მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბორელის გაფრთხილება და მიმართვა საქართველოს მთავრობას - "გააგრძელებთ იმას, რასაც აკეთებთ და საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება"
ბორელის გაფრთხილება და მიმართვა საქართველოს მთავრობას - "გააგრძელებთ იმას, რასაც აკეთებთ და საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება"

ერთი რამ ცხა­დია: სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კარი ღიაა, მაგ­რამ თუ მთავ­რო­ბა იგი­ვე გზას გა­აგ­რძე­ლებს, თუ გა­აგ­რძე­ლებს იმას, რა­საც აკე­თებს, ეს კარი და­ი­ხუ­რე­ბა და ქარ­თუ­ლი ხალ­ხი გა­და­იხ­დის შე­დე­გებს, და­ზა­რალ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ჯო­ზეფ ბო­რელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ლუქ­სემ­ბურ­გში, ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭოს და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და.

"ჩვენ ვა­პი­რებთ ვიმ­სჯე­ლოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე და ერთი რამ ცხა­დია: სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რის კარი ღიაა, მაგ­რამ თუ მთავ­რო­ბა იგი­ვე გზას გა­აგ­რძე­ლებს, რა­საც აკე­თებს, ეს კარი და­ი­ხუ­რე­ბა და ქარ­თუ­ლი ხალ­ხი გა­და­იხ­დის შე­დე­გებს. ის ფაქ­ტი, რომ ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა შემ­ცირ­დე­ბა, გა­უქ­მდე­ბა კი­დეც. სე­რი­ო­ზულ სა­კი­თხებ­ზე ვსა­უბ­რობთ. თუ ყვე­ლა­ფე­რი ასე გაგ­რძელ­და, ევ­რო­კავ­ში­რის კარი არ იქ­ნე­ბა ღია“, - აღ­ნიშ­ნა ჯო­ზეფ ბო­რელ­მა.

მისი თქმით, დღეს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს წა­რუდ­გენს გეგ­მას, სა­დაც გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს მოკ­ლე და სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გაგ­რძელ­დეს ის, რაც ხდე­ბა.

რო­გორც ბო­რე­ლი ამ­ბობს, ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლე­ბენ, თუმ­ცა კონ­კრე­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არ მი­ი­ღე­ბენ.

„დღეს სა­ო­რი­ენ­ტა­ციო დე­ბა­ტე­ბია, მა­გი­და­ზე დავ­დებ სრულ ანა­ლიზს, რისი გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია და ამა­ზე მი­ნის­ტრე­ბი იმ­სჯე­ლე­ბენ. ასე რომ, არ ელო­დოთ კონ­კრე­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს დღეს, მაგ­რამ მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში არ­სე­ბობს ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ფონ­დის მეშ­ვე­ო­ბით მხარ­და­ჭე­რის შე­წყვე­ტა, მა­ღა­ლი დო­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბის შე­წყვე­ტა, და­ფი­ნან­სე­ბის ნა­წი­ლის შე­ჩე­რე­ბა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მთავ­რო­ბის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. ჩვენ არ გვინ­და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ზა­რა­ლე­ბა, ჩვენ არ გვინ­და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის­თვის ტკი­ვი­ლის მი­ყე­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ჯო­ზეფ ბო­რელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ბორელის გაფრთხილება და მიმართვა საქართველოს მთავრობას - "გააგრძელებთ იმას, რასაც აკეთებთ და საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება"

ბორელის გაფრთხილება და მიმართვა საქართველოს მთავრობას - "გააგრძელებთ იმას, რასაც აკეთებთ და საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება"

ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კარი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა იგივე გზას გააგრძელებს, თუ გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება და ქართული ხალხი გადაიხდის შედეგებს, დაზარალდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა.

"ჩვენ ვაპირებთ ვიმსჯელოთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის კარი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა იგივე გზას გააგრძელებს, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება და ქართული ხალხი გადაიხდის შედეგებს. ის ფაქტი, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება, გაუქმდება კიდეც. სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ევროკავშირის კარი არ იქნება ღია“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს გეგმას, სადაც განმარტებულია, რა შეიძლება გაკეთდეს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა საქართველოში არ გაგრძელდეს ის, რაც ხდება.

როგორც ბორელი ამბობს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ.

„დღეს საორიენტაციო დებატებია, მაგიდაზე დავდებ სრულ ანალიზს, რისი გაკეთება შეგვიძლია და ამაზე მინისტრები იმსჯელებენ. ასე რომ, არ ელოდოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დღეს, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში არსებობს ზომები, რომლებიც შეიძლება იქნას მიღებული, მაგალითად, ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება. ჩვენ არ გვინდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალება, ჩვენ არ გვინდა სამოქალაქო პირებისთვის ტკივილის მიყენება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.