საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წყალს ჩემი ჩექმიდან ვსვამდი, მთის ლომი გამომეკიდა, მაგრამ..." - როგორ გადარჩა ველურ ბუნებაში დაკარგული მოლაშქრე, რომელიც 10 დღის შემდეგ იპოვეს
"წყალს ჩემი ჩექმიდან ვსვამდი, მთის ლომი გამომეკიდა, მაგრამ..." - როგორ გადარჩა ველურ ბუნებაში დაკარგული მოლაშქრე, რომელიც 10 დღის შემდეგ იპოვეს

მო­ლაშ­ქრე, რო­მე­ლიც კა­ლი­ფორ­ნი­ის მთებ­ში და­ი­კარ­გა, 10 დღის შემ­დეგ ცო­ცხლად იპო­ვეს. მას არა­ვის­თვის ჰქონ­და ნათ­ქვა­მი, სად მი­დი­ო­და. მო­ლაშ­ქრე სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­კუ­თა­რი ჩექ­მი­დან ერთ გა­ლონ წყალს სვამ­და.

34 წლის ლუ­კას მაკ­ლი­ში, 11 ივ­ნისს სამ­სა­ა­თი­ან ლაშ­ქრო­ბას შე­უდ­გა Big Basin Redwoods-ის სა­ხელ­მწი­ფო პარკში, მას შემ­დეგ, რაც მე­გო­ბა­რი ნახა, რო­მელ­მაც უთხრა, რომ იქ იშ­ვი­ა­თი გრა­ნი­ტის შრე­ე­ბი იყო.

ლუ­კასს არა­ვის­თვის შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბია, სად მი­დი­ო­და და თან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ნივ­თი წა­ი­ღო, რად­გან გა­სე­ირ­ნე­ბას მხო­ლოდ შუ­ა­დღის­თვის გეგ­მავ­და. მას პე­რან­გიც კი არ ჩა­უც­ვამს.

"წა­ვე­დი შარ­ვლით, ლაშ­ქრო­ბის ფეხ­საც­მლით და ქუ­დით," - აღ­ნიშ­ნა გა­დარ­ჩე­ნილ­მა მაკ­ლიშ­მა, - "მქონ­და ფა­ნა­რი და და­სა­კე­ცი მაკ­რა­ტე­ლი - სულ ეს იყო, რაც წა­ვი­ღე”.

მაკ­ლი­ში, გა­მოც­დი­ლი მო­ლაშ­ქრე , რო­მე­ლიც ხან­ძრით გა­ნად­გუ­რე­ბულ ტყე­ებ­ში ლან­დშაფ­ტის დი­ზა­ინს აკე­თებს, ამ­ბობს, რომ "გა­ო­ცე­ბუ­ლი" იყო, როცა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ და­ი­კარ­გა - და ეს საკ­მა­ოდ სწრა­ფად მოხ­და. გან­გა­ში მის­მა მშობ­ლებ­მა 16 ივ­ნისს, მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან ხუთი დღის შემ­დეგ ატე­ხეს, რო­დე­საც ის მა­მის სა­დილ­ზე არ გა­მოჩ­ნდა.

მან ცხრა ღამე და 10 დღე გაშ­ლილ ბუ­ნე­ბა­ში, უპე­რან­გოდ გა­ა­ტა­რა - წყალს ნა­კა­დუ­ლი­დან სა­კუ­თა­რი ჩექ­მით სვამ­და, იკ­ვე­ბე­ბო­და ვე­ლუ­რი კენკრით და სველ ფოთ­ლებ­ზე ეძი­ნა. მო­ლაშ­ქრემ წო­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 ფუნ­ტი და­იკ­ლო.

"უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ­დი, ყო­ველ­დღე გა­ლო­ნი წყა­ლი და­მე­ლია, მაგ­რამ შემ­დეგ, ბო­ლოს­კენ, ჩემს სხე­ულს საკ­ვე­ბი, რა­ი­მე საზ­რდო სჭირ­დე­ბო­და", - თქვა მან.

მდგო­მა­რე­ო­ბა მერ­ვე დღეს გა­უ­ა­რეს­და, რო­დე­საც მას ჰი­პო­თერ­მია და­ე­მარ­თა და კლდის ზე­და­პირ­ზე ას­ვლი­სას და­ცურ­და. გა­და­წყვი­ტა, ეყ­ვი­რა: "და­მეხ­მა­რეთ, მიშ­ვე­ლეთ, აქ ვარ". ასე და­ახ­ლო­ე­ბით 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვი­რო­და, სა­ნამ მის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი 300 რე­ინ­ჯე­რი­დან რამ­დე­ნი­მემ მისი ხმა არ გა­ი­გო­ნა.

რე­ინ­ჯე­რებ­მა დრო­ნი გა­უშ­ვეს და მა­ძე­ბა­რი ძაღ­ლის დახ­მა­რე­ბით მო­ლაშ­ქრე მა­ლე­ვე იპო­ვეს. გა­საკ­ვი­რია, რომ მას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მხო­ლოდ ერთი ღა­მის გა­ტა­რე­ბა დას­ჭირ­და, სა­ნამ ოჯახ­თან დაბ­რუ­ნე­ბას შეძ­ლებ­და.

ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ის ლაშ­ქრობ­და, 2020 წლის ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა და "სხვა ად­გი­ლე­ბის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა," - აღ­ნიშ­ნა მან, - "ეს ერთი რა­მაა, რაც მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ მი­მი­ღია - რო­დე­საც ხან­ძა­რი არე­ალს ასე გა­ა­ნად­გუ­რებს, ის უდაბ­ნოდ იქ­ცე­ვა და ორი­ენ­ტირს ვერ პო­უ­ლობ".

მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნიშ­ნე­ბი, რო­გო­რიც ირ­მე­ბის მიერ გაყ­ვა­ნი­ლი ბი­ლი­კე­ბი ან სა­ლაშ­ქრო გზე­ბია, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გამ­ქრა­ლი იყო.

New York Times-ის თა­ნახ­მად, თავ­და­პირ­ვე­ლად, მაკ­ლიშ­მა თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­დარ­ჩე­ნის უნა­რე­ბის გა­მოც­დის შან­სად ჩათ­ვა­ლა.

"გა­მოც­დი­ლი ზურგჩან­თი­ა­ნი მო­ლაშ­ქრე ვარ, ასე რომ, ჩემ­თვის ერთი ან ორი ღა­მით ბუ­ნებ­ში გას­ვლა უჩ­ვე­უ­ლო არაა", - გა­ნა­ცხა­და მან Times-სთან.

თუმ­ცა, პირ­ველ ცივ ღა­მეს, რო­დე­საც მაკ­ლიშ­მა პა­ტა­რა ბა­ნა­კის აგე­ბა სცა­და, ტო­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ცე­ცხლის და­სან­თე­ბად სჭირ­დე­ბო­და, სვე­ლი იყო. უკე­თე­სი თავ­შე­საფ­რის მო­სა­ძებ­ნად ხე­ო­ბა გა­დაკ­ვე­თა, მე­ო­რე დღეს კი ახ­ლომ­დე­ბა­რე ნა­კა­დუ­ლის ძებ­ნა და­ი­წყო.

"ასე რომ, უბ­რა­ლოდ ვლაშ­ქრობ­დი. ყო­ველ­დღე გა­დავკვეთ­დი ხე­ო­ბას, მერე უკან ვბრუნ­დე­ბო­დი, ჩანჩქერ­თან მივ­დი­ო­დი, ჩემი ჩექ­მი­დან წყალს ვსვამ­დი. იქ ყოფ­ნი­სას თავს სულ კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი, ამ ყვე­ლაფ­რის გამო არ ვღე­ლავ­დი. მთის ლომი გა­მო­მე­კი­და, მაგ­რამ არა უშავ­და. ის ჩემ­თან დის­ტან­ცი­ას ინარ­ჩუ­ნებ­და. ვფიქ­რობ, უბ­რა­ლოდ, ჩემ­ზე ზრუ­ნავ­და”, - აღ­ნიშ­ნა მაკ­ლიშ­მა.

მე­ხუ­თე დღეს მო­ლაშ­ქრე უკვე შეშ­ფოთ­და და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თვის გზის პოვ­ნა სცა­და.

"ვი­ცო­დი, რომ თუ მზეს მივ­ყვე­ბო­დი, სა­ბო­ლო­ოდ, ოკე­ა­ნემ­დე მი­ვაღ­წევ­დი, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, რამ­დე­ნად შორს ვი­ყა­ვი მის­გან", - თქვა მან.

ამა­სო­ბა­ში, მის­მა ოჯახ­მა და­კარ­გუ­ლი პი­რის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თა. ამას მა­სი­უ­რი სამ­ძბ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მოჰ­ყვა, რო­მელ­შიც თით­ქმის 300 ადა­მი­ა­ნი და რამ­დე­ნი­მე სა­ა­გენ­ტო­დან სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის პერ­სო­ნა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

მო­ლაშ­ქრის თქმით, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ჩვე­ულ საჭ­მელ­ზე და­ი­წყო ოც­ნე­ბა, რად­გან იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, თავი ვე­ლუ­რი კენკრით გა­და­ერ­ჩი­ნა.

