მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გმირად ქცევის დაკარგულმა შანსმა საბა ლობჟანიძე აატირა -  "ლობოს" წარმატებული ამერიკული კარიერა, ქორწინება ჩცდ-ს მსახიობთან და პირველი შვილის მოლოდინი
გმირად ქცევის დაკარგულმა შანსმა საბა ლობჟანიძე აატირა -  "ლობოს" წარმატებული ამერიკული კარიერა, ქორწინება ჩცდ-ს მსახიობთან და პირველი შვილის მოლოდინი

გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო-ჩე­ხე­თის მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ნაკ­რე­ბის წევ­რის საბა ლობ­ჟა­ნი­ძის ცრემ­ლებ­მა გულ­გრი­ლი არ და­ტო­ვა. ფეხ­ბურ­თე­ლი ბოლო მო­მენ­ტში გაშ­ვე­ბულ სა­გო­ლე შანსს გა­ნიც­დი­და. სა­ბას­თან და­სამ­შვი­დებ­ლად ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი ვილი სა­ნი­ო­ლიც მი­ვი­და.

ლობ­ჟა­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რია.

29 წლის ნა­ხე­ვარმცვე­ლი თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. საბა ათი წლი­დან ნორ­ჩი "დი­ნა­მო­ე­ლი" იყო და მისი საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რაც თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" და­ი­წყო.

2017 წლის ივ­ნის­ში ლობ­ჟა­ნი­ძემ და­ნი­ურ "რან­დერსთან“ სამ­წლი­ან კონ­ტრაქტს მო­ა­წე­რა ხელი. 2018 წლის აპ­რილ­ში, ექვს თა­მაშ­ში ლობ­ჯა­ნი­ძემ ექ­ვსჯერ გა­ი­ტა­ნა "რან­დერ­სის­თვის", მათ შო­რის ჰეთ-თრი­კი "სონ­დე­რის­კეს­თან", რა­მაც მას თვის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შის წო­დე­ბა მო­უ­ტა­ნა ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის. ის ასე­ვე, ორ­ჯერ და­სა­ხელ­და და­ნი­ის სუ­პერ­ლი­გის კვი­რის გუნდში.

2020 წლის 30 იან­ვარს ლობ­ჟა­ნი­ძემ კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა თურ­ქულ კლუბ MKE Ankaragücü-სთან. 2021 წლის ივ­ნის­ში კი ხელი მო­ა­წე­რა სამ­წლი­ან კონ­ტრაქტს "ჰა­ტა­ის­პორ­თან", მას შემ­დეგ რაც "ან­კა­რა­გი­უ­ჯი­უ­ში" სუ­პერ ლი­გი­დან დაქ­ვე­ით­და.

თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის შემ­დეგ და 2023 წლის თე­ბერ­ვალ­ში "ჰა­ტა­ის­პო­რის" ლი­გი­დან გაყ­ვა­ნის შემ­დეგ, ლობ­ჟა­ნი­ძე "ფა­ტიჰ კა­რა­გუმ­რუკს­ში" იჯა­რით სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე გა­და­ვი­და.

2023 წლის აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში კი ამე­რი­კა­ში MLS-ის კლუბ "ატ­ლან­ტა იუ­ნა­ი­ტედ­ში" სამ­წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტით გა­და­ვი­და. მალე "ატ­ლან­ტა იუ­ნა­ი­ტე­დის“ პრეს­სამ­სა­ხურ­მა გუნ­დის ახალ­წვე­უ­ლის ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა­ტომ ავირ­ჩიე "ატა­ლან­ტა იუ­ნა­ი­ტე­დი"? იმი­ტომ, რომ ეს არის კარ­გი გუნ­დი, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემ­თვის თა­ვი­სი ის­ტო­რი­ით.

მე თბი­ლი­სე­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი­დან. ჩემი ქვე­ყა­ნა ულა­მა­ზე­სია. იქ ყვე­ლა­ფე­რია - მთა, ზღვა, დი­დე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბა... ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო...

