პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

12

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 22:12-ზე, მთვარე ვერძში გადავა 14:31-ზე – კარგია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. დალიეთ მეტი წყალი. მიირთვით ნაკლები შოკოლადი, ყავა და შაქარი. არ არის მიზანშეწონილი ხელშეკრულებების გაფორმება, ხელშეკრულებების დადება ან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. გაუფრთხილდით ხერხემალს. ხორცის გარდა ყველაფრის ჭამა შეიძლება. მთავარია, რომ საკვები უნდა იყოს ახალი.
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
26-28 ივლისს შავი ზღვის ჯაზფესტივალზე მსმენელის წინაშე მსოფლიო ვარსკვლავები წარსდგებიან - ინტერვიუ თანაორგანიზატორ კახა კანდელაკთან
26-28 ივლისს შავი ზღვის ჯაზფესტივალზე მსმენელის წინაშე მსოფლიო ვარსკვლავები წარსდგებიან - ინტერვიუ თანაორგანიზატორ კახა კანდელაკთან

26-28 ივ­ლისს ბა­თუ­მი მუ­სი­კის მოყ­ვა­რულ­თა მი­ზი­დუ­ლო­ბის წერ­ტი­ლად იქ­ცე­ვა. ქა­ლა­ქი მეჩ­ვიდ­მე­ტედ მას­პინ­ძლობს შავი ზღვის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალს, ამ­ჯე­რად თა­ვის ტრა­დი­ცი­ულ ად­გილ­ზე - ბა­თუ­მის კორ­ტე­ბის სცე­ნა­ზე, სა­დაც თავს ასო­ბით მსმე­ნე­ლი მო­იყ­რის.

2024 წლის შავი ზღვის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ისე­თი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: 11 გრე­მის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი მუ­სი­კო­სი ფი­ლიპ ლა­სი­ტე­რი თა­ვი­სი თერ­თმეტ­კა­ცი­ა­ნი ბენ­დით, ვირ­ტუ­ო­ზი დრა­მე­რი ჯოჯო მა­ი­ე­რი და მუ­სი­კის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ოჯა­ხი - The Jacksons!

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აჭა­რის რე­გი­ო­ნის სტუმ­რებს, რო­გორც ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ღა­მო­ებს ჰპირ­დე­ბი­ან. ამას­თან, ტრა­დი­ცია წელ­საც არ და­ირ­ღვე­ვა და ჯაზ­მა­ტა­რე­ბე­ლი თბი­ლი­სი­დან ბა­თუ­მის­კენ მუ­სი­კის ჰან­გებ­ში მხი­ა­რუ­ლი გან­წყო­ბით ამ­გზავ­რებს ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს. ყო­ვე­ლი დღის ბო­ლოს კი ვარ­სკვლა­ვუ­რი ჯემ­სე­ი­შე­ნი გა­ი­მარ­თე­ბა ივე­რია ბიჩ­ზე.

ბა­თუ­მის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, „ის­თერნ პრო­მო­უ­შენ­სის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, კახა კან­დე­ლა­კი წლე­ვან­დე­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს:

რით იქ­ნე­ბა წლე­ვან­დე­ლი ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი და რა სი­ურპრი­ზე­ბი ელო­დე­ბა მსმე­ნელს?

თი­თო­ე­უ­ლი ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლი ყო­ველ წელს ერ­თმა­ნე­თის­გან არ­ტის­ტე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით გან­სხვავ­დე­ბა. წელ­საც მსმე­ნელს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ელო­დე­ბა: გვე­ყო­ლე­ბა რო­გორც ლე­გენ­დე­ბი, ისე ახა­ლი თა­ო­ბის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი.

ეს ფეს­ტი­ვა­ლი არის ყვე­ლა თა­ო­ბის მსმე­ნე­ლის გე­მოვ­ნე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი - წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ ცხად­ყო, რომ მას­ზე და­სას­წრე­ბად ოჯა­ხე­ბით მო­დი­ან ხოლ­მე. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ბა­თუ­მის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად იქცა, იმ­დე­ნად დიდი ლე­გენ­დე­ბი არი­ან მის ფარ­გლებ­ში ჩა­მო­სუ­ლე­ბი.

წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მარ­თლაც მა­ღა­ლია. რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი ბა­თუმ­ში სტუმ­რო­ბა და რო­გორ მოხ­და მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

შავი ზღვის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლი მსოფ­ლი­ო­ში საკ­მა­ოდ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. ის ევ­რო­პის მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე ელი­ტა­რუ­ლი ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის სი­ა­შია, რაც, რა თქმა უნდა, აღი­ა­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ინ­ტე­რეს­საც იწ­ვევს. შე­სა­ბა­მი­სად, დიდი არ­ტის­ტე­ბი ევ­რო­პუ­ლი ტუ­რე­ბის და­გეგ­მვი­სას უკვე თა­ვად გვთა­ვა­ზო­ბენ სა­კუ­თარ თავს, როცა წლე­ბის წინ პი­რი­ქით იყო, სა­ნამ გარ­კვე­ულ ნდო­ბა­სა და ავ­ტო­რი­ტეტს მო­ვი­პო­ვებ­დით.

რაც შე­ე­ხე­ბა წლე­ვან­დელ არ­ტის­ტებს, ჰედ­ლა­ი­ნე­რი იქ­ნე­ბა The Jacksons, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე ბოლო დღეს წარ­სდგე­ბა. მოკ­ლედ შე­გახ­სე­ნებთ ამ ლე­გენ­და­რუ­ლი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ას: ამ­ჟა­მად ჯგუფ­ში 3 ძმა - მარ­ლონ, ჯეკ და ტიტო ჯექ­სო­ნე­ბი არი­ან. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ შო­რის იყო ლე­გენ­და­რუ­ლი მა­იკლ ჯექ­სო­ნიც, რო­მელ­მაც შემ­დეგ სოლო კა­რი­ე­რით უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია და პო­პის მეფე გახ­და. წელს მათ აქვთ 50 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო მსოფ­ლიო ტურ­ნე, რო­მელ­შიც ევ­რო­პა და, რა თქმა უნდა, ბა­თუ­მიც შე­დის. 28 ივ­ლისს, კორ­ტებ­ზე ვე­ლო­დე­ბით მსმე­ნელს და ვპირ­დე­ბით, რომ ეს დღე მათ­თვის და­უ­ვი­წყა­რი იქ­ნე­ბა, რად­გან შე­ას­რუ­ლე­ბენ ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ ჰი­ტებს, მათ შო­რის მა­იკლ ჯექ­სონ­თან ერ­თად და­წე­რილს და ექ­ნე­ბათ შთამ­ბეჭ­და­ვი შოუ, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც უნდა გქონ­დეს ნა­ნა­ხი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2025 წელს გა­მო­ვა მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი ჯექ­სო­ნე­ბის ოჯახ­ზე, სა­დაც მათ რო­ლებს ძა­ლი­ან დიდი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი ას­რუ­ლე­ბენ. ამ­დე­ნად, მსმე­ნე­ლის­თვის ორ­მა­გად სა­ინ­ტე­რე­სოა ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში The Jacksons-ის სტუმ­რო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯოჯო მა­ი­ერს, ის გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია რო­გორც ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის, ისე ჯა­ზის მსმე­ნე­ლებ­ში. ჯოჯო მა­ი­ე­რი წარ­მო­შო­ბით შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ვირ­ტუ­ო­ზი დრა­მე­რია. მისი პრო­ექ­ტი NERVE, რო­მე­ლიც ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კი­სა და ჯა­ზის ნა­ზა­ვია, უამ­რავ­მა მსმე­ნელ­მა აღი­ა­რა და შე­იყ­ვა­რა. ცოტა ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ამ მუ­სი­კას ცო­ცხლად ას­რუ­ლე­ბენ, იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი მო­სას­მე­ნია. ვფიქ­რობ, მა­გა­ლი­თად The Prodigy-ს მსმე­ნე­ლის­თვის ეს მუ­სი­კა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. ჯოჯო მა­ი­ე­რი და მისი ბენ­დი აშშ-ის ტურს მოვ­წყვი­ტეთ, შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­პის მას­შტა­ბით მხო­ლოდ ბა­თუმ­ში ჩა­მოვ­ლენ და შემ­დეგ უკან დაბ­რუნ­დე­ბი­ან. ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი მსმე­ნე­ლი ჰყავთ და სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის ეს­ტუმ­რე­ბი­ან ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალს.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე და ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შემ­სრუ­ლე­ბელს, ეს არის 11 გრე­მის მფლო­ბე­ლი ფი­ლიპ ლა­სი­ტე­რი, მულ­ტი ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო პრინ­ცის ბენ­დის წევ­რი და არა მარ­ტო წევ­რი, არა­მედ ჩა­სა­ბე­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის არან­ჟი­რე­ბის ავ­ტო­რიც. მას ძა­ლი­ან დიდი ბენ­დი მოჰ­ყავს ბა­თუმ­ში და 26 ივ­ლისს გახ­სნის ფეს­ტი­ვალს. ეს თა­ნა­მედ­რო­ვე ფან­კი­სა და დის­კოს სტი­ლია, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯემ­სე­ი­შენს, რო­მე­ლიც ფეს­ტი­ვა­ლის ტრა­დი­ცი­ად იქცა. რა ელო­დე­ბა წელს მსმე­ნელს?

