საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დერბენტის ეკლესიაში მამა ნიკოლაი მოკლეს, ყელი გამოჭრეს" - სასტიკი თავდასხმები დაღესტანში, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა: რა არის ამ დროისთვის ცნობილი?
"დერბენტის ეკლესიაში მამა ნიკოლაი მოკლეს, ყელი გამოჭრეს" - სასტიკი თავდასხმები დაღესტანში, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა: რა არის ამ დროისთვის ცნობილი?

კვი­რას სა­ღა­მოს და­ღეს­ტნის ქა­ლაქ დერ­ბენ­ტსა და მა­ხა­ჩყა­ლა­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ზე, სი­ნა­გო­გა­სა და პო­ლი­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ მცი­რე 17 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 15 პო­ლი­ცი­ე­ლი და­ი­ღუ­პა.

ამ დრო­ის­თვის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ მოკ­ლუ­ლია ხუთი თავ­დამ­სხმე­ლი - ორი დერ­ბენ­ტში და სამი მა­ხა­ყა­ლა­ში. და­ღეს­ტნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის გარ­და, და­ღუ­პუ­ლია, სულ მცი­რე, ორი სა­მო­ქა­ლა­ქო პირი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლია 16 ადა­მი­ა­ნი. და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ და­ზუს­ტე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი ჯერ ისევ არ ვრცელ­დე­ბა.

რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა საქ­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მუხ­ლით აღ­ძრა. 24-26 ივ­ნი­სი და­ღეს­ტან­ში გლო­ვის დღე­ე­ბი გა­მო­ცხად­და.

  • რა მოხ­და და­ღეს­ტან­ში

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სრო­ლა დერ­ბენ­ტსა და მა­ხა­ჩყა­ლა­ში კვი­რას, გვი­ან სა­ღა­მოს და­ი­წყო.

დერ­ბენ­ტში უც­ნო­ბი პი­რე­ბი თავს და­ესხნენ ლე­ნი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ას და თაგი-ზა­დეს ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კელე-ნუ­მა­ზის სი­ნა­გო­გას. ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღო­ლი გარ­დაც­ვლი­ლია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ეკ­ლე­სი­ა­სა და სი­ნა­გო­გას ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან ეს­როდ­ნენ. თავ­დას­ხმის შე­დე­გად სი­ნა­გო­გა­ში ძლი­ე­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ გვი­ან ღა­მით ჩა­აქ­რეს.

რუ­სე­თის ებ­რა­ელ­თა კონ­გრე­სი გან­მარ­ტავს, რომ თავ­დას­ხმა დერ­ბენ­ტში სი­ნა­გო­გა­ზე სა­ღა­მოს ლოც­ვამ­დე ცოტა ხნით ადრე მოხ­და.

პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­ი­გე­რი­ეს თავ­დამ­სხმე­ლე­ბი. ტე­რო­რის­ტებ­მა შე­ნო­ბა­ში ცე­ცხლის გა­ჩე­ნა მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შეძ­ლეს.

მსგავ­სი თავ­დას­ხმა მოხ­და მა­ხა­ჭყა­ლა­შიც, სა­დაც ერ­მოშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე, საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის პოსტს, რომ­ლის გვერ­დი­თაც სი­ნა­გო­გაა, ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. "რია ნო­ვოს­ტი" რა­ბინ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ მა­ხა­ჩყა­ლას სი­ნა­გო­გა­ში არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

ორ­ჯო­ნი­კი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­თან სრო­ლი­სას კი ეკ­ლე­სი­ის და­რა­ჯი გარ­და­იც­ვა­ლა, - გა­ნუ­ცხა­და TASS-ს მრევ­ლის წევ­რმა. "რო­გორც კი სრო­ლა და­ი­წყო, ჩვენ შიგ­ნით ჩა­ვი­კე­ტეთ“, - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

ტა­ძარ­ში სულ 18 ადა­მი­ა­ნი - სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მრევ­ლი იყ­ვნენ. ღა­მით ისი­ნი პო­ლი­ცი­ამ გა­იყ­ვა­ნა. "არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერ­ფაქსს" წყა­რომ.

სრო­ლა იყო სო­ფელ სერ­გო­ყა­ლა­შიც, რო­მე­ლიც მა­ხა­ჩკა­ლას სამ­ხრე­თით 65 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. უც­ნობ­მა პი­რებ­მა პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნას ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, რის შე­დე­გა­დაც ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­იჭ­რა.

  • რა არის ცნო­ბი­ლი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ

დერ­ბენ­ტის ეკ­ლე­სი­ა­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლია დე­კა­ნო­ზი ნი­კო­ლაი კო­ტელ­ნი­კო­ვი, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ა­ში 40 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხუ­რობ­და.

"დერ­ბენ­ტის ეკ­ლე­სი­ა­ში მამა ნი­კო­ლაი მოკ­ლეს, ყელი გა­მოჭ­რეს", - წერს და­ღეს­ტნის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე შა­მილ ხა­დუ­ლა­ე­ვი. მისი თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს მა­ხა­ჩყა­ლის ეკ­ლე­სი­ის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ გა­ზის პის­ტო­ლე­ტით იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ოთხი მოკ­ლუ­ლი "ბო­ე­ვი­კი­დან" სამი და­ღეს­ტნის სერ­გო­კა­ლინ­სკის რა­ი­ო­ნის უფ­რო­სის, მა­გო­მედ ომა­რო­ვის ვა­ჟე­ბი და ძმის­შვი­ლი არი­ან. ომა­რო­ვი ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია და და­კი­თხვა­ზეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი, გა­ნუ­ცხა­და "რია ნო­ვოს­ტის" უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის წყა­რომ. "მა­გო­მედ ომა­რო­ვი და­კა­ვე­ბუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს წი­ნას­წა­რი და­კი­თხვა, თავ­დამ­სხმე­ლებს შო­რის მისი ვა­ჟე­ბი იყ­ვნენ“, - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ.

სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ტა­სის" ცნო­ბით, ომა­რო­ვის ორმა ვაჟ­მა, ისე­ვე რო­გორც მის­მა ძმის­შვილ­მა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სი­ნა­გო­გა­სა და პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე კვი­რას მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ში. "ინ­ტერ­ფაქ­სი“ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში ანო­ნი­მურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი და­ხო­ცეს და ისი­ნი უკვე ამოც­ნო­ბი­ლი არი­ან.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ და­ღეს­ტან­ში მომ­ხდარ თავ­დას­ხმებ­ზე ამ დრომ­დე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დერბენტის ეკლესიაში მამა ნიკოლაი მოკლეს, ყელი გამოჭრეს" - სასტიკი თავდასხმები დაღესტანში, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა: რა არის ამ დროისთვის ცნობილი?

"დერბენტის ეკლესიაში მამა ნიკოლაი მოკლეს, ყელი გამოჭრეს" - სასტიკი თავდასხმები დაღესტანში, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა: რა არის ამ დროისთვის ცნობილი?

კვირას საღამოს დაღესტნის ქალაქ დერბენტსა და მახაჩყალაში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, სინაგოგასა და პოლიციაზე თავდასხმების შედეგად ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე 17 ადამიანი, მათ შორის 15 პოლიციელი დაიღუპა.

ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ მოკლულია ხუთი თავდამსხმელი - ორი დერბენტში და სამი მახაყალაში. დაღესტნის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, პოლიციელების გარდა, დაღუპულია, სულ მცირე, ორი სამოქალაქო პირი. საავადმყოფოში გადაყვანილია 16 ადამიანი. დაღუპულთა შესახებ დაზუსტებული ცნობები ჯერ ისევ არ ვრცელდება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა. 24-26 ივნისი დაღესტანში გლოვის დღეები გამოცხადდა.