მა­მას ძა­ლი­ან უყ­ვარს სპორ­ტი. ჯერ კი­დევ ჩემი უფ­რო­სი ძმე­ბი ვარ­ჯი­შობ­დნენ, მაგ­რამ მათ არ ჰქო­ნი­ათ რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა. ფეხ­ბურთზე რომ შე­ვე­დი, მხო­ლოდ 4 წლის ვი­ყა­ვი. მა­შინ­დელ ამ­ბებს რომ ვიხ­სე­ნებ, სხვე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფ­რო­სე­ბი იყ­ვნენ - 5, 6, 7 წლი­სა­ნი... მათ შო­რის მე ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი ვი­ყა­ვი...

ჩემი მეტ­სა­ხე­ლია "ლობო". ასე მე­ძა­ხი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში. ჩემი გვა­რის შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია. ან ეს, ან საბა... სა­კუ­თარ თავს რო­გორ და­ვა­ხა­სი­ა­თებ­დი? ჩემი აზ­რით, ვარ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი, მშრო­მე­ლი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი...

ვარ გა­რე­მარ­ბი. ჩემს მთა­ვარ ამო­ცა­ნად მი­მაჩ­ნია "ბოლო პა­სის" გა­კე­თე­ბა. ამა­ვე დროს, ვარ სწრა­ფი და გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, რომ ამ თვი­სე­ბე­ბით გუნდს გა­მო­ვად­გე. მიყ­ვარს გა­ტა­ნა და მჯე­რა, რომ ამას მო­ვა­ხერ­ხებ.

როცა რთუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს, ასეთ დროს ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი კი­დევ უფრო მეტი ვარ­ჯი­შია. როცა გუნდთან ერ­თად ხან­გრძლი­ვი ვა­დით მი­წევს მგზავ­რო­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ვცდი­ლობ, და­ვი­ძი­ნო. თუ ამას ვერ ვა­კე­თებ, მა­შინ ვუს­მენ მუ­სი­კას, ან თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად ვერ­თო­ბი...

...საყ­ვა­რელ კერ­ძად, ალ­ბათ, მა­კა­რონს და­ვა­სა­ხე­ლებ. მიყ­ვარს სპა­გე­ტი და ვამ­ზა­დებ კი­დეც. სა­უ­კე­თე­სო ტე­ლე­შო­უდ კი ალ­ბათ "სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შებს" მი­ვიჩ­ნევ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა საყ­ვა­რელ ფილ­მს, "ფო­რესტ გამ­პი" - ძვე­ლია, მაგ­რამ კარ­გი.

რაც შე­ე­ხე­ბა ტა­ტუ­ებს. მკლავ­ზე მე ფრთა მა­ხა­ტია. მას არ აქვს რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ბა. უბ­რა­ლოდ, მე მომ­წონს. მაქვს ან­გე­ლო­ზის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, მა­წე­რია ჩემი და­ბა­დე­ბის წლის თო­რის ჩა­ქუ­ჩი "მარ­ვე­ლი­დან". როცა გა­მაქვს, გოლს მა­ჯა­ზე და­ხა­ტუ­ლი სა­ა­თით აღ­ვნიშ­ნავ. მიყ­ვარს სის­წრა­ფე და ამას უკავ­შირ­დე­ბა კი­დევ ერთი ტატუ - ელვა. მო­მა­ვალ­ში ალ­ბათ კი­დევ გა­ვი­კე­თებ..."

სა­ბას ამე­რი­კულ კლუბ­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს, გო­ლე­ბიც გა­აქვს და სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რი­საც ხში­რად ხვდე­ბა.

ფეხ­ბურ­თე­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა სამი მი­ლი­ო­ნი ევ­როა.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ამე­რი­კა­ში გა­დას­ვლი­დან სამ თვე­ში ამე­რი­კუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის ფეხ­ბურ­თელ­მა, საყ­ვა­რელ ქალს სალი კე­რა­ტიშ­ვილს სტა­დი­ონ­ზე სთხო­ვა ხელი.

გო­გო­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან“ გა­იც­ნო, სა­დაც ის "შა­გუს" შეყ­ვა­რე­ბულს თა­მა­შობ­და.

