"სალომე ზურაბიშვილს არანაირი რეიტინგი არ აქვს, მას აქვს უბრალოდ, პოლიტიკაში ყოფნის ამბიცია, ამპარტავნობას დავარქმევ - ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს სალომე ზურაბიშვილის ურეიტინგო თავი "ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
"სალომე ზურაბიშვილს არანაირი რეიტინგი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. მას აქვს უბრალოდ, პოლიტიკაში ყოფნის ამბიცია, ამპარტავნობას დავარქმევ. მისი პოლიტიკურ ამბიცია ვერანაირად ვერ არის მხარდაჭერილი ქართველი ხალხის მიერ და ვერც იქნება. პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ მე ვარ ხალხთან, მაგრამ ხალხის ზემოთ, ჩემთვის იქ არის დამთავრებული ყველაფერი.
ქართველი ხალხის მაღლა დგომა უნდათ ამ ადამიანებს, რომლებსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ მისცემს საშუალებას. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს სალომე ზურაბიშვილის ურეიტინგო თავი "ნაციონალურ მოძრაობას" და "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი წარსული, სისხლიანი ხელ-ფეხი და ის მომავალი, რომელიც ამ პარტიას აქვს, მშვიდობაში მოახმაროს ასევე ნულოვანი რეიტინგის მქონე ქალბატონ ზურაბიშვილს," - განაცხადა ღუდუშაურმა.