სა­ბო­ლო­ოდ, ორმა პარ­კის რე­ინ­ჯერ­მა, რომ­ლე­ბიც გო­რაკ­ზე ადი­ოდ­ნენ, მაკ­ლი­შის ყვი­რი­ლი გა­ი­გო­ნეს.

"ვფიქ­რობ­დი, იმე­დია, ეს მი­რა­ჟი არ არის-მეთ­ქი", - გა­იხ­სე­ნა მაკ­ლიშ­მა.

სა­ხან­ძრო დე­პარ­ტა­მენ­ტმა დრო­ნი მა­ლე­ვე გა­უშ­ვა და მაკ­ლი­შის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა და­ი­ნა­ხა, ამა­სო­ბა­ში კი მას მე­ძე­ბარ­მა ძაღ­ლმაც მი­აგ­ნო. შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ ის ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა და თა­ვის ოჯახს შე­ახ­ვედ­რა.

მაკ­ლიშ­მა პირ­ვე­ლი ღამე ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც ექი­მებ­მა ზურ­გი­დან ქვე­ბი ამო­უ­ღეს.

მან თქვა, რომ ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის არც ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ ეში­ნია, მაგ­რამ აღი­ა­რა: "ალ­ბათ, მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი წლის­თვის უკვე საკ­მა­რი­სად ვი­ლაშ­ქრე".

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"წყალს ჩემი ჩექმიდან ვსვამდი, მთის ლომი გამომეკიდა, მაგრამ..." - როგორ გადარჩა ველურ ბუნებაში დაკარგული მოლაშქრე, რომელიც 10 დღის შემდეგ იპოვეს

"წყალს ჩემი ჩექმიდან ვსვამდი, მთის ლომი გამომეკიდა, მაგრამ..." - როგორ გადარჩა ველურ ბუნებაში დაკარგული მოლაშქრე, რომელიც 10 დღის შემდეგ იპოვეს

მოლაშქრე, რომელიც კალიფორნიის მთებში დაიკარგა, 10 დღის შემდეგ ცოცხლად იპოვეს. მას არავისთვის ჰქონდა ნათქვამი, სად მიდიოდა. მოლაშქრე საკუთარი თავის გადასარჩენად საკუთარი ჩექმიდან ერთ გალონ წყალს სვამდა.

34 წლის ლუკას მაკლიში, 11 ივნისს სამსაათიან ლაშქრობას შეუდგა Big Basin Redwoods-ის სახელმწიფო პარკში, მას შემდეგ, რაც მეგობარი ნახა, რომელმაც უთხრა, რომ იქ იშვიათი გრანიტის შრეები იყო.

ლუკასს არავისთვის შეუტყობინებია, სად მიდიოდა და თან მხოლოდ რამდენიმე ნივთი წაიღო, რადგან გასეირნებას მხოლოდ შუადღისთვის გეგმავდა. მას პერანგიც კი არ ჩაუცვამს.

"წავედი შარვლით, ლაშქრობის ფეხსაცმლით და ქუდით," - აღნიშნა გადარჩენილმა მაკლიშმა, - "მქონდა ფანარი და დასაკეცი მაკრატელი - სულ ეს იყო, რაც წავიღე”.

მაკლიში, გამოცდილი მოლაშქრე , რომელიც ხანძრით განადგურებულ ტყეებში ლანდშაფტის დიზაინს აკეთებს, ამბობს, რომ "გაოცებული" იყო, როცა აღმოაჩინა, რომ დაიკარგა - და ეს საკმაოდ სწრაფად მოხდა. განგაში მისმა მშობლებმა 16 ივნისს, მისი გაუჩინარებიდან ხუთი დღის შემდეგ ატეხეს, როდესაც ის მამის სადილზე არ გამოჩნდა.

მან ცხრა ღამე და 10 დღე გაშლილ ბუნებაში, უპერანგოდ გაატარა - წყალს ნაკადულიდან საკუთარი ჩექმით სვამდა, იკვებებოდა ველური კენკრით და სველ ფოთლებზე ეძინა. მოლაშქრემ წონაში დაახლოებით 30 ფუნტი დაიკლო.

"უბრალოდ ვცდილობდი, ყოველდღე გალონი წყალი დამელია, მაგრამ შემდეგ, ბოლოსკენ, ჩემს სხეულს საკვები, რაიმე საზრდო სჭირდებოდა", - თქვა მან.

მდგომარეობა მერვე დღეს გაუარესდა, როდესაც მას ჰიპოთერმია დაემართა და კლდის ზედაპირზე ასვლისას დაცურდა. გადაწყვიტა, ეყვირა: "დამეხმარეთ, მიშველეთ, აქ ვარ". ასე დაახლოებით 48 საათის განმავლობაში ყვიროდა, სანამ მის სამძებრო სამუშაოებში ჩართული 300 რეინჯერიდან რამდენიმემ მისი ხმა არ გაიგონა.

რეინჯერებმა დრონი გაუშვეს და მაძებარი ძაღლის დახმარებით მოლაშქრე მალევე იპოვეს. გასაკვირია, რომ მას საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ღამის გატარება დასჭირდა, სანამ ოჯახთან დაბრუნებას შეძლებდა.

ტერიტორია, სადაც ის ლაშქრობდა, 2020 წლის ხანძარმა გაანადგურა და "სხვა ადგილებისგან სრულიად განსხვავებულად გამოიყურება," - აღნიშნა მან, - "ეს ერთი რამაა, რაც მხედველობაში არ მიმიღია - როდესაც ხანძარი არეალს ასე გაანადგურებს, ის უდაბნოდ იქცევა და ორიენტირს ვერ პოულობ".

მიმართულების გასარკვევად ჩვეულებრივი ნიშნები, როგორიც ირმების მიერ გაყვანილი ბილიკები ან სალაშქრო გზებია, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამქრალი იყო.

New York Times-ის თანახმად, თავდაპირველად, მაკლიშმა თავისი მდგომარეობა გადარჩენის უნარების გამოცდის შანსად ჩათვალა.

"გამოცდილი ზურგჩანთიანი მოლაშქრე ვარ, ასე რომ, ჩემთვის ერთი ან ორი ღამით ბუნებში გასვლა უჩვეულო არაა", - განაცხადა მან Times-სთან.

თუმცა, პირველ ცივ ღამეს, როდესაც მაკლიშმა პატარა ბანაკის აგება სცადა, ტოტები, რომლებიც ცეცხლის დასანთებად სჭირდებოდა, სველი იყო. უკეთესი თავშესაფრის მოსაძებნად ხეობა გადაკვეთა, მეორე დღეს კი ახლომდებარე ნაკადულის ძებნა დაიწყო.

"ასე რომ, უბრალოდ ვლაშქრობდი. ყოველდღე გადავკვეთდი ხეობას, მერე უკან ვბრუნდებოდი, ჩანჩქერთან მივდიოდი, ჩემი ჩექმიდან წყალს ვსვამდი. იქ ყოფნისას თავს სულ კომფორტულად ვგრძნობდი, ამ ყველაფრის გამო არ ვღელავდი. მთის ლომი გამომეკიდა, მაგრამ არა უშავდა. ის ჩემთან დისტანციას ინარჩუნებდა. ვფიქრობ, უბრალოდ, ჩემზე ზრუნავდა”, - აღნიშნა მაკლიშმა.

მეხუთე დღეს მოლაშქრე უკვე შეშფოთდა და ცივილიზაციაში დაბრუნებისთვის გზის პოვნა სცადა.

"ვიცოდი, რომ თუ მზეს მივყვებოდი, საბოლოოდ, ოკეანემდე მივაღწევდი, მაგრამ არ ვიცოდი, რამდენად შორს ვიყავი მისგან", - თქვა მან.

ამასობაში, მისმა ოჯახმა დაკარგული პირის შესახებ განაცხადი გააკეთა. ამას მასიური სამძბრო სამუშაოები მოჰყვა, რომელშიც თითქმის 300 ადამიანი და რამდენიმე სააგენტოდან საგანგებო სიტუაციების პერსონალი მონაწილეობდა.

მოლაშქრის თქმით, რამდენიმე დღის შემდეგ, ჩვეულ საჭმელზე დაიწყო ოცნება, რადგან იძულებული იყო, თავი ველური კენკრით გადაერჩინა.

საბოლოოდ, ორმა პარკის რეინჯერმა, რომლებიც გორაკზე ადიოდნენ, მაკლიშის ყვირილი გაიგონეს.

"ვფიქრობდი, იმედია, ეს მირაჟი არ არის-მეთქი", - გაიხსენა მაკლიშმა.

სახანძრო დეპარტამენტმა დრონი მალევე გაუშვა და მაკლიშის გამოსახულება დაინახა, ამასობაში კი მას მეძებარმა ძაღლმაც მიაგნო. შემდეგ პოლიციამ ის ველური ბუნებიდან გამოიყვანა და თავის ოჯახს შეახვედრა.

მაკლიშმა პირველი ღამე ადგილობრივ საავადმყოფოში გაატარა, სადაც ექიმებმა ზურგიდან ქვები ამოუღეს.

მან თქვა, რომ ველური ბუნების არც ამ შემთხვევის შემდეგ ეშინია, მაგრამ აღიარა: "ალბათ, მთელი დარჩენილი წლისთვის უკვე საკმარისად ვილაშქრე".

წყარო