მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანიამ “ჯივიპის” ხელმძღვანელობისგან წყალმომარაგების ცენტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოებზე დეტალური ანგარიში მოისმინა
დავით ნარმანიამ “ჯივიპის” ხელმძღვანელობისგან წყალმომარაგების ცენტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოებზე დეტალური ანგარიში მოისმინა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ად­გილ­ზე შე­ა­ფა­სა წი­წა­მუ­რის მიმ­დე­ბა­რედ წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრა­ლურ მილ­სა­დენ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მელ­ზეც სე­მე­კი მო­ნი­ტო­რინგს 16 ივ­ნი­სი­დან ახორ­ცი­ე­ლებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სე­მე­კი ავ­რცე­ლებს. მათი ცნო­ბით, სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო შპს "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ არი­ან ჩარ­თულ­ნი მა­გის­ტრა­ლუ­რი მილ­სა­დე­ნის აღ­დგე­ნით სა­მუ­შა­ო­ებ­ში.

"ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ მიერ სა­მუ­შა­ო­ე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში. სე­მე­კის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი მო­ნი­ტო­რინგს უწევს პრო­ცე­სის ინ­ტენ­სი­ვო­ბა­სა და ხა­რისხს. კომ­პა­ნი­ამ გა­მო­ი­ყე­ნა ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე დრო­ში დას­რულ­დეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი და სრუ­ლად აღ­დგეს წყალ­მო­მა­რა­გე­ბა.

სრუ­ლად გა­სა­გე­ბია მო­სახ­ლე­ო­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცია წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­თან და­კავ­ში­რე­ბით. "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი“ 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას წყალ­მო­მა­რა­გე­ბის გან­რი­გი­სა და სას­მე­ლი წყლის ცის­ტერ­ნე­ბის გან­თავ­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

2023 წლის დე­კემ­ბერ­ში, კო­მი­სი­ამ შე­ი­თან­ხმა "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბი და გა­ნი­სა­ზღვრა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა პრობ­ლე­მურ და მწვა­ვე ლო­კა­ცი­ებ­ზე. პრო­ექ­ტე­ბის შე­თან­ხმე­ბი­სას, წი­წა­მურ­თან არ­სე­ბუ­ლი მილ­სა­დე­ნი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს არ სა­ჭი­რო­ებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მის ფარ­გლებ­ში მილ­სა­დენ­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა დღის წეს­რიგ­ში არ დამ­დგა­რა“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

და­ვით ნარ­მა­ნი­ას­თან ერ­თად წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრა­ლურ მილ­სა­დენ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს სე­მე­კის წევ­რებ­მა და სე­მე­კის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

დავით ნარმანიამ “ჯივიპის” ხელმძღვანელობისგან წყალმომარაგების ცენტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოებზე დეტალური ანგარიში მოისმინა

დავით ნარმანიამ “ჯივიპის” ხელმძღვანელობისგან წყალმომარაგების ცენტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოებზე დეტალური ანგარიში მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ადგილზე შეაფასა წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოები, რომელზეც სემეკი მონიტორინგს 16 ივნისიდან ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათი ცნობით, სემეკის თავმჯდომარემ ტექნიკური საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირებისგან, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი მაგისტრალური მილსადენის აღდგენით სამუშაოებში.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ სამუშაოები ხორციელდება 24 საათიან რეჟიმში. სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტი მონიტორინგს უწევს პროცესის ინტენსივობასა და ხარისხს. კომპანიამ გამოიყენა ყველა შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს სამუშაოები და სრულად აღდგეს წყალმომარაგება.

სრულად გასაგებია მოსახლეობის მწვავე რეაქცია წყალმომარაგების საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 24 საათიან რეჟიმში მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას წყალმომარაგების განრიგისა და სასმელი წყლის ცისტერნების განთავსებასთან დაკავშირებით.

2023 წლის დეკემბერში, კომისიამ შეითანხმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტები და განისაზღვრა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება პრობლემურ და მწვავე ლოკაციებზე. პროექტების შეთანხმებისას, წიწამურთან არსებული მილსადენი სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ საჭიროებდა. შესაბამისად, საინვესტიციო გეგმის ფარგლებში მილსადენზე სამუშაოების განხორციელება დღის წესრიგში არ დამდგარა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანიასთან ერთად წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს სემეკის წევრებმა და სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.