  • რა მოხდა დაღესტანში

გავრცელებული ინფორმაციით, სროლა დერბენტსა და მახაჩყალაში კვირას, გვიან საღამოს დაიწყო.

დერბენტში უცნობი პირები თავს დაესხნენ ლენინის ქუჩაზე მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას და თაგი-ზადეს ქუჩაზე მდებარე კელე-ნუმაზის სინაგოგას. ეკლესიის წინამძღოლი გარდაცვლილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელებმა ეკლესიასა და სინაგოგას ავტომატური იარაღიდან ესროდნენ. თავდასხმის შედეგად სინაგოგაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც მხოლოდ გვიან ღამით ჩააქრეს.

რუსეთის ებრაელთა კონგრესი განმარტავს, რომ თავდასხმა დერბენტში სინაგოგაზე საღამოს ლოცვამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.

პოლიციელებმა და დაცვის თანამშრომლებმა მოიგერიეს თავდამსხმელები. ტერორისტებმა შენობაში ცეცხლის გაჩენა მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით შეძლეს.

მსგავსი თავდასხმა მოხდა მახაჭყალაშიც, სადაც ერმოშკინის ქუჩაზე, საგზაო პოლიციის პოსტს, რომლის გვერდითაც სინაგოგაა, ცეცხლი გაუხსნეს. "რია ნოვოსტი" რაბინზე დაყრდნობით იუწყება, რომ მახაჩყალას სინაგოგაში არავინ დაშავებულა.

ორჯონიკიძის ქუჩაზე მდებარე ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძართან სროლისას კი ეკლესიის დარაჯი გარდაიცვალა, - განუცხადა TASS-ს მრევლის წევრმა. "როგორც კი სროლა დაიწყო, ჩვენ შიგნით ჩავიკეტეთ“, - ამბობს თვითმხილველი.

ტაძარში სულ 18 ადამიანი - სასულიერო პირები და მრევლი იყვნენ. ღამით ისინი პოლიციამ გაიყვანა. "არავინ დაშავებულა", - განუცხადა "ინტერფაქსს" წყარომ.

სროლა იყო სოფელ სერგოყალაშიც, რომელიც მახაჩკალას სამხრეთით 65 კილომეტრში მდებარეობს. უცნობმა პირებმა პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთ-ერთი თანამშრომელი დაიჭრა.

  • რა არის ცნობილი გარდაცვლილების შესახებ

დერბენტის ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად მოკლულია დეკანოზი ნიკოლაი კოტელნიკოვი, რომელიც ეკლესიაში 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა.

"დერბენტის ეკლესიაში მამა ნიკოლაი მოკლეს, ყელი გამოჭრეს", - წერს დაღესტნის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე შამილ ხადულაევი. მისი თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მახაჩყალის ეკლესიის დაცვის თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ გაზის პისტოლეტით იყო შეიარაღებული.

რუსული მედიის ცნობით, ოთხი მოკლული "ბოევიკიდან" სამი დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის უფროსის, მაგომედ ომაროვის ვაჟები და ძმისშვილი არიან. ომაროვი ამ დროისთვის დაკავებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი, განუცხადა "რია ნოვოსტის" უსაფრთხოების ძალების წყარომ. "მაგომედ ომაროვი დაკავებულია და მიმდინარეობს წინასწარი დაკითხვა, თავდამსხმელებს შორის მისი ვაჟები იყვნენ“, - განაცხადა წყარომ.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით, ომაროვის ორმა ვაჟმა, ისევე როგორც მისმა ძმისშვილმა, მონაწილეობა მიიღეს სინაგოგასა და პოლიციელებზე კვირას მომხდარ თავდასხმაში. "ინტერფაქსი“ სამართალდამცავ ორგანოებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდამსხმელები დახოცეს და ისინი უკვე ამოცნობილი არიან.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინ დაღესტანში მომხდარ თავდასხმებზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.