ჯემ­სე­ი­შე­ნი ეს არის და­უ­გეგ­მა­ვი კონ­ცერ­ტე­ბი სცე­ნა­ზე, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სულ მუ­სი­კო­სებს აერ­თი­ა­ნებს. ისი­ნი პირ­ვე­ლად სწო­რედ აქ ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და ჯა­ზი­სა და იმპრო­ვი­ზა­ცი­ის გარ­შე­მო ერ­თი­ან­დე­ბი­ან, რაც მსმე­ნელ­ზე სა­ო­ცარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს ხოლ­მე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯემ­სე­ი­შე­ნი მხო­ლოდ ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია და არ­ცერთ სხვა მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალს არ ახ­ლავს, ამი­ტო­მაც მას მუ­სი­კო­სე­ბი სი­ხა­რუ­ლით უერ­თდე­ბი­ან.

ტრა­დი­ცი­უ­ლად ჯემ­სე­ი­შე­ნი ჩა­ტარ­დე­ბა „ივე­რია ბიჩ­ზე“, სა­დაც მო­წყო­ბი­ლია დიდი სცე­ნა. სა­ღა­მოს გახ­სნის ნი­დერ­ლან­დუ­რი ბრენ­დი, შემ­დეგ მათ შე­უ­ერ­თდე­ბა ქარ­თვე­ლი საქ­სო­ფო­ნის­ტი, ამე­რი­კე­ლი გი­ტა­რის­ტი და ა.შ. ეს სა­ღა­მო­ე­ბი ყო­ველ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო და ემო­ცი­ე­ბით სავ­სეა ხოლ­მე, ყვე­ლა მუ­სი­კის ენა­ზე სა­უბ­რობს და სა­ოც­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი ატ­მოს­ფე­როა შექ­მნი­ლი, ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტო­მაც ტარ­დე­ბა ყო­ველ­თვის სრუ­ლი ანშლა­გით.

მგო­ნი, ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის დღე­ე­ბი სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია ბა­თუმ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად.

რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის პე­რი­ოდ­ში ბა­თუმ­ში სტუმ­რო­ბა სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად აქ­ცევს ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ეს სე­რია ქა­ლაქს ევ­რო­პე­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშიც?

ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და სნუპ დოგი, ლო­რენ ჰილი, რო­ბერტ პლან­ტი, „აე­როს­მი­ტი“ და ასე­თი დიდი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბით სარ­გებ­ლობს. თი­თო­ე­უ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბა­თუმ­ში სტუმ­რო­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ო­ებ­სა და ფო­ტო­ებს, სა­დაც აუ­დი­ტო­რი­ას სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მი­ლი­ო­ნო­ბით მსმე­ნე­ლის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ექ­ცე­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო მე­ტად ენ­დო­ბა ხოლ­მე თა­ვი­ანთ საყ­ვა­რელ არ­ტის­ტებს, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კო­სებს, შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სიც იზ­რდე­ბა.

რო­დე­საც ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბა და­ვი­წყეთ, ბა­თუმ­ში არ­ცერ­თი ბრენ­დუ­ლი სას­ტუმ­რო არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, არც სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი გვქონ­და. ნელ-ნელა, როცა ეს ყვე­ლა­ფე­რიც გაჩ­ნდა და დიდი მუ­სი­კო­სე­ბიც მო­ვიწ­ვი­ეთ, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე უცხო­ე­ლი მსმე­ნე­ლის ინ­ტე­რე­სიც გა­ი­ზარ­და.

ზო­გა­დად, ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუ­მის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია ხოლ­მე, რაც სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვებ­ზეც შე­იმ­ჩნე­ვა. სა­ხელ­მწი­ფოც უკვე ბევ­რი წე­ლია გვერ­დით უდ­გას ამ პრო­ექტს, ისე­ვე რო­გორც ბიზ­ნეს სექ­ტო­რი. ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ძა­ლი­ან კარ­გი მა­გა­ლი­თია. ქა­ლა­ქი თა­ვი­სას იგებს, სპონ­სო­რე­ბი თა­ვი­სას და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, ყო­ველ წელს ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­მოგ­ვთა­ვა­ზონ.

შავი ზღვის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის წარმდგე­ნია „თი­ბი­სი კონ­ცეპ­ტი“.

• ტრა­დი­ცი­უ­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო, აჭა­რის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, ბა­თუ­მის მე­რია.

• ოფი­ცი­ა­ლუ­რი სპონ­სო­რი: Visa;

• სპონ­სო­რე­ბი: „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი ბა­თუ­მი“, „ისი პარი“;

• მას­პინ­ძე­ლი: სას­ტუმ­რო „ჰილ­ტო­ნი“, „ივე­რია ბიჩი“ რეს­ტო­რა­ნი „პორ­ტო ფრან­კო“ და კაფე „პრი­ვეტ იზ ბა­ტუ­მა“;

• სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­და­ჭე­რა: „იმე­დი TV“, „რა­დიო ფორ­ტუნ“ა, ინ­ტერ­ნეტ ჟურ­ნა­ლი Marketer.ge, პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი, ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა „ბა­თუ­მე­ლე­ბი“, სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო „ალმა“;

• ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნია „ის­თერნ პრო­მო­უ­შენ­სი“

ბი­ლე­თე­ბი გა­ი­ყი­დე­ბა www.tkt.ge-ზე.

ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვის და­წყე­ბი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ „თი­ბი­სი კონ­ცეპ­ტის“ Visa ბა­რა­თის მფლო­ბე­ლებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ი­ძი­ნონ ბი­ლე­თე­ბი 25%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით. წი­ნას­წა­რი გა­ყიდ­ვის შემ­დეგ, „თი­ბი­სი კონ­ცეპ­ტის“ Visa ბა­რათ­ზე გავ­რცელ­დე­ბა 20%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა, თი­ბი­სი Visa ბა­რათ­ზე კი 15%-იანი.

შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის სა­ნა­ხა­ვად მიჰ­ყე­ვით ბმულს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დამანგრეველი მიწისძვრის მომენტში გადაღებული კადრები - თურქეთში, ძლიერი ბიძგების შედეგად, 20-მდე შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი
ავტორი:

26-28 ივლისს შავი ზღვის ჯაზფესტივალზე მსმენელის წინაშე მსოფლიო ვარსკვლავები წარსდგებიან - ინტერვიუ თანაორგანიზატორ კახა კანდელაკთან

26-28 ივლისს შავი ზღვის ჯაზფესტივალზე მსმენელის წინაშე მსოფლიო ვარსკვლავები წარსდგებიან - ინტერვიუ თანაორგანიზატორ კახა კანდელაკთან

26-28 ივლისს ბათუმი მუსიკის მოყვარულთა მიზიდულობის წერტილად იქცევა. ქალაქი მეჩვიდმეტედ მასპინძლობს შავი ზღვის ჯაზფესტივალს, ამჯერად თავის ტრადიციულ ადგილზე - ბათუმის კორტების სცენაზე, სადაც თავს ასობით მსმენელი მოიყრის.

2024 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან: 11 გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი ფილიპ ლასიტერი თავისი თერთმეტკაციანი ბენდით, ვირტუოზი დრამერი ჯოჯო მაიერი და მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ოჯახი - The Jacksons!

ფესტივალის ორგანიზატორები აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის განსაკუთრებულ საღამოებს ჰპირდებიან. ამასთან, ტრადიცია წელსაც არ დაირღვევა და ჯაზმატარებელი თბილისიდან ბათუმისკენ მუსიკის ჰანგებში მხიარული განწყობით ამგზავრებს ფესტივალის სტუმრებს. ყოველი დღის ბოლოს კი ვარსკვლავური ჯემსეიშენი გაიმართება ივერია ბიჩზე.

ბათუმის ჯაზფესტივალის ორგანიზატორის, „ისთერნ პრომოუშენსის“ თანადამფუძნებელი, კახა კანდელაკი წლევანდელი სიახლეების შესახებ დეტალურად საუბრობს:

რით იქნება წლევანდელი ჯაზფესტივალი გამორჩეული და რა სიურპრიზები ელოდება მსმენელს?

თითოეული ჯაზფესტივალი ყოველ წელს ერთმანეთისგან არტისტების შემადგენლობით განსხვავდება. წელსაც მსმენელს აბსოლუტურად განსხვავებული გამოცდილება ელოდება: გვეყოლება როგორც ლეგენდები, ისე ახალი თაობის ამომავალი ვარსკვლავები.

ეს ფესტივალი არის ყველა თაობის მსმენელის გემოვნებაზე მორგებული - წლების გამოცდილებამ ცხადყო, რომ მასზე დასასწრებად ოჯახებით მოდიან ხოლმე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჯაზფესტივალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბათუმის სავიზიტო ბარათად იქცა, იმდენად დიდი ლეგენდები არიან მის ფარგლებში ჩამოსულები.

წლევანდელი ფესტივალის შემსრულებლების მიმართ ინტერესი მართლაც მაღალია. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ბათუმში სტუმრობა და როგორ მოხდა მათთან მოლაპარაკება მონაწილეობასთან დაკავშირებით?

შავი ზღვის ჯაზფესტივალი მსოფლიოში საკმაოდ ავტორიტეტულად მიიჩნევა. ის ევროპის მასშტაბით ყველაზე ელიტარული ჯაზფესტივალების სიაშია, რაც, რა თქმა უნდა, აღიარებული მუსიკალური შემსრულებლების ინტერესსაც იწვევს. შესაბამისად, დიდი არტისტები ევროპული ტურების დაგეგმვისას უკვე თავად გვთავაზობენ საკუთარ თავს, როცა წლების წინ პირიქით იყო, სანამ გარკვეულ ნდობასა და ავტორიტეტს მოვიპოვებდით.

რაც შეეხება წლევანდელ არტისტებს, ჰედლაინერი იქნება The Jacksons, რომელიც სცენაზე ბოლო დღეს წარსდგება. მოკლედ შეგახსენებთ ამ ლეგენდარული ოჯახის ისტორიას: ამჟამად ჯგუფში 3 ძმა - მარლონ, ჯეკ და ტიტო ჯექსონები არიან. წლების განმავლობაში მათ შორის იყო ლეგენდარული მაიკლ ჯექსონიც, რომელმაც შემდეგ სოლო კარიერით უდიდეს წარმატებას მიაღწია და პოპის მეფე გახდა. წელს მათ აქვთ 50 წლის საიუბილეო მსოფლიო ტურნე, რომელშიც ევროპა და, რა თქმა უნდა, ბათუმიც შედის. 28 ივლისს, კორტებზე ველოდებით მსმენელს და ვპირდებით, რომ ეს დღე მათთვის დაუვიწყარი იქნება, რადგან შეასრულებენ ყველასთვის საყვარელ ჰიტებს, მათ შორის მაიკლ ჯექსონთან ერთად დაწერილს და ექნებათ შთამბეჭდავი შოუ, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გქონდეს ნანახი.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს გამოვა მხატვრული ფილმი ჯექსონების ოჯახზე, სადაც მათ როლებს ძალიან დიდი ჰოლივუდის ვარსკვლავები ასრულებენ. ამდენად, მსმენელისთვის ორმაგად საინტერესოა ჯაზფესტივალის ფარგლებში The Jacksons-ის სტუმრობა.

რაც შეეხება ჯოჯო მაიერს, ის განსაკუთრებით პოპულარულია როგორც ელექტრონული მუსიკის, ისე ჯაზის მსმენელებში. ჯოჯო მაიერი წარმოშობით შვეიცარიელი ვირტუოზი დრამერია. მისი პროექტი NERVE, რომელიც ელექტრონული მუსიკისა და ჯაზის ნაზავია, უამრავმა მსმენელმა აღიარა და შეიყვარა. ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ მუსიკას ცოცხლად ასრულებენ, იმდენად შთამბეჭდავი მოსასმენია. ვფიქრობ, მაგალითად The Prodigy-ს მსმენელისთვის ეს მუსიკა ძალიან საინტერესო იქნება. ჯოჯო მაიერი და მისი ბენდი აშშ-ის ტურს მოვწყვიტეთ, შესაბამისად, ევროპის მასშტაბით მხოლოდ ბათუმში ჩამოვლენ და შემდეგ უკან დაბრუნდებიან. ვიცით, რომ საქართველოში ბევრი მსმენელი ჰყავთ და სპეციალურად მათთვის ესტუმრებიან ჯაზფესტივალს.

რაც შეეხება მესამე და ასევე ძალიან საინტერესო შემსრულებელს, ეს არის 11 გრემის მფლობელი ფილიპ ლასიტერი, მულტი ინსტრუმენტალისტი, რომელიც წლების განმავლობაში იყო პრინცის ბენდის წევრი და არა მარტო წევრი, არამედ ჩასაბერი ინსტრუმენტების არანჟირების ავტორიც. მას ძალიან დიდი ბენდი მოჰყავს ბათუმში და 26 ივლისს გახსნის ფესტივალს. ეს თანამედროვე ფანკისა და დისკოს სტილია, რაც ასევე ძალიან გამორჩეული და საინტერესოა.

რაც შეეხება ჯემსეიშენს, რომელიც ფესტივალის ტრადიციად იქცა. რა ელოდება წელს მსმენელს?

ჯემსეიშენი ეს არის დაუგეგმავი კონცერტები სცენაზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მუსიკოსებს აერთიანებს. ისინი პირველად სწორედ აქ ხვდებიან ერთმანეთს და ჯაზისა და იმპროვიზაციის გარშემო ერთიანდებიან, რაც მსმენელზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს ხოლმე.

აღსანიშნავია, რომ ჯემსეიშენი მხოლოდ ჯაზფესტივალის შემადგენელი ნაწილია და არცერთ სხვა მუსიკალურ ფესტივალს არ ახლავს, ამიტომაც მას მუსიკოსები სიხარულით უერთდებიან.

ტრადიციულად ჯემსეიშენი ჩატარდება „ივერია ბიჩზე“, სადაც მოწყობილია დიდი სცენა. საღამოს გახსნის ნიდერლანდური ბრენდი, შემდეგ მათ შეუერთდება ქართველი საქსოფონისტი, ამერიკელი გიტარისტი და ა.შ. ეს საღამოები ყოველთვის სასიამოვნო და ემოციებით სავსეა ხოლმე, ყველა მუსიკის ენაზე საუბრობს და საოცრად თავისუფალი ატმოსფეროა შექმნილი, ალბათ სწორედ ამიტომაც ტარდება ყოველთვის სრული ანშლაგით.

მგონი, ჯაზფესტივალის დღეები საუკეთესო პერიოდია ბათუმში დასასვენებლად.

როგორც აღნიშნეთ, ჯაზფესტივალის პერიოდში ბათუმში სტუმრობა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. როგორ ფიქრობთ, რამდენად აქცევს ღონისძიებათა ეს სერია ქალაქს ევროპელი დამსვენებლების ყურადღების ცენტრშიც?

ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სნუპ დოგი, ლორენ ჰილი, რობერტ პლანტი, „აეროსმიტი“ და ასეთი დიდი შემსრულებლები, როგორც აღვნიშნე, უკვე საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს. თითოეული შემსრულებელი ბათუმში სტუმრობის შემდეგ სოციალურ ქსელებში აქვეყნებს ვიდეოებსა და ფოტოებს, სადაც აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა მილიონობით მსმენელის ყურადღების ცენტრში ექცევა.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოება უფრო მეტად ენდობა ხოლმე თავიანთ საყვარელ არტისტებს, ვიდრე პოლიტიკოსებს, შესაბამისად, ქვეყნის მიმართ ინტერესიც იზრდება.

როდესაც ფესტივალის ჩატარება დავიწყეთ, ბათუმში არცერთი ბრენდული სასტუმრო არ ფუნქციონირებდა, არც საერთაშორისო აეროპორტი გვქონდა. ნელ-ნელა, როცა ეს ყველაფერიც გაჩნდა და დიდი მუსიკოსებიც მოვიწვიეთ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მსმენელის ინტერესიც გაიზარდა.

ზოგადად, ჯაზფესტივალის განმავლობაში ბათუმის მიმართ ყურადღება განსაკუთრებით მაღალია ხოლმე, რაც საცალო გაყიდვებზეც შეიმჩნევა. სახელმწიფოც უკვე ბევრი წელია გვერდით უდგას ამ პროექტს, ისევე როგორც ბიზნეს სექტორი. ეს თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია. ქალაქი თავისას იგებს, სპონსორები თავისას და ორგანიზატორებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველ წელს ასეთი საინტერესო ღონისძიება შემოგვთავაზონ.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის წარმდგენია „თიბისი კონცეპტი“.

• ტრადიციული მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის მერია.

• ოფიციალური სპონსორი: Visa;

• სპონსორები: „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“, „ისი პარი“;

• მასპინძელი: სასტუმრო „ჰილტონი“, „ივერია ბიჩი“ რესტორანი „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“;

• საინფორმაციო მხარდაჭერა: „იმედი TV“, „რადიო ფორტუნ“ა, ინტერნეტ ჟურნალი Marketer.ge, პალიტრა მედია ჰოლდინგი, ონლაინ გამოცემა „ბათუმელები“, სარეკლამო სააგენტო „ალმა“;

• ორგანიზატორი კომპანია „ისთერნ პრომოუშენსი“

ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე.

ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში, მხოლოდ „თიბისი კონცეპტის“ Visa ბარათის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით. წინასწარი გაყიდვის შემდეგ, „თიბისი კონცეპტის“ Visa ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, თიბისი Visa ბარათზე კი 15%-იანი.

შეთავაზებების სანახავად მიჰყევით ბმულს.

R