პარტნიორები:
    ავტორი:

    პორტუგალიამ თურქეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და უკვე პლეი-ოფშია - ცნობილი ხდება, რომ საქართველოსთან ლეაო ვერ ითამაშებს

    პორტუგალიამ თურქეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და უკვე პლეი-ოფშია - ცნობილი ხდება, რომ საქართველოსთან ლეაო ვერ ითამაშებს

    ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, პორტუგალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა და პლეი-ოფში ვადამდე გავიდა.

    რონალდომ საგოლე გადაცემა გააკეთა - ეს მიმდინარე ტურნირზე მისი პირველი საგოლე მოქმედებაა.

    ლეაომ სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს.

    პორტუგალიას ექვსი ქულა აქვს, თურქეთს სამი, ჩეხეთსა და საქართველოს კი - თითო-თითო.

    ბოლო ტური 26 ივნისს ჩატარდება: პორტუგალია საქართველოს, ხოლო თურქეთი ჩეხეთს დაუპირისპირდება.