი­აღ­წი­ოს. სა­უ­ბა­რია ისეთ ტე­რორ­ზე, რო­გო­რი­ცაა პარ­ტი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა იმ სა­ბა­ბით, თით­ქოს ისი­ნი ცდი­ლო­ბენ ტე­რო­რის­ტუ­ლი გზე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბას, მო­ი­ფიქ­რე­ბენ მო­ტი­ვებს და მათ გა­ა­უქ­მე­ბენ, სს მუხ­ლე­ბი აქვთ აღ­ძრუ­ლი ჩემი ნაც­ნო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ბევ­რს და­ი­ჭე­რენ, ეც­დე­ბი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­აქ­ცი­ონ...

ჩვენ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გვაქვს სი­ტუ­ა­ცი­ის სიმ­ძი­მე და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­ჩე­რე­ბა და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ჯდო­მა არის დიდი რის­კი. ამა­სო­ბა­ში დიდი ძალა თუ და­გიდ­გა ზურ­გში და მოგ­ცა გა­რან­ტია, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე საღ­სა­ლა­მა­თი მი­აღ­წევ, არ­ჩევ­ნე­ბიც მეტ-ნაკ­ლე­ბად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტარ­დე­ბა. თუმ­ცა ჩვენ ვხე­დავთ, რომ და­სავ­ლე­თი თვი­თონ გვე­უბ­ნე­ბა და გვაფრ­თხი­ლებს, რომ წინ დიდი ტე­რო­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, თა­ვი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც გაჰ­ყავს, ასან­ქცი­რებს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმის მე­სი­ჯია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტია დას­რულ­და. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­კა­ნონ­და უკა­ნო­ნო­ბა, არ­სე­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც გე­უბ­ნე­ბა, რომ რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით ცვლი­ლე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მთავ­რდე­ბა, უფრო მკა­ფიო და მკაც­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა შე­იძ­ლე­ბა, რაც თა­ვის მხრივ მო­ი­აზ­რებს ბო­ი­კოტს, გა­ფიც­ვებს და სა­მო­ქა­ლა­ქო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას. ამის უფ­ლე­ბა ჩნდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც უკა­ნო­ნო­ბა კა­ნონ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა სავ­სე­ბით კა­ნო­ნი­ე­რი და ნე­ბა­დარ­თუ­ლი ქმე­დე­ბაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. ვფიქ­რობ, სწო­რედ ამა­შია ხსნა, ეს არის ფორ­მუ­ლა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცვლი­ლე­ბე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით. ჩვენ ამ იდე­ის გაღ­ვი­ვე­ბას და მომ­წი­ფე­ბას ვცდი­ლობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ჩვენ ფიცი გვაქვს ნათ­ქვა­მი, რომ სა­ნამ არ და­მარ­ცხდე­ბა და არ გა­ნი­დევ­ნე­ბა რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან, მა­ნამ­დე არ გავ­ჩერ­დე­ბით, ჩვენ მო­მავ­ლის და სამ­შობ­ლოს გარ­და, და­სა­კარ­გი არა­ფე­რი გვაქვს, შე­სა­ბა­მი­სად, და­ნე­ბე­ბა-გა­ჩე­რე­ბას არც გან­ვი­ხი­ლავთ, მით უმე­ტეს, და­მარ­ცხე­ბას. მხო­ლოდ სა­ხე­ლოვ­ნად გა­მარ­ჯვე­ბა გვე­ლის წინ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

პაემნიდან აქციაზე გაპარული ბიჭი, რომელსაც სახელი ზვიად გამსახურდიას პატივსაცემად დაარქვეს - "კობახიძე ჩემი ლექტორია, იმდენად შევუწუხე გული, მის ლექციებზე აღარც მიშვებენ“

პაემნიდან აქციაზე გაპარული ბიჭი, რომელსაც სახელი ზვიად გამსახურდიას პატივსაცემად დაარქვეს - "კობახიძე ჩემი ლექტორია, იმდენად შევუწუხე გული, მის ლექციებზე აღარც მიშვებენ“

