ავტორი:

"მადლობა "ბაწას" იმიერში და ჩვენს "ჭელოს" წარმატებები ცხოვრებაში, ბევრი "ქოჩორა" აღეზარდოს საქართველოსთვის!" -  გიორგი ქოჩორაშვილის მამა

"მადლობა "ბაწას" იმიერში და ჩვენს "ჭელოს" წარმატებები ცხოვრებაში, ბევრი "ქოჩორა" აღეზარდოს საქართველოსთვის!" -  გიორგი ქოჩორაშვილის მამა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის" მამა როინ ქოჩორაშვილი "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს, რომელშიც "ქოჩორას" პირველ მწვრთნელებს მადლობას უხდის.

"ხვალ იმედია მოვიგებთ! რა ანგარიშითაც არ უნდა დამთავრდეს საქართველო vs პორტუგალიის თამაში, გოჩა ბაწაშვილი იმ ქვეყნად და გიორგი ჭელიძე (დიდხანს აცოცხლოს უფალმა) ამ ქვეყნად იამაყებენ. მათ "ქოჩორას" ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით! გულშემატკივართა უფროს თაობას კარგად ემახსოვრება გოჩა ბაწაშვილის ("ბაწა") განვლილი საფეხბურთო ცხოვრება, "დინამოს" ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელიც მაშინდელი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების გამორჩეული წევრი იყო!

გიორგი ჭელიძეს დღევანდელ საფეხბურთო წრეებში ყველა იცნობს, ძალიან მაგარი მწვრთნელი და უმაგრესი ადამიანი!

მადლობა "ბაწას" იმიერში და ჩვენს "ჭელოს" წარმატებები ცხოვრებაში, ბევრი "ქოჩორა" აღეზარდოს საქართველოსთვის!", - წერს როინ ქოჩორაშვილი.