წყვი­ლი შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს და უკვე პირ­ველ შვილს ელო­დე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფსიქოლოგი
1

მადლობა ჩვენ ბიჭებს. არანაირი საყვეური ყოჩაღ რომ ასე ღირსეულად მიიღეთ "წაგება" მაგრად თამაშობთ მეც კი ვინც ვერ ერკვევა ფეხბურთში, სამაგიეროდ ქცევაში კარგად ვერკვევი აღტაცებული ვარ ასეთი დონის შეფასებით და გუნდის მიმართ პატივცისცემის გამოხატვის ფორმით. სანიოლს კი ასევე მადლობა რომ გუნდი ასე შეკრა და ბიჭები არ გადაამტერა ურთიერთს, როგორ უხარიათ ერთმანეთოს წარმატება და ეს სანიოლის დამსახურებაა. მადლობა მას და ჩვენ უმაგრეს ბიჭებს. ევროპაში გაგვიყვანეთთთთ აბა რაა.... 

ZAZA
1

ბრწინვალედ ევროპულად, ,ლამაზად არაჩევეულებრივი ქცევის ტაქტით! საამაყოდ მოიქცა ქართველი ახალგაზრდობა აქაც და კიოლნშიც. მშვენიერი წყვილია და იმედია მცირე შენიშვნებსაც გვაპატიებენ. რა ვქნათ ცოტა ზედმეტად ტრადიცულები ვართ და სიახლეზე ვრეაგირებთ. მოკლედ არანაირი დამარცხებ,ა წინ არჩევნებია, გამარჯვება წინ გვაქვს. უულამაზესი გოგოა და ჩცდ-შიც ძალიან საყვარელია და მშვენივრად გაართვა როლს თავი, ისე როგორც მისმა მეუღლემ ამ რთულ თამაშს! მადლობა და ბედნიერება ორივეს.და ჩვენ დატანჯულ ქვეყანას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გმირად ქცევის დაკარგულმა შანსმა საბა ლობჟანიძე აატირა -  "ლობოს" წარმატებული ამერიკული კარიერა, ქორწინება ჩცდ-ს მსახიობთან და პირველი შვილის მოლოდინი

გმირად ქცევის დაკარგულმა შანსმა საბა ლობჟანიძე აატირა -  "ლობოს" წარმატებული ამერიკული კარიერა, ქორწინება ჩცდ-ს მსახიობთან და პირველი შვილის მოლოდინი

გერმანიაში საქართველო-ჩეხეთის მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი ნაკრების წევრის საბა ლობჟანიძის ცრემლებმა გულგრილი არ დატოვა. ფეხბურთელი ბოლო მომენტში გაშვებულ საგოლე შანსს განიცდიდა. საბასთან დასამშვიდებლად ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლიც მივიდა.

ლობჟანიძე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრია.

29 წლის ნახევარმცველი თბილისში დაიბადა. საბა ათი წლიდან ნორჩი "დინამოელი" იყო და მისი საკლუბო კარიერაც თბილისის "დინამოში" დაიწყო.

2017 წლის ივნისში ლობჟანიძემ დანიურ "რანდერსთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2018 წლის აპრილში, ექვს თამაშში ლობჯანიძემ ექვსჯერ გაიტანა "რანდერსისთვის", მათ შორის ჰეთ-თრიკი "სონდერისკესთან", რამაც მას თვის საუკეთესო მოთამაშის წოდება მოუტანა ქართველ ფეხბურთელებს შორის. ის ასევე, ორჯერ დასახელდა დანიის სუპერლიგის კვირის გუნდში.

2020 წლის 30 იანვარს ლობჟანიძემ კონტრაქტი გააფორმა თურქულ კლუბ MKE Ankaragücü-სთან. 2021 წლის ივნისში კი ხელი მოაწერა სამწლიან კონტრაქტს "ჰატაისპორთან", მას შემდეგ რაც "ანკარაგიუჯიუში" სუპერ ლიგიდან დაქვეითდა.

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ და 2023 წლის თებერვალში "ჰატაისპორის" ლიგიდან გაყვანის შემდეგ, ლობჟანიძე "ფატიჰ კარაგუმრუკსში" იჯარით სეზონის ბოლომდე გადავიდა.

