საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ქულა ევროპაზე და გიორგი მამარდაშვილის 11 "სეივი" - საქართველო - ჩეხეთი 1:1
პირველი ქულა ევროპაზე და გიორგი მამარდაშვილის 11 "სეივი" - საქართველო - ჩეხეთი 1:1

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე დღეს ჩე­ხე­თის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­და და მატ­ჩი ფრედ 1:1 დას­რულ­და.

ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი ამ შე­მად­გენ­ლო­ბით გა­ვი­და მო­ე­დან­ზე:

  • მა­მარ­დაშ­ვი­ლი, კა­კა­ბა­ძე, კვირ­კვე­ლია, კა­შია, დვა­ლი, მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, წი­ტა­იშ­ვი­ლი, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, და­ვი­თაშ­ვი­ლი, კვა­რა­ცხე­ლია, მი­ქა­უ­ტა­ძე

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ორ­მა­გი შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბურ­თი ცენ­ტრში სა­ერ­თოდ არ ჩერ­დე­ბო­და და გი­ჟურ ტემპში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თა­მა­ში. ჩე­ხებ­მა შეძ­ლეს უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა, თუმ­ცა მა­მარ­დაშ­ვი­ლის კარ­გმა თა­მაშ­მა არა­ერ­თხელ გა­და­არ­ჩი­ნა ჩვე­ნი კარი გო­ლის­გან.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ში სამი ძლი­ე­რი დარ­ტყმა მო­ი­გე­რია მა­მარ­დაშ­ვილ­მა და გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. "მა­მარ­და" შემ­დე­გაც დამ­ჯე­რებ­ლად თა­მა­შობ­და, თუმ­ცა მის კარ­ში ბურ­თი ხე­ლით გა­ი­ტა­ნეს, რაც გა­უქ­მდა.

ბოლო წუთ­ზე ხვი­ჩას ჩა­წო­დე­ბუ­ლი ჯა­რი­მის შემ­დეგ კა­ში­ას ჰქონ­და ბურ­თი გა­ტა­ნის შან­სი, თუმ­ცა ვერ შეძ­ლო, სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­და­წყდა ვარს შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა სა­ჯა­რი­მო­ში ჩე­ხე­ბის თა­მა­ში, რის შე­დე­გა­დაც პე­ნალ­ტი და­ი­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც შე­უ­და­რებ­ლად შე­ას­რუ­ლა გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ.

ბოლო წუ­თებ­ზე კი­დევ ერთხელ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა "მა­მარ­დამ" და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ველ ტა­იმ­ში გი­ორ­გის ან­გა­რიშ­ზე 8 "სე­ი­ვია", მე­ო­რე­ში კი კი­დევ 3 და­ა­მა­ტა.

მე­ო­რე ტა­ი­მი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო, ორ­მხრი­ვი შე­ტე­ვე­ბი და ბურ­თის ფლო­ბაც გა­თა­ნაბრდა, თუმ­ცა 58-ე წუთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კარ­ში ჩე­ხებ­მა ბურ­თი გა­ტა­ნა მა­ინც შეძ­ლეს, კუ­თხუ­რის ჩა­წო­დე­ბის შემ­დეგ.

61-ე წუთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ორ­მა­გი შეც­ვლა მოხ­და, და­ვი­თაშ­ვი­ლის ნაც­ვლად მო­ე­დან­ზე შე­ვი­და გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე, წი­ტა­იშ­ვი­ლის ნაც­ვლად კი - ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩე­ხე­ბი საკ­მა­ოდ უხე­შად თა­მა­შობ­დნენ. მათ­გან ყვე­ლა­ზე მეტი ხვი­ჩას მოხ­ვდა, შე­დე­გად მე­ო­რე ტა­ი­მის მი­წუ­რულს აშ­კა­რად გა­უ­ჭირ­და თა­მა­ში, ის 82-ე წუთ­ზე სა­ნი­ოლ­მა საბა ლობ­ჟა­ნი­ძით შეც­ვა­ლა. მო­ე­დან­ზედ გა­ვი­და გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნიც, მან შეც­ვა­ლა საბა კვირ­კვე­ლია. 88-ე წუთ­ზე გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის ნაც­ვლად თა­მაშ­ში გი­ორ­გი ქვი­ლი­თა­ია ჩა­ერ­თო. ზუს­ტად ბოლო წუთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­და გო­ლის გა­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, თუმ­ცა მე­კა­რეს­თან პი­რის­პირ გა­სულ­მა საბა ლობ­ჟა­ნი­ძემ ბურ­თი კარს აა­ცი­ლა.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა. 26 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი გელ­ზენ­კირ­ხენ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ის ეროვ­ნულ ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

EURO 2024-ის მატ­ჩე­ბის ღია ჩვე­ნე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში დიდ ეკ­რა­ნებ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყვე­ლა თა­მაშს აჩ­ვე­ნე­ბენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
evoluSn
1

 მამარდა ლომი! , დანარჩენი ნაკრები ერთობა, და ფეღბურთი როდის დაიწყება .. თქვე.... დაყუდებულებო..... !?

Tato
36

ბუდუ დასაჯა ღვარძლიანმა ირაკლიმ.

ავტორი:

პირველი ქულა ევროპაზე და გიორგი მამარდაშვილის 11 "სეივი" - საქართველო - ჩეხეთი 1:1

პირველი ქულა ევროპაზე და გიორგი მამარდაშვილის 11 "სეივი" - საქართველო - ჩეხეთი 1:1

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ჩვენი ნაკრები ამ შემადგენლობით გავიდა მოედანზე:

  • მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე

პირველი ტაიმი ორმაგი შეტევებით დაიწყო, შეიძლება ითქვას, რომ ბურთი ცენტრში საერთოდ არ ჩერდებოდა და გიჟურ ტემპში მიმდინარეობდა თამაში. ჩეხებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება, თუმცა მამარდაშვილის კარგმა თამაშმა არაერთხელ გადაარჩინა ჩვენი კარი გოლისგან.

პირველი ტაიმის პირველივე წუთებში სამი ძლიერი დარტყმა მოიგერია მამარდაშვილმა და გადაგვარჩინა. "მამარდა" შემდეგაც დამჯერებლად თამაშობდა, თუმცა მის კარში ბურთი ხელით გაიტანეს, რაც გაუქმდა.

ბოლო წუთზე ხვიჩას ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ კაშიას ჰქონდა ბურთი გატანის შანსი, თუმცა ვერ შეძლო, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა ვარს შეემოწმებინა საჯარიმოში ჩეხების თამაში, რის შედეგადაც პენალტი დაინიშნა, რომელიც შეუდარებლად შეასრულა გიორგი მიქაუტაძემ.

ბოლო წუთებზე კიდევ ერთხელ გადაგვარჩინა "მამარდამ" და პირველი ტაიმი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში გიორგის ანგარიშზე 8 "სეივია", მეორეში კი კიდევ 3 დაამატა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო, ორმხრივი შეტევები და ბურთის ფლობაც გათანაბრდა, თუმცა 58-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარში ჩეხებმა ბურთი გატანა მაინც შეძლეს, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ.

61-ე წუთზე საქართველოს ნაკრებში ორმაგი შეცვლა მოხდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე შევიდა გიორგი ჩაკვეტაძე, წიტაიშვილის ნაცვლად კი - ლუკა ლოჩოშვილი.

აღსანიშნავია, რომ ჩეხები საკმაოდ უხეშად თამაშობდნენ. მათგან ყველაზე მეტი ხვიჩას მოხვდა, შედეგად მეორე ტაიმის მიწურულს აშკარად გაუჭირდა თამაში, ის 82-ე წუთზე სანიოლმა საბა ლობჟანიძით შეცვალა. მოედანზედ გავიდა გიორგი გველესიანიც, მან შეცვალა საბა კვირკველია. 88-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად თამაშში გიორგი ქვილითაია ჩაერთო. ზუსტად ბოლო წუთზე საქართველოს ჰქონდა გოლის გატანის საშუალება, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა საბა ლობჟანიძემ ბურთი კარს ააცილა.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა. 26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.

იხილეთ ასევე: