კიკეთის ფერმაში დიდი გამოცოცხლება იყო, იქ ქართველი მსახიობები, ტელეწამყვანები, მომღერლები და ინფლუენსერები შეიკრიბნენ. ისინი „სანდორამ“ მიიწვია, სადაც ერთად საინტერესო დღე გაატარეს. მთავარი ის იყო, რომ ღონისძიება მიეძღვნა „სანდორას“ და იმას, რომ ის უკვე ქართული პროდუქტია, საქართველოში იწარმოება.
„ეს ღონისძიება საუკეთესო საშუალებაა ამ ინფორმაციის ცნობილი ადამიანებისთვის მისაწოდებლად. მართლაც საამაყოა, რომ „სანდორა“ არის ქართული და ნატურალური,“ - გვეუბნება გიორგი მაისურაძე, კომპანია „პეპსიკოს“ წვენების კატეგორიის ბრენდმენეჯერი კავკასიის ბაზარზე:
_ „სანდორა“ უკრაინული ბრენდია, მაგრამ არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე, იქ ამის გაკეთება აღარ იყო შესაძლებელი. ამიტომ 2023 წელს დავიწყეთ ძიება, სად შეიძლებოდა სანდორას ჩამოსხმა. ვინაიდან ამ შემთხვევაში საქართველო იყო მთავარი ქვეყანა როგორც პარტნიორი, საქართველოში ვიპოვეთ ყველაზე სანდო პარტნიორი healthy water-ი, რომლის საწარმოც ნაბეღლავში მდებარეობს.
პარტნიორში ძალიან გაგვიმართლა, რადგან ისინი გლობალურ სტანდარტებს, ხარისხს ნერგავენ. „პეპსიკოსთვის“, როგორც გლობალური კომპანიისთვის, ასეთი სტანდარტი ძალიან მნიშვნელოვანია. დღესდღეობით გვაქვს იმის ფუფუნება, რომ „სანდორა“ მოვიხსენიოთ როგორც მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტი, რომელზეც დიდი ხანი ვიმუშავეთ. ხარისხი არ დაგვიკარგავს, პირიქით, მეტად განვვითარდით, წინ წავედით. 6 თვეში ახალი გემოები დავამატეთ, მაგალითად, მანგო და ბროწეული და წინ კიდევ საინტერესო საქმეებია.
_ ნედლეული ქართულია?
_ ქართულ ნედლეულს პირველ ეტაპზე მინიმალურად გამოვიყენებთ. სერტიფიცირებები და ხარისხის კონტროლი მეტის შესაძლებლობას არ გვაძლევს, რომ თავიდან ბოლომდე ქართული ნედლეულით წარმოებაზე გადავერთოთ, თუმცა ეს ლოგიკური ნაბიჯია, მთავარია, რომ ბრენდი გავაქართულეთ. ვფიქრობთ, მომავალ ნაბიჯებსა და განვითარებაზე. მეტ ინვესტიციებს ვდებთ ხარისხის განვითარებაში და ეს პროდუქტი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჩვენც მეტი ლავირების საშუალება გვაქვს, რომ პროდუქტ უკეთესად წარვადგინოთ ბაზარზე. დღევანდელი ღონისძიებაც ამას ემსახურებოდა. ცნობილ სახეები იმიტომაც იყვნენ დაპატიჟებული, რომ გვინდა, ქართული ბრენდით საქართველოში ფართო აუდიტორიაზე გავიდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ლალი ფაცია
R