ზვიად ცეცხლაძე აქციებიდან ალბათ ყველას გახსოვთ - ბათუმელი ბიჭი, რომელსაც ეროვნული ღირებულებებისთვის ბრძოლის ტრადიცია ოჯახიდან მოსდევს, მისი მოქალაქეობრივი აქტივობა ადრევე, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას დაიწყო, როცა ჩაქვში, სამხედრო ფორმაში გადაცმულმა ეროვნებით რუსი მოქალაქის სახლის სახურავიდან რუსეთის დროშა ჩამოაგდო. მერე იყო ბათუმის პორტში რუსი ტურისტებით შემოსული საკრუიზო ლაინერის "ასტორია გრანდეს“ ორჯერ უკან გაბრუნება და რეისების საერთოდ მოხსნა, რასაც მისი სამეგობროს გამარჯვებად მიიჩნევს. ბოლოს, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გასულ წელს, მარტის აქციების დროს სახლიდან გამოიპარა და პროტესტანტ თანატოლებს რუსთაველზე შეუერთდა. ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ცეცხლაძეა, მსვლელობებით საპროტესტო აქციების განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი თქმით, ეს მოძრაობა იმისთვის შეიქმნა, ახალგაზრდებში ეროვნული ცნობიერების ამაღლებას რომ შეუწყოს ხელი. ზვიადის მიზანი ურყევია და ბრძოლის შედეგად მხოლოდ სახელოვნად გამარჯვებას მოიაზრებს.

"ჩვენ ფიცი გვაქვს ნათქვამი, რომ ვიდრე არ დამარცხდება და არ განიდევნება რუსული გავლენები საქართველოდან, მანამდე არ გავჩერდებით, ჩვენ მომავლის და სამშობლოს გარდა, დასაკარგი არაფერი გვაქვს, შესაბამისად, დანებება-გაჩერებას არც განვიხილავთ, მით უმეტეს, დამარცხებას. მხოლოდ სახელოვნად გამარჯვება გველის წინ“, - გვეუბნება მომავალი იურისტი...

  • "მამის მხარე ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული..."

- თბილისში დავიბადე და ბათუმში გავიზარდე. დედა დიასახლისი, მამა კი იურისტია. მამის მხარე ეროვნულ მოძრაობასთან თანამშრომლობდა - მამა ეხმარებოდა მათ, ზვიად გამსახურდიას გასვენებაში, გროზნოშიც იყო ჩასული. ბაბუა "ჰელსინკის კავშირის“ წევრი იყო და ბავშვობიდან ეროვნული და პატრიოტული სულისკვეთებით მზრდიდა, მიზიარებდა მის გამოცდილებას, მიყვებოდა ეროვნული მოძრაობის ისტორიებს. სახელი - ზვიადიც გამსახურდიას პატივსაცემად დამარქვეს, მისი პორტრეტი მუდმივად გვქონდა ოჯახში... პირველ კლასში იტალიურ სკოლაში ვსწავლობდი, იტალიელები ჩამოდიოდნენ ბათუმში, ოჯახებში რჩებოდნენ, იტალიურ ენასაც ვსწავლობდი, თუმცა, სამწუხაროდ, სკოლა მალევე დაიკეტა და მომიწია 1-ელ საჯარო სკოლაში გადასვლა. ბავშვების სიჭარბის გამო მშობლებს ვთხოვე, კერძო სკოლაში გადაყვანა და მესამე კლასიდან სკოლა-ლიცეუმ "მასტერკლასში“ გავაგრძელე სწავლა, პარალელურად, ათას რამეზე დავყავდი მშობლებს - სამი წლიდან ხალხურ ცეკვებზე, ფანდურზე, სალამურზე, გიტარაზე (გიტარა პროფესიონალურ დონეზე შევისწავლე, დიპლომი მაქვს და მასწავლებლობაც შემიძლია). სკოლამ იმით გამიმართლა, რომ ჩემი მასწავლებლები საკმაოდ ეროვნული შეგნების ადამიანები აღმოჩნდნენ, დირექციის ჩათვლით ყველა ასეთი იყო. ოჯახის შემდეგ მათი დამსახურებაა, ასეთად რომ ჩამოვყალიბდი. კრიტიკული აზროვნება, ხალხთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მოძიება თუ სხვა ბევრი გამოცდილება სკოლამ შემძინა.

ბავშვობიდან გვქონდა ჯგუფები და საერთო ჩატები. მახსოვს, პირველად 14 წლის ასაკში შევქმენით პატარა ჯგუფი, შემდეგ გვერდებიც გავაკეთეთ, გვქონდა ინტერნაციონალური ჯგუფებიც, მაგ. კავკასიის ერების ჯგუფი. 16 წლის ასაკში ცოტა უფრო იდეურად ჩამოყალიბებული ჩატი გავაკეთეთ, სადაც გავიცანი ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენი თანამებრძოლები არიან. 17-ის როცა ვხდებოდი, დაიბადა იდეა, დემოკრატიულად და ეროვნულად მოაზროვნე გუნდისგან შეგვექმნა გვერდი ფბ-ზე, რომელიც იქნებოდა ისტორიულ-საგანმანათლებლო, მოემსახურებოდა თანატოლების ეროვნული ცნობიერების ამაღლებას.

  • "ამ ისტორიებმა ჩვენს გუნდს რაღაც დოზით ცნობადობა მოუტანა"

- 2021 წლის 25 თებერვალს პირველი აქცია-მსვლელობა ჩავატარეთ - ევროპის მოედანზე ნაცნობ-მეგობრები და ახლობლები შევიკრიბეთ ეროვნული სიმბოლიკებით, მსვლელობით ჩავედით იუნკერთა საფლავებამდე და მათ ხსოვნას პატივი მივაგეთ. მე-10 კლასს როცა ვამთავრებდი, ამ პერიოდში შეიქმნა "დაფიონი“. როცა უკრაინაში ომი დაიწყო, ადრე თუ ონლაინ ვმუშაობდით, ჩვენი გუნდი შეიკრა, მოვგროვდით და ავანგარდში ჩავუდექით უკრაინის მხარდამჭერ აქციებს, რამდენიმე დღე "დაფიონს“ მიგვყავდა მსვლელობა, შევიკარით გუნდად, დაგვემატა ჩემი ბავშვობის მეგობარი ლუკა ნაცვლიშვილი და რამდენიმე სხვა მეგობარი.

ერთ დღესაც, ჩვენმა მეგობარმა ჩაქვიდან თაზო მახარაძემ გვაცნობა, რომ რუსეთის და საქართველოს მოქალაქეს დიდი რუსული დროშა ჰქონდა გამოფენილი სახლის სახურავზე. გაჩნდა იდეა, რომ ეს დროშა რამენაირად ჩამოგვეხსნევინებინა, ახსნა-განმარტებებმა არაფერი უშველა, მამაკაცი აგრესიით გვპასუხობდა და ნაჯახითაც გამოგვივარდა. ბოლოს გადავიცვი სამხედრო ფორმა, ავძვერი მისი სახლის სახურავზე და დროშა მოვტეხე. ამას მოჰყვა საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა, ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში, ამან გამოიწვია ახალი მუხტის გაჩენა.

შემდეგ მოდის ლუკას ისტორია, როცა მან სკოლაში აფხაზეთის და რუსეთის დროშა ჩამოხსნა. მისი გაბედულების შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო, ერთი ამბავი მეორეს აგულიანებდა... ამ ისტორიებმა ჩვენ და ჩვენს გუნდს რაღაც დოზით ცნობადობა მოუტანა. ამის შემდეგ იყო აქტივიზმის სხვადასხვა სახეები, დავდიოდით ქუჩებში, ვანადგურებდით რუსულ სიმბოლიკას და ვხატავდით ქართულს და უკრაინულს, გავიცანით უკრაინაში მებრძოლი ქართველები, სხვა აქტივისტები. ჩამოგვიყალიბდა მოთხოვნილება, რომ ჩვენი ჯგუფი არ ყოფილიყო ვინმეს გავლენის ქვეშ, დამოუკიდებელი ყოფილიყო თუნდაც ფინანსურად და აზროვნების რესურსით. ეს გვიბიძგებდა ჩვენით მოგვეძიებინა და დაგვემუშავებინა ინფორმაცია, პარალელურად სკოლაში ვსწავლობდი, თან ვემზადებოდი, თან ვაპროტესტებდი... მაინც ყველაფერს ვასწრებდი.