2023 წლის აგვისტოს დასაწყისში კი ამერიკაში MLS-ის კლუბ "ატლანტა იუნაიტედში" სამწლიანი კონტრაქტით გადავიდა. მალე "ატლანტა იუნაიტედის“ პრესსამსახურმა გუნდის ახალწვეულის ინტერვიუ გამოაქვეყნა.

"გაინტერესებთ, რატომ ავირჩიე "ატალანტა იუნაიტედი"? იმიტომ, რომ ეს არის კარგი გუნდი, რომელიც საინტერესო იყო ჩემთვის თავისი ისტორიით.

მე თბილისელი ვარ, საქართველოს დედაქალაქიდან. ჩემი ქვეყანა ულამაზესია. იქ ყველაფერია - მთა, ზღვა, დიდებული ბუნება... ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო...

მამას ძალიან უყვარს სპორტი. ჯერ კიდევ ჩემი უფროსი ძმები ვარჯიშობდნენ, მაგრამ მათ არ ჰქონიათ რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება. ფეხბურთზე რომ შევედი, მხოლოდ 4 წლის ვიყავი. მაშინდელ ამბებს რომ ვიხსენებ, სხვები გაცილებით უფროსები იყვნენ - 5, 6, 7 წლისანი... მათ შორის მე ყველაზე უმცროსი ვიყავი...

ჩემი მეტსახელია "ლობო". ასე მეძახიან საქართველოს ნაკრებში. ჩემი გვარის შემოკლებული ვარიანტია. ან ეს, ან საბა... საკუთარ თავს როგორ დავახასიათებდი? ჩემი აზრით, ვარ კონკურენტუნარიანი, მშრომელი და მიზანსწრაფული...

ვარ გარემარბი. ჩემს მთავარ ამოცანად მიმაჩნია "ბოლო პასის" გაკეთება. ამავე დროს, ვარ სწრაფი და გავაკეთებ ყველაფერს, რომ ამ თვისებებით გუნდს გამოვადგე. მიყვარს გატანა და მჯერა, რომ ამას მოვახერხებ.

როცა რთული პერიოდი მაქვს, ასეთ დროს ჩემთვის საუკეთესო გამოსავალი კიდევ უფრო მეტი ვარჯიშია. როცა გუნდთან ერთად ხანგრძლივი ვადით მიწევს მგზავრობა, უპირველეს ყოვლისა, ვცდილობ, დავიძინო. თუ ამას ვერ ვაკეთებ, მაშინ ვუსმენ მუსიკას, ან თანაგუნდელებთან ერთად ვერთობი...

...საყვარელ კერძად, ალბათ, მაკარონს დავასახელებ. მიყვარს სპაგეტი და ვამზადებ კიდეც. საუკეთესო ტელეშოუდ კი ალბათ "სამეფო კარის თამაშებს" მივიჩნევდი. რაც შეეხება საყვარელ ფილმს, "ფორესტ გამპი" - ძველია, მაგრამ კარგი.

რაც შეეხება ტატუებს. მკლავზე მე ფრთა მახატია. მას არ აქვს რაიმე მნიშვნელობა. უბრალოდ, მე მომწონს. მაქვს ანგელოზის გამოსახულება, მაწერია ჩემი დაბადების წლის თორის ჩაქუჩი "მარველიდან". როცა გამაქვს, გოლს მაჯაზე დახატული საათით აღვნიშნავ. მიყვარს სისწრაფე და ამას უკავშირდება კიდევ ერთი ტატუ - ელვა. მომავალში ალბათ კიდევ გავიკეთებ..."

საბას ამერიკულ კლუბში საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს, გოლებიც გააქვს და საუკეთესო ფეხბურთელებს შორისაც ხშირად ხვდება.

ფეხბურთელის ამჟამინდელი ღირებულება სამი მილიონი ევროა.

  • პირადი ცხოვრება

ამერიკაში გადასვლიდან სამ თვეში ამერიკული საფეხბურთო გუნდის ფეხბურთელმა, საყვარელ ქალს სალი კერატიშვილს სტადიონზე სთხოვა ხელი.

გოგონა საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის "შაგუს" შეყვარებულს თამაშობდა.

წყვილი შტატებში ცხოვრობს და უკვე პირველ შვილს ელოდება.

იხილეთ ასევე: