პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა: ნაპოვნია უძველესი ჩაძირული გემი - რას ამბობენ მეცნიერები?
უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა: ნაპოვნია უძველესი ჩაძირული გემი - რას ამბობენ მეცნიერები?

მეც­ნი­ე­რებ­მა ხმელ­თა­შუა ზღვა­ში მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი ჩა­ძი­რუ­ლი გე­მის ფრაგ­მენ­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მსგავ­სი აღ­მო­ჩე­ნა ბო­ლოს 1984 წელს მოხ­და. მას შემ­დეგ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­ცერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა არ გა­კე­თე­ბუ­ლა.

ის­რა­ე­ლის სიძ­ვე­ლე­ე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, წი­ნას­წარ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ 1800 მ სიღ­რმე­ზე ნა­პოვ­ნი ფრაგ­მენ­ტე­ბი ეკუთ­ვნის სა­ვაჭ­რო გემს, რო­მე­ლიც ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 1400-1300 წლებ­ში ჩა­ი­ძი­რა. ეს იყო ეპო­ქა, რო­დე­საც ეგ­ვიპ­ტის იმ­პე­რია გა­და­ჭი­მუ­ლი იყო ამ­ჟა­მინ­დე­ლი სი­რი­ი­დან სუ­და­ნამ­დე და ტახ­ტზე იჯდა პა­ტა­რა ბიჭი ფა­რა­ო­ნი ტუ­ტან­ხა­მო­ნი, - წერს The New York Times.

დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თვა­დი რო­ბო­ტის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ხო­მალ­დი პირ­და­პირ ჩა­ი­ძი­რა ფსკერ­ზე და რად­გან სა­წყობ­ში ასო­ბით სა­თავ­სო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხე­ლუხ­ლე­ბე­ლია.

ჯე­მალ პუ­ლა­კი, ტე­ხა­სის A&M უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზღვაო არ­ქე­ო­ლო­გი ამ­ბობს:

”მი­მაჩ­ნია, რომ ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის და­ღუ­პუ­ლი გე­მის აღ­მო­ჩე­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია”. მისი გან­მარ­ტე­ბით, ხმელ­თა­შუა ზღვა­ში გვი­ა­ნი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნი­დან მხო­ლოდ ორი სხვა გე­მის ჩა­ძირ­ვაა ცნო­ბი­ლი და ორი­ვე უკვე ნა­პოვ­ნია.

  • რა არის უძ­ვე­ლე­სი გე­მის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი

რო­გორც მეც­ნი­ე­რებ­მა გა­არ­კვი­ეს, გემი, სულ მცი­რე, 3300 წლის წინ ჩა­ი­ძი­რა. ის შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს ზღვის ფსკერ­ზე რუ­ტი­ნუ­ლი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი კვლე­ვის დროს, რო­მელ­საც კომ­პა­ნია Energean plc-ი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სა­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას ახორ­ცი­ე­ლებ­და.

უნი­კა­ლუ­რი ხო­მალ­დი ის­რა­ე­ლის ჩრდი­ლო­ეთ სა­ნა­პი­რო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 90 კმ-ში და 1800 მ სიღ­რმე­ზე ნა­ხეს. ის აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც ყვე­ლა­ზე ძვე­ლი გემი, რო­მე­ლიც ოდეს­მე აღ­მო­ჩე­ნი­ლა ზღვის ფსკერ­ზე.

  • რა აღ­მო­ა­ჩი­ნეს უძ­ვე­ლე­სი გემ­ზე

გემი დატ­ვირ­თუ­ლი იყო ასო­ბით სი­თხის შე­სა­ნა­ხი თი­ხის ჭურ­ჭლით, რო­მე­ლიც ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და აღ­მო­სავ­ლეთ ხმელ­თა­შუა ზღვის გვი­ან ბრინ­ჯა­ოს ხა­ნა­ში. მათ ყვე­ლა­ზე ხში­რად იყე­ნებ­დნენ მცე­ნა­რე­უ­ლი ზე­თის, ფი­სი­სა და თაფ­ლის შე­სა­ნა­ხად.

  • რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამ აღ­მო­ჩე­ნას?

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხო­მალ­დის აღ­მო­ჩე­ნა ცვლის ჩვენს მთელ წარ­მოდ­გე­ნას ძვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ.

არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ იმ დროს მე­ზღვა­უ­რე­ბი იყე­ნებ­დნენ ციურ სხე­უ­ლებს ნა­ვი­გა­ცი­ის­თვის, აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ მზის კუ­თხე­ებს და ვარ­სკვლა­ვე­ბის პო­ზი­ციას.

გარ­და ამი­სა, გემ­ზე უზარ­მა­ზა­რი ძვირ­ფა­სი ტვირ­თის არ­სე­ბო­ბას, რო­მე­ლიც დღემ­დეა შე­მო­ნა­ხუ­ლი, ბევ­რი რა­მის თქმა შე­უძ­ლია წარ­სულ­ზე, კერ­ძოდ, ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე.

ამ ეტაპ­ზე ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი გე­მის წარ­მო­შო­ბი­სა თუ ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ის ჩა­ი­ძი­რა ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხლის ან მე­კობ­რე­ე­ბის თავ­დას­ხმის გამო.

გე­მის კორ­პუ­სი კარ­გად არის და­ცუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, მეც­ნი­ე­რებს კვლე­ვის­თვის უზარ­მა­ზა­რი მა­სა­ლა აქვთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა: ნაპოვნია უძველესი ჩაძირული გემი - რას ამბობენ მეცნიერები?

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა: ნაპოვნია უძველესი ჩაძირული გემი - რას ამბობენ მეცნიერები?

მეცნიერებმა ხმელთაშუა ზღვაში მსოფლიოში უძველესი ჩაძირული გემის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მსგავსი აღმოჩენა ბოლოს 1984 წელს მოხდა. მას შემდეგ ამ მიმართულებით არცერთი საინტერესო ახალი აღმოჩენა არ გაკეთებულა.

ისრაელის სიძველეების სამმართველოს ინფორმაციით, წინასწარმა კვლევებმა აჩვენა, რომ 1800 მ სიღრმეზე ნაპოვნი ფრაგმენტები ეკუთვნის სავაჭრო გემს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1400-1300 წლებში ჩაიძირა. ეს იყო ეპოქა, როდესაც ეგვიპტის იმპერია გადაჭიმული იყო ამჟამინდელი სირიიდან სუდანამდე და ტახტზე იჯდა პატარა ბიჭი ფარაონი ტუტანხამონი, - წერს The New York Times.

დისტანციურად მართვადი რობოტის მიერ გადაღებული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ხომალდი პირდაპირ ჩაიძირა ფსკერზე და რადგან საწყობში ასობით სათავსო, ფაქტობრივად, ხელუხლებელია.

ჯემალ პულაკი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის საზღვაო არქეოლოგი ამბობს:

”მიმაჩნია, რომ ბრინჯაოს ხანის დაღუპული გემის აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია”. მისი განმარტებით, ხმელთაშუა ზღვაში გვიანი ბრინჯაოს ხანიდან მხოლოდ ორი სხვა გემის ჩაძირვაა ცნობილი და ორივე უკვე ნაპოვნია.

  • რა არის უძველესი გემის შესახებ ცნობილი

როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, გემი, სულ მცირე, 3300 წლის წინ ჩაიძირა. ის შემთხვევით აღმოაჩინეს ზღვის ფსკერზე რუტინული გარემოსდაცვითი კვლევის დროს, რომელსაც კომპანია Energean plc-ი ბუნებრივი აირის საძიებო მოქმედებებისას ახორციელებდა.

უნიკალური ხომალდი ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროდან დაახლოებით 90 კმ-ში და 1800 მ სიღრმეზე ნახეს. ის აღიარებულია, როგორც ყველაზე ძველი გემი, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა ზღვის ფსკერზე.

  • რა აღმოაჩინეს უძველესი გემზე

გემი დატვირთული იყო ასობით სითხის შესანახი თიხის ჭურჭლით, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის გვიან ბრინჯაოს ხანაში. მათ ყველაზე ხშირად იყენებდნენ მცენარეული ზეთის, ფისისა და თაფლის შესანახად.

  • რა მნიშვნელობა აქვს ამ აღმოჩენას?

მეცნიერები ამბობენ, რომ ხომალდის აღმოჩენა ცვლის ჩვენს მთელ წარმოდგენას ძველი მეზღვაურების შესაძლებლობების შესახებ.

არსებობს ვარაუდი, რომ იმ დროს მეზღვაურები იყენებდნენ ციურ სხეულებს ნავიგაციისთვის, აკვირდებოდნენ მზის კუთხეებს და ვარსკვლავების პოზიციას.

გარდა ამისა, გემზე უზარმაზარი ძვირფასი ტვირთის არსებობას, რომელიც დღემდეა შემონახული, ბევრი რამის თქმა შეუძლია წარსულზე, კერძოდ, ბრინჯაოს ხანის ადამიანების ცხოვრებაზე.

ამ ეტაპზე ცოტა რამ არის ცნობილი გემის წარმოშობისა თუ ისტორიის შესახებ. არსებობს ვარაუდი, რომ ის ჩაიძირა ძლიერი ქარიშხლის ან მეკობრეების თავდასხმის გამო.

გემის კორპუსი კარგად არის დაცული, შესაბამისად, მეცნიერებს კვლევისთვის უზარმაზარი მასალა აქვთ.