საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოპის მეფის სტატუსმა მისი ცხოვრება ციხეს დაამსგავსა" - მაიკლ ჯექსონის გიტარისტი ლეგენდარულ მომღერალს იხსენებს
"პოპის მეფის სტატუსმა მისი ცხოვრება ციხეს დაამსგავსა" - მაიკლ ჯექსონის გიტარისტი ლეგენდარულ მომღერალს იხსენებს

გი­ტა­რის­ტი, რო­მე­ლიც მა­იკლ ჯექ­სონ­თან ერთად სცე­ნა­ზე ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­დი­ო­და, ამ­ბობს, რომ "პო­პის მე­ფის სტა­ტუს­მა ჯექ­სო­ნის ცხოვ­რე­ბა ცი­ხეს და­ამ­სგავ­სა".

ჯე­ნი­ფერ ბა­ტე­ნის თქმით, სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვის ცხოვ­რე­ბა ტკი­ვი­ლით იყო სავ­სე.

მომ­ღე­რა­ლი ზუს­ტად 15 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

ნი­ჭი­ერ­მა მუ­სი­კოს­მა ბა­ტენ­მა ჯექ­სო­ნის სა­მი­ვე მსოფ­ლიო ტურ­ნე­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მის გვერ­დით 1987-დან 1997 წლამ­დე უკ­რავ­და. ის 100-ზე მეტი გი­ტა­რის­ტი­დან შე­ირ­ჩა, რო­მელ­თაც ჯექ­სო­ნის ბენდში დაკ­ვრა სურ­დათ.

ჯექ­სო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 15 წლის თავ­ზე, ბა­ტე­ნი ჯექ­სონ­ზე გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობს.

მან The Sun-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ უზარ­მა­ზა­რი ქო­ნე­ბი­სა და ერ­თგუ­ლი ფა­ნე­ბის ლე­გი­ო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ვარ­სკვლავს უჭირ­და იმ სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა, რაც პო­პუ­ლა­რო­ბამ მო­უ­ტა­ნა.

"მგო­ნია, გა­რე­შე ადა­მი­ა­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ვინც ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად ბედ­ნი­ე­რი უნდა იყოს. მაგ­რამ ეს ციხე იყო, რად­გან ყო­ველ­თვის, როცა მას წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში შეს­ვლა ან კი­ნო­ში წას­ვლა სურ­და, ექ­ვსი დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი მიჰ­ყვე­ბო­და. მას არ ჰქონ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, წა­სუ­ლი­ყო იქ, სა­დაც და როცა მო­ე­სურ­ვე­ბო­და. ეს ნა­ხევ­რად პო­პუ­ლა­რო­ბა, ნა­ხევ­რად კი - ტკი­ვი­ლი იყო. მა­იკ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტორ­ნა­დო იყო".

ჯექ­სონ­მა მსოფ­ლიო სცე­ნის ცენ­ტრში ოთხი ათწლე­უ­ლი გა­ა­ტა­რა. მომ­ღე­რალ­მა მო­ი­პო­ვა 15 გრე­მი, ექ­ვსი Brit ჯილ­დო და ერთი ოქ­როს გლო­ბუ­სი.

ცნო­ბი­ლია, რომ 1993 წელს მას ბავ­შვზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს. საქ­მე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­რეთ, მო­რი­გე­ბით დას­რულ­და - თუმ­ცა, 2005 წელს სამი შვი­ლის მა­მას ბავ­შვებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის კი­დევ უფრო მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბი დას­დეს.

საქ­მე­ზე FBI-მ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ მო­ი­პო­ვა და ჯექ­სო­ნი გა­ა­მარ­თლეს.

ბა­ტე­ნის აზ­რით, ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­სუ­ლე­ლე იყო.

"ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის ყდა­ზე ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ ეს იყო გა­მო­ტა­ნი­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ბნე­ლი და სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია. სა­ბო­ლო­ოდ კი, მა­იკ­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნეს".

2009 წლის მარ­ტში ჯექ­სონ­მა ფა­ნე­ბი გა­ა­ო­ცა გან­ცხა­დე­ბით, რომ ათწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ სცე­ნა­ზე კვლავ დაბ­რუნ­დე­ბო­და. თუმ­ცა, და­გეგ­მილ ტურ­ნემ­დე სამ კვი­რა­ზე ნაკ­ლებ დრო­ში ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

ბა­ტე­ნი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მან­ქა­ნას მარ­თავ­და, რო­დე­საც მე­გო­ბარ­მა და­უ­რე­კა და ეს ამ­ბა­ვი აც­ნო­ბა, რო­მელ­მაც შემ­დეგ მთე­ლი მსოფ­ლიო შეძ­რა.

"თა­ვი­დან არ და­ვი­ჯე­რე, რად­გან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის შე­სა­ხებ ბევ­რი, ბევ­რი ჭორი მსმე­ნია. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს სი­მარ­თლე აღ­მოჩ­ნდა... "

იმის გახ­სე­ნე­ბი­სას, თუ რო­გო­რი იყო ჯექ­სო­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალს მიღ­მა, ბა­ტენ­მა თქვა, რომ ის "ას­ხი­ვებ­და" და "ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი" იყო.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"პოპის მეფის სტატუსმა მისი ცხოვრება ციხეს დაამსგავსა" - მაიკლ ჯექსონის გიტარისტი ლეგენდარულ მომღერალს იხსენებს

"პოპის მეფის სტატუსმა მისი ცხოვრება ციხეს დაამსგავსა" - მაიკლ ჯექსონის გიტარისტი ლეგენდარულ მომღერალს იხსენებს

გიტარისტი, რომელიც მაიკლ ჯექსონთან ერთად სცენაზე ათი წლის განმავლობაში გამოდიოდა, ამბობს, რომ "პოპის მეფის სტატუსმა ჯექსონის ცხოვრება ციხეს დაამსგავსა".

ჯენიფერ ბატენის თქმით, სუპერვარსკვლავის ცხოვრება ტკივილით იყო სავსე.

მომღერალი ზუსტად 15 წლის წინ გარდაიცვალა.

ნიჭიერმა მუსიკოსმა ბატენმა ჯექსონის სამივე მსოფლიო ტურნეში მიიღო მონაწილეობა და მის გვერდით 1987-დან 1997 წლამდე უკრავდა. ის 100-ზე მეტი გიტარისტიდან შეირჩა, რომელთაც ჯექსონის ბენდში დაკვრა სურდათ.

ჯექსონის გარდაცვალებიდან 15 წლის თავზე, ბატენი ჯექსონზე გულახდილად საუბრობს.

მან The Sun-ს განუცხადა, რომ უზარმაზარი ქონებისა და ერთგული ფანების ლეგიონის მიუხედავად, ვარსკვლავს უჭირდა იმ სირთულეებთან გამკლავება, რაც პოპულარობამ მოუტანა.

"მგონია, გარეშე ადამიანები ფიქრობენ, რომ ვინც ასეთი პოპულარულია, აუცილებლად ბედნიერი უნდა იყოს. მაგრამ ეს ციხე იყო, რადგან ყოველთვის, როცა მას წიგნის მაღაზიაში შესვლა ან კინოში წასვლა სურდა, ექვსი დაცვის თანამშრომელი მიჰყვებოდა. მას არ ჰქონდა თავისუფლება, უბრალოდ, წასულიყო იქ, სადაც და როცა მოესურვებოდა. ეს ნახევრად პოპულარობა, ნახევრად კი - ტკივილი იყო. მაიკლი შემოქმედებითი ტორნადო იყო".

ჯექსონმა მსოფლიო სცენის ცენტრში ოთხი ათწლეული გაატარა. მომღერალმა მოიპოვა 15 გრემი, ექვსი Brit ჯილდო და ერთი ოქროს გლობუსი.

ცნობილია, რომ 1993 წელს მას ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდება წაუყენეს. საქმე საქალაქო სასამართლოს გარეთ, მორიგებით დასრულდა - თუმცა, 2005 წელს სამი შვილის მამას ბავშვებზე სექსუალური ძალადობის კიდევ უფრო მძიმე ბრალდებები დასდეს.

საქმეზე FBI-მ დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მტკიცებულება ვერ მოიპოვა და ჯექსონი გაამართლეს.

ბატენის აზრით, ეს ყველაფერი სისულელე იყო.

"ყველა ჟურნალის ყდაზე ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სულ ეს იყო გამოტანილი. ეს ყველაფერი ძალიან ბნელი და სამწუხარო ამბავია. საბოლოოდ კი, მაიკლი უდანაშაულოდ ცნეს".

2009 წლის მარტში ჯექსონმა ფანები გააოცა განცხადებით, რომ ათწლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე კვლავ დაბრუნდებოდა. თუმცა, დაგეგმილ ტურნემდე სამ კვირაზე ნაკლებ დროში ზედოზირებით გარდაიცვალა.

ბატენი ლოს-ანჯელესში მანქანას მართავდა, როდესაც მეგობარმა დაურეკა და ეს ამბავი აცნობა, რომელმაც შემდეგ მთელი მსოფლიო შეძრა.

"თავიდან არ დავიჯერე, რადგან წლების განმავლობაში მის შესახებ ბევრი, ბევრი ჭორი მსმენია. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სიმართლე აღმოჩნდა... "

იმის გახსენებისას, თუ როგორი იყო ჯექსონი საზოგადოების თვალს მიღმა, ბატენმა თქვა, რომ ის "ასხივებდა" და "ძალიან მეგობრული" იყო.

წყარო