  • "ოჯახში მარტო მე ვიყავი ოპოზიციურად განწყობილი"

- ამასობაში გამიჩნდა სურვილი მამის პროფესია ამერჩია და გადავწყვიტე თსუ-ში სამართლის ფაკულტეტზე ჩაბარება. იმ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენი გუნდისთვის მოხდა, ეს იყო რუსული ლაინერის "ასტორია გრანდეს“ შემოსვლა ბათუმში და მათი ორჯერ გაძევება. ამაში თაზო მახარაძის დიდი დამსახურებაა. რუსული ლაინერი საერთოდ ამოვაღებინეთ რეისებიდან, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა, იმ პერიოდში გვიკავშირდებოდნენ ჟურნალისტები უცხოეთიდან - საფრანგეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ჩემი მშობლები დიდი ხნის განმავლობაში "ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ, მარტო მე ვიყავი ოჯახში ოპოზიციურად განწყობილი. თავიდან გარკვეული იდეური წინააღმდეგობა იყო ჩვენს შორის, კულმინაციამ შარშან მარტის აქციების დროს მიაღწია - ჩემი ოჯახი "იმედის“ პროპაგანდის ქვეშ იყო და "ოცნების“ მხარეს, მე კი იმის შემხედველი, რომ აქციებზე სასტიკად არბევდნენ ხალხს, მშობლებს არ შევუთანხმე და მეგობრები ბათუმიდან თბილისში, მარტის აქციებზე გამოვიპარეთ. ეს იმდენად სპონტანურად მოხდა, მე პირადად, პირდაპირ პაემნიდან გავიქეცი, პაემნისთვის შეგროვილი ფულით ვიქირავეთ სამარშრუტო ტაქსი. მშობლებისთვის ეს იმხელა შოკი და იმდენად მძიმე ემოციური დარტყმა იყო, სასწრაფოს დახმარების გამოძახება დასჭირდათ. მოკლედ, დიდი ბრძოლა გადავიტანეთ, ბევრი ახსნა დაგვჭირდა, რომ ჩვენი მომავლისთვის ვიბრძოდით. დღეს ყველაფერი რიგზეა და ზუსტად ისე, როგორც უნდა იყოს, ჩემები ძალიან მეხმარებიან. პაემნიდან გაქცეულს შეყვარებულმაც არ დამძრახა, ნუ ახლად შევდიოდით ურთიერთობაში, არ იყო მთლად შეყვარებული, გამიგო, დღეს მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს, ახლო მეგობრები ვართ.

  • "იმდენად შევუწუხე გული, მის ლექციებზე აღარც მიშვებენ“

- ჩავაბარე უნივერსიტეტში და თბილისში მარტო წამოვედი. იყო შიში, ამ დიდ ქალაქში დაკარგვის (საქმეში დაკარგვა იგულისხმება), მაგრამ რამე თუ გულით გწადია, არაფერი იკარგება. აქაც გავაგრძელე პროტესტი... პირველი, ეს იყო ირაკლი კობახიძის მიმართ პროტესტი უშუალოდ ლექციებზე, ის ჩემი ლექტორია. როცა ლექტორების არჩევა მიდიოდა, ვინც მინდოდა, იმასთან ვერ მოვხვდი და დარჩა სამი. ვფიქრობდი, თუ აირჩევ კობახიძეს და ხარ ოპოზიციურად განწყობილი, იმდენი ძალა უნდა გქონდეს, "გაუქაჩო“ და არ მოექცე მისი წნეხის და გავლენის ქვეშ.

