ავტორი:

დაღესტანში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს - მოკლულია ერთი პოლიციელი, არის დაჭრილიც

დაღესტანში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს - მოკლულია ერთი პოლიციელი, არის დაჭრილიც

დაღესტანში, დერბენტში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ამავე ცნობებით, შედეგად მოკლულია ერთი პოლიციელი, არის დაჭრილიც.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ავტომობილებით მიმალვა შეძლეს.

ადგილზე საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები მუშაობენ. გარდა ამისა, მახაჩყალაში უცნობი პირები პოლიციის საგუშაგოს დაესხნენ თავს.

დაღუპულია პოლიციის ერთი თანამშრომელი, არიან დაშავებულებიც.