სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ" - კალაძე
"ძალიან დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ" -  კალაძე

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმ ჟი­ნით, სუ­ლის­კვე­თე­ბი­თა და მონ­დო­მე­ბით, რაც პირ­ველ ორ თა­მაშ­ზე აჩ­ვე­ნა ჩვენ­მა ნაკ­რებ­მა, შე­საძ­ლე­ბე­ლია პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ", - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო მი­მარ­თვი­სას ისა­უბ­რა.

კახა კა­ლა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე შან­სე­ბი ჯერ კი­დევ აქვს.

მან ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებს 26 ივ­ნისს, პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რებ­თან გა­სა­მართ შეხ­ვედ­რა­ში წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა.

"მინ­და შე­ვე­ხო ჩე­ხეთ­თან თა­მაშს, ფრეს და პირ­ველ მო­პო­ვე­ბულ ქუ­ლას, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ვუ­ლო­ცავ ყვე­ლას, ფეხ­ბურ­თე­ლებს, გულ­შე­მატ­კი­ვარს. ძა­ლი­ან დიდი შან­სი გვქონ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო წუთ­ზე, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა მოგ­ვე­გო, სამი ქულა აგ­ვე­ღო. თუმ­ცა, სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ არის ფეხ­ბურ­თი სა­ინ­ტე­რე­სო. ჯგუ­ფი­დან გას­ვლის შან­სი ჯერ კი­დევ გვაქვს.

26 ივ­ნისს, ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ნაკ­რებს ვე­თა­მა­შე­ბით, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში დღეს ყვე­ლას­თან შე­იძ­ლე­ბა და წარ­მა­ტე­ბას ნე­ბის­მი­ერ გუნდთან შე­იძ­ლე­ბა მი­აღ­წიო. ამი­ტომ ჩვენს ბი­ჭებს მინ­და გა­მარ­ჯვე­ბა ვუ­სურ­ვო. ეს შეხ­ვედ­რა არ იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმ ჟი­ნით, სუ­ლის­კვე­თე­ბი­თა და მონ­დო­მე­ბით, რაც პირ­ველ ორ თა­მაშ­ზე აჩ­ვე­ნა ჩვენ­მა ნაკ­რებ­მა, შე­საძ­ლე­ბე­ლია პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ამას­თან, თბი­ლი­სის მერი შე­ე­ხო ბოლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ მო­საზ­რე­ბებს, თით­ქოს, ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში კონ­კრე­ტუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის თა­მაშს თა­ვად წყვეტს და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არის სრუ­ლი აბ­სურ­დი.

"მინ­და ერთ სი­ბინ­ძუ­რე­ზე პა­ტა­რა კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო. არ მინ­და ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნო. ვინც ფეხ­ბურთში ერ­კვე­ვა, ეს მათ არ ეხე­ბათ. თუმ­ცა, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ფეხ­ბურთში სა­ერ­თოდ ვერ ერ­კვე­ვი­ან, გა­გე­ბა­ში არ არი­ან, სწო­რედ მათ­თვის ვამ­ბობ. ძა­ლი­ან დიდი აბ­სურ­დია, თით­ქოს მე ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძეს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში არ ვა­თა­მა­შებ. ჩვენ ვნა­ხეთ ვინ წერს მსგავს კო­მენ­ტა­რებს, გა­ვა­კე­თეთ ანა­ლი­ზი და 99% ვინც ამას წერს, არი­ან ისი­ნი, ვინც "გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონს“ აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა ასე­თი სი­ბინ­ძუ­რე გა­ი­ფიქ­რო? ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ამას იკად­რებ­დნენ. ამა­ზე უა­რე­სებ­საც აკე­თებ­დნენ, 2012 წლამ­დე. რო­გორც "გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნო­ნი“ იყო რუ­სუ­ლი, ისე ვა­ყე­ნებ მე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას და ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ვინ ითა­მა­შოს და ვინ არა. ეს არის ძა­ლი­ან დიდი სი­სუ­ლე­ლე“, - აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

კახა კა­ლა­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს - მათ, ვინც შეძ­ლო გერ­მა­ნი­ა­ში ჩას­ვლა და თა­მა­შებ­ზე დას­წრე­ბა და მათ, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­დან უგულ­შე­მატ­კივ­რა ეროვ­ნულ ნაკ­რებს.