მაინტერესებდა კიდეც "ამ სიმაღლის“ ქოცპოლიტიკოსთან ურთიერთობა, მისი აზროვნების გაგება. მეორეს მხრივ, საფრთხეც იყო. უფროსები მირჩევდნენ, არ გინდაო, თანატოლები მეხუმრებოდნენ, შენ ისეთი ხარ, სისხლს გაუშრობ და აირჩიეო. თავის იმედი მქონდა და ავირჩიე. ჩემი პროტესტის სტილი მისთვის სავსებით უცხო გამოდგა, მართლაც იმდენად შევუწუხე გული თსუ-ს კედლებში, მის ლექციებზე აღარც მიშვებენ. ერთხელ, ლექციის დასასრულს, ლომისის ტაძარზე დავუსვი შეკითხვა (მანამდე იცოდა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ვიყავი, მის ლექციებზე უკრაინის და საქართველოს სიმბოლიკით ვცხადდებოდი, კითხვებსაც კრიტიკულს ვუსვამდი), ამისთვის ნებართვა ავიღე, დამეთანხმა, გავედი წინ, გავშალე ბანერი - "ვუყუროთ ოკუპაციას, თუ იზამთ რამეს?“ - ბანერზე იყო გამოსახული ლომისის ტაძრის ფოტო და რუსის ჯარისკაცი ტაძართან. კობახიძეს გრძელი კითხვა დავუსვი რას აკეთებთ დღეს, თუნდაც ძველი ხელისუფლების გაფუჭებული გამოასწოროთ-მეთქი, იქით ირაკლი ბებუაზე ვისაუბრე და თითქმის დავუსაბუთე, რომ უუნარო და პრორუსულ ხელისუფლებასთან გვქონდა საქმე. მას ჩემთვის პირდაპირ პასუხი არ გაუცია და ისევ ისტორიულ ჭრილში საუბარზე გადავიდა, დემაგოგობადა, რაც ჩემთვის საკმარისი პასუხი იყო. როცა კანონი ისევ წამოწიეს, მე და ჩემმა კურსელებმა ეს კანონი შევისწავლეთ და მის ლექციაზე, კარებთან გავშალეთ ბანერები წარწერით: "რუსული კანონებით ევროპაში ვერ შევალთ“. გარს შემოგვეხვია ქუჩიდან შემოყვანილი მისი ხალხი, "ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის 30-მდე წარმომადგენელი და საქმის გარჩევა დაგვიწყეს. თავად კობახიძემ ჩაირბინა და სალექციო კარები გადაკეტეს, ანუ ლექციაზე შესვლის საშუალება ყველას მოუჭრეს. მას დაცვა ყველგან ახლავს, მისი წევრები აუდიტორიასთანაც ელოდებიან და აუდიტორიაშიც სხედან. დაცვის გარდა, კობახიძეს დაჰყვება ახალგაზრდული ფრთა, ისინიც ესწრებიან ლექციებს, ფორმალურადაც კი არ ჰყავთ სტუდენტებად გატარებული, იმდენად თავხედურად იქცევიან. მესამე პროტესტი კობახიძესთან: აპრილის საპროტესტო აქციები როცა დაიწყო, ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მივედით და ლექციებზე აღარ დამიშვეს.

  • "დაფიონი“ - მსვლელობებით მომავლისთვის

- პარალელურად, მოგეხსენებათ, ჩვენმა მოძრაობამ წამოიწყო ახალგაზრდული მსვლელობები. როცა კანონს გავეცანი და ვნახე, ამის საფუძველზე რა ხდებოდა რუსეთში. მათი კანონმდებლობით იმდენად შოკირებული ვიყავი, ვფიქრობდი, ეს რომ საქართველოში დავინახო, აქ გაჩერება შეუძლებელი იქნება-თქო, ავდექი და დავაანონსეთ აქცია. ეს პარტიებმა და ენჯეოებმა მიიღეს სუს-ის ნარატივად მიიღეს და ჩვენს მიმართ ცუდად განეწყვნენ. პირველი აქციის შემდეგ მათი მხრიდან მოგვიწია ირონიის ატანა, მაგრამ მეორე აქციის შემდგომ, 19 აპრილს, როდესაც ზღვა ხალხი გამოვიდა, პარტიების ყოველგვარი რესურსების გარეშე, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და შეიკრა იდეა. იყო ძალები, რომლებიც ჩვენს გამოყენებას შეეცადნენ, მაგრამ ღმერთს მადლობა, არ გამოუვიდათ. როდესაც აქციებს საზოგადოებრივი დაერქვა, ჩვენ დავიტოვეთ ის პასუხისმგებლობა, რომ ეს არ გადაქცეულიყო პარტიულად და ყოფილიყო ზუსტადაც ახალგაზრდული, სამოქალაქო და სახალხო. ვფიქრობ, ამ მიზანს თავი გავართვით იქიდან გამომდინარე, რომ "პოსტივის“ და "იმედის“ პროპაგანდაც კი ვერ მუშაობდა აქ, ამ ყველაფერს ძალიან ბევრი სიმბოლური და პრაქტიკული პროტესტის მაგალითიც მოჰყვა...

  • "ჩვენ მომავლის და სამშობლოს გარდა, დასაკარგი არაფერი გვაქვს“

- პროტესტი არ გაჩერდება. გამომდინარე იქიდან, რომ თავიდანვე გავეცანი როგორია რუსული სისტემა და ამ კანონთან დაკავშირებით ბრძოლის სტილი, როგორ ცდილობს რუსული იმპერია ამ კანონის შემოტანას, რაში და როგორ იყენებს მას. თავიდანვე ვთქვი, რომ არჩევნებამდე მისვლა დიდი მხარდაჭერის გარეშე არის სასწაული იმიტომ, რომ დაიწყება ჩვეულებრივი დევნა, რეპრესიების მაგალითები აქამდეც ყოფილა და წინ უარესი იქნება, კანონში ფიზიკური პირებიც ჩაამატეს და ეს არის უბრალოდ ტერორის ბერკეტი. ხელისუფლებას რომ აქცენტი არჩევნებზე გაეკეთებინა, მაშინ ის ვეტოს არ დაძლევდა და ეს იქნებოდა იმის ნიშანი, რომ ხელისუფლებაც ემზადება არჩევნებისთვის და ჩვენი ბრძოლის ველიც იქ გადავიდოდა. დასავლურ წნეხს რომ გაეჭრა, კარგი იქნებოდა. სანქციების საკითხი რომ წამოიჭრა, დემოკრატიული არჩევნების იმედი გაგვიჩნდა. ეს კანონი იმას კი არ ისახავს მიზნად, არჩევნები გააყალბოს, არამედ ქვეყანაში ტერორი მოაწყოს და ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოების დიდმა ნაწილმა არჩევნებამდე ფიზიკურად ვერ მიაღწიოს. საუბარია ისეთ ტერორზე, როგორიცაა პარტიების გაუქმება იმ საბაბით, თითქოს ისინი ცდილობენ ტერორისტული გზებით ხელისუფლების დამხობას, მოიფიქრებენ მოტივებს და მათ გააუქმებენ, სს მუხლები აქვთ აღძრული ჩემი ნაცნობების წინააღმდეგ, ბევრს დაიჭერენ, ეცდებიან უმრავლესობა საქართველოდან გააქციონ...

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს სიტუაციის სიმძიმე და მიუხედავად ამისა, გაჩერება და არჩევნებამდე ჯდომა არის დიდი რისკი. ამასობაში დიდი ძალა თუ დაგიდგა ზურგში და მოგცა გარანტია, რომ არჩევნებამდე საღსალამათი მიაღწევ, არჩევნებიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად ჩატარდება. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი თვითონ გვეუბნება და გვაფრთხილებს, რომ წინ დიდი ტერორია მოსალოდნელი, თავისი ორგანიზაციებიც გაჰყავს, ასანქცირებს მაღალჩინოსნებს, ეს ყველაფერი კი იმის მესიჯია, რომ საქართველოში დემოკრატია დასრულდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დაკანონდა უკანონობა, არსებობს საერთაშორისო სამართლის პრინციპი, რომელიც გეუბნება, რომ როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული გზით ცვლილებების საშუალება მთავრდება, უფრო მკაფიო და მკაცრი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, რაც თავის მხრივ მოიაზრებს ბოიკოტს, გაფიცვებს და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას. ამის უფლება ჩნდება მაშინ, როდესაც უკანონობა კანონდება. ამ შემთხვევაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობა სავსებით კანონიერი და ნებადართული ქმედებაა საზოგადოების მხრიდან. ვფიქრობ, სწორედ ამაშია ხსნა, ეს არის ფორმულა, როგორ შეიძლება საქართველოში ცვლილებები დემოკრატიული, მშვიდობიანი გზით. ჩვენ ამ იდეის გაღვივებას და მომწიფებას ვცდილობთ საზოგადოებაში.

ჩვენ ფიცი გვაქვს ნათქვამი, რომ სანამ არ დამარცხდება და არ განიდევნება რუსული გავლენები საქართველოდან, მანამდე არ გავჩერდებით, ჩვენ მომავლის და სამშობლოს გარდა, დასაკარგი არაფერი გვაქვს, შესაბამისად, დანებება-გაჩერებას არც განვიხილავთ, მით უმეტეს, დამარცხებას. მხოლოდ სახელოვნად გამარჯვება გველის წინ.

იხილეთ ასევე: