მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მონიტორინგს გავაგრძელებთ, საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს: შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს" - რა გადაწყვიტეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე?
"მონიტორინგს გავაგრძელებთ, საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს: შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს" - რა გადაწყვიტეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე?

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­შირს აშო­რებს და თუ მთავ­რო­ბა მოქ­მე­დე­ბის კურსს არ შეც­ვლის, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე წინ ვერ წა­ი­წევს, - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ჯო­ზეფ ბო­რელ­მა, ლუქ­სემ­ბურ­გში ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ გვქონ­და აქ­ტი­უ­რი დის­კუ­სია სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. მა­ი­სის სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭოს შემ­დეგ ზე­დი­ზედ მე­ო­რედ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ, მათ შო­რის "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა. ჩვენ ვწუხ­ვართ, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტო­რე­ბი­დან ევ­რო­კავ­ში­რი­სა და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ დე­ზინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. ჩვენ ქარ­თუ­ლი ხმე­ბი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე მო­ვის­მი­ნეთ, რომ­ლე­ბიც გა­საკ­ვი­რად აცხა­დებ­დნენ, რომ ეს კა­ნო­ნი ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­შირ­თან აახ­ლო­ებს. მინ­და გარ­კვე­ვით ვთქვა: არა, არა! ეს კა­ნო­ნი და მის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირს აშო­რებს. უფრო მკა­ფიო, ლა­კო­ნი­უ­რი ვერ ვიქ­ნე­ბი, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირს აშო­რებს და ამ გან­ცხა­დე­ბას მხარს 27 წევ­რი­დან 26 უჭერს. ეს არ არის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩვენ სი­ტუ­ა­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბის­თვის ერ­თი­ა­ნო­ბა არ გვჭირ­დე­ბა. ჩვენ გვეს­მის, რომ ეს დი­ნა­მი­კა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის ნე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და მი­ნის­ტრე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ დღეს ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­შირს აშო­რებს და თუ მთავ­რო­ბა მოქ­მე­დე­ბის კურსს არ შეც­ვლის, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე წინ ვერ წა­ი­წევს. შე­მიძ­ლია ეს უფრო ხმა­მაღ­ლა ვთქვა, მაგ­რამ არა უფრო მკა­ფი­ოდ“, - გა­ნა­ცხა­და ჯო­ზეფ ბო­რელ­მა.

ჯო­ზეფ ბო­რელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დი­ის მხარ­და­ჭე­რას გაზ­რდის.

"პა­რა­ლე­ლუ­რად ჩვენ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დი­ის მხარ­და­ჭე­რას გავზრდით. ჩვენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას და­ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რას გავზრდით. მე მოქ­მე­დე­ბის ვა­რი­ან­ტე­ბის დო­კუ­მენ­ტი გა­ვავ­რცე­ლე, ჩვენ სი­ტუ­ა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინგს გა­ვაგ­რძე­ლებთ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ვი­ღებთ ზო­მებს, შე­ვამ­ცი­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან პო­ლი­ტი­კურ კონ­ტაქ­ტებს. ჩვენ მთავ­რო­ბის­თვის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­ჩე­რე­ბას და ევ­რო­პუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ფონ­დი­დან მხარ­და­ჭე­რას გან­ვი­ხი­ლავთ. ეს შე­იძ­ლე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­კეთ­დეს, მაგ­რამ ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სი­ტუ­ა­ცი­ის შეს­წავ­ლას და შემ­დგო­მი გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მეტი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას გან­ვი­ხი­ლავთ. მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ქარ­თველ ხალ­ხს და დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ, მათი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის არ­ჩე­ვანს ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ“, - აღ­ნიშ­ნა ჯო­ზეფ ბო­რელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მონიტორინგს გავაგრძელებთ, საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს: შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს" - რა გადაწყვიტეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე?

"მონიტორინგს გავაგრძელებთ, საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს: შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს" - რა გადაწყვიტეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე?

საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ გვქონდა აქტიური დისკუსია საქართველოს შესახებ. მაისის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ ზედიზედ მეორედ, საქართველოში შემაშფოთებელი პოლიტიკური მოვლენები განვიხილეთ, მათ შორის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. ჩვენ ვწუხვართ, რომ ოფიციალური აქტორებიდან ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ ქართული ხმები უმაღლეს დონეზე მოვისმინეთ, რომლებიც გასაკვირად აცხადებდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს. მინდა გარკვევით ვთქვა: არა, არა! ეს კანონი და მის ირგვლივ განვითარებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირს აშორებს. უფრო მკაფიო, ლაკონიური ვერ ვიქნები, ეს საქართველოს ევროკავშირს აშორებს და ამ განცხადებას მხარს 27 წევრიდან 26 უჭერს. ეს არ არის ერთსულოვნება, მაგრამ ჩვენ სიტუაციის პოლიტიკური შეფასებისთვის ერთიანობა არ გვჭირდება. ჩვენ გვესმის, რომ ეს დინამიკა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება და მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დღეს ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს. შემიძლია ეს უფრო ხმამაღლა ვთქვა, მაგრამ არა უფრო მკაფიოდ“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას გაზრდის.

"პარალელურად ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას გავზრდით. ჩვენ დეზინფორმაციას დავუპირისპირდებით და საარჩევნო პროცესის მხარდაჭერას გავზრდით. მე მოქმედების ვარიანტების დოკუმენტი გავავრცელე, ჩვენ სიტუაციის მონიტორინგს გავაგრძელებთ და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს, შევამცირებთ საქართველოსთან პოლიტიკურ კონტაქტებს. ჩვენ მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას და ევროპული სამშვიდობო ფონდიდან მხარდაჭერას განვიხილავთ. ეს შეიძლება დაუყოვნებლივ გაკეთდეს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის შესწავლას და შემდგომი გაუარესების შემთხვევაში მეტი ზომების მიღებას განვიხილავთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველ ხალხს და დემოკრატიისა და ევროკავშირში საქართველოს მომავლის სასარგებლოდ, მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს ჩვენ მხარს ვუჭერთ“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.