"ასე­ვე, მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ქვეყ­ნის, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბა უხა­რია. წინ კი­დევ ბევ­რი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი გვე­ლო­დე­ბა. 26-ში კი, ყვე­ლამ ერ­თად ვუ­გულ­შე­მატ­კივ­როთ ჩვენს ეროვ­ნულ ნაკ­რებს“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა ვი­დეო მი­მარ­თვი­სას.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"ძალიან დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ" - კალაძე

"ძალიან დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ" -  კალაძე

"დარწმუნებული ვარ იმ ჟინით, სულისკვეთებითა და მონდომებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, შესაძლებელია პორტუგალიასთან წარმატებას მივაღწიოთ", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შანსები ჯერ კიდევ აქვს.

მან ქართველ ფეხბურთელებს 26 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებთან გასამართ შეხვედრაში წარმატებები უსურვა.

"მინდა შევეხო ჩეხეთთან თამაშს, ფრეს და პირველ მოპოვებულ ქულას, რაც მისასალმებელია. ვულოცავ ყველას, ფეხბურთელებს, გულშემატკივარს. ძალიან დიდი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო წუთზე, რომ აღნიშნული შეხვედრა მოგვეგო, სამი ქულა აგვეღო. თუმცა, სპორტის ამ სახეობაში ყველაფერი ხდება და სწორედ ამიტომ არის ფეხბურთი საინტერესო. ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.

26 ივნისს, ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით, მაგრამ ფეხბურთის თამაში დღეს ყველასთან შეიძლება და წარმატებას ნებისმიერ გუნდთან შეიძლება მიაღწიო. ამიტომ ჩვენს ბიჭებს მინდა გამარჯვება ვუსურვო. ეს შეხვედრა არ იქნება მარტივი, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმ ჟინით, სულისკვეთებითა და მონდომებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, შესაძლებელია პორტუგალიასთან წარმატებას მივაღწიოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერი შეეხო ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოსაზრებებს, თითქოს, ეროვნულ ნაკრებში კონკრეტული ფეხბურთელების თამაშს თავად წყვეტს და აღნიშნა, რომ ეს არის სრული აბსურდი.

"მინდა ერთ სიბინძურეზე პატარა კომენტარი გავაკეთო. არ მინდა ქართველ გულშემატკივარს შეურაცხყოფა მივაყენო. ვინც ფეხბურთში ერკვევა, ეს მათ არ ეხებათ. თუმცა, ის ადამიანები, ვინც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევიან, გაგებაში არ არიან, სწორედ მათთვის ვამბობ. ძალიან დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ. ჩვენ ვნახეთ ვინ წერს მსგავს კომენტარებს, გავაკეთეთ ანალიზი და 99% ვინც ამას წერს, არიან ისინი, ვინც "გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდნენ. როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი სიბინძურე გაიფიქრო? ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, ამას იკადრებდნენ. ამაზე უარესებსაც აკეთებდნენ, 2012 წლამდე. როგორც "გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ არა. ეს არის ძალიან დიდი სისულელე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს - მათ, ვინც შეძლო გერმანიაში ჩასვლა და თამაშებზე დასწრება და მათ, ვინც საქართველოდან უგულშემატკივრა ეროვნულ ნაკრებს.

"ასევე, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქვეყნის, ჩვენი ნაკრების წარმატება უხარია. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებები გველოდება. 26-ში კი, ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს“, - განაცხადა თბილისის მერმა ვიდეო მიმართვისას.

იხილეთ ასევე: