ავტორი:

როგორ "აქცია" AI-მ უკრაინელი ბლოგერი რუსად - "ოლღას ციფრული ვერსია ჩინეთს მადლობას უხდის, რუსეთის მხარდაჭერისთვის"

როგორ "აქცია" AI-მ უკრაინელი ბლოგერი რუსად - "ოლღას ციფრული ვერსია ჩინეთს მადლობას უხდის, რუსეთის მხარდაჭერისთვის"

21 წლის უკრაინელმა ბლოგერმა, ოლგა ლოიეკმა თავისი ფოტოები ჩინურ სოციალურ მედიაში შემთხვევით აღმოაჩინა. როგორც აღმოჩნდა, გოგონას ციფრული დოპელგანგერები ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნეს - ისინი თავისუფლად საუბრობენ ჩინურ ენაზე, და რაც ყველაზე უცნაურია, თავს რუსებად ასაღებენ. ოლღას ციფრული ვერსია ჩინეთს მადლობას უხდის რუსეთის მხარდაჭერისთვის.

  • "ეს ფაქტობრივად ჩემი სახეა, რომელიც ჩინურად ლაპარაკობს. ფონზე კრემლი და მოსკოვი ჩანს“, - განუცხადა ლოიეკმა Reuters-ს. "ეს მართლაც შემზარავი იყო, ხელოვნური ინტელექტი ჩინეთსა და რუსეთს ადიდებს. ასეთ რამეს არასდროს ვიტყოდი".

ჯიმ ჩაი, XMOV-ის აღმასრულებელი დირექტორი, კომპანია, რომელიც ავითარებს მოწინავე AI ტექნოლოგიას, ამბობს, რომ ასეთი "ავატარის" შექმნის ტექნოლოგია ჩინეთში ძალიან გავრცელებულია. ხელოვნური ინტელექტი მწვავე დებატების თემაა და ლოიეკის ისტორია ნათელს ჰფენს მისი პოტენციურად არალეგალური მიზნებისთვის გამოყენების რისკს.

მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირის AI აქტი, რომელიც აწესებს გამჭვირვალობის ვალდებულებებს მაღალი რისკის მქონე ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე, ძალაში ამ თვეში შევიდა.

წყარო