მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა მსახიობი დონალდ საზერლენდი - "მე მას კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მსახიობად მივიჩნევ"
გარდაიცვალა მსახიობი დონალდ საზერლენდი - "მე მას კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მსახიობად მივიჩნევ"

88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მსა­ხი­ო­ბი დო­ნალდ სა­ზერ­ლენ­დი - ისე­თი ფილ­მე­ბის ვარ­სკვლა­ვი, რო­გო­რი­ცაა "შიმ­ში­ლის თა­მა­შე­ბი“, "გან­შო­რე­ბის ექ­ვსი გრა­დუ­სი“, "ძარ­ცვა იტა­ლი­უ­რად“ და ა.შ.

მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბი ამ­ბა­ვი მის­მა ვაჟ­მა კი­ფერ­მა გა­ავ­რცე­ლა.

"დამ­ძი­მე­ბუ­ლი გუ­ლით უნდა გი­თხრათ, რომ მა­მა­ჩე­მი, დო­ნალდ სა­ზერ­ლენ­დი გარ­და­იც­ვა­ლა. მე მას კი­ნოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მსა­ხი­ო­ბად მი­ვიჩ­ნევ. ის შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებ­და ყვე­ლა როლს - კარ­გს, ცუდ­სა თუ ბო­როტს... უყ­ვარ­და თა­ვი­სი საქ­მე და აკე­თებ­და იმას, რაც უყ­ვარ­და. ბე­დის­წე­რის­გან მე­ტის მო­თხოვ­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მან კარ­გი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რა...”- თქვა კი­ფერ­მა.

დო­ნალდ სა­ზერ­ლენ­დის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და­ი­წყო 1970-იან წლებ­ში, რო­დე­საც ითა­მა­შა ქი­რურ­გი პირ­სის როლ­ში ამე­რი­კულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში MASH. მთლი­ა­ნო­ბა­ში სა­ზერ­ლენდმა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის 200 როლი ითა­მა­შა.

ის კა­ნა­და­ში და­ი­ბა­და, სა­დაც თავ­და­პირ­ვე­ლად რა­დიო რე­პორ­ტი­ო­რად მუ­შა­ობ­და. 1957 წელს მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი გა­და­ვი­და ლონ­დონ­ში, სა­დაც სწავ­ლობ­და ლონ­დო­ნის მუ­სი­კი­სა და დრა­მა­ტუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ა­ში. შემ­დეგ მან ითა­მა­შა მცი­რე რო­ლე­ბი ბრი­ტა­ნულ კი­ნო­სა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილ­მებ­ში. 1971 წლი­დან კი იწყე­ბა მისი კა­რი­ე­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­მას­ვლა.

დო­ნალდ სა­ზერ­ლენ­დი ოთხი ვა­ჟი­სა და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლის მამა გახ­ლდათ.

კო­მერ­ცი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბი­სა და კრი­ტი­კო­სე­ბის მო­წო­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი "ოს­კარ­ზე", მაგ­რამ 2017 წელს მი­ი­ღო სა­პა­ტიო ჯილ­დო კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

გარდაიცვალა მსახიობი დონალდ საზერლენდი - "მე მას კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მსახიობად მივიჩნევ"

გარდაიცვალა მსახიობი დონალდ საზერლენდი - "მე მას კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მსახიობად მივიჩნევ"

88 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი დონალდ საზერლენდი - ისეთი ფილმების ვარსკვლავი, როგორიცაა "შიმშილის თამაშები“, "განშორების ექვსი გრადუსი“, "ძარცვა იტალიურად“ და ა.შ.

მსახიობის გარდაცვალები ამბავი მისმა ვაჟმა კიფერმა გაავრცელა.

"დამძიმებული გულით უნდა გითხრათ, რომ მამაჩემი, დონალდ საზერლენდი გარდაიცვალა. მე მას კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მსახიობად მივიჩნევ. ის შესანიშნავად ასრულებდა ყველა როლს - კარგს, ცუდსა თუ ბოროტს... უყვარდა თავისი საქმე და აკეთებდა იმას, რაც უყვარდა. ბედისწერისგან მეტის მოთხოვნა შეუძლებელია. მან კარგი ცხოვრებით იცხოვრა...”- თქვა კიფერმა.

დონალდ საზერლენდის წარმატებული კარიერა დაიწყო 1970-იან წლებში, როდესაც ითამაშა ქირურგი პირსის როლში ამერიკულ სატელევიზიო შოუში MASH. მთლიანობაში საზერლენდმა შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში თითქმის 200 როლი ითამაშა.

ის კანადაში დაიბადა, სადაც თავდაპირველად რადიო რეპორტიორად მუშაობდა. 1957 წელს მომავალი მსახიობი გადავიდა ლონდონში, სადაც სწავლობდა ლონდონის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების აკადემიაში. შემდეგ მან ითამაშა მცირე როლები ბრიტანულ კინოსა და სატელევიზიო ფილმებში. 1971 წლიდან კი იწყება მისი კარიერის განსაკუთრებული აღმასვლა.

დონალდ საზერლენდი ოთხი ვაჟისა და ერთი ქალიშვილის მამა გახლდათ.

კომერციული წარმატებისა და კრიტიკოსების მოწონების მიუხედავად, ის არასოდეს ყოფილა ნომინირებული "ოსკარზე", მაგრამ 2017 წელს მიიღო საპატიო ჯილდო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის.